მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკს" "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია
"თიბისი ბანკს" "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია

შა­ბათს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა სხდო­მა, სა­დაც კომ­პა­ნია "გუდ­ვი­ლის" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მმარ­თვე­ლის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო. ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ და­სა­ხელ­და "გუდ­ვი­ლის" კრე­დი­ტო­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის მიერ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "თი­ბი­სი ბანკს" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მმარ­თვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი არ წა­მო­უ­ყე­ნე­ბია. იგი და­ე­თან­ხმა და­ნარ­ჩე­ნი კრე­დი­ტო­რე­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ კან­დი­დატს, ზუ­რაბ ვა­ნიშ­ვილს.

შა­ბათს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე ვა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი და­უ­ჭი­რეს "გუდ­ვი­ლის" მსხვილ­მა კრე­დი­ტო­რებ­მა - "კოკა-კო­ლამ", "პეპ­სიმ", კომ­პა­ნი­ამ "ბაგ­რა­ტი­ო­ნი" და სხვა.

თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ზუ­რაბ ვა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა კენ­ჭისყ­რი­დან მოხ­სნა, ვი­ნა­ი­დან ვა­ნიშ­ვი­ლი ადრე წარ­მო­ად­გენ­და ერთ-ერთ კრე­დი­ტორს (კომ­პა­ნია "იბე­რია რეფ­რეშ­მენტს"), რა­მაც, სა­სა­მარ­თლოს აზ­რით, შე­საძ­ლოა ხელი შე­უ­შა­ლოს მას მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ნე­იტ­რა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მმარ­თვე­ლის ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე წარ­მოდ­გე­ნილ კან­დი­და­ტუ­რას, კომ­პა­ნია PKF-ს, მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს კრე­დი­ტო­რებ­მა, ვი­ნა­ი­დან ეს კან­დი­და­ტუ­რა რე­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნილ იქნა თა­ვად კომ­პა­ნია "გუდ­ვი­ლის" მიერ და მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი იმგვა­რად იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო "გუდ­ვი­ლის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, გი­ორ­გი შე­ვარ­დნა­ძის სრუ­ლი გავ­ლე­ნა კომ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კრე­დი­ტო­რე­ბის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს.

შე­სა­ბა­მი­სად, შა­ბა­თის სხდო­მა­ზე ვერ მოხ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მმარ­თვე­ლის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. შემ­დე­გი სხდო­მა სამ­შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც სა­სა­მარ­თლო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მმარ­თვე­ლის ახალ კან­დი­და­ტუ­რებს გა­ნი­ხი­ლავს.

"თი­ბი­სი ბან­კი" მხარს და­უ­ჭერს ისეთ კან­დი­და­ტუ­რას, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­თა­ნა­დო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას .

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"თიბისი ბანკს" "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია

"თიბისი ბანკს" "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია

შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც კომპანია "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ამ პოზიციაზე განიხილებოდა კანდიდატი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასახელდა "გუდვილის" კრედიტორების ძირითადი ნაწილის მიერ.

აღსანიშნავია, რომ "თიბისი ბანკს" რეაბილიტაციის მმართველის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია. იგი დაეთანხმა დანარჩენი კრედიტორების მიერ დასახელებულ კანდიდატს, ზურაბ ვანიშვილს.

შაბათს გამართულ სხდომაზე ვანიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს "გუდვილის" მსხვილმა კრედიტორებმა - "კოკა-კოლამ", "პეპსიმ", კომპანიამ "ბაგრატიონი" და სხვა.

თუმცა სასამართლომ ზურაბ ვანიშვილის კანდიდატურა კენჭისყრიდან მოხსნა, ვინაიდან ვანიშვილი ადრე წარმოადგენდა ერთ-ერთ კრედიტორს (კომპანია "იბერია რეფრეშმენტს"), რამაც, სასამართლოს აზრით, შესაძლოა ხელი შეუშალოს მას მიუკერძოებელი და ნეიტრალური რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების შესრულებაში.

რაც შეეხება მეორე წარმოდგენილ კანდიდატურას, კომპანია PKF-ს, მას მხარი არ დაუჭირეს კრედიტორებმა, ვინაიდან ეს კანდიდატურა რეალურად წარდგენილ იქნა თავად კომპანია "გუდვილის" მიერ და მისი უფლებამოსილებები იმგვარად იყო განსაზღვრული, რომ შენარჩუნებულიყო "გუდვილის" დამფუძნებლის, გიორგი შევარდნაძის სრული გავლენა კომპანიის მიმდინარე საქმიანობაზე, რაც ეწინააღმდეგება კრედიტორების კანონიერ ინტერესებს.

შესაბამისად, შაბათის სხდომაზე ვერ მოხდა რეაბილიტაციის მმართველის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შემდეგი სხდომა სამშაბათს გაიმართება, სადაც სასამართლო რეაბილიტაციის მმართველის ახალ კანდიდატურებს განიხილავს.

"თიბისი ბანკი" მხარს დაუჭერს ისეთ კანდიდატურას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობაზე სათანადო კონტროლის განხორციელებას .

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი