პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ყველანი ჩვენი ლიდერებივით რევოლუციონერები ვართ" - Ambebi.ge თეირანის ცენტრალური მოედნიდან (+ფოტორეპორტაჟი)
"ჩვენ ყველანი ჩვენი ლიდერებივით რევოლუციონერები ვართ" - Ambebi.ge თეირანის ცენტრალური მოედნიდან (+ფოტორეპორტაჟი)

დღეს, 11 თე­ბერ­ვალს ირა­ნი ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის დღეს აღ­ნიშ­ნავს. დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ედ­ნებ­ზე სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა დი­ლი­დან შე­წყდა. მო­სახ­ლე­ო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნად თე­ი­რა­ნის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, აზად­ზე შე­იკ­რი­ბა. იქ მათ სცე­ნი­დან ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ჰა­სან რო­ჰან­მა მი­მარ­თა.

პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის მი­მარ­თვა­ში მისი წი­ნა­მორ­ბე­დი, მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნე­ჯა­დი გა­აკ­რი­ტი­კა და ის კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა კო­რუფ­ცი­ა­ში. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი ახალ­გაზ­რდებს ინ­ტერ­ნე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის აპი­რებს ბევ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს ინ­ტერ­ნე­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხზე გა­და­ი­ცე­მო­და. სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან აზა­დის მო­ე­და­ნი მა­ლე­ვე, ვერ­ტმფრე­ნით და­ტო­ვა.

ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი აია­თო­ლა რუ­ჰო­ლა ხო­მე­ი­ნის პოს­ტე­რე­ბით არის მორ­თუ­ლი. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ირა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ი­დან სა­ხალ­ხო თე­ოკ­რა­ტი­ულ ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კად გარ­დაქ­მნა. მან 1979 წელს ქვეყ­ნის უკა­ნას­კნე­ლი შაჰი, მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი შეც­ვა­ლა. მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი დაბ­რუნ­და და მკაც­რად შე­იც­ვა­ლა ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა.

"შუ­რა­ვუ ვა ან­რუ­ქა, დოშ­მა­ნან ე-ხალყ ე-მა" - საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და ამე­რი­კა - ორი­ვე ჩვე­ნი მტე­რია - ასე­თი იყო ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ლო­ზუნ­გი, რო­მელ­მაც დღე­ი­სათ­ვის ფორ­მი­რე­ბა გა­ნი­ცა­და; დღეს რუ­სე­თი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, ამე­რი­კა კი კვლავ მტრად რჩე­ბა. ეს კარ­გად ჩანს დე­და­ქა­ლაქ­ში შეკ­რე­ბილ ადა­მი­ან­თა გან­წყო­ბა­ზეც, - ისი­ნი ან­ტი­ა­მე­რი­კულ ლო­ზუნ­გებს სკან­დი­რე­ბენ და ან­ტი­ა­მე­რი­კულ პოს­ტე­რებს აფ­რი­ა­ლე­ბენ.

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­რე­პორ­ტაჟს ირა­ნი­დან

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი, თე­ი­რა­ნი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ჩვენ ყველანი ჩვენი ლიდერებივით რევოლუციონერები ვართ" - Ambebi.ge თეირანის ცენტრალური მოედნიდან (+ფოტორეპორტაჟი)

"ჩვენ ყველანი ჩვენი ლიდერებივით რევოლუციონერები ვართ" - Ambebi.ge თეირანის ცენტრალური მოედნიდან (+ფოტორეპორტაჟი)

დღეს, 11 თებერვალს ირანი ისლამური რევოლუციის დღეს აღნიშნავს. დედაქალაქის მთავარ მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დილიდან შეწყდა. მოსახლეობა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად თეირანის ცენტრალურ მოედანზე, აზადზე შეიკრიბა. იქ მათ სცენიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა მიმართა.

პრეზიდენტმა თავის მიმართვაში მისი წინამორბედი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი გააკრიტიკა და ის კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კორუფციაში. ამასთან, პრეზიდენტი ახალგაზრდებს ინტერნეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ის აპირებს ბევრად ხელმისაწვდომი გახადოს ინტერნეტი მოქალაქეებისთვის. პრეზიდენტის მიმართვა ყველა სატელევიზიო არხზე გადაიცემოდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან აზადის მოედანი მალევე, ვერტმფრენით დატოვა.

ქალაქის ქუჩები აიათოლა რუჰოლა ხომეინის პოსტერებით არის მორთული. სწორედ მის სახელს უკავშირდება ირანის კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნა. მან 1979 წელს ქვეყნის უკანასკნელი შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შარიათის კანონები დაბრუნდა და მკაცრად შეიცვალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

"შურავუ ვა ანრუქა, დოშმანან ე-ხალყ ე-მა" - საბჭოთა კავშირი და ამერიკა - ორივე ჩვენი მტერია - ასეთი იყო ირანის ისლამური რევოლუციის ლოზუნგი, რომელმაც დღეისათვის ფორმირება განიცადა; დღეს რუსეთი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, ამერიკა კი კვლავ მტრად რჩება. ეს კარგად ჩანს დედაქალაქში შეკრებილ ადამიანთა განწყობაზეც, - ისინი ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებენ და ანტიამერიკულ პოსტერებს აფრიალებენ.

Ambebi.ge გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ირანიდან

გიორგი გიორგაშვილი, თეირანი

იხილეთ ფოტოგალერეა

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია