მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით" - შალვა რამიშვილის კრიტიკული მიმართვა და ნიკა გვარამიას პასუხი
ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით" - შალვა რამიშვილის კრიტიკული მიმართვა და ნიკა გვარამიას პასუხი

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კონ­სულ­ტან­ტი სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­ხელ­ზე მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრეზ­დენ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და ამა­ვე დროს მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფე­ის­ბუ­კის კედ­ლებ­ზე გა­მარ­თულ ბა­ტა­ლი­ებ­ში. ნათ­ლად მაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ ჩემი დღე­ვან­დე­ლი სტა­ტუ­სი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც გუ­ლის­ხმობს. ჩემი გა­მო­ნათ­ქვა­მი შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმულ იქ­ნას რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია. მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­წმუ­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ მხო­ლოდ რო­გორც ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვსა­უბ­რობ. მინ­და ეს შემ­თხვე­ვა ასეთ­თა რიგ­ში გა­ნი­ხი­ლოთ.

დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რეპ­ლი­კამ რუს­თა­ვის 2- ის შე­სა­ხებ. და­ო­ბენ ჰქონ­და თუ არა მას ამის უფ­ლე­ბა. თა­ვად ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­და­ცე­მაც მი­უ­ძღვნა აღ­ნიშ­ნულ თე­მას, რო­მელ­შიც რ2 ის დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ნი­კამ და­იც­ვა თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. მისი სი­ტყვა გაჟ­ღენ­თი­ლი იყო მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დაც­ვის პა­თო­სით. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა - ის არის დღეს "რ2" ხელ­მძღვა­ნე­ლი და მას მის­დე­ვენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გარ­კვე­ულ­წი­ლად მას­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დღე­ვან­დე­ლი სა­ხეც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიკა თა­ვის ფე­ის­ბუ­კის კე­დელ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მა­ლავს მის­სა­ვე პო­ლი­ტი­კურ პრე­ფე­რენ­ცი­ებს, მე მი­მაჩ­ნია რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა "რუს­თა­ვი 2" თან ნორ­მა­ლუ­რად გა­მომ­დის. იქ მუ­შა­ო­ბენ სა­კუ­თა­რი საქ­მის მცოდ­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გულ­წრფე­ლად სურთ, რომ წა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი მე­დია ომე­ბი და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცეს. რ2 ელებს უნ­დათ აკე­თონ თა­ვი­ან­თი საქ­მე, მათ სურთ მო­ი­შო­რონ "მი­შას ტე­ლე­ვი­ზი­ის" ის იარ­ლი­ყი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის თვალ­ში აქვთ. მე ამას ვგრძნობ და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ კი­დეც მათ. ამი­ტომ სულ არ მინ­და რომ ვი­ნემ ეს ტექ­სტი რ2 ელე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვად აღიქ­ვას. ასე­თი რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არ მოხ­დე­ბა.

მაგ­რამ, ვი­ტო­ვებ უფ­ლე­ბას მივ­მარ­თო ნიკა გვა­რა­მი­ას, რო­გორც რ2 ის დი­რექ­ტორს. რაკი მისი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ი­ცავს პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს, რაკი ის არ მა­ლავს, რომ არ მოს­წონს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხში­რად დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნი­თაც მო­იხ­სე­ნი­ებს მის წარ­მო­მად­გენ­ლებს (რისი უფ­ლე­ბაც მას რა თქმა უნდა აქვს) მე მგო­ნი არ გა­უკ­ვირ­დე­ბა, რომ ასეთ რა­მეს ვე­ტყვი:

ძვირ­ფა­სო ნიკა! მე შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო შენი გენ პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბის დრო, რო­დე­საც მიგ­ყავ­და საქ­მე ბად­რის "სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის" თა­ო­ბა­ზედ. ამ "საქ­მე­ში" "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ფი­გუ­რი­რებ­დნენ. მაგ­რამ არ მინ­და ვი­ყუ­რო წარ­სულ­ში. მო­მა­ვა­ლი უფრო მხიბ­ლავს, რად­გან მგო­ნია, რომ თუ წარ­სუ­ლის ხსნე­ბას თან გა­დავ­ყვე­ბით დავ­კარ­გავთ ახ­ლის შექ­მნის ხა­ლისს და და­ბოღ­მილ ნეკრო­ფი­ლე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით. შენ რომ წარ­მო­ად­გენ­დი იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ორ­ჯერ მო­ვუ­გეთ არ­ჩევ­ნე­ბი (მეც შე­ვი­ტა­ნე ამა­ში მცი­რე­დი წვლი­ლი) და ამით და­ვას­რუ­ლეთ ლან­დებ­თან ლა­ცი­ცი. ახლა სხვა ვარ­სკვლავს უნდა ვსდი­ოთ. მეც მინ­და ჩავფლა მი­წა­ში ის ტო­მა­ჰა­უ­კი, რო­მე­ლიც ხელ­ში მე­ჭი­რა "აკრ გა­რე­შეს" კე­თე­ბი­სას რ2-ის შე­ნო­ბას რომ მი­ვა­დე­ქი. რაც იყო - იყო. გა­დავ­შა­ლოთ ეს ფურ­ცე­ლი. ამი­ტომ ამ ტექ­სტში ვერ ნა­ხავ შენი წარ­სუ­ლის წა­მო­ძა­ხე­ბებს. მაგ­რამ რჩე­ვაა: და­ი­ჯე­რე, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღალ რე­ი­ტინ­გი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხარ. მიხ­ვდი იმას, რომ ბევ­რი შე­ნი­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ყუ­რებს (ზო­გი­ერთს შენ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლი­სა) და მათ მშვი­დად მუ­შა­ო­ბა სურთ. ნუ იქ­ცე­ვი წა­გე­ბუ­ლი "ნა­ცი­ვით" (არ მიყ­ვარს ეს ტერ­მი­ნი) და ნუ იძ­ლე­ვი მოვე ტო­ნურ ირო­ნი­ულ შე­ფა­სე­ბებს შე­ნი­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის რეს­პო­დენ­ტებ­ზე, ხოლო რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს იცავ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს ნუ ემ­სგავ­სე­ბი.

არ იფიქ­რო, რომ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას გი­ზღუ­დავ, ან შენი "პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტი­რა" მა­ში­ნებს. არა... ნება შე­ნია. მაგ­რამ იმას, რაც მე და შენს თა­ნამ­შრომ­ლებს აგ­რე­რი­გად გვინ­და შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოდ­ნავ ხელს უშ­ლის.. ოღონდ მხო­ლოდ ოდ­ნავ..

ისე, არც მე შე­ვა­ბერ­დე­ბი ჩი­ნოვ­ნი­კის სკამს და არც შენ იქ­ნე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ ორი­ვე ბედკ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი დავ­რჩე­ბით მუ­დამ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია რა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია ნიკა გვა­რა­მი­ას.

"ძვირ­ფა­სო შალ­ვა,

თავ­და­პირ­ვე­ლად, დიდი მად­ლო­ბა რუს­თა­ვი 2ელე­ბის მი­მართ წარ­მოთ­ქმუ­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბის­თვის. ამ მხრივ (და არა მარ­ტო ამ მხრივ) დრა­მა­ტუ­ლად გან­სხვავ­დე­ბი პრე­მი­ერ­ყო­ფი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის­გან. რი­თიც არ უნდა იყოს ნა­კარ­ნა­ხე­ვი ეს - გულ­წრფე­ლი სიმ­პა­ტი­ით, თუ სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვით, მა­ინც მად­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რებ.

ჩემს პო­ლი­ტი­კურ პრე­ფე­რენ­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, შენ არა ხარ ჩემი ფრენ­დი და ვერ ადევ­ნებ თვალ­ყურს ჩემს ვოლს, ამი­ტომ სრუ­ლი სუ­რა­თი ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა არა გაქვს. ვა­დას­ტუ­რებ, ეს მთავ­რო­ბა (ჯამ­ში) არ წარ­მო­ად­გენს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტი­ე­ბის ობი­ექტს. და არა მგო­ნია, ეს ძა­ლი­ან უნი­კა­ლურს მხდი­დეს. თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი პერ­სო­ნე­ბი და ცალ­კე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი არა­ერ­თხელ მო­მი­წო­ნე­ბია და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც მო­მე­ცე­მა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გა­დად ჩემს პო­ლი­ტი­კურ პრე­ფე­რენ­ცი­ებს და შე­ფა­სე­ბებს, მათ გა­მო­ხატ­ვას არ ვე­რი­დე­ბი. ან რა­ტომ უნდა მო­ვე­რი­დო? არც და­მალ­ვას ვცდი­ლობ და ქვე­ში­დან ნი­უ­სის კონ­ტენ­ტში მათ შე­ცუ­რე­ბას. ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს მხო­ლოდ ჩემს მიერ ბი­უ­ლე­ტენ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ნომ­რის შე­მო­ხაზ­ვას. და არა უმე­ტეს.

რო­დე­საც მთა­ვა­ზობ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სას არ და­ვემ­სგავ­სო ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მისი პერ­სო­ნის მი­მართ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა) - გპირ­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს და­ვემ­სგავ­სე­ბი, თუ სა­ჭი­რო გახ­და, და იმა­ზე ბევ­რად მეტ­საც, რაც შენ ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის ქვეშ წარ­მო­გიდ­გე­ნია. თუ სა­ჭი­რო გახ­და - რაც მხო­ლოდ თქვენ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რის ცდუ­ნე­ბა­საც გმი­რუ­ლად უძ­ლებთ, მაგ­რამ ბოლო ახი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ვეჭ­ვობ, სე­რი­ო­ზულ სირ­თუ­ლე­ებს გიქ­მნით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შე­ნიშ­ვნებს ტე­ლე­ვი­ზი­ის რეს­პო­დენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით. მე რუს­თა­ვი 2ის რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი ვარ და ესაა ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ის მთა­ვა­რი წყა­რო. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის რეს­პო­დენ­ტე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრია, და თუ ისი­ნი და მათი ქმე­დე­ბე­ბი ვერ შე­ვა­ფა­სე, ესე იგი ვე­რა­ფერ­ზე გა­მო­მით­ქვამს ჩემი აზრი. ამას კი ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ - მე, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე (პრო­კუ­რა­ტუ­რის აქამ­დე ძა­ლა­ში მყო­ფი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აღარ ვიყო თა­ვი­სუ­ფა­ლი) ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ უარი ვთქვა ჩემი შე­ფა­სე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ეს მე არაფ­რით მაქვს შე­ზღუ­დუ­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ის ჩათ­ვლით, რო­მელ­საც, მა­ინც შე­გახ­სე­ნებ, არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. ამას გარ­და, ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს ოდეს­მე შენ­გან ან ვინ­მე სხვის­გან რა­ი­მე პრე­ტენ­ზია მო­მეს­მი­ნოს ჩემი კო­ლე­გე­ბის, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის დი­რექ­ტორ-მე­სა­კუთ­რე­ე­ბის ღია პო­ლი­ტი­კურ სფი­ჩებ­ზე და მი­ტინ­გებ­ზე გა­მოს­ვლებ­ზეც კი. მათ­გან კი ისე­თი წო­ნა­დი და რა­დი­კა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბიც მოგ­ვის­მე­ნია, რო­გო­რი­ცაა რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს, შევ­ცვა­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს წარ­სულს, შე­მახ­სე­ნე, შალ­ვა, თუ ეს შვე­ბას მოგგვრის შენ ან ხე­ლი­სუ­ფე­ბას. თუმ­ცა, არა მგო­ნია. მე მზად ვარ პა­სუ­ხი ვაგო ჩემი წარ­სუ­ლის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის­თვის, ყო­ვე­ლი შეც­დო­მის­თვი­საც და თან ვი­ა­მა­ყო იმით, რომ მხო­ლოდ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით მი­ვაღ­წიე ყვე­ლა­ფერს ცხოვ­რე­ბა­ში. რაც არ უნდა ამო­თხა­რონ ჩემს წარ­სულ­ში, ამით ვერ წა­მარ­თმე­ვენ უფ­ლე­ბას, შე­ვა­ფა­სო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. ამას გარ­და, "შე ჩემ­ზე უფრო შა­ვოს" ლო­გი­კას არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­და­ურ­ჩე­ნია, არც ერთი, ნაც­მოძ­რა­ო­ბის ჩათ­ვლით.

ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, უფრო კი, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, არ ჭირ­დე­ბათ მათ ჩემ­გან დაც­ვა, პა­ტივ­ცე­მუ­ლო შალ­ვა. და თუ მა­ინც მათი დაც­ვა შენი ზრუნ­ვის საგ­ნად გა­გიხ­დია, ერთ კაცს მი­გას­წავ­ლი­დი. სხვა­თა შო­რის, ეს ის კა­ცია, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ტე­ლე­ე­თე­რი­დან და შენ ღია წე­რი­ლი­დან რომ მმო­ძღვრავთ, მისი სი­ტყვა სე­რი­ო­ზუ­ლად რა­ტომ აღიქ­ვი და ასე­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რე­აქ­ცია რა­ტომ გქონ­დაო. სამ­წუ­ხა­როდ, ვეჭ­ვობ, რომ სწო­რედ ის არის სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­საქ­მე­ლი და არა შენი და ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­გო­ნე­ბე­ბი. ვეჭ­ვობ, შენი ღია წე­რი­ლე­ბი თუ სა­უბ­რე­ბი მას სა­ერ­თოდ აინ­ტე­რე­სებ­დეს. იმა­საც ვეჭ­ვობ, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ხვდე­ბით მისი თვალ­თა­ხედ­ვის და ყურ­თას­მე­ნის არე­ში ვერც შენ და ვერც ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, უფრო მაღ­ლა რომ აღარ ავ­ყვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვერ­ტი­კალს.

ვა­ფა­სებ შენს ნა­ბიჯს, აღარ ვქე­ქოთ წარ­სუ­ლიო და არც მე არ შე­გახ­სე­ნებ იმ სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც უკვე მრავ­ლად და­აგ­რო­ვა შენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ (რო­გორც შენ იხ­სე­ნი­ებ მას) 9 წელ­ში კი არა, აგერ წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ში. ამ თე­მებ­ზე სხვებს ეკა­მა­თე, თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ბო­ლო­ბო­ლო. მე არ ვარ პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩაბ­მუ­ლი და ეს სა­კი­თხე­ბი მა­ღელ­ვებს მხო­ლოდ რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს. და ამა­ზე ყო­ველ­თვის ვი­სა­უბ­რებ. და ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი იმის შეც­ვლას, რაც არ მომ­წონს. შე­ვეც­დე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვით. და თუ ვინ­მეს ამ დროს ჩემი სი­ხის­ტით (რა­საც შენ მოვე ტო­ნად მო­იხ­სე­ნი­ებ. შენ­გან ისე მოვე ტო­ნის ხსე­ნე­ბა ცოტა სა­ხა­ლი­სო კია :)) ვა­წყე­ნი­ნებ, წი­ნას­წარ ვუხ­დი ბო­დიშს.

ცდე­ბა ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს საფრ­თხის პოვ­ნას იქ, სა­ი­და­ნაც ის არ მომ­დი­ნა­რე­ობს. არც რუს­თა­ვი 2, არც სხვა რო­მე­ლი­მე მე­დია არ უქ­მნის საფრ­თხე­ებს მთავ­რო­ბებს. ყვე­ლა პრობ­ლე­მას მთავ­რო­ბე­ბი თვი­თონ უქ­მნი­ან სა­კუ­თარ თავს. ერ­თერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ პრობ­ლე­მებ­ში, მე­დი­ა­ში მტრის ძი­ე­ბა ან მო­კავ­ში­რის ძა­ლით კულ­ტი­ვი­რე­ბაა. და ეს პრობ­ლე­მა სუ­ლაც არაა თე­ო­რი­უ­ლი. მისი პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ი­ა­რა, აგერ სულ მცი­რე ხნის წინ და ამან კარ­გი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა არც მას და არც მე­დი­ას.

და ბო­ლოს, ნუ ცდი­ლობ ჩემი პო­ზი­ცი­ის პოვ­ნას იქ, სა­დაც ვერ იპოვ­ნი - რუს­თა­ვი 2ის ეთერ­ში. ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი პრო­დუქ­ტი, რა­საც რუს­თა­ვი 2ზე უყუ­რებ, რუს­თა­ვი 2ის გუნ­დის შექ­მნი­ლია, ვი­ღა­ცის­თვის უნი­ჭო და ჩემი აზ­რით კი - ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის.

ასე რომ, ვე­რა­ნა­ირ ტო­მა­ჰავკს ვერ ჩავფლავთ მი­წა­ში. ის მხო­ლოდ შენი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია და რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს.

მე კი არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ვა­კე­თებ ჩემს პი­რად შე­ფა­სე­ბას და სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნა­ში დავ­მარ­ხავ ჩემს პო­ლი­ტი­კურ პრე­ფე­რენ­ცი­ებს.

პა­ტი­ვის­ცე­მით, უნი­ჭო ტე­ლე­ვი­ზი­ის უნი­ჭო დი­რექ­ტო­რი", - წერს ნიკა გვა­რა­მია შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის წე­რი­ლის პა­სუ­ხად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით" - შალვა რამიშვილის კრიტიკული მიმართვა და ნიკა გვარამიას პასუხი

ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით" - შალვა რამიშვილის კრიტიკული მიმართვა და ნიკა გვარამიას პასუხი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი სტრატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სახელზე მიმართვას აქვეყნებს.

"ძალიან რთულია იყო საქართველოს პრეზდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი და ამავე დროს მიიღო მონაწილეობა ფეისბუკის კედლებზე გამართულ ბატალიებში. ნათლად მაქვს წარმოდგენილი, რომ ჩემი დღევანდელი სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ჩემი გამონათქვამი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც პრეზიდენტის პოზიცია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა შეიძლება დავარწმუნო საზოგადოება, რომ მხოლოდ როგორც ყოფილი ჟურნალისტი ვსაუბრობ. მინდა ეს შემთხვევა ასეთთა რიგში განიხილოთ.

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის რეპლიკამ რუსთავის 2- ის შესახებ. დაობენ ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება. თავად ტელეკომპანიამ გადაცემაც მიუძღვნა აღნიშნულ თემას, რომელშიც რ2 ის დირექტორი ნიკა გვარამია მონაწილეობდა. ნიკამ დაიცვა თავისი თანამშრომლების ინტერესები. მისი სიტყვა გაჟღენთილი იყო მედიის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის დაცვის პათოსით. ეს ბუნებრივიცაა - ის არის დღეს "რ2" ხელმძღვანელი და მას მისდევენ თანამშრომლები, გარკვეულწილად მასთანაა ასოცირებული ტელეკომპანიის დღევანდელი სახეც. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა თავის ფეისბუკის კედელზე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე არ მალავს მისსავე პოლიტიკურ პრეფერენციებს, მე მიმაჩნია რომ თანამშრომლობა "რუსთავი 2" თან ნორმალურად გამომდის. იქ მუშაობენ საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალები, რომლებსაც გულწრფელად სურთ, რომ წასული ხელისუფლების მიერ გაჩაღებული მედია ომები დავიწყებას მიეცეს. რ2 ელებს უნდათ აკეთონ თავიანთი საქმე, მათ სურთ მოიშორონ "მიშას ტელევიზიის" ის იარლიყი, რომელიც ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის თვალში აქვთ. მე ამას ვგრძნობ და ვგულშემატკივრობ კიდეც მათ. ამიტომ სულ არ მინდა რომ ვინემ ეს ტექსტი რ2 ელების ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად აღიქვას. ასეთი რამ ახალი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება.

მაგრამ, ვიტოვებ უფლებას მივმართო ნიკა გვარამიას, როგორც რ2 ის დირექტორს. რაკი მისი საჯარო განცხადებები შეიცავს პოლიტიკურ კონტექსტს, რაკი ის არ მალავს, რომ არ მოსწონს ეს ხელისუფლება და ხშირად დამცინავი ტონითაც მოიხსენიებს მის წარმომადგენლებს (რისი უფლებაც მას რა თქმა უნდა აქვს) მე მგონი არ გაუკვირდება, რომ ასეთ რამეს ვეტყვი:

ძვირფასო ნიკა! მე შემიძლია გავიხსენო შენი გენ პროკურორის მოადგილეობის დრო, როდესაც მიგყავდა საქმე ბადრის "სახელმწიფო ღალატის" თაობაზედ. ამ "საქმეში" "იმედის" ჟურნალისტებიც ფიგურირებდნენ. მაგრამ არ მინდა ვიყურო წარსულში. მომავალი უფრო მხიბლავს, რადგან მგონია, რომ თუ წარსულის ხსნებას თან გადავყვებით დავკარგავთ ახლის შექმნის ხალისს და დაბოღმილ ნეკროფილებად ჩამოვყალიბდებით. შენ რომ წარმოადგენდი იმ პოლიტიკურ ძალას ორჯერ მოვუგეთ არჩევნები (მეც შევიტანე ამაში მცირედი წვლილი) და ამით დავასრულეთ ლანდებთან ლაციცი. ახლა სხვა ვარსკვლავს უნდა ვსდიოთ. მეც მინდა ჩავფლა მიწაში ის ტომაჰაუკი, რომელიც ხელში მეჭირა "აკრ გარეშეს" კეთებისას რ2-ის შენობას რომ მივადექი. რაც იყო - იყო. გადავშალოთ ეს ფურცელი. ამიტომ ამ ტექსტში ვერ ნახავ შენი წარსულის წამოძახებებს. მაგრამ რჩევაა: დაიჯერე, რომ ყველაზე მაღალ რეიტინგიანი ტელევიზიის ხელმძღვანელი ხარ. მიხვდი იმას, რომ ბევრი შენივე ჟურნალისტი გიყურებს (ზოგიერთს შენზე არანაკლები გამოცდილება აქვს პოლიტიკური ბრძოლისა) და მათ მშვიდად მუშაობა სურთ. ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით" (არ მიყვარს ეს ტერმინი) და ნუ იძლევი მოვე ტონურ ირონიულ შეფასებებს შენივე ტელევიზიის რესპოდენტებზე, ხოლო როდესაც საკუთარი ტელეკომპანიის ინტერესებს იცავ ნუგზარ წიკლაურს ნუ ემსგავსები.

არ იფიქრო, რომ გამოხატვის თავისუფლებას გიზღუდავ, ან შენი "პოლიტიკური სატირა" მაშინებს. არა... ნება შენია. მაგრამ იმას, რაც მე და შენს თანამშრომლებს აგრერიგად გვინდა შენი დამოკიდებულება ოდნავ ხელს უშლის.. ოღონდ მხოლოდ ოდნავ..

ისე, არც მე შევაბერდები ჩინოვნიკის სკამს და არც შენ იქნები ტელევიზიის დირექტორი მთელი ცხოვრება. მაგრამ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები დავრჩებით მუდამ", - აღნიშნულია რამიშვილის მიმართვაში.

შალვა რამიშვილის მიმართვა უპასუხოდ არ დაუტოვებია ნიკა გვარამიას.

"ძვირფასო შალვა,

თავდაპირველად, დიდი მადლობა რუსთავი 2ელების მიმართ წარმოთქმული კომპლიმენტებისთვის. ამ მხრივ (და არა მარტო ამ მხრივ) დრამატულად განსხვავდები პრემიერყოფილი ივანიშვილისგან. რითიც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ეს - გულწრფელი სიმპატიით, თუ სიტუაციისთვის ანგარიშის გაწევით, მაინც მადლობას იმსახურებ.

ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებს რაც შეეხება, შენ არა ხარ ჩემი ფრენდი და ვერ ადევნებ თვალყურს ჩემს ვოლს, ამიტომ სრული სურათი ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებებისა არა გაქვს. ვადასტურებ, ეს მთავრობა (ჯამში) არ წარმოადგენს ჩემი პოლიტიკური სიმპატიების ობიექტს. და არა მგონია, ეს ძალიან უნიკალურს მხდიდეს. თუმცა ცალკეული პერსონები და ცალკეული ქმედებები არაერთხელ მომიწონებია და იმედი მაქვს, მომავალშიც მომეცემა ამის შესაძლებლობა. რაც შეეხება, ზოგადად ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებს და შეფასებებს, მათ გამოხატვას არ ვერიდები. ან რატომ უნდა მოვერიდო? არც დამალვას ვცდილობ და ქვეშიდან ნიუსის კონტენტში მათ შეცურებას. ჩემი პოლიტიკური პრეფერენციები განაპირობებს მხოლოდ ჩემს მიერ ბიულეტენში კონკრეტული ნომრის შემოხაზვას. და არა უმეტეს.

როდესაც მთავაზობ ტელეკომპანიის ინტერესების დაცვისას არ დავემსგავსო ნუგზარ წიკლაურს (დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეფასებები მისი პერსონის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება) - გპირდები, ყველაფერს დავემსგავსები, თუ საჭირო გახდა, და იმაზე ბევრად მეტსაც, რაც შენ ნუგზარ წიკლაურის ქვეშ წარმოგიდგენია. თუ საჭირო გახდა - რაც მხოლოდ თქვენზე, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რის ცდუნებასაც გმირულად უძლებთ, მაგრამ ბოლო ახირებული განცხადებები, ვეჭვობ, სერიოზულ სირთულეებს გიქმნით ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს ტელევიზიის რესპოდენტებთან მიმართებით. მე რუსთავი 2ის რიგითი მაყურებელი ვარ და ესაა ჩემი ინფორმაციის მთავარი წყარო. ამ ტელევიზიის რესპოდენტები მთელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრია, და თუ ისინი და მათი ქმედებები ვერ შევაფასე, ესე იგი ვერაფერზე გამომითქვამს ჩემი აზრი. ამას კი ნამდვილად არ ვაპირებ - მე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქე (პროკურატურის აქამდე ძალაში მყოფი მცდელობის მიუხედავად, აღარ ვიყო თავისუფალი) ნამდვილად არ ვაპირებ უარი ვთქვა ჩემი შეფასების თავისუფლებაზე. ეს მე არაფრით მაქვს შეზღუდული, ჟურნალისტის პროფესიის ჩათვლით, რომელსაც, მაინც შეგახსენებ, არ მივეკუთვნები. ამას გარდა, ნამდვილად არ მახსოვს ოდესმე შენგან ან ვინმე სხვისგან რაიმე პრეტენზია მომესმინოს ჩემი კოლეგების, ტელევიზიების დირექტორ-მესაკუთრეების ღია პოლიტიკურ სფიჩებზე და მიტინგებზე გამოსვლებზეც კი. მათგან კი ისეთი წონადი და რადიკალური მოთხოვნებიც მოგვისმენია, როგორიცაა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, შევცვალოთ ხელისუფლება.

რაც შეეხება ჩემს წარსულს, შემახსენე, შალვა, თუ ეს შვებას მოგგვრის შენ ან ხელისუფებას. თუმცა, არა მგონია. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი წარსულის ყოველი ნაბიჯისთვის, ყოველი შეცდომისთვისაც და თან ვიამაყო იმით, რომ მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით მივაღწიე ყველაფერს ცხოვრებაში. რაც არ უნდა ამოთხარონ ჩემს წარსულში, ამით ვერ წამართმევენ უფლებას, შევაფასო მიმდინარე პროცესები. ამას გარდა, "შე ჩემზე უფრო შავოს" ლოგიკას არც ერთი ხელისუფლება არ გადაურჩენია, არც ერთი, ნაცმოძრაობის ჩათვლით.

ჩემს თანამშრომლებთან, უფრო კი, თანაგუნდელებთან ჩემს ურთიერთობას რაც შეეხება, არ ჭირდებათ მათ ჩემგან დაცვა, პატივცემულო შალვა. და თუ მაინც მათი დაცვა შენი ზრუნვის საგნად გაგიხდია, ერთ კაცს მიგასწავლიდი. სხვათა შორის, ეს ის კაცია, დავით ზურაბიშვილი ტელეეთერიდან და შენ ღია წერილიდან რომ მმოძღვრავთ, მისი სიტყვა სერიოზულად რატომ აღიქვი და ასეთი გადაჭარბებული რეაქცია რატომ გქონდაო. სამწუხაროდ, ვეჭვობ, რომ სწორედ ის არის სერიოზულად აღსაქმელი და არა შენი და ბატონი ზურაბიშვილის შეგონებები. ვეჭვობ, შენი ღია წერილები თუ საუბრები მას საერთოდ აინტერესებდეს. იმასაც ვეჭვობ, საერთოდ ვეღარ ხვდებით მისი თვალთახედვის და ყურთასმენის არეში ვერც შენ და ვერც ბატონი ზურაბიშვილი, უფრო მაღლა რომ აღარ ავყვე ხელისუფლების ვერტიკალს.

ვაფასებ შენს ნაბიჯს, აღარ ვქექოთ წარსულიო და არც მე არ შეგახსენებ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე მრავლად დააგროვა შენმა ხელისუფლებამ (როგორც შენ იხსენიებ მას) 9 წელში კი არა, აგერ წელიწად ნახევარში. ამ თემებზე სხვებს ეკამათე, თანამდებობა გავალდებულებს, ბოლობოლო. მე არ ვარ პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაბმული და ეს საკითხები მაღელვებს მხოლოდ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. და ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ. და ყოველთვის ვეცდები იმის შეცვლას, რაც არ მომწონს. შევეცდები, პირველ რიგში, ჩემი კრიტიკული პოზიციის გამოხატვით. და თუ ვინმეს ამ დროს ჩემი სიხისტით (რასაც შენ მოვე ტონად მოიხსენიებ. შენგან ისე მოვე ტონის ხსენება ცოტა სახალისო კია :)) ვაწყენინებ, წინასწარ ვუხდი ბოდიშს.

ცდება ყველა, ვინც ცდილობს საფრთხის პოვნას იქ, საიდანაც ის არ მომდინარეობს. არც რუსთავი 2, არც სხვა რომელიმე მედია არ უქმნის საფრთხეებს მთავრობებს. ყველა პრობლემას მთავრობები თვითონ უქმნიან საკუთარ თავს. ერთერთი მნიშვნელოვანი ამ პრობლემებში, მედიაში მტრის ძიება ან მოკავშირის ძალით კულტივირებაა. და ეს პრობლემა სულაც არაა თეორიული. მისი პრაქტიკული მაგალითები წინა ხელისუფლებამ გაიარა, აგერ სულ მცირე ხნის წინ და ამან კარგი არაფერი მოუტანა არც მას და არც მედიას.

და ბოლოს, ნუ ცდილობ ჩემი პოზიციის პოვნას იქ, სადაც ვერ იპოვნი - რუსთავი 2ის ეთერში. ყველაზე რეიტინგული პროდუქტი, რასაც რუსთავი 2ზე უყურებ, რუსთავი 2ის გუნდის შექმნილია, ვიღაცისთვის უნიჭო და ჩემი აზრით კი - ყველაზე საუკეთესო გუნდის.

ასე რომ, ვერანაირ ტომაჰავკს ვერ ჩავფლავთ მიწაში. ის მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია და რეალურად არ არსებობს.

მე კი არჩევნებზე გავაკეთებ ჩემს პირად შეფასებას და საარჩევნო ურნაში დავმარხავ ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებს.

პატივისცემით, უნიჭო ტელევიზიის უნიჭო დირექტორი", - წერს ნიკა გვარამია შალვა რამიშვილის წერილის პასუხად.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს