სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით ტექდათვალიერებისას მათ, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავთ?
რა ელით ტექდათვალიერებისას მათ, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავთ?

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით 2004 წელს დრო­ე­ბით გა­უქ­მდა. მისი აღ­დგე­ნა უნდა მომ­ხდა­რი­ყო 2013 წლის 1-ელ იან­ვარს, ვი­ნა­ი­დან შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­და­ვად­და ერთი წლით. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 2015 წლის 1-ლი მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა.

"ალი­ას" კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის" წევ­რი, ვასო ურუ­შა­ძე ესა­უბ­რა:

- მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ნელ-ნელა ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. რა სტან­დარ­ტე­ბია ევ­რო­პა­ში და რა სტან­დარ­ტე­ბით უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა?

- რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში გვე­უბ­ნე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აღე­ბუ­ლი აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დი­ო­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან, თუმ­ცა არა­ვინ სა­უბ­რობს, კონ­კრე­ტუ­ლად რა სტან­დარ­ტებ­თან გვაქვს საქ­მე და რის­თვის უნდა იყ­ვნენ მზად ქარ­თვე­ლი ავ­ტო­მოფ­ლო­ბე­ლე­ბი. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 900 000 ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან, უმ­რავ­ლე­სო­ბა მე­ო­რა­დი და ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვია, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით 70%-მდე ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი არ­ცთუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა, მთავ­რო­ბა ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტს ვერ აკ­რძა­ლავს. თუ ამ ფაქტს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და აღ­ვნიშ­ნავთ იმა­საც, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნე­ბი საკ­მა­ოდ მკაც­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80% ევ­რო­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­მა­სამ­დე კრი­ტე­რი­უმს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, თუმ­ცა გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა მხო­ლოდ 50 კრი­ტე­რი­უ­მი, რაც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში დიდი ხა­ნია მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. ამ 50 კრი­ტე­რი­უ­მის ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც კი ხვდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აგ­რე­გა­ტი - კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი. რო­დე­საც ძრავ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს არას­რუ­ლი წვა, წარ­მო­ი­შო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მავ­ნე ტოქ­სი­კუ­რი აი­რე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სა­ხით, კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი კი მდე­ბა­რობს მა­ყუ­ჩის ბოლო ნა­წილ­ში, სა­დაც უნდა გა­ი­ა­როს გა­მო­ნა­ბოლ­ქვმა და მო­ახ­დი­ნოს გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გაწ­მენ­და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე, მომ­წამ­ვლე­ლი ტოქ­სი­კუ­რი აი­რე­ბის­გან, რომ არ გა­მო­ი­ტყორ­ცნოს ატ­მოს­ფე­რო­ში. ამ კუ­თხით ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს... უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ამო­ღე­ბუ­ლია ხმა­რე­ბი­დან, რაც გა­ნა­პი­რო­ბა ორმა ფაქ­ტორ­მა: 1. ძრა­ვის მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­ყო­ფი­ლი სიმ­ძლავ­რი­დან დიდი ნა­წი­ლი მი­დის ავ­ტო­მო­ბი­ლის აგ­რე­გა­ტებ­ზე და სა­ბუ­რა­ვამ­დე მი­დის ენერ­გი­ის მხო­ლოდ 40%. კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის მოხ­სნის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით 5% ენერ­გი­ას, რაც ამ­ცი­რებს საწ­ვა­ვის ხარჯს და გვაძ­ლევს ეკო­ნო­მი­ურ შე­დეგს; 2. კა­ტა­ლი­ზა­ტორ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ლი­თო­ნი, რო­მე­ლიც 1 კი­ლოგ­რა­მი 100 ლარი ღირს, რის გა­მოც მძღო­ლე­ბი ამას ხსნიდ­ნენ და აბა­რებ­დნენ. რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა აღ­დგე­ბა, მძღო­ლებს მო­უ­წევთ შე­ი­ძი­ნონ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი, რაც ბა­ზარ­ზე 300-დან 5000 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. გარ­და ამი­სა, მძღო­ლებს მო­უ­წევთ უპა­სუ­ხონ კი­დევ 49 გა­მოწ­ვე­ვას, ეს არის მუხ­რუ­ჭე­ბის ან­ტიბ­ლო­კი­რე­ბის სის­ტე­მა, აირ­ბა­გე­ბი, სა­ქა­რე მი­ნე­ბი და სხვა. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი: 30 სექ­ტემ­ბერს, სა­და­ზღვე­ვო ზე­დამ­ხედვ­ლე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ლაშა ნი­კო­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ვტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა პარ­ლა­მენტს. ჩვენ მივ­მარ­თეთ ბა­ტონ ლა­შას წე­რი­ლო­ბით, მო­ვი­თხო­ვეთ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი­ყო კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, თა­ვად კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ვა­რა­უ­დო პირ­ვე­ლა­დი სახე და სხვა წვრილ­მა­ნე­ბი, ასე­ვე მო­ვი­თხო­ვეთ, ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვით კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, ამა­ზე პა­სუ­ხიც ვერ მი­ვი­ღეთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩა გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია? უკვე ერთი წე­ლია, ეს პრო­ცე­სი მიმ­დნა­რე­ობს ფა­რუ­ლად, არ ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, თუ რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგე­ბი­ან ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი, რო­გორ და ვინ მო­ახ­დენს ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ვინ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, რო­მე­ლი უწყე­ბა გა­უ­წევს მო­ნი­ტო­რინგს და ასე შემ­დეგ.

არის კი­დევ ერთი დიდი პრობ­ლე­მა - სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მან­ქა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია გაზ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს წვის შე­მოწ­მე­ბა მოხ­დე­ბა გაზ­ზე თუ ბენ­ზინ­ზე? ამა­ზე "ალი­ას" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოთარ და­ნე­ლია პა­სუ­ხობს:

- თუ გა­ზის აგ­რე­გა­ტი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით, მან­ქა­ნას არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა. ბენ­ზინ­ზე გა­დაყ­ვა­ნა არ არის სა­ჭი­რო, ვინც რით და­დის, ისე­ვე ივ­ლის.

- ევ­რო­პა­ში რო­გორ არის, გა­ზის სტან­დარ­ტე­ბი არ­სე­ბობს?

- კი, არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი. ჩვენ­თან სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის აგ­რე­გა­ტე­ბია, როცა გერ­მა­ნე­ლე­ბი ჩა­მოვ­ლენ და შე­ა­მოწ­მე­ბენ, მერე უფრო ბევ­რი გვე­ცო­დი­ნე­ბა. თუმ­ცა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ დღეს ჩვენ­თა­ნაც საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად აყე­ნე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი.

- რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ევ­რო­პა­ში გა­ზის ლი­ცენ­ზი­რე­ბულ აგ­რე­გა­ტებს ასე­ვე ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი წე­სით ამონ­ტა­ჟე­ბენ.

- აქ იმა­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ ყვე­ლა ნორ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა და­ცუ­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას მა­ყუ­ჩი­დან ამოც­ლი­ლი აქვს კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, ამას რა ვუ­ყოთ?

- ეგ ყვე­ლამ უნდა და­ა­ყე­ნოს, მაგ­რამ რა­ზეც ახლა ვლა­პა­რა­კობთ, ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა, ჩვენ ვი­წყებთ 2015 წელს, მაგ­რამ ვამ­თავ­რებთ 2019 წელს.

- ანუ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბას პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე არ იწყებთ?

- ჩვენ ვი­წყებთ ეტა­პობ­რი­ვად, 2015 წლი­დან შე­მოწ­მდე­ბა სტან­დარ­ტე­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა, ამა­ზე ჯერ კი­დევ ვმუ­შა­ობთ. მომ­დევ­ნო წლებ­ში ამას კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა და ასე­ვე იქ­ნე­ბა სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დე­ბი.

- ამ ეტაპ­ზე 50 სტან­დარ­ტი გვაქ­ვსო მი­თხრეს, ეს ცოტა ბევ­რი ხომ არ არის?

- ამ­ჯე­რად 44 სტან­დარ­ტია. ეს გა­და­ი­ხე­დე­ბა და შევ­ჯერ­დე­ბით, ჯერ დრო კი­დევ გვაქვს. ისეთს არა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი და­ზა­რალ­დნენ.

რო­გორც ავ­ტო­მოფ­ლო­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ამ­ბობს "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში, ევ­რო­პას სა­ერ­თოდ თავი რომ გა­ვა­ნე­ბოთ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ვი­ნა­ი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ერთ სა­გა­ზე­თო პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ უფრო ვრცელ წე­რილს და ბა­ტონ ოთარ და­ნე­ლი­ას ინ­ტერ­ვი­უს ორ­შა­ბათს "ქრო­ნი­კა­ში" შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა ელით ტექდათვალიერებისას მათ, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავთ?

რა ელით ტექდათვალიერებისას მათ, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავთ?

მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მთავრობის დადგენილებით 2004 წელს დროებით გაუქმდა. მისი აღდგენა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 1-ელ იანვარს, ვინაიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონმდებლობა არ იყო მომზადებული, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მთავრობის დადგენილებით გადავადდა ერთი წლით. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და ტექდათვალიერება 2015 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყება.

"ალიას" კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წევრი, ვასო ურუშაძე ესაუბრა:

- მთავრობა ამბობს, რომ ვალდებულება გვაქვს, ტექდათვალიერება ნელ-ნელა ევროკავშირის სტანდარტებზე გადავიყვანოთ. რა სტანდარტებია ევროპაში და რა სტანდარტებით უნდა მოხდეს საქართველოში მანქანების შემოწმება?

- როგორც ქალბატონი ნათია თავის განცხადებაში გვეუბნება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა არავინ საუბრობს, კონკრეტულად რა სტანდარტებთან გვაქვს საქმე და რისთვის უნდა იყვნენ მზად ქართველი ავტომოფლობელები. დღეს საქართველოში რეგისტრირებული 900 000 ავტომობილიდან, უმრავლესობა მეორადი და ტექნიკურად გაუმართავია, რადგან დაახლოებით 70%-მდე ძველი ავტომობილია. ვინაიდან საქართველოში სოციალური ფონი არცთუ ისე სახარბიელოა, მთავრობა ძველი ავტომობილების იმპორტს ვერ აკრძალავს. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ და აღვნიშნავთ იმასაც, რომ ევროკავშირის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, საქართველოში არსებული ავტომობილების დაახლოებით 80% ევროპის საერთაშორისო სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. ევროსტანდარტებით, ავტომობილი სამასამდე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა გვეუბნებიან, რომ საქართველოში იქნება მხოლოდ 50 კრიტერიუმი, რაც ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ხანია მოძველებულია. ამ 50 კრიტერიუმის ჩამონათვალშიც კი ხვდება ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგრეგატი - კატალიზატორი. როდესაც ძრავში მიმდინარეობს არასრული წვა, წარმოიშობა განსაკუთრებულად მავნე ტოქსიკური აირები გამონაბოლქვის სახით, კატალიზატორი კი მდებარობს მაყუჩის ბოლო ნაწილში, სადაც უნდა გაიაროს გამონაბოლქვმა და მოახდინოს გამონაბოლქვის გაწმენდა განსაკუთრებით მძიმე, მომწამვლელი ტოქსიკური აირებისგან, რომ არ გამოიტყორცნოს ატმოსფეროში. ამ კუთხით ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს... უმრავლესობის მიერ კატალიზატორი ამოღებულია ხმარებიდან, რაც განაპირობა ორმა ფაქტორმა: 1. ძრავის მუშაობისას გამოყოფილი სიმძლავრიდან დიდი ნაწილი მიდის ავტომობილის აგრეგატებზე და საბურავამდე მიდის ენერგიის მხოლოდ 40%. კატალიზატორის მოხსნის მეშვეობითაც ვიღებთ დამატებით 5% ენერგიას, რაც ამცირებს საწვავის ხარჯს და გვაძლევს ეკონომიურ შედეგს; 2. კატალიზატორში გამოყენებულია ძვირადღირებული ლითონი, რომელიც 1 კილოგრამი 100 ლარი ღირს, რის გამოც მძღოლები ამას ხსნიდნენ და აბარებდნენ. როდესაც ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგება, მძღოლებს მოუწევთ შეიძინონ კატალიზატორები, რაც ბაზარზე 300-დან 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა, მძღოლებს მოუწევთ უპასუხონ კიდევ 49 გამოწვევას, ეს არის მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა, აირბაგები, საქარე მინები და სხვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: 30 სექტემბერს, სადაზღვევო ზედამხედვლეობის სამსახურის უფროსმა, ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ვტომობილების სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენ მივმართეთ ბატონ ლაშას წერილობით, მოვითხოვეთ გასაჯაროებულიყო კანონპროექტზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა, თავად კანონპროექტის სავარაუდო პირველადი სახე და სხვა წვრილმანები, ასევე მოვითხოვეთ, ჩავრთულიყავით კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ამაზე პასუხიც ვერ მივიღეთ. საინტერესოა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმებით შეირჩა გერმანული კომპანია? უკვე ერთი წელია, ეს პროცესი მიმდნარეობს ფარულად, არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა გამოწვევის წინაშე დგებიან ავტომფლობელები, როგორ და ვინ მოახდენს ამ ყველაფრის განხორციელებას, ვინ იქნება პასუხისმგებელი პირი, რომელი უწყება გაუწევს მონიტორინგს და ასე შემდეგ.

არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა - საქართველოში დღეს მანქანების დიდი ნაწილი გადაყვანილია გაზზე. საინტერესოა, ტექდათვალიერების დროს წვის შემოწმება მოხდება გაზზე თუ ბენზინზე? ამაზე "ალიას" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ოთარ დანელია პასუხობს:

- თუ გაზის აგრეგატი დამონტაჟებულია ყველა ნორმის დაცვით, მანქანას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ბენზინზე გადაყვანა არ არის საჭირო, ვინც რით დადის, ისევე ივლის.

- ევროპაში როგორ არის, გაზის სტანდარტები არსებობს?

- კი, არის სპეციალური ნორმები. ჩვენთან სხვადასხვა თაობის აგრეგატებია, როცა გერმანელები ჩამოვლენ და შეამოწმებენ, მერე უფრო ბევრი გვეცოდინება. თუმცა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ გავარკვიეთ, რომ დღეს ჩვენთანაც საკმაოდ ნორმალურად აყენებენ. შეიძლება ოდნავ რეგულირებაზე იყოს საუბარი.

- როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გაზის ლიცენზირებულ აგრეგატებს ასევე ლიცენზირებული წესით ამონტაჟებენ.

- აქ იმაზეა საუბარი, რომ ყველა ნორმა მაქსიმალურადაა დაცული.

- საქართველოში ავტომობილების უმეტესობას მაყუჩიდან ამოცლილი აქვს კატალიზატორი, ამას რა ვუყოთ?

- ეგ ყველამ უნდა დააყენოს, მაგრამ რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ეს არის გრძელვადიანი გეგმა, ჩვენ ვიწყებთ 2015 წელს, მაგრამ ვამთავრებთ 2019 წელს.

- ანუ ყველაფრის გამოსწორებას პირველივე ეტაპზე არ იწყებთ?

- ჩვენ ვიწყებთ ეტაპობრივად, 2015 წლიდან შემოწმდება სტანდარტების რაღაც რაოდენობა, ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. მომდევნო წლებში ამას კიდევ დაემატება რაღაც რაოდენობა. ამის შესახებ ყველას ეცოდინება და ასევე იქნება საშეღავათო პერიოდები.

- ამ ეტაპზე 50 სტანდარტი გვაქვსო მითხრეს, ეს ცოტა ბევრი ხომ არ არის?

- ამჯერად 44 სტანდარტია. ეს გადაიხედება და შევჯერდებით, ჯერ დრო კიდევ გვაქვს. ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ავტომფლობელები დაზარალდნენ.

როგორც ავტომოფლობელთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე ამბობს "ალიასთან" საუბარში, ევროპას საერთოდ თავი რომ გავანებოთ, ავტომობილის მოწესრიგება აუცილებელია. ვინაიდან ტექდათვალიერების საკითხი ძალიან აქტუალურია და ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ყველა დეტალზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ უფრო ვრცელ წერილს და ბატონ ოთარ დანელიას ინტერვიუს ორშაბათს "ქრონიკაში" შემოგთავაზებთ.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია