პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადგილობრივი არჩევნების კამპანიას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს" - დავით საყვარელიძე
"ადგილობრივი არჩევნების კამპანიას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს" - დავით საყვარელიძე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე წუ­ხელ ხონ­სა და დუ­შეთ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ას რო­გორც ჩანს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ა­კა­ვეს ხო­ნის გამ­გე­ბე­ლი ზუ­რან ჯი­ბუ­ხა­ია და ზუ­რას მო­ად­გი­ლე ბე­სა­რი­ონ ჭე­ლი­ძე! ასე­ვე საკ­რე­ბულ­სა შე­ნო­ბა­ში და­ა­კა­ვეს დუ­შე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ზურა ოტი­აშ­ვი­ლიც. ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი არი­ან... და­კა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბის ამ ფორ­მით გზი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბაა!...

ტყი­ბულ­ში საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის - ბე­სიკ კუბ­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა. ეძებ­დნენ ია­რაღს. რა თქმა უნდა, არა­ფე­რიც არ იყო", - წერს საყ­ვა­რე­ლი­ძე.

გუ­შინ ხო­ნის გამ­გე­ბე­ლი ზუ­რაბ ჯი­ბუ­ხა­ია და­ა­კა­ვეს. გამ­გე­ბე­ლი ამ­ჟა­მად დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, გია თევ­დო­რა­ძის თქმით, ჯი­ბუ­ხა­ი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბი­სა და შემ­დგომ და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ აღ­ძრუ­ლი საქ­მე გახ­და. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ულ და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის გა­და­ცე­მულ 204 კუ­ბურ მეტრ ხე-ტყე­ზე, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ა­რი­გეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გამ­გე­ბელ­თან ერ­თად, მისი მო­ად­გი­ლე ბე­სა­რი­ონ ჭე­ლი­ძეც არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ამას­თან, გუ­შინ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დუ­შე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ზუ­რაბ ოტი­აშ­ვი­ლიც და­ა­კა­ვეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332 (თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა), 333 (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა), 180 (თაღ­ლი­თო­ბა) და 340 (კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბა) მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ადგილობრივი არჩევნების კამპანიას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს" - დავით საყვარელიძე

"ადგილობრივი არჩევნების კამპანიას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს" - დავით საყვარელიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე წუხელ ხონსა და დუშეთში თანამდებობის პირთა დაკავების ფაქტებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ქართული ოცნების ადგილობრივი არჩევნების კამპანიას როგორც ჩანს ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს. რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ხონის გამგებელი ზურან ჯიბუხაია და ზურას მოადგილე ბესარიონ ჭელიძე! ასევე საკრებულსა შენობაში დააკავეს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურა ოტიაშვილიც. ბუნებრივია ყველანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან... დაკავების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კონკურენტების ამ ფორმით გზიდან ჩამოცილებაა!...

ტყიბულში საკრებულოს წევრის - ბესიკ კუბლაშვილის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ეძებდნენ იარაღს. რა თქმა უნდა, არაფერიც არ იყო", - წერს საყვარელიძე.

გუშინ ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია დააკავეს. გამგებელი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის თქმით, ჯიბუხაიას პროკურატურაში დაბარებისა და შემდგომ დაკავების საფუძველი წელიწადნახევრის წინ აღძრული საქმე გახდა. კერძოდ, საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ უკანონოდ ჩამორთმეულ და ხონის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ 204 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე, რომელიც მოსახლეობაში დაარიგეს.

აღნიშნულ საქმეზე გამგებელთან ერთად, მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძეც არის დაკავებული.

ამასთან, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ოტიაშვილიც დააკავეს.

საგამოძიებო სამსახური მას სისხლის სამართლის კოდექსის 332 (თანამდებობის ბოროტად გამოყენება), 333 (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 180 (თაღლითობა) და 340 (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს