მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენილი ბავშვები და მოწინავე ადგილი შემაშფოთებელ რეიტინგში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა
მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენილი ბავშვები და მოწინავე ადგილი შემაშფოთებელ რეიტინგში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ქა­ლა­ქი რომ მა­წან­წა­ლა და უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბით არის სავ­სე, ფაქ­ტია. თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას (ცენ­ტრსა თუ გა­რე­უ­ბან­ში) შეხ­ვდე­ბით მათ (ცხა­დია, გა­რე­უ­ბან­ში მე­ტია). შე­სა­ბა­მი­სად, ცხო­ვე­ლე­ბის­გან დაკ­ბე­ნილ-და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნიც არ­სე­ბობს და ამ­ჯე­რად სწო­რედ ამ სა­კი­თხით და­ვინ­ტე­რეს­დით.

ლია კუ­თხაშ­ვი­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის დედა:

- ჩემი შვი­ლი, 10 წლის ნი­კო­ლოზ კუ­თხაშ­ვი­ლი ხატ­ვი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. თოვ­ლი იყო და ბავ­შვი თოვ­ლზე მოს­რი­ა­ლებ­და. იმ დროს უკ­ნი­დან ძაღ­ლი მი­ე­პა­რა და ბარ­ძაყ­ზე უკბი­ნა. საკ­მა­ოდ დიდი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. თით­ქმის ყვე­ლა კბი­ლი ჩა­ა­სო. მარ­თა­ლია ნა­კე­რე­ბი არ დას­ჭირ­და, მაგ­რამ ბავ­შვთა მე­სა­მე კლი­ნი­კა­ში ავ­ცე­რით. კარ­გად მოგ­ვხე­დეს, პა­ტი­ვი გვცეს, თუმ­ცა ასეთ სირ­თუ­ლეს მა­ინც გა­და­ვა­წყდით: ბავ­შვის პი­რა­დი ნო­მე­რი დას­ჭირ­დათ, არა­და, იმ დღეს სკო­ლა­ში დი­რექ­ცია არ იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გო­რი ახ­სნა არ დამ­ჭირ­და, რომ გამ­ქცე­ვი არ ვი­ყა­ვი, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დით, მე­უღ­ლეც მახ­ლდა, რო­მე­ლიც მო­ძღვა­რია, ისიც უხ­სნი­და, მაგ­რამ პი­რა­დო­ბის არ­ქო­ნის გამო 70 ლა­რის გა­დახ­დას მთხოვ­დნენ. მოკ­ლედ, დიდი ბჭო­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, და­ვი­თან­ხმეთ, რომ პი­რად ნო­მერს მე­ო­რე დღეს მი­ვუ­ტან­დით.

- ძაღ­ლმა ბავ­შვი რო­მელ უბან­ში დაკბი­ნა და თუ და­ა­ჭე­რი­ნეთ შემ­დეგ ის ძაღ­ლი?

- ეს შემ­თხვე­ვა მუ­ხი­ან­ში, მე­ო­რე­სა და პირ­ველ მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს შო­რის მოხ­და. ვი­ცო­დით ის ძაღ­ლი, რო­მე­ლიც იყო და გა­მო­ვი­ძა­ხე მაშ­ვე­ლე­ბი, მაგ­რამ კვლავ დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდით: შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "პეპ­ლე­ბის სა­ჭე­რი ბა­დით" მო­ვიდ­ნენ და მი­თხრეს, თუ ამ ძაღლს გა­მო­უჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აჭ­მევს, პატ­რო­ნობს, მისი წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქ­ვსო... მე­ო­რედ კი­დევ მო­მი­წია და­რეკ­ვამ, სა­ნამ სი­ტყვი­ე­რი შე­ურ­ცხყო­ფა არ მი­ვა­ყე­ნე, მა­ნამ­დე არა­ვინ მო­ვი­და. იმ სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბა და­მა­წე­რი­ნეს და მი­თხრეს, რომ 10 დღე­ში და­გი­რე­კავ­თო, მაგ­რამ არ შემ­ხმი­ა­ნე­ბი­ან.

- ახლა რო­გორ არის ბავ­შვი?

- გუ­შინ მე­ო­თხე აცრა ჩა­უ­ტარ­და და კი­დევ ორი აცრა დარ­ჩა. არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, იმ ძაღ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ხომ გი­თხა­რით, არ და­უ­რე­კავთ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღავ­ნელს, თე­მურ გი­ორ­გა­ძეს და­უ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლის სამ­სა­ხურ­საც მა­წან­წა­ლა და ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბის ბე­დიც აბა­რია.

- უპატ­რო­ნო, მა­წან­წა­ლა, ში­ნა­ურ თუ აგერ­სი­ულ ძაღ­ლებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერთი დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს. ძა­ლი­ან კარ­გი თავ­შე­სა­ფა­რი გვაქვს აშე­ნე­ბუ­ლი. ეს სამ­სა­ხუ­რი 2 წე­ლია, რაც შე­მოგ­ვი­ერ­თდა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ვერ­თეთ. აქამ­დე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ასე­თი მუ­შა­ო­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევ­და. მოკ­ლედ, ახლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ყვე­ლა­ფერს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვახ­დენთ.

- ზა­რე­ბი ძი­რი­თა­დად სად შე­მო­დის?

- შემ­თხვე­ვის ად­გი­ლე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა 112-შიც და­ირ­ე­კოს და პირ­და­პირ ჩვენ­თა­ნაც. ამის გა­რე­შეც რე­ი­დებ­საც ვა­ტა­რებთ. მოგ­ვყავს ძაღ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ჭე­რე­ბი გვყავს, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი.

- თქვენ­თან მოხ­ვედ­რილ ძაღ­ლებს რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უტარ­დე­ბათ?

- ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით ვმუ­შა­ობთ, ვა­ძი­ნებთ, თავ­შე­სა­ფარ­ში მიგ­ვყავს, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ. არის სა­ო­პე­რა­ციო, ლა­ბო­რა­ტო­რია, კეთ­დე­ბა სინ­ჯე­ბი, დგინ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა იმ ძაღ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. თუ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუ­ნე­ბა, კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას ვუ­კე­თებთ (გამ­რავ­ლე­ბა რომ აღარ მოხ­დეს) და ჩვენს მა­ნიშ­ნე­ბელს ვუ­კე­თებთ, რომ აც­რი­ლია და ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ცუ­ლია. ის ჩვე­ნი სა­მაგ­რი ყურ­ზე უკეთ­დე­ბათ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად უსაფრ­თხოა. ასე რომ, თუ ვინ­მეს პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მი­მარ­თონ 112-ს. მარ­თა­ლია ჯერ კი­დევ არის ბევ­რი მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი, მაგ­რამ თან­და­თან ვამ­ცი­რებთ მათ რი­ცხვს და ამ სა­კითხს კა­ლა­პოტ­ში ვა­ყე­ნებთ. მოკ­ლედ, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნონ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და შემ­დგომ რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ...

- რე­ი­დებს სად ატა­რებთ?

- მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, უბ­ნებ­ში დავ­დი­ვართ, სად­მე თუ და­დის აუც­რე­ლი ძაღ­ლი, პატ­რო­ნი რომ არ ჰყავს და არც ახლო-მახ­ლო კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არ მზრუნ­ვე­ლო­ბენ, აგ­ვყავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ კი თუ ძაღ­ლი უსაფრ­თხოა, ისევ იქ ვაბ­რუ­ნებთ.

- ძაღ­ლი, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მას რო­გორ ექ­ცე­ვით?

- მას ნემ­სი უკეთ­დე­ბა, ვა­ძი­ნებთ და ასე იღუ­პე­ბა...

თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი:

- დაკ­ბე­ნა­თა 90%-ის შემ­ხვე­ვა­ში, დაკ­ბე­ნა ჯი­ში­ა­ნი და კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ძაღ­ლე­ბის მიერ ხდე­ბა. ქუ­ჩა­ში უკბენს თუ სახ­ლში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ზუს­ტად უნდა ვი­ცო­დეთ, რო­მე­ლი ჯი­შის ძაღ­ლია. შემ­დგომ მისი თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დაყ­ვა­ნა მოხ­დე­ბა (ეს სა­ხელ­მწი­ფოს პრე­რო­გა­ტი­ვაა). შემ­დგომ მას­ზე 10-დღი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დაკ­ბე­ნილ­მა ადა­მი­ან­მა კი რა­ბი­ო­ლო­გი­ურ ცენტს უნდა მი­მარ­თოს, სა­დაც ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია გა­უ­კეთ­დე­ბა. თუ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძაღ­ლი არ მოკ­ვდე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცია ჩერ­დე­ბა, თუ არა­და, გრძელ­დე­ბა.

- ზო­გა­დად რა­ტომ კბენს ძაღ­ლი ადა­მი­ანს?

- უმე­ტე­სად ბავ­შვე­ბის დაკ­ბე­ნის მი­ზე­ზი ის არის, რომ ისი­ნი ხში­რად ძაღ­ლებს აწ­ვა­ლე­ბენ, - ქვებს, ჯო­ხებს ეს­ვრი­ან და ძაღ­ლის მი­მართ აგ­რე­სი­ას ავ­ლე­ნენ.

- როცა ქუ­ჩა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გეს­ხმის თავს?

- ეს ასე არ ხდე­ბა. თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს იმის ბრა­ლი არ არის, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად ცო­ფი­ა­ნია. ცოფი მა­ინც იშ­ვი­ა­თად აქვთ.

- რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი მა­წან­წა­ლა და აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბის­გან, როცა ისი­ნი ასე დაძ­რწი­ან ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მსოფ­ლი­ო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზეა. წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 50-60000 ადა­მი­ა­ნი იკ­ბი­ნე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი არი­ან. ამის ბრა­ლი ის არის, რომ ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და ცხო­ვე­ლიც მათ მი­მართ ადეკ­ვა­ტურ რე­აქ­ცი­ას ავ­ლენს. თავ­შე­სა­ფარ­ში, ვო­ლი­ე­რებ­ში 300 ძაღ­ლამ­დეა თავ­მოყ­რი­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ცხო­ველ­თან, რომ­ლე­ბიც აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გამო არი­ან იქ ჩა­კე­ტი­ლე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შევ­დი­ვარ და ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. რო­დე­საც ცხო­ვე­ლი ხე­დავს, რომ ადა­მი­ანს მისი ეში­ნია, ან ცუ­დად არის მის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი, ადა­მი­ა­ნი ად­რე­ნა­ლინს გა­მო­ყოფს, ეს ად­რე­ნა­ლი­ნი ცხო­ველ­ზე მოქ­მე­დებს.

- მაგ­რამ რა ქნას ადა­მი­ან­მა, რო­დე­საც ქვეც­ნო­ბი­ე­რად ძაღ­ლის ეში­ნია?

- მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, არ­სე­ბობს ბავ­შვე­ბის­თვის (სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან სკო­ლის პე­რი­ო­დამ­დე) გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა. ასე­თი კულ­ტუ­რა ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ლან­ძღავ სი­ტყვე­ბად იქ­ნე­ბა: "მა­მა­ძაღ­ლო", "შო­ბელ­ძაღ­ლო", "ძაღ­ლო" და მშო­ბე­ლი პა­ტა­რას ასე შე­ა­ში­ნებს: ძაღ­ლი მოვა და ტა­კო­ზე გი­კბენს, ეს ცუდ შე­დეგს მოგ­ვი­ტანს. ასეთ დროს ბავ­შვს ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი შიში უვი­თარ­დე­ბა. მის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლიც უჩ­ნდე­ბა, რა­საც ცხო­ვე­ლი კარ­გად გრძნობს და თავ­დაც­ვა­ზე გა­და­დის. ეს თავ­დაც­ვა კი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დაკ­ბე­ნით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ჩვენ­თან შეგ­ნე­ბულ მშობ­ლებს მოჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი და უნ­დათ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ვუ­ტა­როთ, რომ ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ შიში დაძ­ლი­ონ.

ცხო­ვე­ლი 30-40 მეტ­რის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობს ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბას. მსოფ­ლი­ოს ცხო­ველ­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ა­ში წე­რია, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მოხ­დეს ბავ­შე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და ტრე­ნინ­გე­ბი. ამაღ­ლდეს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მათი მენ­ტა­ლი­ტე­ტი.

- სა­ნამ ჩვენ­თან მენ­ტა­ლი­ტე­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ამაღ­ლდე­ბა, რა გა­ვა­კე­თოთ?

- ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. ჩვენ­ზეა ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორ გინ­დათ, რომ ძაღლს უთხრათ, აღარ იყო აგ­რე­სი­უ­ლი?

- თქვე­ნი თქმით, ძაღ­ლის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის ბრა­ლი ყო­ფი­ლა...

- დიახ, ასეა... ცხო­ველს აქვს სიყ­ვა­რუ­ლის, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის უნა­რი...

- კი, მაგ­რამ ხომ ნა­ხეთ, ცოტა ხნის წინ ცირ­კში რა მოხ­და? ლომ­მა თა­ვი­სი მომ­ვლე­ლი დაგ­ლი­ჯა...

- კი, ვიცი ეგ ფაქ­ტი და შე­ვის­წავ­ლე კი­დეც. ის მომ­ვლე­ლი ლომ­თან გა­ლი­ა­ში მთვრა­ლი შე­ვი­და და ფე­ხებ­ზე დარ­ტყმა და­უ­წყო და ამით მისი აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია. ვი­მე­ო­რებ, ცხო­ვე­ლის აგ­რე­სია და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ან­ზე, პარ­ლა­მენტზე, რო­მე­ლიც არ ღე­ბუ­ლობს შე­სა­ბა­მის კა­ნონს და მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სი­ძულ­ვილს თე­სავს... ძაღლს სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თგუ­ლე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი გა­აჩ­ნია. მი­ნა­ხავს ძაღ­ლი, რო­მე­ლიც პატ­რო­ნის საფ­ლავს დაკ­ვდო­მია. ერთი ადა­მი­ა­ნი და­მი­სა­ხე­ლეთ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბის საფ­ლავ­ზე მომ­კვდა­რა?

P.S. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ცა­დეთ, ამ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის მოგ­ვეს­მი­ნა და მათი აზრი თქვენ­თვი­საც მოგ­ვე­წო­დე­ბი­ნა, ფაქ­ტია, რომ ეს სა­კი­თხი კვლა­ვაც მწვა­ვე პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ambebi.ge"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენილი ბავშვები და მოწინავე ადგილი შემაშფოთებელ რეიტინგში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენილი ბავშვები და მოწინავე ადგილი შემაშფოთებელ რეიტინგში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ქალაქი რომ მაწანწალა და უპატრონო ძაღლებით არის სავსე, ფაქტია. თითქმის ნებისმიერ ადგილას (ცენტრსა თუ გარეუბანში) შეხვდებით მათ (ცხადია, გარეუბანში მეტია). შესაბამისად, ცხოველებისგან დაკბენილ-დაზიანებული უამრავი ადამიანიც არსებობს და ამჯერად სწორედ ამ საკითხით დავინტერესდით.

ლია კუთხაშვილი, დაზარალებული ბავშვის დედა:

- ჩემი შვილი, 10 წლის ნიკოლოზ კუთხაშვილი ხატვიდან შინ ბრუნდებოდა. თოვლი იყო და ბავშვი თოვლზე მოსრიალებდა. იმ დროს უკნიდან ძაღლი მიეპარა და ბარძაყზე უკბინა. საკმაოდ დიდი დაზიანება ჰქონდა. თითქმის ყველა კბილი ჩაასო. მართალია ნაკერები არ დასჭირდა, მაგრამ ბავშვთა მესამე კლინიკაში ავცერით. კარგად მოგვხედეს, პატივი გვცეს, თუმცა ასეთ სირთულეს მაინც გადავაწყდით: ბავშვის პირადი ნომერი დასჭირდათ, არადა, იმ დღეს სკოლაში დირექცია არ იმყოფებოდა. როგორი ახსნა არ დამჭირდა, რომ გამქცევი არ ვიყავი, თბილისში ვცხოვრობდით, მეუღლეც მახლდა, რომელიც მოძღვარია, ისიც უხსნიდა, მაგრამ პირადობის არქონის გამო 70 ლარის გადახდას მთხოვდნენ. მოკლედ, დიდი ბჭობისა და მოლაპარაკების შემდეგ, დავითანხმეთ, რომ პირად ნომერს მეორე დღეს მივუტანდით.

- ძაღლმა ბავშვი რომელ უბანში დაკბინა და თუ დააჭერინეთ შემდეგ ის ძაღლი?

- ეს შემთხვევა მუხიანში, მეორესა და პირველ მიკრორაიონებს შორის მოხდა. ვიცოდით ის ძაღლი, რომელიც იყო და გამოვიძახე მაშველები, მაგრამ კვლავ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით: შეიძლება ითქვას, რომ "პეპლების საჭერი ბადით" მოვიდნენ და მითხრეს, თუ ამ ძაღლს გამოუჩნდა ადამიანი, რომელიც აჭმევს, პატრონობს, მისი წაყვანის უფლება არ გვაქვსო... მეორედ კიდევ მომიწია დარეკვამ, სანამ სიტყვიერი შეურცხყოფა არ მივაყენე, მანამდე არავინ მოვიდა. იმ სამსახურის წარმომადგენლებმა განცხადება დამაწერინეს და მითხრეს, რომ 10 დღეში დაგირეკავთო, მაგრამ არ შემხმიანებიან.

- ახლა როგორ არის ბავშვი?

- გუშინ მეოთხე აცრა ჩაუტარდა და კიდევ ორი აცრა დარჩა. არ ვიცი, როგორ მოვიქცეთ, იმ ძაღლის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი, ხომ გითხარით, არ დაურეკავთ.

მოგვიანებით საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღავნელს, თემურ გიორგაძეს დაუკავშირდით, რომელის სამსახურსაც მაწანწალა და ქუჩის ძაღლების ბედიც აბარია.

- უპატრონო, მაწანწალა, შინაურ თუ აგერსიულ ძაღლებზე ზედამხედველობას ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტი ახორციელებს. ძალიან კარგი თავშესაფარი გვაქვს აშენებული. ეს სამსახური 2 წელია, რაც შემოგვიერთდა და ამ საქმიანობაში ჩავერთეთ. აქამდე ამ მიმართულებით არ მიმდინარეობდა ასეთი მუშაობა, რაც საზოგადოებაში და არასამთავრობო სექტორში უკმაყოფილებას იწვევდა. მოკლედ, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ყველაფერს ვახორციელებთ და შემოსული ზარების რეალიზაციას ვახდენთ.

- ზარები ძირითადად სად შემოდის?

- შემთხვევის ადგილებიდან შეიძლება 112-შიც დაირეკოს და პირდაპირ ჩვენთანაც. ამის გარეშეც რეიდებსაც ვატარებთ. მოგვყავს ძაღლები, სპეციალურად დამჭერები გვყავს, ტექნოლოგიურადაც განვითარებულია ჩვენი სამსახური.

- თქვენთან მოხვედრილ ძაღლებს რა პროცედურები უტარდებათ?

- ცივილიზებული მეთოდებით ვმუშაობთ, ვაძინებთ, თავშესაფარში მიგვყავს, სადაც მკურნალობა უტარდებათ. არის საოპერაციო, ლაბორატორია, კეთდება სინჯები, დგინდება, შეიძლება თუ არა იმ ძაღლის უკან დაბრუნება. თუ დავრწმუნდებით, რომ შეიძლება დაბრუნება, კასტრაცია-სტერილიზაციას ვუკეთებთ (გამრავლება რომ აღარ მოხდეს) და ჩვენს მანიშნებელს ვუკეთებთ, რომ აცრილია და ყველანაირად დაცულია. ის ჩვენი სამაგრი ყურზე უკეთდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად უსაფრთხოა. ასე რომ, თუ ვინმეს პრობლემები აქვს, მიმართონ 112-ს. მართალია ჯერ კიდევ არის ბევრი მაწანწალა ძაღლი, მაგრამ თანდათან ვამცირებთ მათ რიცხვს და ამ საკითხს კალაპოტში ვაყენებთ. მოკლედ, შეგვატყობინონ კონკრეტული შემთხვევების შესახებ და შემდგომ რეაგირებას მოვახდენთ...

- რეიდებს სად ატარებთ?

- მთელი ქალაქის მასშტაბით, უბნებში დავდივართ, სადმე თუ დადის აუცრელი ძაღლი, პატრონი რომ არ ჰყავს და არც ახლო-მახლო კორპუსის მაცხოვრებლები არ მზრუნველობენ, აგვყავს. აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ კი თუ ძაღლი უსაფრთხოა, ისევ იქ ვაბრუნებთ.

- ძაღლი, რომელიც სახიფათოა ადამიანებისთვის, მას როგორ ექცევით?

- მას ნემსი უკეთდება, ვაძინებთ და ასე იღუპება...

თეიმურაზ წიქორიძე, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება, უფლებადამცველი:

- დაკბენათა 90%-ის შემხვევაში, დაკბენა ჯიშიანი და კერძო მფლობელობაში მყოფი ძაღლების მიერ ხდება. ქუჩაში უკბენს თუ სახლში, ასეთ შემთხვევაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი ჯიშის ძაღლია. შემდგომ მისი თავშესაფარში გადაყვანა მოხდება (ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა). შემდგომ მასზე 10-დღიანი დაკვირვება მიმდინარეობს. დაკბენილმა ადამიანმა კი რაბიოლოგიურ ცენტს უნდა მიმართოს, სადაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუკეთდება. თუ 10 დღის განმავლობაში ძაღლი არ მოკვდება, ვაქცინაცია ჩერდება, თუ არადა, გრძელდება.

- ზოგადად რატომ კბენს ძაღლი ადამიანს?

- უმეტესად ბავშვების დაკბენის მიზეზი ის არის, რომ ისინი ხშირად ძაღლებს აწვალებენ, - ქვებს, ჯოხებს ესვრიან და ძაღლის მიმართ აგრესიას ავლენენ.

- როცა ქუჩაში მოულოდნელად გესხმის თავს?

- ეს ასე არ ხდება. თუმცა გამორიცხული არ არის მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს იმის ბრალი არ არის, რომ ის აუცილებლად ცოფიანია. ცოფი მაინც იშვიათად აქვთ.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი მაწანწალა და აგრესიული ძაღლებისგან, როცა ისინი ასე დაძრწიან ქალაქის ქუჩებში?

- ეს ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. მსოფლიოში ოფიციალური მონაცემებით, საქართველო ძაღლის მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობით მოწინავე ადგილზეა. წელიწადში დაახლოებით, 50-60000 ადამიანი იკბინება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველაზე აგრესიული ძაღლები არიან. ამის ბრალი ის არის, რომ ცხოველების მიმართ ყველაზე აგრესიული ხალხი საქართველოში ცხოვრობს და ცხოველიც მათ მიმართ ადეკვატურ რეაქციას ავლენს. თავშესაფარში, ვოლიერებში 300 ძაღლამდეა თავმოყრილი. აბსოლუტურად უცხო ცხოველთან, რომლებიც აგრესიულობის გამო არიან იქ ჩაკეტილები, ჩვეულებრივად შევდივარ და ვეკონტაქტები. როდესაც ცხოველი ხედავს, რომ ადამიანს მისი ეშინია, ან ცუდად არის მის მიმართ განწყობილი, ადამიანი ადრენალინს გამოყოფს, ეს ადრენალინი ცხოველზე მოქმედებს.

- მაგრამ რა ქნას ადამიანმა, როდესაც ქვეცნობიერად ძაღლის ეშინია?

- მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, არსებობს ბავშვებისთვის (საბავშვო ბაღიდან სკოლის პერიოდამდე) გაკვეთილები, რომელიც ცხოველებთან ურთიერთობას ეხება. ასეთი კულტურა ჩვენთან არ არსებობს. სანამ საქართველოში სალანძღავ სიტყვებად იქნება: ''მამაძაღლო'', ''შობელძაღლო'', ''ძაღლო'' და მშობელი პატარას ასე შეაშინებს: ძაღლი მოვა და ტაკოზე გიკბენს, ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს. ასეთ დროს ბავშვს ცხოველებისადმი შიში უვითარდება. მის მიმართ სიძულვილიც უჩნდება, რასაც ცხოველი კარგად გრძნობს და თავდაცვაზე გადადის. ეს თავდაცვა კი ხშირ შემთხვევაში, დაკბენით გამოიხატება. ჩვენთან შეგნებულ მშობლებს მოჰყავთ ბავშვები და უნდათ, რომ სპეციალური ტრენინგები ჩავუტაროთ, რომ ცხოველების მიმართ შიში დაძლიონ.

ცხოველი 30-40 მეტრის მანძილზე ყველაზე კარგად გრძნობს ადამიანის განწყობას. მსოფლიოს ცხოველთა დაცვის კონვენციაში წერია, სახელმწიფო ვალდებულია, ადრეული ასაკიდან მოხდეს ბავშების ამ მიმართულებით მეცადინეობა და ტრენინგები. ამაღლდეს ამ სიტუაციაში მათი მენტალიტეტი.

- სანამ ჩვენთან მენტალიტეტი ამ მიმართულებით ამაღლდება, რა გავაკეთოთ?

- ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენზეა ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებული. როგორ გინდათ, რომ ძაღლს უთხრათ, აღარ იყო აგრესიული?

- თქვენი თქმით, ძაღლის აგრესიულობა ადამიანის ბრალი ყოფილა...

- დიახ, ასეა... ცხოველს აქვს სიყვარულის, ურთიერთგაგების უნარი...

- კი, მაგრამ ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ ცირკში რა მოხდა? ლომმა თავისი მომვლელი დაგლიჯა...

- კი, ვიცი ეგ ფაქტი და შევისწავლე კიდეც. ის მომვლელი ლომთან გალიაში მთვრალი შევიდა და ფეხებზე დარტყმა დაუწყო და ამით მისი აგრესია გამოიწვია. ვიმეორებ, ცხოველის აგრესია დამოკიდებულია ადამიანზე, პარლამენტზე, რომელიც არ ღებულობს შესაბამის კანონს და მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს თესავს... ძაღლს სიყვარული და ერთგულების საოცარი უნარი გააჩნია. მინახავს ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს დაკვდომია. ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელიც თავისი საყვარელი პიროვნების საფლავზე მომკვდარა?

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ვეცადეთ, ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანისთვის მოგვესმინა და მათი აზრი თქვენთვისაც მოგვეწოდებინა, ფაქტია, რომ ეს საკითხი კვლავაც მწვავე პრობლემად რჩება.

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ambebi.ge''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია