სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა
ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ჯუ­ლია რო­ბერტსის უმ­ცრო­სი ნა­ხე­ვარ­და ნენ­სი მო­ტე­სი 37 წლის ასაკ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ზედ­მე­ტი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. ნენ­სი დეპ­რე­სი­ას და ჭარბ წო­ნას ებ­რძო­და. გარ­დაც­ვლი­ლი ნენ­სი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში იპო­ვეს.

"ნენ­სი მო­ტე­სის ოჯა­ხი ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნენ­სი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გუ­შინ იპო­ვეს - ის ნარ­კო­ტი­კე­ბის ზედ­მე­ტი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია", - გა­ნა­ცხა­და ნენ­სის ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნენ­სიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჭარ­ბი წონა მას ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და და "ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი იმის ფონ­ზე იყო, რომ მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მშვე­ნი­ე­რი იყო".

"მე "ლა­მაზ­მა­ნის" უმ­ცრო­სი და ვი­ყა­ვი. ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ჯუ­ლია მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მსუ­ქა­ნი ვი­ყა­ვი. ჯუ­ლი­ას ჩემი წო­ნის გამო არ სურ­და, მის გვერ­დით გა­მევ­ლო. თუმ­ცა, მას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და მეც მიყ­ვარს. ერ­თა­დერ­თს ვი­თხოვ, რომ მხო­ლოდ ჯუ­ლი­ას უმ­ცრო­სი მსუ­ქა­ნი დის სა­ხე­ლით არ მიც­ნობ­დნენ", - ამ­ბობ­და ნენ­სი.

ჯუ­ლია, ვოლ­ტერ გრე­დი რო­ბერტსი­სა და ბეტი ლოუს ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი უფ­რო­სი ძმა ერი­კიც და ლი­ზაც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. ჯუ­ლი­ას მშობ­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ქორ­წინ­დნენ. დე­და­მი­სი 1972 წელს მა­იკლ მო­ტეს­ზე გა­თხოვ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი ნენ­სი შე­ე­ძი­ნათ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.com.au-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა

ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯულია რობერტსის უმცროსი ნახევარდა ნენსი მოტესი 37 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. ნენსი დეპრესიას და ჭარბ წონას ებრძოდა. გარდაცვლილი ნენსი ლოს-ანჯელესში იპოვეს.

"ნენსი მოტესის ოჯახი ძალიან დამწუხრებულია. ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი ნენსი ლოს-ანჯელესში გუშინ იპოვეს - ის ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. ოჯახი სასოწარკვეთილია", - განაცხადა ნენსის ოჯახის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ნენსიმ განაცხადა, რომ ჭარბი წონა მას ძალიან აწუხებდა და "ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრი იმის ფონზე იყო, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი მშვენიერი იყო".

"მე "ლამაზმანის" უმცროსი და ვიყავი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ჯულია მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი. ჯულიას ჩემი წონის გამო არ სურდა, მის გვერდით გამევლო. თუმცა, მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ერთადერთს ვითხოვ, რომ მხოლოდ ჯულიას უმცროსი მსუქანი დის სახელით არ მიცნობდნენ", - ამბობდა ნენსი.

ჯულია, ვოლტერ გრედი რობერტსისა და ბეტი ლოუს ქალიშვილია. მისი უფროსი ძმა ერიკიც და ლიზაც ცნობილი მსახიობები არიან. ჯულიას მშობლები მოგვიანებით განქორწინდნენ. დედამისი 1972 წელს მაიკლ მოტესზე გათხოვდა და ქალიშვილი ნენსი შეეძინათ.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება