მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს
კახა კალაძე - პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს

ვიცე-პრე­მი­ე­რი და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას აფა­სებს. რო­გორც კა­ლა­ძემ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, პუ­ტინ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კახა კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­სა და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ვიცე-პრე­მი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა და დი­ა­ლო­გი უნდა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს დი­ა­ლოგ­ზე და არა აგ­რე­სი­ულ რი­ტო­რი­კა­ზე. ჩვენ უნდა ვი­ყოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბიც მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რომ ჩვენ თვი­თონ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ. პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა იმ დროს, რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც კი არ არ­სე­ბობს, ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა, რათა ეს ვი­თა­რე­ბა და­რე­გუ­ლირ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კა­ლა­ძის თქმით პუ­ტინ­თან არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ე­რის შეხ­ვედ­რაც უნდა შედ­გეს

რო­გორც კა­ლა­ძემ პუ­ტი­ნის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დი­ა­ლო­გი უნდა და­ი­წყოს იმის­თვის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვა­რე­გუ­ლი­როთ.

"პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი მისი მხრი­დან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის ხედ­ვაა, რომ შედ­გეს დი­ა­ლო­გი, ჩვენ ვართ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი, ჩვენ უარი ვთქვით პო­პუ­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კურ დე­მარ­შებ­ზე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". რა მი­ვი­ღეთ ამის­გან 2008-ში ყვე­ლამ კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ - მი­ვი­ღეთ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ევ­რო­პა და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ამი­ტომ, შეხ­ვედ­რა უნდა შედ­გეს არა მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტთან, არა­მედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთა­ნაც, თუმ­ცა ამის­თვის ჯერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დეს – მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი არ გვაქვს. დი­ა­ლო­გი უნდა და­ვი­წყოთ იმის­თვის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვა­რე­გუ­ლი­როთ", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ვიცე პრე­მი­ე­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ორი ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კახა კალაძე - პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს

კახა კალაძე - პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს

ვიცე-პრემიერი და  ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას აფასებს. როგორც კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა.

კახა კალაძის შეფასებით, ნებისმიერი განცხადება პირდაპირი ავიარეისების გაგრძელებასა და კულტურული კავშირების აუცილებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ კონსტრუქციული მიდგომა და დიალოგი უნდა გახდეს პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობა.

"მიგვაჩნია, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ორიენტირებული უნდა იყოს დიალოგზე და არა აგრესიულ რიტორიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების დალაგება. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს უმტკივნეულოდ. პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირება იმ დროს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არსებობს, ადვილი არ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ეს ვითარება დარეგულირდეს", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს

როგორც კალაძემ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დიალოგი უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ.

"პუტინის განცხადებას რაც შეეხება, ვფიქრობ, საინტერესო განცხადება იყო გაკეთებული მისი მხრიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ შედგეს დიალოგი, ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ პოლიტიკურ დემარშებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა". რა მივიღეთ ამისგან 2008-ში ყველამ კარგად დავინახეთ - მივიღეთ შეშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. ამიტომ, შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ პრემიერ-მინისტრთანაც, თუმცა ამისთვის ჯერ მნიშვნელოვანია გარკვეული სამუშაოები ჩატარდეს – მოგეხსენებათ, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს. დიალოგი უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა წარმატებას მიაღწევს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა