პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ"- "ნაციონალების" ნათესავთა კუთვნილი კომპანიები
"გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ"- "ნაციონალების" ნათესავთა კუთვნილი კომპანიები

გა­სულ კვი­რას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის ნამ­დვი­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბის ომი გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და მისი სი­მამ­რი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ნე­პო­ტიზმსა და სხვა­დას­ხვა ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფირ­მის ლო­ბი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­იხ­სე­ნეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ბიზ­ნე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რა ბიზ­ნე­სებს გან­კარ­გავ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, უგუ­ლა­ვას, თარ­გა­მა­ძის კლა­ნე­ბი და რა მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ მა­სა­ლებს წარ­მო­ად­გენს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? ამ თე­მა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა გია სა­ლუქ­ვა­ძემ მოგ­ვა­წო­და:

- ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "ლი­დერ­ში­ფის" უსინ­დი­სო­ბი­თა და ცი­ნიზ­მით აღ­შფო­თე­ბუ­ლი არი­ან. დღეს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ისევ უმუ­შე­ვა­რია, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი კი ამ­ჟა­მა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი არი­ან სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტო­ნი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს, რომ მისი ქმა­რი და სხვა უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში დღე­საც მუ­შა­ო­ბენ. მათი მტკი­ცე­ბით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და მისი სი­მამ­რის მფარ­ვე­ლო­ბით საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­ში გა­ი­მარ­ჯვა შპს "სერ­პან­ტინ­მა".

ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ეს კომ­პა­ნია ურ­ცხვად და­უ­კავ­ში­რეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და მის სი­მამრს. ჯერ თქვეს, რომ ამ შპს-ს 51%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ზე­დე­ლაშ­ვი­ლის დედა თა­მარ ჯან­ყა­რაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც, იმავდრო­უ­ლად, შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის, თა­მა­ზაშ­ვი­ლის დის­შვი­ლის, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის ახლო ნა­თე­სა­ვია. მას შემ­დეგ, რაც თა­მა­ზაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ თა­მარ ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის მოგ­ვა­რეა და მისი ნა­თე­სა­ვი არ არის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გა­ი­ძა­ხი­ან, ეს ქალი თა­მა­ზაშ­ვი­ლის ახლო ნა­თე­სა­ვი თუ არა, შო­რე­უ­ლი ხომ მა­ინც იქ­ნე­ბაო? მოკ­ლედ, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლა­ვაც მგლის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც კრავს ეუბ­ნე­ბა: "მაშ, ძმა ყო­ფი­ლა ის შენი, მი­ტომ მი­გი­გავს სა­ხეო!"

ისიც გა­ირ­კვა, რომ "სერ­პან­ტი­ნი" კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი­დან არ­სე­ბობს და სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც იგებ­და ტენ­დერებს. ნაც­ვლად იმი­სა, ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­დოს, რომ ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ ჩაგ­ვყა­რა და გვა­წა­მა, პა­სუ­ხად ასეთ ცი­ნიზმს ვი­ღებთ.…გა­ი­ძა­ხი­ან, რომ თურ­მე არა­სა­მარ­თლი­ა­ნად მიგ­ვიჩ­ნია პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად, მაგ­რამ იმას აღარ ამ­ბო­ბენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩევ­ლის (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში), თო­მას ჰა­მერ­ბერ­გის ან­გა­რი­შებ­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რად ვართ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, თა­ნაც არა­ერ­თგზის.…

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყვე­ლა თა­ო­ბა" და­ფუძნ­დე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი ის იქ­ნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში არას­დროს დაბ­რუნ­დეს ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მი. სწო­რედ იმ პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მმარ­თველ ჯგუფ­ში იქ­ნე­ბი­ან, შე­აგ­რო­ვეს ინ­ფორ­მა­ცია ექსჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ბიზ­ნე­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და უახ­ლო­ეს პი­რებ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ჩვენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დავ­ცემთ.…

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ"- "ნაციონალების" ნათესავთა კუთვნილი კომპანიები

"გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ"- "ნაციონალების" ნათესავთა კუთვნილი კომპანიები

გასულ კვირას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნამდვილი კომპრომატების ომი გაიმართა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ნეპოტიზმსა და სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული ფირმის ლობირებაში დაადანაშაულეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიხსენეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კუთვნილი ბიზნესები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავების სახელზე იყო გაფორმებული. რა ბიზნესებს განკარგავდნენ სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, თარგამაძის კლანები და რა მაკომპრომეტირებელ მასალებს წარმოადგენს ამჟამინდელი ხელისუფლება? ამ თემაზე ინფორმაცია ყოფილმა პოლიტპატიმარმა გია სალუქვაძემ მოგვაწოდა:

- ყოფილი პოლიტპატიმრები და მათთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" "ლიდერშიფის" უსინდისობითა და ცინიზმით აღშფოთებული არიან. დღეს პროფესიონალთა უმრავლესობა ისევ უმუშევარია, "ნაცმოძრაობის" წევრების ნათესავები კი ამჟამადაც დასაქმებული არიან სახელმწიფო უწყებებში. მაგალითად, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი არ უარყოფს, რომ მისი ქმარი და სხვა უახლოესი ნათესავები სახელმწიფო უწყებებში დღესაც მუშაობენ. მათი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის მფარველობით საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა".

ნაციონალებმა" ეს კომპანია ურცხვად დაუკავშირეს პრემიერ-მინისტრსა და მის სიმამრს. ჯერ თქვეს, რომ ამ შპს-ს 51%-იანი წილის მფლობელი შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც, იმავდროულად, შსს-ს გენინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავია. მას შემდეგ, რაც თამაზაშვილმა განმარტა, რომ თამარ ჯანყარაშვილი მხოლოდ ზვიად ჯანყარაშვილის მოგვარეა და მისი ნათესავი არ არის, "ნაციონალები" გაიძახიან, ეს ქალი თამაზაშვილის ახლო ნათესავი თუ არა, შორეული ხომ მაინც იქნებაო? მოკლედ, ყოფილი ხელისუფლება კვლავაც მგლის როლში გვევლინება, რომელიც კრავს ეუბნება: "მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!"

ისიც გაირკვა, რომ "სერპანტინი" კომუნისტების პერიოდიდან არსებობს და სხვათა შორის, "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგებდა ტენდერებს. ნაცვლად იმისა, ყოფილმა ხელისუფლებამ ბოდიში მოგვიხადოს, რომ ციხეში უკანონოდ ჩაგვყარა და გვაწამა, პასუხად ასეთ ცინიზმს ვიღებთ.…გაიძახიან, რომ თურმე არასამართლიანად მიგვიჩნია პარლამენტმა პოლიტპატიმრებად, მაგრამ იმას აღარ ამბობენ, რომ ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის (ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში), თომას ჰამერბერგის ანგარიშებში პოლიტპატიმრად ვართ მოხსენიებული, თანაც არაერთგზის.…

უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ყველა თაობა" დაფუძნდება, რომლის მიზანი ის იქნება, რომ ხელისუფლების სათავეში არასდროს დაბრუნდეს ეს დანაშაულებრივი რეჟიმი. სწორედ იმ პირებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციის მმართველ ჯგუფში იქნებიან, შეაგროვეს ინფორმაცია ექსჩინოვნიკების ბიზნესებზე, რომლებიც მათი ოჯახის წევრებსა და უახლოეს პირებზეა გაფორმებული. ჩვენ ამ ინფორმაციას პროკურატურას გადავცემთ.…

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა