პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფულის "შეწერვა", ერთმანეთის ჩაგვრა და ე.წ. "მაყურებლები" - როგორია პატიმრების დღის რეჟიმი ქართულ ციხეებში
"ფულის "შეწერვა", ერთმანეთის ჩაგვრა და ე.წ. "მაყურებლები" - როგორია პატიმრების დღის რეჟიმი ქართულ ციხეებში

გე­გუ­თის ცი­ხე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბი ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა კი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ "რო­დე­საც რე­ჟი­მი კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში ექ­ცე­ვა, ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას ეს არ მოს­წონს." მარ­თლაც, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია პა­ტიმ­რე­ბის დღის რე­ჟი­მი და რა პი­რო­ბებ­ში იხ­დი­ან სას­ჯელს მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი. ამ სა­კი­თხზე ად­ვო­კა­ტი გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღეს­დღე­ო­ბით, არ­სე­ბობს ორი სა­ხის რე­ჟი­მის: და­ხუ­რუ­ლი (სა­პყრო­ბი­ლე) და ნა­ხევ­რად და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რა­საც ჩვენ პი­რო­ბი­თად კო­ლო­ნი­ას ვე­ძა­ხით. ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტიმ­რებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა იყ­ვნენ გა­რეთ, ხოლო სა­ღა­მოს იკე­ტე­ბი­ან საკ­ნებ­ში. რაც ეხე­ბა სა­პყრო­ბი­ლის ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, იქ პა­ტიმ­რე­ბი 23 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან საკ­ნებ­ში და ერთი სა­ა­თით აქვთ გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. გა­სე­ირ­ნე­ბა პი­რო­ბი­თად ჰქვია, თო­რემ პა­ტიმ­რე­ბი გა­მოჰ­ყავთ პა­ტა­რა, საკ­ნის­ხე­ლა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ჭერი არ აქვს და ცის და­ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თი­თო­ე­უ­ლი საკ­ნის პა­ტიმ­რე­ბი ერ­თად შე­დი­ან "გა­სა­სე­ირ­ნე­ბელ" ოთახ­ში და სხვა­დას­ხვა საკ­ნის პა­ტიმ­რებს არ აქვთ კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რისი უფ­ლე­ბა აქვთ და რა ეკ­რძა­ლე­ბათ ორი­ვე ტი­პის რე­ჟი­მის პა­ტიმ­რებს?

- უკვე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს აქვთ ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა თვე­ში 2-3-ჯერ 15-15 წუთი. იყი­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბი და ამის სა­შუ­ა­ლე­ბით რე­კა­ვენ პა­ტიმ­რე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტე­ბი­დან. მათ ან­გა­რიშ­ზე აქვთ თან­ხე­ბი და ყი­დუ­ლო­ბენ მა­ღა­ზი­ებ­ში საკ­ვებს, ნივ­თებს, სი­გა­რეტს...

ბუ­ნებ­რი­ვია, პა­ტიმ­რებს არ აქვთ ბას­რი საგ­ნე­ბის, მო­ბი­ლუ­რე­ბის, და­ნე­ბის, ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კის ქო­ნის უფ­ლე­ბა. სადც ე.წ. ზო­ნე­ბია, კო­ლო­ნი­ე­ბი, იქ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე პა­ტიმ­რე­ბი გა­რეთ არი­ან და მო­ე­დან­ზე აქვთ ფეხ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­შის და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ასე­ვე, ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვის უფ­ლე­ბა. სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად პა­ტიმ­რებს გა­მო­ყო­ფი­ლი აქვთ ცალ­კე ად­გი­ლი, მაგ. სა­პირ­ფა­რე­შო. ბოლო დროს გამ­კაცრ­და წეს­რი­გი და სა­კან­ში აიკ­რძა­ლა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და გა­მო­ი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი. პა­ტიმ­რე­ბი აბა­ნო­თი კვი­რა­ში ერთხელ, ან ორ­ჯერ სარ­გებ­ლო­ბენ.

უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლებს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ, მარ­თა­ლია, ისი­ნი ჩა­კე­ტი­ლი სა­პყრო­ბი­ლის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მაგ­რამ უფრო ხში­რად აქვთ ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ამა­ვე დროს, აქვთ პა­ემ­ნე­ბი თვე­ში 1-2-ჯერ. რაც ეხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან პა­ემ­ნებს, 24 სა­ა­თი­ა­ნი პა­ე­მა­ნი წე­ლი­წად­ში 2-ჯერ არის (პა­ემ­ნის გა­და­სა­ხა­დი 60 ლა­რია) და იქ და­იშ­ვე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ორი უფ­რო­სი და ერთი ბავ­შვი, ან ერთი უფ­რო­სი და ორი ბავ­შვი.

- რო­გო­რია მათი დღის რე­ჟი­მი?

- სა­პყრო­ბი­ლის რე­ჟი­მის პა­ტიმ­რე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არი­ან საკ­ნებ­ში, 1 სა­ა­თით გა­მოჰ­ყავთ სა­სე­ირ­ნოდ, აქვთ სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა - ჩა­მო­ა­ტა­რე­ბენ საკ­ვებს და პა­ტიმ­რე­ბი იღე­ბენ მას. ასე­ვე, ისი­ნი უყუ­რე­ბენ ტე­ლე­ვი­ზორს, უს­მე­ნენ რა­დი­ოს. ტე­ლე­ვი­ზორს და რა­დი­ოს პა­ტიმ­რე­ბი თვი­თონ ყი­დუ­ლო­ბენ. "ზო­ნებს" რაც ეხე­ბათ, იქ თა­ვი­სუ­ფა­ლი დღის რე­ჟი­მია - პა­ტიმ­რე­ბი მთე­ლი დღე გა­რეთ არი­ან და როცა უნ­დათ, მა­შინ შევ­ლენ საკ­ნებ­ში. იქაც სამ­ჯე­რა­დი კვე­ბაა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბოლო ერთი წე­ლია, მე­ნიუ გა­უმ­ჯო­ბეს­და და არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ცი­ხის საკ­ვე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და მა­ღა­ზი­ა­ში არ, ან ვერ ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს.

- თუ იცით, მე­დი­ის­თვის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მის­თვის ხომ არ ის­ჯე­ბი­ან პა­ტიმ­რე­ბი?

- უკვე აქვთ ამის უფ­ლე­ბა. ამ მხრივ შე­და­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან 7-ე სა­პყრო­ბი­ლის პა­ტიმ­რე­ბი, სა­დაც მკაც­რი რე­ჟი­მია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ სხე­დან ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი.

- დღეს რა სა­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბია გახ­ში­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

- ვინ­მეს თუ აღ­მო­უ­ჩე­ნენ აკ­რძა­ლულ ნივთს, მას სას­ჯელს - 1-დან 3 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას და­უ­მა­ტე­ბენ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბი გუ­ლის­ხმობს მო­ბი­ლუ­რით სარ­გებ­ლო­ბის, პა­ემ­ნე­ბის და სხვა აკ­რძალ­ვებს, ხოლო უკი­დუ­რე­სი ზომა არის კარ­ცერ­ში ჩას­მა. დღეს არის ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, რომ ვი­ღაც ფულ­ზე თა­მა­შობს. მარ­თა­ლია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ფული არ ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ ხდე­ბა მო­გე­ბუ­ლის ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხვა, ან გა­რეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თან­ხის მი­ტა­ნა მო­გე­ბუ­ლის ოჯახ­ში; გახ­ში­რე­ბუ­ლია ერ­თმა­ნე­თის და­ჩაგ­ვრა, ფუ­ლის შე­წერ­ვა, ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბის მხრი­დან არას­წო­რი მო­პყრო­ბა და სხვა. თუ ვინ­მე შე­ამ­ჩნი­ეს და გა­მო­ი­ჭი­რეს მსგავს ქმე­დე­ბებ­ში, ასე­თე­ბი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაჰ­ყავთ, კარ­ცერ­ში სვა­მენ, ან ადე­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სას­ჯელს. ამას­თან, აძ­ლე­ვენ გაფრ­თხი­ლე­ბას, ან საყ­ვე­დურს, რაც დიდ როლს თა­მა­შობს ე.წ. უდო-ს პე­რი­ოდ­ში - პა­ტი­მარს თუ საყ­ვე­დუ­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მას უარს ეუბ­ნე­ბი­ან დრო­ე­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ფულის "შეწერვა", ერთმანეთის ჩაგვრა და ე.წ. "მაყურებლები" - როგორია პატიმრების დღის რეჟიმი ქართულ ციხეებში

"ფულის "შეწერვა", ერთმანეთის ჩაგვრა და ე.წ. "მაყურებლები" - როგორია პატიმრების დღის რეჟიმი ქართულ ციხეებში

გეგუთის ციხეში განვითარებულ მოვლენები ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. პატიმრები ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "როდესაც რეჟიმი კანონის ჩარჩოებში ექცევა, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ეს არ მოსწონს." მართლაც, საინტერესოა, როგორია პატიმრების დღის რეჟიმი და რა პირობებში იხდიან სასჯელს მსჯავრდებულები. ამ საკითხზე ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება:

- დღესდღეობით, არსებობს ორი სახის რეჟიმის: დახურული (საპყრობილე) და ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულება, რასაც ჩვენ პირობითად კოლონიას ვეძახით. ასეთ დაწესებულებებში პატიმრებს დღის განმავლობაში აქვთ საშუალება იყვნენ გარეთ, ხოლო საღამოს იკეტებიან საკნებში. რაც ეხება საპყრობილის ტიპის დაწესებულებას, იქ პატიმრები 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკნებში და ერთი საათით აქვთ გასეირნების უფლება. გასეირნება პირობითად ჰქვია, თორემ პატიმრები გამოჰყავთ პატარა, საკნისხელა ტერიტორიაზე, რომელსაც ჭერი არ აქვს და ცის დანახვაა შესაძლებელი. თითოეული საკნის პატიმრები ერთად შედიან "გასასეირნებელ" ოთახში და სხვადასხვა საკნის პატიმრებს არ აქვთ კონტაქტის საშუალება.

- რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ ორივე ტიპის რეჟიმის პატიმრებს?

- უკვე მსჯავრდადებულებს აქვთ ტელეფონზე დარეკვის უფლება თვეში 2-3-ჯერ 15-15 წუთი. იყიდება სპეციალური ბარათები და ამის საშუალებით რეკავენ პატიმრები დაწესებულებებში განთავსებული ავტომატებიდან. მათ ანგარიშზე აქვთ თანხები და ყიდულობენ მაღაზიებში საკვებს, ნივთებს, სიგარეტს...

ბუნებრივია, პატიმრებს არ აქვთ ბასრი საგნების, მობილურების, დანების, იარაღისა და ნარკოტიკის ქონის უფლება. სადც ე.წ. ზონებია, კოლონიები, იქ დილიდან საღამომდე პატიმრები გარეთ არიან და მოედანზე აქვთ ფეხბურთის, კალათბურთის თამაშის და ერთმანეთთან ურთიერთობის, ასევე, ეკლესიაში ლოცვის უფლება. სიგარეტის მოსაწევად პატიმრებს გამოყოფილი აქვთ ცალკე ადგილი, მაგ. საპირფარეშო. ბოლო დროს გამკაცრდა წესრიგი და საკანში აიკრძალა სიგარეტის მოწევა და გამოიყო სპეციალური ადგილები. პატიმრები აბანოთი კვირაში ერთხელ, ან ორჯერ სარგებლობენ.

უვადო თავისუფლებააღკვეთილებს მეტი თავისუფლება აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ, მართალია, ისინი ჩაკეტილი საპყრობილის რეჟიმში იმყოფებიან, მაგრამ უფრო ხშირად აქვთ ტელეფონზე დარეკვის საშუალება ოჯახის წევრებთან. ამავე დროს, აქვთ პაემნები თვეში 1-2-ჯერ. რაც ეხება გრძელვადიან პაემნებს, 24 საათიანი პაემანი წელიწადში 2-ჯერ არის (პაემნის გადასახადი 60 ლარია) და იქ დაიშვებიან ოჯახის წევრები - ორი უფროსი და ერთი ბავშვი, ან ერთი უფროსი და ორი ბავშვი.

- როგორია მათი დღის რეჟიმი?

- საპყრობილის რეჟიმის პატიმრები მთელი დღის განმავლობაში არიან საკნებში, 1 საათით გამოჰყავთ სასეირნოდ, აქვთ სამჯერადი კვება - ჩამოატარებენ საკვებს და პატიმრები იღებენ მას. ასევე, ისინი უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ რადიოს. ტელევიზორს და რადიოს პატიმრები თვითონ ყიდულობენ. "ზონებს" რაც ეხებათ, იქ თავისუფალი დღის რეჟიმია - პატიმრები მთელი დღე გარეთ არიან და როცა უნდათ, მაშინ შევლენ საკნებში. იქაც სამჯერადი კვებაა. როგორც ამბობენ, ბოლო ერთი წელია, მენიუ გაუმჯობესდა და არიან პატიმრები, რომლებიც მხოლოდ ციხის საკვებით სარგებლობენ და მაღაზიაში არ, ან ვერ ყიდულობენ პროდუქტებს.

- თუ იცით, მედიისთვის ინტერვიუების მიცემისთვის ხომ არ ისჯებიან პატიმრები?

- უკვე აქვთ ამის უფლება. ამ მხრივ შედარებით შეზღუდულები არიან 7-ე საპყრობილის პატიმრები, სადაც მკაცრი რეჟიმია. მოგეხსენებათ, იქ სხედან ე.წ. კანონიერი ქურდები და ქურდული სამყაროს წევრები.

- დღეს რა სახის ადმინისტრაციული სასჯელებია გახშირებული დაწესებულებებში.

- ვინმეს თუ აღმოუჩენენ აკრძალულ ნივთს, მას სასჯელს - 1-დან 3 წლამდე პატიმრობას დაუმატებენ. ადმინისტრაციული სასჯელები გულისხმობს მობილურით სარგებლობის, პაემნების და სხვა აკრძალვებს, ხოლო უკიდურესი ზომა არის კარცერში ჩასმა. დღეს არის ისეთი მომენტები, რომ ვიღაც ფულზე თამაშობს. მართალია, დაწესებულებებში ფული არ ტრიალებს, მაგრამ ხდება მოგებულის ანგარიშზე ჩარიცხვა, ან გარეთ ოჯახის წევრების საშუალებით თანხის მიტანა მოგებულის ოჯახში; გახშირებულია ერთმანეთის დაჩაგვრა, ფულის შეწერვა, ე.წ. მაყურებლების მხრიდან არასწორი მოპყრობა და სხვა. თუ ვინმე შეამჩნიეს და გამოიჭირეს მსგავს ქმედებებში, ასეთები სხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ, კარცერში სვამენ, ან ადებენ ადმინისტრაციულ სასჯელს. ამასთან, აძლევენ გაფრთხილებას, ან საყვედურს, რაც დიდ როლს თამაშობს ე.წ. უდო-ს პერიოდში - პატიმარს თუ საყვედური აქვს მიღებული, მას უარს ეუბნებიან დროებით ვადამდე გათავისუფლებაზე.

ნანა ფიცხელაური

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ