პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე
ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე

შპს "ქუთ­სერ­ვის ჯგუფს" ახა­ლი უფ­რო­სი ჰყავს და მას გელა გა­გუა უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო. ახალ ხელ­მძღვა­ნელს უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს. სი­ახ­ლე­ე­ბი კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით შრო­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­ნახ­ლე­ბა­სა და ქუ­თა­ი­სის სუფ­თა ქა­ლა­ქად გა­დაქ­ცე­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

"ქუთ­სერ­ვის ჯგუ­ფის", სა­დაც 300 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, წლი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა 2 მი­ლი­ონ 700 000 ლა­რია. ამ თან­ხა­ში შე­დის რო­გორც ქა­ლა­ქის დაგ­ვა-და­სუფ­თა­ვე­ბა, ისე ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნა და გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა. და­საგ­ვე­ლი ქუ­ჩე­ბის ნუს­ხა 90-ია. 

"გვინ­და ახა­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა ქა­ლა­ქის მერ­თან და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, რად­გან ჩვე­ნი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და 100%-აინი წი­ლის მფლო­ბე­ლი მე­რი­აა. შარ­შან­დე­ლი წელი მომ­გე­ბი­ა­ნი იყო. მიმ­დი­ნა­რე წელს ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხით შე­იძ­ლე­ბა ორი ან სამი ერ­თდრო­უ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი შე­ვი­ძი­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­ახ­ლე­ებს, შე­ვი­ძი­ნეთ მტვერ­სას­რუ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია ფო­თოლცვე­ნის დროს. ვი­ყე­ნებთ ამ მტვერ­სას­რუ­ტებს, რად­გან პირ­ველ რიგ­ში დამ­გვე­ლის შრო­მას აი­ო­ლებს და შემ­დეგ სა­მუ­შა­ოს ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია. გვინ­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ნამ­რომ­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შევ­მა­ცი­როთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ დამ­გვე­ლიც და მუ­შაც. ასე­ვე, საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ვგეგ­მავთ შპს-ს კუთ­ვნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გაზ­ზე გა­დაყ­ვა­ნას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ლა­რის ეფექტს მოგ­ვცემს", - აცხა­დებს გელა გა­გუა.

იხი­ლეთ ვრცლად

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე

ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე

შპს "ქუთსერვის ჯგუფს" ახალი უფროსი ჰყავს და მას გელა გაგუა უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე დირექტორის მოადგილე იყო. ახალ ხელმძღვანელს უამრავი გეგმა აქვს. სიახლეები კი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით შრომის შემსუბუქებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ქუთაისის სუფთა ქალაქად გადაქცევას უკავშირდება.

"ქუთსერვის ჯგუფის", სადაც 300 ადამიანია დასაქმებული, წლიური მომსახურების თანხა 2 მილიონ 700 000 ლარია. ამ თანხაში შედის როგორც ქალაქის დაგვა-დასუფთავება, ისე ნარჩენების გატანა და გაუვნებელყოფა. დასაგველი ქუჩების ნუსხა 90-ია. 

"გვინდა ახალი ტექნიკის შეძენა ქალაქის მერთან და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, რადგან ჩვენი დამფუძნებელი და 100%-აინი წილის მფლობელი მერიაა. შარშანდელი წელი მომგებიანი იყო. მიმდინარე წელს ამოღებული თანხით შეიძლება ორი ან სამი ერთდროული ავტოტრანსპორტი შევიძინოთ. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ სიახლეებს, შევიძინეთ მტვერსასრუტები, რომელიც ძალიან ეფექტურია ფოთოლცვენის დროს. ვიყენებთ ამ მტვერსასრუტებს, რადგან პირველ რიგში დამგველის შრომას აიოლებს და შემდეგ სამუშაოს ოპერატიულად შესრულების ხარისხი მაღალია. გვინდა, რომ თანამედროვე საშუალებების გამოყენებით თანამრომლების ფიზიკური შრომა შევმაციროთ და მაქსიმალურად მექანიზაციაზე გადავიყვანოთ დამგველიც და მუშაც. ასევე, საწვავის ხარჯის შემცირების მიზნით, ვგეგმავთ შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გაზზე გადაყვანას, რაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 000 ლარის ეფექტს მოგვცემს", - აცხადებს გელა გაგუა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა