პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ სცე­ნა­ზე კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით" - რა­ტომ ვერ ჩა­ა­ბა­რა მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძემ თე­ატ­რა­ლურში
"ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ სცე­ნა­ზე კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით" - რა­ტომ ვერ ჩა­ა­ბა­რა მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძემ თე­ატ­რა­ლურში

"ა­ხა­ლი მე­მარ­ჯ­ვე­ნე­ე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ პო­ე­ზია მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ეს არის მის­თ­ვის გან­ტ­ვირ­თ­ვი­სა და სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ის შევ­სე­ბის წყა­რო, რაც ასე აუცი­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კო­სის რთულ და და­ძა­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში:

- აღარც კი მახ­სოვს, რო­დის შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პო­ე­ზია და სა­ერ­თოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რა. ოთხი წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც უკ­ვე ზე­პი­რად ვი­ცო­დი "არ­სე­ნას ლექ­სი". ყო­ველ­თ­ვის ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი და ამა­ში ოჯა­ხიც ხელს მი­წყობ­და. პო­ე­ზია ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნაა, იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი, რომ ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ძი­რი­თა­დად პო­ე­ზი­ა­ზე მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ლექ­სე­ბის კითხ­ვა და ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ სცე­ნა­ზე ისე­თი კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ და არი­ან - მურ­მან ჯი­ნო­რია, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე და სხვე­ბი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­შიც კი მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ოჯახ­მა მხა­რი არ და­მი­ჭი­რა. პო­ლი­ტი­კა­შიც ხში­რად ვი­ყე­ნებ პო­ე­ტურ ფრა­ზებს ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად.

- ეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი ხერ­ხია - მას ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ხში­რად მი­მარ­თავ­და.

- არ მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტი­კა გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ იმას, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, ლექ­სე­ბი არ ჰქვია - ეს გახ­ლ­დათ სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტაც­ი­ით რა­ღა­ცის თქმის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა, აქ­ვე ისიც უნ­და ვთქვა, რომ რო­გორც ყო­ფილ, ასე­ვე ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც საკ­მა­ოდ ბევ­რია კარ­გი პო­ე­ზი­ის მკითხ­ვე­ლიც და დამ­ფა­სე­ბე­ლიც.

- ესე იგი, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სუ­ლაც არ არის ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ამ მხრივ. თქვე­ნი რჩე­უ­ლი პო­ე­ტე­ბის შე­სა­ხებ რას გვე­ტყო­დით?

- ძნე­ლია რო­მე­ლი­მეს გა­მო­ყო­ფა, მაგ­რამ და­ფიქ­რე­ბის გა­რე­შე, უეც­რად ვინც გა­მახ­სენ­დე­ბა, იმათ სა­ხე­ლებს ჩა­მოვ­თ­ვ­ლი: ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თ­ვის ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, ლა­დო ასა­თი­ა­ნი­სა და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. შე­უ­და­რე­ბე­ლია ანა კა­ლან­და­ძეც. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შო­რის უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, რომ­ლის პო­ე­ზი­აც ძა­ლი­ან ტკბი­ლია ჩემ­თ­ვის. მიყ­ვარს ლია სტუ­რუ­ა­სა და გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის პო­ე­ზია, რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა. მის ლექ­სებს აღ­მო­სავ­ლუ­რი, კერ­ძოდ, სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის ჟღე­რა­დო­ბა და ჰარ­მო­ნია ამ­შ­ვე­ნებს, რი­თაც სხვე­ბი­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პრო­ტო­ტი­პად თუ და­ა­სა­ხე­ლებ­დით რო­მე­ლი­მეს?

- ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ იმ­დე­ნად ექ­ს­პორ­მ­ტია, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ კითხ­ვა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სხვა­თა შო­რის, აზ­რად არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი­სათ­ვის შე­მე­და­რე­ბი­ნა. ამი­ტომ, აჯო­ბებს, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, რად­გან ჩემ­თ­ვის პო­ე­ზია ამო­სუნ­თ­ქ­ვი­სა და დას­ვე­ნე­ბის სფე­როა, ეს ჩემ­თ­ვის ცო­ტა იდე­ა­ლის­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა - თუ ჩემ­ში რა­ი­მე დარ­ჩა კი­დევ ასე­თი. პო­ლი­ტი­კა კი პრაგ­მა­ტიზ­მ­თან და უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სფე­როა, თუმ­ცა, იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო აქაც ხდე­ბა ხოლ­მე. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მო­ვინ­დო­მო, ვერ გა­ვავ­ლებ პა­რა­ლე­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, მაგ­რამ მე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვუფ­რ­თხილ­დე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით. ერ­თი მი­თხა­რით, სა­ა­კაშ­ვილს ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში რა იპო­ვის, ან თუნ­დაც ივა­ნიშ­ვილს? ამი­ტომ, ჯო­ბია ისი­ნი ძვე­ლე­ბუ­რად ცალ-ცა­ლკე დარ­ჩ­ნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში (ი­ცი­ნის).

- რად­გან პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ჩა­მო­ვარ­და სიტყ­ვა, ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რა სჭირთ თქვენს კო­ლე­გებს, რა­ტომ ვერ უვ­ლი­ან ქვე­ყა­ნას ისე, რო­გორც სა­ჭი­როა?

- ამის თქმა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ მე და­ვა­სა­ხე­ლებ­დი ორ ძი­რი­თად მი­ზეზს, რო­მე­ლიც არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა: სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბა - ეს ერ­თი. მე­ო­რე - იმი­სათ­ვის, რომ საქ­მე გა­მო­გი­ვი­დეს, ორი რამ არის სა­ჭი­რო: უნ­და იცო­დე და უნ­და გტკი­ო­დეს. არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, მაგ­რამ არ სტკი­ვათ, მაგ­რამ უფ­რო მე­ტია ისე­თი, რო­მელ­საც სტკი­ვა, მაგ­რამ არ იცის. დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც კი­დეც იცის და კი­დეც სტკი­ვა. ამი­ტო­მაც გვაქვს კარ­გი მოღ­ვა­წე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი, თუმ­ცა ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­საც არც სტკი­ვათ და არც იცი­ან. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი სი­კე­თეE მო­უ­ტა­ნია არა მარ­ტო თა­ვი­სი ქვეყ­ნის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვი­საც. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია რო­ნალდ რე­ი­გა­ნი, რო­მელ­მაც უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ბო­ლო პე­რი­ო­დის მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­შიც და ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­შიც. ეს ადა­მი­ა­ნი აღარ არის ამ­ქ­ვეყ­ნად, მაგ­რამ მი­სი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გრძელ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სი­სათ­ვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, თა­ვის თავს რა არ­გო, არა­მედ ის, თუ რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო მის­მა ხალ­ხ­მა და ქვე­ყა­ნამ მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით. აქ­ვე უნ­და ვახ­სე­ნო მა­ჰათ­მა გან­დი­სა და დე გო­ლის სა­ხე­ლე­ბი… სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ვერც ერთ ქარ­თ­ველს ვერ მო­ვიხ­სე­ნი­ებ, თუ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ არ გა­და­ვალ და ჩვენს მე­ფე­ებ­ზე არ და­ვი­წყებ ლა­პა­რაკს. პო­ლი­ტი­კოსს რამ­დე­ნი­მე თვი­სე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, რო­მე­ლიც მის წარ­მა­ტე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, აქ არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხუ­თი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი­სათ­ვის, ესე­ნია: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, პა­ტი­ოს­ნე­ბა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა. ამ ჩა­მო­ნათ­ვალს ხუ­თი P-ს პრინ­ცი­პი ჰქვია და მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი.

- და ბო­ლოს, თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა და სატ­კი­ვა­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის?

- ჩა­მოთ­ვ­ლა რომ და­ვი­წყო, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი გა­ზე­თი არ მე­ყოს. ამი­ტომ, მე მა­ინც ვი­ტყო­დი, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პი­რებს აქვთ, ეს - გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა. გა­ნათ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს წიგ­ნის წა­კითხ­ვას, ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას. გა­ნათ­ლე­ბა თა­ვის თავ­ში კულ­ტუ­რა­სა და სუ­ლი­ე­რე­ბა­საც მო­ი­ცავს. მშრა­ლი ტექ­ს­ტე­ბის კითხ­ვა - ნა­კი­თხო­ბაა, გა­ნათ­ლე­ბა კი, ეს არის ნა­კი­თხო­ბაც, კულ­ტუ­რაც, სუ­ლი­ე­რე­ბაც, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბაც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი­ვე ამის ერ­თად თავ­მოყ­რა და გა­მო­ყე­ნე­ბა. მახ­სოვს ერ­თხელ, იუბი­ლე­ზე, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძემ თქვა: ბევ­რი კი­თხუ­ლობს, მაგ­რამ ყვე­ლას კი არ ეს­მი­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ის ვერ გა­მო­ი­ყე­ნე, რა­საც კი­თხუ­ლობ და მი­სი რე­ა­ლი­ზა­ცია ვერ შე­ძე­ლი, მა­შინ "ო­რი ყუ­რის პრინ­ცი­პით" ცხოვ­რობ - ანუ, შენს ერთ ყურ­ში შე­დის და მე­ო­რე­დან გა­დის. ამი­ტომ, მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ დღეს ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ინც გა­ნათ­ლე­ბის არ­ქო­ნაა.

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ სცე­ნა­ზე კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით" - რა­ტომ ვერ ჩა­ა­ბა­რა მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძემ თე­ატ­რა­ლურში

"ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ სცე­ნა­ზე კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით" - რა­ტომ ვერ ჩა­ა­ბა­რა მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძემ თე­ატ­რა­ლურში

"ა­ხა­ლი მე­მარ­ჯ­ვე­ნე­ე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ პო­ე­ზია მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ეს არის მის­თ­ვის გან­ტ­ვირ­თ­ვი­სა და სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ის შევ­სე­ბის წყა­რო, რაც ასე აუცი­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კო­სის რთულ და და­ძა­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში:

-  აღარც კი მახ­სოვს, რო­დის შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პო­ე­ზია და სა­ერ­თოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რა. ოთხი წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც უკ­ვე ზე­პი­რად ვი­ცო­დი "არ­სე­ნას ლექ­სი". ყო­ველ­თ­ვის ბევრს ვკითხუ­ლობ­დი და ამა­ში ოჯა­ხიც ხელს მიწყობ­და. პო­ე­ზია ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნაა, იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი, რომ ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ძი­რი­თა­დად პო­ე­ზი­ა­ზე მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ლექ­სე­ბის კითხ­ვა და ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ სცე­ნა­ზე ისე­თი კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ და არი­ან - მურ­მან ჯი­ნო­რია, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე და სხვე­ბი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­შიც კი მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ოჯახ­მა მხა­რი არ და­მი­ჭი­რა. პო­ლი­ტი­კა­შიც ხში­რად ვი­ყე­ნებ პო­ე­ტურ ფრა­ზებს ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად.

-  ეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი ხერ­ხია - მას ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ხში­რად მი­მარ­თავ­და.

-  არ მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტი­კა გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ იმას, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, ლექ­სე­ბი არ ჰქვია - ეს გახ­ლ­დათ სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტაც­ი­ით რა­ღა­ცის თქმის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა, აქ­ვე ისიც უნ­და ვთქვა, რომ რო­გორც ყო­ფილ, ასე­ვე ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც საკ­მა­ოდ ბევ­რია კარ­გი პო­ე­ზი­ის მკითხ­ვე­ლიც და დამ­ფა­სე­ბე­ლიც.

-  ესე იგი, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სუ­ლაც არ არის ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ამ მხრივ. თქვე­ნი რჩე­უ­ლი პო­ე­ტე­ბის შე­სა­ხებ რას გვეტყო­დით?

-  ძნე­ლია რო­მე­ლი­მეს გა­მო­ყო­ფა, მაგ­რამ და­ფიქ­რე­ბის გა­რე­შე, უეც­რად ვინც გა­მახ­სენ­დე­ბა, იმათ სა­ხე­ლებს ჩა­მოვ­თ­ვ­ლი: ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თ­ვის ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, ლა­დო ასა­თი­ა­ნი­სა და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. შე­უ­და­რე­ბე­ლია ანა კა­ლან­და­ძეც. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შო­რის უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, რომ­ლის პო­ე­ზი­აც ძა­ლი­ან ტკბი­ლია ჩემ­თ­ვის. მიყ­ვარს ლია სტუ­რუ­ა­სა და გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის პო­ე­ზია, რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა. მის ლექ­სებს აღ­მო­სავ­ლუ­რი, კერ­ძოდ, სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის ჟღე­რა­დო­ბა და ჰარ­მო­ნია ამ­შ­ვე­ნებს, რი­თაც სხვე­ბი­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა.

-  ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პრო­ტო­ტი­პად თუ და­ა­სა­ხე­ლებ­დით რო­მე­ლი­მეს?

-  ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ იმ­დე­ნად ექ­ს­პორ­მ­ტია, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ კითხ­ვა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სხვა­თა შო­რის, აზ­რად არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი­სათ­ვის შე­მე­და­რე­ბი­ნა. ამი­ტომ, აჯობებს, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, რად­გან ჩემ­თ­ვის პო­ე­ზია ამო­სუნ­თ­ქ­ვი­სა და დას­ვე­ნე­ბის სფე­როა, ეს ჩემ­თ­ვის ცო­ტა იდე­ა­ლის­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა - თუ ჩემ­ში რა­ი­მე დარ­ჩა კი­დევ ასე­თი. პო­ლი­ტი­კა კი პრაგ­მა­ტიზ­მ­თან და უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სფე­როა, თუმ­ცა, იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო აქაც ხდე­ბა ხოლ­მე. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მო­ვინ­დო­მო, ვერ გა­ვავ­ლებ პა­რა­ლე­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, მაგ­რამ მე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვუფ­რ­თხილ­დე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით. ერ­თი მითხა­რით, სა­ა­კაშ­ვილს ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში რა იპო­ვის, ან თუნ­დაც ივა­ნიშ­ვილს? ამი­ტომ, ჯო­ბია ისი­ნი ძვე­ლე­ბუ­რად ცალ-ცა­ლკე დარ­ჩ­ნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში (ი­ცი­ნის).

-  რად­გან პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ჩა­მო­ვარ­და სიტყ­ვა, ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რა სჭირთ თქვენს კო­ლე­გებს, რა­ტომ ვერ უვ­ლი­ან ქვე­ყა­ნას ისე, რო­გორც სა­ჭი­როა?

-  ამის თქმა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ მე და­ვა­სა­ხე­ლებ­დი ორ ძი­რი­თად მი­ზეზს, რო­მე­ლიც არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა: სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბა - ეს ერ­თი. მე­ო­რე - იმი­სათ­ვის, რომ საქ­მე გა­მო­გი­ვი­დეს, ორი რამ არის სა­ჭი­რო: უნ­და იცო­დე და უნ­და გტკი­ო­დეს. არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, მაგ­რამ არ სტკი­ვათ, მაგ­რამ უფ­რო მე­ტია ისე­თი, რო­მელ­საც სტკი­ვა, მაგ­რამ არ იცის. დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც კი­დეც იცის და კი­დეც სტკი­ვა. ამი­ტო­მაც გვაქვს კარ­გი მოღ­ვა­წე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი, თუმ­ცა ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­საც არც სტკი­ვათ და არც იცი­ან. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი სი­კე­თეE მოუტანია არა მარ­ტო თა­ვი­სი ქვეყ­ნის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვი­საც. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია რო­ნალდ რე­ი­გა­ნი, რო­მელ­მაც უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ბო­ლო პე­რი­ო­დის მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­შიც და ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­შიც. ეს ადა­მი­ა­ნი აღარ არის ამ­ქ­ვეყ­ნად, მაგ­რამ მი­სი დაწყე­ბუ­ლი საქ­მე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გრძელ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სი­სათ­ვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, თა­ვის თავს რა არ­გო, არა­მედ ის, თუ რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო მის­მა ხალ­ხ­მა და ქვე­ყა­ნამ მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით. აქ­ვე უნ­და ვახ­სე­ნო მა­ჰათ­მა გან­დი­სა და დე გო­ლის სა­ხე­ლე­ბი… სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ვერც ერთ ქარ­თ­ველს ვერ მო­ვიხ­სე­ნი­ებ, თუ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ არ გა­და­ვალ და ჩვენს მე­ფე­ებ­ზე არ და­ვიწყებ ლა­პა­რაკს. პო­ლი­ტი­კოსს რამ­დე­ნი­მე თვი­სე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, რო­მე­ლიც მის წარ­მა­ტე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, აქ არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხუ­თი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი­სათ­ვის, ესე­ნია: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, პა­ტი­ოს­ნე­ბა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა. ამ ჩა­მო­ნათ­ვალს ხუ­თი P-ს პრინ­ცი­პი ჰქვია და მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი.

-  და ბო­ლოს, თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა და სატ­კი­ვა­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის?

-  ჩა­მოთ­ვ­ლა რომ და­ვიწყო, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი გა­ზე­თი არ მე­ყოს. ამი­ტომ, მე მა­ინც ვიტყო­დი, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პი­რებს აქვთ, ეს - გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა. გა­ნათ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს წიგ­ნის წა­კითხ­ვას, ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას. გა­ნათ­ლე­ბა თა­ვის თავ­ში კულ­ტუ­რა­სა და სუ­ლი­ე­რე­ბა­საც მო­ი­ცავს. მშრა­ლი ტექ­ს­ტე­ბის კითხ­ვა - ნა­კითხო­ბაა, გა­ნათ­ლე­ბა კი, ეს არის ნა­კითხო­ბაც, კულ­ტუ­რაც, სუ­ლი­ე­რე­ბაც, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბაც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი­ვე ამის ერ­თად თავ­მოყ­რა და გა­მო­ყე­ნე­ბა. მახ­სოვს ერ­თხელ, იუბი­ლე­ზე, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძემ თქვა: ბევ­რი კითხუ­ლობს, მაგ­რამ ყვე­ლას კი არ ეს­მი­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ის ვერ გა­მო­ი­ყე­ნე, რა­საც კითხუ­ლობ და მი­სი რე­ა­ლი­ზა­ცია ვერ შე­ძე­ლი, მა­შინ "ო­რი ყუ­რის პრინ­ცი­პით" ცხოვ­რობ - ანუ, შენს ერთ ყურ­ში შე­დის და მე­ო­რე­დან გა­დის. ამი­ტომ, მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ დღეს ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ინც გა­ნათ­ლე­ბის არ­ქო­ნაა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია