თბილისის აეროპორტში 41 არადეკლარირებული IPHONE 5 s აღმოაჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი", რეისით დუბაი-თბილისი, სომხეთის მოქალაქე ა . მ. ჩამოფრინდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 41 ცალი APPLE IPHONE 5 s აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 46 651,9 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
"ინტერპრესნიუსი"