პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის
მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბოლო ერთი წლის პო­ლი­ტი­კა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არის ის წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­მაც უნდა მო­ამ­ზა­დოს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენს შო­რის უმ­ძი­მე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გა­და­წყვე­ტის ფონი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა თბი­ლი­სი-სოჭს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, პრა­ღის ფორ­მატ­ში, რო­მელ­შიც მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია მცდე­ლო­ბა, რომ მოხ­დეს რო­გორც ვაჭ­რო­ბის, ისე კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია და მო­იხ­სნას და­ძა­ბუ­ლო­ბა.

"მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის წი­ნა­პი­რო­ბა იმის­თვის, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ოკუ­პა­ცი­ა­ში, ამ თე­მე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ხილ­ვის­თვის შე­იქ­მნას ფონი. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია რუ­სე­თის­თვის არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ არის და მე­ტიც, ის და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ არის არც ერთი მხა­რის­თვის. ჩვე­ნი თა­ნა­მოძ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა, არ ხე­ი­რო­ბენ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯით. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი ძა­ლი­ან მძი­მეა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც, რთუ­ლია რუ­სე­თის­თვი­საც, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ­მა კავ­ში­რებ­მა, რო­მე­ლიც მოხ­სნის და­ძა­ბუ­ლო­ბას და გა­დაგ­ვიყ­ვანს რა­ცი­ო­ნა­ლურ დი­ა­ლოგ­ში, უნდა მოგ­ვცეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს ამ თე­მებს მი­ვად­გეთ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის

მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის

საქართველოს ხელისუფლების ბოლო ერთი წლის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ კომერციული და კულტურული კავშირები რუსეთ-საქართველოს შორის არის ის წინაპირობა, რომელმაც უნდა მოამზადოს, საბოლოო ჯამში, ჩვენს შორის უმძიმესი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების გადაწყვეტის ფონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისი-სოჭს შორის პირდაპირი ავიარეისების გაგრძელების შესაძლებლობის კომენტირებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პრაღის ფორმატში, რომელშიც მთავრობა მუშაობს, ძალიან აქტიურია მცდელობა, რომ მოხდეს როგორც ვაჭრობის, ისე კულტურის მიმართულებით ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მოიხსნას დაძაბულობა.

"მაგრამ ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთულესი პრობლემები, რომელიც გამოიხატება ოკუპაციაში, ამ თემების რაციონალური განხილვისთვის შეიქმნას ფონი. საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის და მეტიც, ის დადებითი შედეგის მომტანი არ არის არც ერთი მხარისთვის. ჩვენი თანამოძმეები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართებს მიღმა, არ ხეირობენ ამ პოლიტიკური ნაბიჯით. ეს პოლიტიკური ნაბიჯი ძალიან მძიმეა ჩვენი სახელმწიფოსთვისაც, რთულია რუსეთისთვისაც, შესაბამისად, ნებისმიერმა კავშირებმა, რომელიც მოხსნის დაძაბულობას და გადაგვიყვანს რაციონალურ დიალოგში, უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ბოლოს და ბოლოს ამ თემებს მივადგეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა