მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს" - რატომ იმუქრებიან გეგუთის პატიმრები?
"მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს" - რატომ იმუქრებიან გეგუთის პატიმრები?

ამ დღე­ებ­ში გე­გუ­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებ­მა მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს შიმ­ში­ლო­ბა. ისი­ნი ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში, ცემა-წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თდრო­უ­ლად 800-მდე პა­ტი­მა­რი შიმ­ში­ლობს. ისი­ნი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლეს. მო­შიმ­ში­ლე­ებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან აქვთ და მის შეც­ვლას ითხო­ვენ. გე­გუ­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპეც­რაზ­მის შეყ­ვა­ნას აპი­რებს და ამის გამო შეშ­ფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ.

სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი არ წყდე­ბა "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის" ხელ­მძღვა­ნელ ნანა კა­კა­ბა­ძეს­თან. მისი მტკი­ცე­ბით, ცი­ხე­ებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია.

ნანა კა­კა­ბა­ძე:

- ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, ასე­თი შე­წუ­ხე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი, მგო­ნი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც არ ყო­ფი­ლან, იმ­დე­ნი ზარი შე­მო­დის, რომ გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გა­გი­ჟე­ბუ­ლი არი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ამის ატა­ნა აღარ შე­უძ­ლი­ათ. არ ვიცი, რას ფიქ­რობს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო.

- კონ­კრე­ტუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ რა ხდე­ბა?

- სას­წა­უ­ლებს ჰყვე­ბი­ან. ისევ სცე­მენ პა­ტიმ­რებს, შე­უ­რა­ცხყო­ფენ და მათ ცი­ხის დი­რექ­ტო­რი უს­წორ­დე­ბა. ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, საჭ­მელ­ში ტა­რა­კა­ნე­ბით არის სავ­სე, პა­ტიმ­რებს ემუქ­რე­ბი­ან, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" რე­ჟიმს მო­ა­ნატ­რე­ბენ. პა­ტიმ­რებ­თან მო­სულ მათ ოჯა­ხის წევ­რებს, დე­დებს, ცო­ლებს, შვი­ლებს ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვი­ან, აშიშ­ვლე­ბენ.

- კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი შე­გიძ­ლი­ათ მო­იყ­ვა­ნოთ?

- მა­მას­თან პა­ე­მან­ზე მი­სუ­ლი 10 წლის გო­გო­ნა გა­უ­შიშ­ვლე­ბი­ათ და თურ­მე შიშ­ვე­ლი ბავ­შვს ბუქ­ნე­ბი აკე­თე­ბი­ნეს. რა არის ეს? ვინ აწყობს პრო­ვო­კა­ცი­ას ვერ გა­ვი­გე? 800 კაც­ზე მეტი შიმ­ში­ლობს, ეს არის სა­გან­გა­შო. ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი არ გა­დაჰ­ყავთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ეუბ­ნე­ბი­ან, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო ჯერ­ჯე­რო­ბით არ მუ­შა­ობს, რომ აშენ­დე­ბა, მერე გა­და­გიყ­ვან­თო. ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე 7-7 კაცი გაჰ­ყავთ, ვი­თომ იმის და­სად­გე­ნად, ხომ არ არი­ან ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, მა­თაც აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას. არ მტკიც­დე­ბა მათი ნარ­კო­მა­ნო­ბა და ისევ უკან მოჰ­ყავთ. სპეც­რაზ­მის შეყ­ვა­ნით ემუქ­რე­ბი­ან. ყო­ველ 5 წუთ­ში მი­რე­კა­ვენ პა­ტიმ­რე­ბი, სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ სპეც­რაზმს შე­მო­იყ­ვა­ნენ, ჩვენ თვი­თონ და­ვი­ხო­ცავთ თავს, ყელ­გა­მოჭ­რი­ლი დავ­ხვდე­ბით, მუ­ცელს გა­მო­ვი­ფატ­რავთ და მათ არ დავ­ნებ­დე­ბი­თო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს" - რატომ იმუქრებიან გეგუთის პატიმრები?

"მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს" - რატომ იმუქრებიან გეგუთის პატიმრები?

ამ დღეებში გეგუთის დაწესებულების მსჯავრდადებულებმა მასობრივად დაიწყეს შიმშილობა. ისინი ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში, ცემა-წამებაში ადანაშაულებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთდროულად 800-მდე პატიმარი შიმშილობს. ისინი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს. მოშიმშილეებს პრეტენზიები, ძირითადად, ადმინისტრაციასთან აქვთ და მის შეცვლას ითხოვენ. გეგუთის დაწესებულებასთან შეიკრიბნენ პატიმრების ახლობლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანას აპირებს და ამის გამო შეშფოთებას ვერ მალავენ.

სატელეფონო ზარები არ წყდება "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების დაცვისთვის" ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან. მისი მტკიცებით, ციხეებში მდგომარეობა უკიდურესად რთულია.

ნანა კაკაბაძე:

- ძალიან მძიმე ვითარებაა, ასეთი შეწუხებული პატიმრები, მგონი, სააკაშვილის დროსაც არ ყოფილან, იმდენი ზარი შემოდის, რომ გადმოცემა შეუძლებელია. გაგიჟებული არიან, ამბობენ, რომ ამის ატანა აღარ შეუძლიათ. არ ვიცი, რას ფიქრობს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

- კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება?

- სასწაულებს ჰყვებიან. ისევ სცემენ პატიმრებს, შეურაცხყოფენ და მათ ციხის დირექტორი უსწორდება. ურთულესი მდგომარეობაა, საჭმელში ტარაკანებით არის სავსე, პატიმრებს ემუქრებიან, რომ "ნაცმოძრაობის" რეჟიმს მოანატრებენ. პატიმრებთან მოსულ მათ ოჯახის წევრებს, დედებს, ცოლებს, შვილებს ძალიან ცუდად ექცევიან, აშიშვლებენ.

- კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ?

- მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გაუშიშვლებიათ და თურმე შიშველი ბავშვს ბუქნები აკეთებინეს. რა არის ეს? ვინ აწყობს პროვოკაციას ვერ გავიგე? 800 კაცზე მეტი შიმშილობს, ეს არის საგანგაშო. ავადმყოფი პატიმრები არ გადაჰყავთ საავადმყოფოებში, ეუბნებიან, ციხის საავადმყოფო ჯერჯერობით არ მუშაობს, რომ აშენდება, მერე გადაგიყვანთო. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 7-7 კაცი გაჰყავთ, ვითომ იმის დასადგენად, ხომ არ არიან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მათაც აყენებენ შეურაცხყოფას. არ მტკიცდება მათი ნარკომანობა და ისევ უკან მოჰყავთ. სპეცრაზმის შეყვანით ემუქრებიან. ყოველ 5 წუთში მირეკავენ პატიმრები, საშინლად განიცდიან. მეუბნებიან, თუ სპეცრაზმს შემოიყვანენ, ჩვენ თვითონ დავიხოცავთ თავს, ყელგამოჭრილი დავხვდებით, მუცელს გამოვიფატრავთ და მათ არ დავნებდებითო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ