სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვიხდით ფულს რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებში და რა სიახლეს გვპირდებიან კინოთეატრები?
რატომ ვიხდით ფულს რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებში და რა სიახლეს გვპირდებიან კინოთეატრები?

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რებს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე დუბ­ლი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და­ა­კის­რებს. დღეს­დღე­ო­ბით კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებს ფილ­მე­ბის დიდი ნა­წი­ლის ორი­გი­ნალ, ან რუ­სულ ენა­ზე დუბ­ლი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვა შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა ვი­თა­რე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვა­ლოს და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში "რუს­თა­ვე­ლი", "ამი­რა­ნი" და "ბა­თუ­მის აპო­ლო" კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებ­მა რო­გორც რუ­სულ, ისე ქარ­თულ ენა­ზე დუბ­ლი­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის ნახ­ვა შეძ­ლონ - ამის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს კი­ნო­თე­ატრ "ამი­რა­ნის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ირი­ნა კი­ლო­სა­ნი­ძემ აც­ნო­ბა:

"ამ ეტაპ­ზე ჩვენს კი­ნო­თე­ატ­რში ფილ­მე­ბის 60-70 პრო­ცენ­ტი ქარ­თულ ენა­ზეა დუბ­ლი­რე­ბუ­ლი, ამას კი "ამი­რა­ნის" ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი სტუ­დი­ის რე­სურ­სე­ბით შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან კვი­რა­ში 2 პრე­მი­ე­რა მა­ინც გვაქვს, ამ დრომ­დე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი არ გვყოფ­ნი­და ყვე­ლა ფილ­მის გა­სახ­მო­ვა­ნებ­ლად. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქარ­თვე­ლი კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ფილ­მე­ბის რო­გორც ორი­გი­ნალ, ისე ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე გახ­მო­ვა­ნე­ბულ ვერ­სი­ებს ნა­ხა­ვენ. ამ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა დუბ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და, შე­საძ­ლოა, არა მარ­ტო კი­ნო­თე­ატ­რის, არა­მედ სხვა ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ე­ბის ბა­ზა­ზე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ფილ­მე­ბის დუბ­ლი­რე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ირი­ნა კი­ლო­სა­ნი­ძემ.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დიც კი შექ­მნეს - "გვაჩ­ვე­ნეთ ფილ­მე­ბი ქარ­თულ ენა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ენა რუ­სუ­ლია?" ფო­რუ­მის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი­ნო­თე­ატ­რებს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი დუბ­ლი­რე­ბის ხა­რისხს უწუ­ნე­ბენ, თუმ­ცა ცალ­სა­ხად მო­ი­თხო­ვენ, რომ კი­ნო­თე­ატ­რებ­მა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვან და კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებს სა­სურ­ვე­ლი ფილ­მე­ბის ქარ­თულ ენა­ზე ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ:

"მე ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვლა­პა­რა­კობ ქარ­თულ ენა­ზე. სა­ხელ­მწი­ფო ენა მაქვს ქარ­თუ­ლი და მა­ინც რუ­სულ ენა­ზე ყი­დუ­ლო­ბენ ფილ­მს. დუბ­ლი­რე­ბა გა­უ­კე­თონ ქარ­თულ ენა­ზე... დღე­ში 5 სე­ან­სი მა­ინც არის ერთ დარ­ბაზ­ში 12, 3, 6, 8, 10 სა­ა­თებ­ზე. დღე­ში ერთი სე­ან­სი და­ეთ­მოს რუ­სუ­ლად დუბ­ლი­რე­ბულ ფილ­მებს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 4 იმ ენა­ზე, რა ენა­ზეც ვმე­ტყვე­ლებთ",- წერს ვინ­მე M43DLO.

ფო­რუ­მის ერთ-ერთი წევ­რის აზ­რით კი:

"უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაც დად­გე­ბა თან­და­თან (უკვე დგას). თუ არ მოხ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის, ფილ­მე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თუ სხვა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის აქ­ტი­უ­რი თარ­გმნა, მალე სა­ერ­თოდ მოკ­ვდე­ბა ჩვე­ნი ბედკ­რუ­ლი ენა. სულ უფრო და უფრო პრი­მი­ტი­უ­ლი გახ­დე­ბა... იძა­ხეთ მერე "ბან­ძი" ენა გვაქ­ვსო და მი­ე­ძა­ლეთ "ვე­ლი­კი ი მო­გუ­შის".

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რატომ ვიხდით ფულს რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებში და რა სიახლეს გვპირდებიან კინოთეატრები?

რატომ ვიხდით ფულს რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებში და რა სიახლეს გვპირდებიან კინოთეატრები?

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კინოთეატრებს არაქართულენოვანი კინოპროდუქციის სახელმწიფო ენაზე დუბლირების ვალდებულებას დააკისრებს. დღესდღეობით კინომოყვარულებს ფილმების დიდი ნაწილის ორიგინალ, ან რუსულ ენაზე დუბლირებული ვერსიის ნახვა შეუძლიათ, თუმცა უახლოეს მომავალში, შესაძლოა ვითარება უმრავლესობის სასარგებლოდ შეიცვალოს და კინოთეატრებში "რუსთაველი", "ამირანი" და "ბათუმის აპოლო" კინომოყვარულებმა როგორც რუსულ, ისე ქართულ ენაზე დუბლირებული ფილმების ნახვა შეძლონ - ამის შესახებ ambebi.ge-ს კინოთეატრ "ამირანის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირინა კილოსანიძემ აცნობა:

"ამ ეტაპზე ჩვენს კინოთეატრში ფილმების 60-70 პროცენტი ქართულ ენაზეა დუბლირებული, ამას კი "ამირანის" ბაზაზე არსებული სტუდიის რესურსებით შეძლებისდაგვარად ვახერხებთ, მაგრამ, ვინაიდან კვირაში 2 პრემიერა მაინც გვაქვს, ამ დრომდე ადამიანური რესურსი არ გვყოფნიდა ყველა ფილმის გასახმოვანებლად. უახლოეს მომავალში ქართველი კინომოყვარულები ფილმების როგორც ორიგინალ, ისე ქართულ და რუსულ ენებზე გახმოვანებულ ვერსიებს ნახავენ. ამჟამად სხვადასხვა კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება დუბლირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და, შესაძლოა, არა მარტო კინოთეატრის, არამედ სხვა ხმის ჩამწერი სტუდიების ბაზაზე განვახორციელოთ ფილმების დუბლირება" - განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისის ფორუმზე სპეციალური გვერდიც კი შექმნეს - "გვაჩვენეთ ფილმები ქართულ ენაზე. საქართველოში სახელმწიფო ენა რუსულია?" ფორუმის წევრების უმეტესობა კინოთეატრებს ქართულენოვანი დუბლირების ხარისხს უწუნებენ, თუმცა ცალსახად მოითხოვენ, რომ კინოთეატრებმა ქართველი მომხმარებლების ინტერესები დაიცვან და კინომოყვარულებს სასურველი ფილმების ქართულ ენაზე ნახვის საშუალება მისცენ:

"მე ვცხოვრობ საქართველოში და ვლაპარაკობ ქართულ ენაზე. სახელმწიფო ენა მაქვს ქართული და მაინც რუსულ ენაზე ყიდულობენ ფილმს. დუბლირება გაუკეთონ ქართულ ენაზე... დღეში 5 სეანსი მაინც არის ერთ დარბაზში 12, 3, 6, 8, 10 საათებზე. დღეში ერთი სეანსი დაეთმოს რუსულად დუბლირებულ ფილმებს, ხოლო დანარჩენი 4 იმ ენაზე, რა ენაზეც ვმეტყველებთ",- წერს ვინმე M43DLO.

ფორუმის ერთ-ერთი წევრის აზრით კი:

"უფრო სერიოზული პრობლემაც დადგება თანდათან (უკვე დგას). თუ არ მოხდა თანამედროვე ლიტერატურის, ფილმების, კომპიუტერული თუ სხვა ტერმინოლოგიის აქტიური თარგმნა, მალე საერთოდ მოკვდება ჩვენი ბედკრული ენა. სულ უფრო და უფრო პრიმიტიული გახდება... იძახეთ მერე "ბანძი" ენა გვაქვსო და მიეძალეთ "ველიკი ი მოგუშის".

სალომე შიხაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება