მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგუთში 46 პატიმარს თვითდაზიანება აქვს მიყენებული
გეგუთში 46 პატიმარს თვითდაზიანება აქვს მიყენებული

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი ლა­ბა­ძე გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში იმ პა­ტიმ­რებს შეხ­ვდა, რომ­ლებ­მაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კო­ლო­ნი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გი­ორ­გი ლა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებ­და, რომ 17 პა­ტი­მარს ჰქონ­და თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მისი გან­ცხა­დე­ბით კი, სულ 46 პა­ტი­მარს აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი თვით­და­ზი­ა­ნე­ბა.

ამას­თან, გი­ორ­გი ლა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს კი­დევ ორი პა­ტი­მა­რი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა, ეს თვით­და­ზი­ა­ნე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ორ პა­ტი­მარს წნე­ვა და­უ­ვარ­და, რად­გან საკ­ვებს არ იღე­ბენ.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გე­გუ­თის ცი­ხის პა­ტიმ­რებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ.

"2014 წლის 10 თე­ბერ­ვლის ღა­მით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში 17 მსჯავ­რდე­ბუ­ლი. ყვე­ლა მათ­განს აღ­მო­უ­ჩი­ნეს სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ამ მო­მენ­ტის­თვის 17 მსჯავ­რდე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. პა­ტიმ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გეგუთში 46 პატიმარს თვითდაზიანება აქვს მიყენებული

გეგუთში 46 პატიმარს თვითდაზიანება აქვს მიყენებული

სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი ლაბაძე გეგუთის კოლონიაში იმ პატიმრებს შეხვდა, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ლაბაძემ განუცხადა, სამინისტრო აცხადებდა, რომ 17 პატიმარს ჰქონდა თვითდაზიანება მიყენებული, მისი განცხადებით კი, სულ 46 პატიმარს აქვს მიყენებული თვითდაზიანება.

ამასთან, გიორგი ლაბაძის განცხადებით, დღეს კიდევ ორი პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ეს თვითდაზიანებას არ უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ამ ორ პატიმარს წნევა დაუვარდა, რადგან საკვებს არ იღებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

"2014 წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის 17 მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ