პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The National Interest - რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას
The National Interest - რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The National Interest რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ მა­იკლ ჩე­ჩი­რეს სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მას შემ­დეგ, რაც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­ა­მარ­ცხა, ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­მოს­წორ­და. მაგ­რამ ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რომ კე­თი­ლი გრძნო­ბე­ბი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც სოჭს უკა­ნას­კნე­ლი ოლიმ­პი­უ­რი დე­ლე­გა­ცია და­ტო­ვებს.

"მა­შინ, როცა სპორ­ტსმე­ნე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სო­ჭის 2014 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მხრი­დან ტე­რო­რიზ­მის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის­კენ, რუ­სე­თის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ანტი-გეი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის­კენ, მა­სი­უ­რი კო­რუფ­ცი­ის სარ­წმუ­ნო ბრალ­დე­ბე­ბის­კენ და მე­ფის რუ­სე­თის დრო­ინ­დე­ლი ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის აჩ­რდი­ლის­კენ. ჰო და მარ­თლა, სოჭ­ში სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გა­ი­მარ­თე­ბა. ალ­ბათ ეს არის იმის ნი­შა­ნი, რომ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან სო­ჭის სი­ახ­ლო­ვე ფაქ­ტობ­რი­ვად ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დარ­ჩა, მაგ­რამ ამის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნი მი­ზე­ზიც არ­სე­ბობს: და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ და რუ­სეთ­მა გა­სუ­ლი წელი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა­ში გა­ა­ტა­რეს", - წერს მა­იკლ ჩე­ჩი­რე.

ამას­თან, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ურჩი ტე­რი­ტო­რია აფხა­ზე­თი სო­ჭის კა­ფე­ე­ბი­დან და ყი­ნუ­ლის სა­სახ­ლე­ე­ბი­დან 30 წუ­თის სა­ვალ­ზეა. მი­სი­ვე თქმით, არც სო­ჭის პრო­პა­გან­დას უნდა და­ვუ­ჯე­როთ რუ­სე­თის შავი ზღვის კუ­რორ­ტე­ბის ელი­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ, რად­გან საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვე­ბუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რებ­დნენ და უმ­რავ­ლე­სო­ბა "საბ­ჭო­თა რი­ვი­ე­რას", აფხა­ზეთს ირ­ჩევ­და.

რო­გორც მა­იკლ ჩე­ჩი­რე წერს, აფხა­ზე­თი დღეს რუ­სე­თის დე-ფაქ­ტო პრო­ტექ­ტო­რა­ტია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის შემ­დეგ აღი­ა­რა სამ­ხრეთ ოსეთ­თან ერ­თად. მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში ათა­სო­ბით რუსი სამ­ხედ­როა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ახა­ლა­შე­ნე­ბულ ყა­ზარ­მებ­ში არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი. აფხა­ზეთ­ში თან­და­თან დაბ­რუ­ნე­ბას იწყე­ბენ რუსი ტუ­რის­ტე­ბი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა სრუ­ლად რუ­სულ სამ­ხედ­რო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მზა­დე­ბას აფხა­ზე­თის მთებ­ში გა­დი­ან, პატ­რუ­ლი­რე­ბენ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის "სა­ზღვრებ­ზე" და აგე­ბენ ღო­ბე­ებ­სა და მავ­თულხლარ­თებს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის უკა­ნო­ნოდ დად­გე­ნილ სა­ზღვრებ­ზე.

"ხუთი წლის შემ­დეგ, მას მერე, რაც რუ­სე­თის ჯა­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი და ცუ­დად მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ­მია და­ა­მარ­ცხეს, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თან­და­თან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ეს ტენ­დენ­ცია მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე". "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უარი თქვა წი­ნა­მორ­ბე­დის აგ­რე­სი­ულ ტონ­ზე და რუ­სეთ­თან ფრთხი­ლი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბის პროგ­რა­მის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყო და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის მცდე­ლო­ბი­თა და, რამ­დე­ნა­დაც შე­სა­ლე­ბე­ლია, ვაჭ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბით, ამავდრო­უ­ლად ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის­კენ სვლით", - წერს მა­იკლ ჩე­ჩი­რე.

ამას­თან, ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვამ ბევრ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და მისი ცნო­ბი­ლი ღვი­ნო და მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე დაბ­რუნ­და ისე­ვე, რო­გორც მან­და­რი­ნი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი. მა­იკლ ჩე­ჩი­რე ასე­ვე წერს, რომ რუ­სე­თის დიდ­მა ბოს­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ასე­ვე იმე­დე­ბი გა­მოთ­ქვა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­ზე.

"მაგ­რამ, ყო­ვე­ლი­ვე ეს არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დათ­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნამ­დვი­ლად "ნორ­მა­ლი­ზირ­და", რო­გორც ამ პრო­ცესს უწო­დე­ბენ ხში­რად ოპ­ტი­მის­ტუ­რად. ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უბ­რა­ლოდ დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო. წარ­სუ­ლი წლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კა გა­ნი­მუტ­ხა და ორ სა­ხელ­მწი­ფოს ახლა ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რა­კი შე­უძ­ლია. მაგ­რამ ეს ჯე­რაც არ არის მე­გობ­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს ჯერ არ აღუდ­გე­ნი­ათ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მათ შო­რის კვლა­ვაც მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, ორი­ვე ქვეყ­ნის ხალ­ხს შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ურ­თი­ერ­თა­ღ­ტა­ცე­ბის ღრმა და ლე­გი­ტი­მუ­რი გრძნო­ბე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს იგი­ვე არ არის, რაც ნდო­ბა", - წერს მა­იკლ ჩე­ჩი­რე.

ამას­თან, ავ­ტო­რი ხაზს უს­ვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხზე კი­დევ უფრო დიდი და­პი­რის­პი­რე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის სი­ჯი­უ­ტე აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე, აუ­ღე­ბე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რეა.

"შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლომ და რუ­სეთ­მა იპო­ვეს ხერ­ხე­ბი უთან­ხმო­ე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, მაგ­რამ მათ შო­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვერ გა­ა­უმ­ჯო­ბებს", - წერს მა­იკლ ჩე­ჩი­რე და დას­ძენს, რომ 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­მე­ბი გა­ა­ტა­რა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­მა კი გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­დუქ­ტე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ბა­ზა­რი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად გა­ნაგ­რძობს ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვას სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ზღვრებ­ზე, რი­თიც მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მებ­სა და გან­ზრახ­ვებს ამოწ­მებს.

"ამ დრო­ის­თვის სი­ტუ­ა­ცია სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია: სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლო­ოდ და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უჭერს მხარს ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ მი­ზანს და მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხით ურ­ყე­ვია. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბით, მაგ­რამ არა სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე უა­რის თქმის ხარ­ჯზე", - წერს მა­იკლ ჩე­ჩი­რე.

ამას­თან, ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ დღეს­დღე­ო­ბით თბი­ლი­სი და მოს­კო­ვი ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბას პრაგ­მა­ტიზმს ანი­ჭე­ბენ და არა – ან­ტი­პა­თი­ას. მაგ­რამ ორი მე­ზო­ბე­ლი მა­ინც ვერ თან­ხმდე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და კრი­ტი­კულ სა­კი­თხებ­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და შიდა და გარე პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა რუ­სე­თის "მი­თი­თე­ბე­ბის" გა­რე­შე უნდა. რუ­სეთს კი სურს ბოლო სი­ტყვა თქვას მოვ­ლე­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მის ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ახლო სა­ზღვარ­გა­რეთ­ში", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოც მო­ი­აზ­რე­ბა. ეს მიზ­ნე­ბი კი პრინ­ცი­პუ­ლად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ამ ეტაპ­ზე რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­საძ­ლოა მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეა სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ მშფოთ­ვა­რე დღე­ე­ბი წინ უდ­გათ", - წერს მა­იკლ ჩე­ჩი­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

The National Interest - რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას

The National Interest - რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას

ამერიკული გამოცემა The National Interest რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მაიკლ ჩეჩირეს სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა, ქართულ-რუსულ ურთიერთობები გამოსწორდა. მაგრამ ნუ დაელოდებით, რომ კეთილი გრძნობები კიდევ დიდხანს გაგრძელდება მას შემდეგ, რაც სოჭს უკანასკნელი ოლიმპიური დელეგაცია დატოვებს.

"მაშინ, როცა სპორტსმენები და სპეციალისტები სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, მსოფლიოს დიდი ნაწილის ყურადღება მიმართულია ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან ტერორიზმის რეალური საფრთხისკენ, რუსეთის რეტროგრადული ანტი-გეი კანონმდებლობისკენ, მასიური კორუფციის სარწმუნო ბრალდებებისკენ და მეფის რუსეთის დროინდელი ეთნიკური წმენდის აჩრდილისკენ. ჰო და მართლა, სოჭში სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება. ალბათ ეს არის იმის ნიშანი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიასთან სოჭის სიახლოვე ფაქტობრივად ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ამისთვის სამართლიანი მიზეზიც არსებობს: დაუჯერებელია, მაგრამ საქართველომ და რუსეთმა გასული წელი ურთიერთობების დალაგებაში გაატარეს", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს ურჩი ტერიტორია აფხაზეთი სოჭის კაფეებიდან და ყინულის სასახლეებიდან 30 წუთის სავალზეა. მისივე თქმით, არც სოჭის პროპაგანდას უნდა დავუჯეროთ რუსეთის შავი ზღვის კურორტების ელიტურობის შესახებ, რადგან საბჭოთა მოქალაქეები შვებულებას საქართველოში ატარებდნენ და უმრავლესობა "საბჭოთა რივიერას", აფხაზეთს ირჩევდა.

როგორც მაიკლ ჩეჩირე წერს, აფხაზეთი დღეს რუსეთის დე-ფაქტო პროტექტორატია, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა სამხრეთ ოსეთთან ერთად. მისივე თქმით, აფხაზეთში ათასობით რუსი სამხედროა განლაგებული, რომლებიც ახალაშენებულ ყაზარმებში არიან განთავსებული. აფხაზეთში თანდათან დაბრუნებას იწყებენ რუსი ტურისტები, თუმცა რეალური ეკონომიკა სრულად რუსულ სამხედროებაზეა დამოკიდებული, რომლებიც მზადებას აფხაზეთის მთებში გადიან, პატრულირებენ სეპარატისტული რეგიონის "საზღვრებზე" და აგებენ ღობეებსა და მავთულხლართებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონოდ დადგენილ საზღვრებზე.

"ხუთი წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთის ჯარებმა საქართველოს მცირერიცხოვანი და ცუდად მომზადებული არმია დაამარცხეს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები თანდათან უმჯობესდება. ეს ტენდენცია მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაზე". "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა წინამორბედის აგრესიულ ტონზე და რუსეთთან ფრთხილი, მაგრამ ნამდვილი დაახლოების პროგრამის გატარება დაიწყო დაძაბულობის შემცირების მცდელობითა და, რამდენადაც შესალებელია, ვაჭრობის გაფართოებით, ამავდროულად ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სვლით", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ძალისხმევამ ბევრ მოლოდინს გადააჭარბა და მისი ცნობილი ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა ისევე, როგორც მანდარინი და სხვა პროდუქტები. მაიკლ ჩეჩირე ასევე წერს, რომ რუსეთის დიდმა ბოსმა ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედები გამოთქვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

"მაგრამ, ყოველივე ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დათბა. ურთიერთობები ნამდვილად "ნორმალიზირდა", როგორც ამ პროცესს უწოდებენ ხშირად ოპტიმისტურად. ამ ურთიერთობებში უბრალოდ დეტოქსიკაციის პროცესი დაიწყო. წარსული წლების აგრესიული რიტორიკა განიმუტხა და ორ სახელმწიფოს ახლა ერთმანეთთან ლაპარაკი შეუძლია. მაგრამ ეს ჯერაც არ არის მეგობრობა. საქართველოსა და რუსეთს ჯერ არ აღუდგენიათ დიპლომატიური ურთიერთობები და მათ შორის კვლავაც მწვავე დაპირისპირებაა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ორივე ქვეყნის ხალხს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ ურთიერთაღტაცების ღრმა და ლეგიტიმური გრძნობები აქვთ, მაგრამ ეს იგივე არ არის, რაც ნდობა", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ საკითხზე კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა. მისივე თქმით, რუსეთის სიჯიუტე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტზე, აუღებელი ციხესიმაგრეა.

"შესაძლოა, საქართველომ და რუსეთმა იპოვეს ხერხები უთანხმოების დასარეგულირებლად, მაგრამ მათ შორის საგარეო პოლიტიკის გარშემო არსებული უთანხმოება ორმხრივ ურთიერთობებს ვერ გააუმჯობებს", - წერს მაიკლ ჩეჩირე და დასძენს, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" რიგი მნიშვნელოვანი ზომები გაატარა.

მისივე თქმით, რუსეთმა კი გახსნა საქართველოს პროდუქტებისთვის საკუთარი ბაზარი, მაგრამ ამავდროულად განაგრძობს ღობეების აღმართვას სეპარატისტული ტერიტორიების საზღვრებზე, რითიც მოსკოვი საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებსა და განზრახვებს ამოწმებს.

"ამ დროისთვის სიტუაცია სავსებით გასაგებია: საქართველო საბოლოოდ და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს და მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხით ურყევია. რა თქმა უნდა, საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, მაგრამ არა საკუთარ პრინციპებზე უარის თქმის ხარჯზე", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით თბილისი და მოსკოვი ორმხრივ ურთიერთობებში უპირატესობას პრაგმატიზმს ანიჭებენ და არა – ანტიპათიას. მაგრამ ორი მეზობელი მაინც ვერ თანხმდება ძალიან მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებში.

"საქართველოს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და შიდა და გარე პოლიტიკის გატარება რუსეთის "მითითებების" გარეშე უნდა. რუსეთს კი სურს ბოლო სიტყვა თქვას მოვლენებში, რომლებიც მიმდინარეობს მის ეგრეთ წოდებულ "ახლო საზღვარგარეთში", რომელშიც საქართველოც მოიაზრება. ეს მიზნები კი პრინციპულად შეუთავსებელია. ამ ეტაპზე რუსულ-ქართული ურთიერთობები შესაძლოა მაღალ საფეხურზეა სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, მაგრამ სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ მშფოთვარე დღეები წინ უდგათ", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა