Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანის გამგებელმა თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა აუკრძალა
გურჯაანის გამგებელმა თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა აუკრძალა

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა თა­ნამ­შრომ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა აუკ­რძა­ლა. რო­გორც გამ­გე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი აცხა­დებს, ისი­ნი გამ­გე­ბელ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გას­ცე­მენ.

"ვიცი, რომ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ რა ვქნა? გამ­გე­ბელ­მა ყვე­ლა გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ გავ­ცეთ, მე ხომ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი მყავს, რა ვქნა?" - აღ­ნიშ­ნა გამ­გე­ო­ბის ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა "კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან".

გურ­ჯა­ა­ნის გამ­გე­ბე­ლი ემ­ზარ ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლი მე­დი­ის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის დაბ­ლოკ­ვას არ ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, თა­ნამ­შრომ­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა მხო­ლოდ "საკ­ვან­ძო სა­კი­თხებ­ზე" აუკ­რძა­ლა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მკითხველის რჩევით

გურჯაანის გამგებელმა თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა აუკრძალა

გურჯაანის გამგებელმა თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა აუკრძალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამშრომლებს სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის გაცემა აუკრძალა. როგორც გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი აცხადებს, ისინი გამგებელთან შეუთანხმებლად ინფორმაციას ვერ გასცემენ.

"ვიცი, რომ საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ რა ვქნა? გამგებელმა ყველა გაგვაფრთხილა, რომ შეთანხმების გარეშე ინფორმაციები არ გავცეთ, მე ხომ ჩემი ხელმძღვანელი მყავს, რა ვქნა?" - აღნიშნა გამგეობის ერთმა თანამშრომელმა "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან".

გურჯაანის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი მედიისთვის ინფორმაციის დაბლოკვას არ ადასტურებს. მისი თქმით, თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა მხოლოდ "საკვანძო საკითხებზე" აუკრძალა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა