მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭის მშენებლობებზე ზუგდიდელი და თბილისელი ხელოსნები მუშაობენ
სოჭის მშენებლობებზე ზუგდიდელი და თბილისელი ხელოსნები მუშაობენ

სო­ჭის ოლიმ­პი­ურ ობი­ექ­ტებ­ზე ქარ­თვე­ლი მუ­შე­ბი მრავ­ლად არი­ან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეა, ზო­გიც რუ­სე­თი­დან ჩა­სუ­ლი, რო­მელ­მაც იქ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა კონ­კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. მათი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ ხმა­ურ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოლიმ­პი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ქარ­თვე­ლე­ბის გა­სამ­რჯე­ლო იმა­ზე მე­ტია, რა­საც ისი­ნი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ.

ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და­საქ­მე­ბულ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 200-300 დო­ლარს შე­ად­გენს. ექ­სპერტთა კლუ­ბის წევ­რის ირაკ­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლის ვა­რა­უ­დით, სოჭ­ში ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით მეტ თან­ხას გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რის­კიც, რად­გან იქ მო­მუ­შა­ვე­თა საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს შრო­მით ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ფაქ­ტია, რომ ოლიმ­პი­უ­რი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ქარ­თვე­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ. ეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნია აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ ჟურ­ნა­ლისტ თენ­გიზ პა­ჭ­კო­რი­ას. ქარ­თველ მო­ხა­ლი­სე­ებ­თან შეხ­ვედ­რას ჟურ­ნა­ლის­ტი ემო­ცი­უ­რად აღ­წერს:

"იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­დაც მთა­ვა­რი ოლიმ­პი­უ­რი სტა­დი­ო­ნი "ფიშ­ტი" მდე­ბა­რე­ობს, ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე 3 სა­ა­თით ადრე შე­ვე­დი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ათას­ზე მეტი მო­ხა­ლი­სე, რო­მელ­თა შო­რის ად­ლერ-სოჭ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც ოლიმ­პი­ურ ობი­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი კონ­კურ­სე­ბის გავ­ლის შემ­დეგ მი­ი­ღეს.

სი­ტყვე­ბი არ მე­ყო­ფა იმ გრძნო­ბე­ბის გად­მო­სა­ცე­მად, რომ­ლე­ბიც მათ გა­ნი­ცა­დეს ჩემ ტან­საც­მელ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ფორ­მის და წარ­წე­რის - GEORGIA - და­ნახ­ვა­ზე! ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­მუ­შა­ვე მო­ხა­ლი­სე­ებს შო­რის არი­ან ზუგ­დი­დი­დან და თბი­ლი­სი­დან რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წა­სუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, დევ­ნი­ლე­ბი სო­ხუ­მი­დან, გაგ­რი­დან, გულ­რიფ­შის და გა­ლის რა­ი­ო­ნე­ბი­დან", - წერს თენ­გიზ პა­ჭ­კო­რია.

ფაქტს, რომ ოლიმ­პი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მო­ხა­ლი­სე­ე­ბად იმ­ყო­ფე­ბი­ან ზუგ­დი­დე­ლი და თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სო­ხუ­მე­ლი დევ­ნი­ლე­ბი, ირაკ­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და ამა­ში მათ ვე­რა­ვინ გა­ამ­ტყუ­ნებს.

"ხალ­ხი გარ­ბის სა­მუ­შა­ოდ. ჩვენ­თან საკ­მა­ოდ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ასეთ სარ­გე­ბელ­ზე უარი თქვან. კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვინ მი­ი­ღო ოლიმ­პი­უ­რი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რა პი­რო­ბებს დას­თან­ხმდნენ, არ მო­მე­პო­ვე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, იქ იმ­ყო­ფე­ბი­ან ზუგ­დი­დე­ლე­ბი და თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბიც.

გა­ლე­ლე­ბი რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი იყ­ვნენ, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა და ეს არც უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი. ვი­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს და მცი­რე­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე უარს ვერ იტყო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით კი სოჭ­ში გამ­გზავ­რე­ბა რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს გა­უ­ად­ვილ­დე­ბო­დათ. არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ისი­ნი ოლიმ­პი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­კავ­დე­ბი­ან თუ რუ­სეთ­ში სახ­ლებს აა­შე­ნე­ბენ", - აცხა­დებს ცქი­ტიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის შრო­მით ანა­ზღა­უ­რე­ბას, მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს უც­ნო­ბია. თუმ­ცა, არის ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ დამ­კვე­თე­ბის მხრი­დან პი­რო­ბა არ შეს­რულ­და და რამ­დე­ნი­მე მუშა დე­პორ­ტით უკან გა­მო­უშ­ვეს.

"სოჭ­ში ბევ­რი ისე­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, რომ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აყ­ვა­ნილ მუ­შებს და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა არ გა­და­უ­ხა­დეს, ანუ "გა­და­აგ­დეს". ჩემი ვა­რა­უ­დით, ზო­გა­დად იმა­ზე მეტ თან­ხას იხ­დიდ­ნენ, ვიდ­რე აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, გა­სამ­რჯე­ლო მი­ზე­რუ­ლია თუ არა. რომ არ უღირ­დეს, სოჭ­ში სა­მუ­შა­ოდ არა­ვინ გა­ემ­გზავ­რე­ბო­და", - დას­ძენს ირაკ­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ოლიმ­პი­უ­რი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ლე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ "ბიზ­ნეს­რე­ზო­ნანსს" ად­გი­ლობ­რივ­მა ქარ­თვე­ლებ­მაც გა­ნუ­ცხა­დეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნით სოჭ­ში, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, გა­ლის ქვე­და ზო­ნი­დან რამ­დე­ნი­მე მცხოვ­რე­ბიც გა­ემ­გზავ­რა. ამის­თვის კონ­კურ­სი მათ სო­ხუმ­ში გა­ი­ა­რეს.

გა­ლის ქვე­და ზო­ნის ერთ-ერთი სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი ზაურ რ. ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც გულ­რიფშში მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე მუ­შა­ობს. მისი თქმით, სოჭ­ში გამ­გზავ­რე­ბა, ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, არ უც­დია. რამ­დე­ნი­მე მის­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა ეს შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად შეძ­ლო და დღემ­დე ოლიმ­პი­ურ ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"აფხა­ზე­ბის მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მეც მქონ­და, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში დედა გარ­და­მეც­ვა­ლა და წას­ვლა­ზე არც მი­ფიქ­რია. ხე­ლო­სა­ნი ვარ და აქ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ჩვე­ნი სოფ­ლი­დან გულ­რიფშსა და აფხა­ზე­თის ორი­ო­დე ქა­ლაქ­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ათამ­დე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მათ სო­ხუმ­ში კონ­კურ­სი გა­ი­ა­რეს და ექ­ვსი მათ­გა­ნი გა­ემ­გზავ­რა კი­დეც.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს. ზუს­ტი თან­ხა რა უნდა მი­ე­ღოთ, არა­ვის გა­ნუ­მარ­ტავს. უთხრეს, ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე დარ­ჩე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ჯე­რაც არ ჩა­მო­სუ­ლან. აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 300 დო­ლა­რამ­დე გვიხ­დი­ან. და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტს გა­და­უხ­დი­ან, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჩემი აზ­რია. არ ვიცი, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბა. რაკი დღემ­დე რჩე­ბი­ან სოჭ­ში, ალ­ბათ, პი­რო­ბე­ბი ხელს აძ­ლევთ", - ამ­ბობს დევ­ნი­ლი ხე­ლო­სა­ნი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სოჭის მშენებლობებზე ზუგდიდელი და თბილისელი ხელოსნები მუშაობენ

სოჭის მშენებლობებზე ზუგდიდელი და თბილისელი ხელოსნები მუშაობენ

სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე ქართველი მუშები მრავლად არიან. მათი უმრავლესობა აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეა, ზოგიც რუსეთიდან ჩასული, რომელმაც იქ მუშაობის უფლება კონკურსის გავლის შემდეგ მოიპოვა. მათი შრომის ანაზღაურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ხმაურდება. სავარაუდოდ, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე ქართველების გასამრჯელო იმაზე მეტია, რასაც ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიმუშავებენ.

ოკუპირებულ რეგიონში მშენებლობებზე დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 200-300 დოლარს შეადგენს. ექსპერტთა კლუბის წევრის ირაკლი ცქიტიშვილის ვარაუდით, სოჭში ისინი გაცილებით მეტ თანხას გამოიმუშავებენ. არსებობს გარკვეული რისკიც, რადგან იქ მომუშავეთა საკმაოდ დიდ ნაწილს შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

ფაქტია, რომ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაზე ქართველებიც აღმოჩნდნენ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია აფხაზეთიდან დევნილ ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას. ქართველ მოხალისეებთან შეხვედრას ჟურნალისტი ემოციურად აღწერს:

"იმ ტერიტორიაზე სადაც მთავარი ოლიმპიური სტადიონი "ფიშტი" მდებარეობს, ცერემონიის დაწყებამდე 3 საათით ადრე შევედი. ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ათასზე მეტი მოხალისე, რომელთა შორის ადლერ-სოჭში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ, რომლებმაც ოლიმპიურ ობიექტებზე მუშაობის უფლება გარკვეული კონკურსების გავლის შემდეგ მიიღეს.

სიტყვები არ მეყოფა იმ გრძნობების გადმოსაცემად, რომლებიც მათ განიცადეს ჩემ ტანსაცმელზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის და წარწერის - GEORGIA - დანახვაზე! ოლიმპიადაზე მომუშავე მოხალისეებს შორის არიან ზუგდიდიდან და თბილისიდან რუსეთში საცხოვრებლად წასული ჩვენი თანამემამულეები, დევნილები სოხუმიდან, გაგრიდან, გულრიფშის და გალის რაიონებიდან", - წერს თენგიზ პაჭკორია.

ფაქტს, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე მოხალისეებად იმყოფებიან ზუგდიდელი და თბილისში მცხოვრები სოხუმელი დევნილები, ირაკლი ცქიტიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ვისაც შესაძლებლობა მიეცა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და ამაში მათ ვერავინ გაამტყუნებს.

"ხალხი გარბის სამუშაოდ. ჩვენთან საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია იმისთვის, რომ ადამიანებმა ასეთ სარგებელზე უარი თქვან. კონკრეტული ინფორმაცია, ვინ მიიღო ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობა და რა პირობებს დასთანხმდნენ, არ მომეპოვება. რამდენადაც ვიცი, იქ იმყოფებიან ზუგდიდელები და თბილისში მცხოვრები დევნილებიც.

გალელები რომ საკმაოდ ბევრი იყვნენ, ეჭვიც არ მეპარება და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მცირედი გამოცდილება, ასეთ შესაძლებლობაზე უარს ვერ იტყოდა. განსაკუთრებით კი სოჭში გამგზავრება რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გაუადვილდებოდათ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე დაკავდებიან თუ რუსეთში სახლებს ააშენებენ", - აცხადებს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება ქართველების შრომით ანაზღაურებას, მისი თქმით, ჯერჯერობით ეს უცნობია. თუმცა, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამკვეთების მხრიდან პირობა არ შესრულდა და რამდენიმე მუშა დეპორტით უკან გამოუშვეს.

"სოჭში ბევრი ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომ მშენებლობაზე აყვანილ მუშებს დაპირებული თანხა არ გადაუხადეს, ანუ "გადააგდეს". ჩემი ვარაუდით, ზოგადად იმაზე მეტ თანხას იხდიდნენ, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებზე. მნიშვნელობა არ აქვს, გასამრჯელო მიზერულია თუ არა. რომ არ უღირდეს, სოჭში სამუშაოდ არავინ გაემგზავრებოდა", - დასძენს ირაკლი ცქიტიშვილი.

ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაზე გალელების მონაწილეობის შესახებ "ბიზნესრეზონანსს" ადგილობრივმა ქართველებმაც განუცხადეს. სპეციალურად ამ მიზნით სოჭში, როგორც ისინი ამბობენ, გალის ქვედა ზონიდან რამდენიმე მცხოვრებიც გაემგზავრა. ამისთვის კონკურსი მათ სოხუმში გაიარეს.

გალის ქვედა ზონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ზაურ რ. ერთ-ერთია, რომელიც გულრიფშში მშენებლობებზე მუშაობს. მისი თქმით, სოჭში გამგზავრება, ოჯახური პირობების გამო, არ უცდია. რამდენიმე მისმა თანასოფლელმა ეს შედარებით ადვილად შეძლო და დღემდე ოლიმპიურ ქალაქში იმყოფება.

"აფხაზების მხრიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეც მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში დედა გარდამეცვალა და წასვლაზე არც მიფიქრია. ხელოსანი ვარ და აქ მუშაობის დაწყება არ გამჭირვებია. ჩვენი სოფლიდან გულრიფშსა და აფხაზეთის ორიოდე ქალაქში, მშენებლობაზე ათამდე ადამიანი მუშაობს. მათ სოხუმში კონკურსი გაიარეს და ექვსი მათგანი გაემგზავრა კიდეც.

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ბუნდოვანი პირობები წაუყენეს. ზუსტი თანხა რა უნდა მიეღოთ, არავის განუმარტავს. უთხრეს, ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩებოდნენ, მაგრამ ჯერაც არ ჩამოსულან. აფხაზეთის ტერიტორიაზე 300 დოლარამდე გვიხდიან. დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ გაცილებით მეტს გადაუხდიან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. არ ვიცი, სინამდვილეში რა ხდება. რაკი დღემდე რჩებიან სოჭში, ალბათ, პირობები ხელს აძლევთ", - ამბობს დევნილი ხელოსანი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია