პოლიტიკა
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შს სა­მი­ნის­ტრომ ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის ხუთი წევ­რი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან ქ, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლონ­დერ მ, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხვი­ჩა ლ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ს. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­ვით ჩ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს; ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან და აქ­ტი­უ­რად ას­რუ­ლებ­დნენ მათ და­ვა­ლე­ბებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­ცე­მე­ბით ბლოკ­ნო­ტი, თან­ხა – 10 000 ლარი, "კა­ლაშ­ნი­კო­ვი"-ს კონ­სტრუქ­ცი­ის "ა-კა-ემ-ეს"-ის მო­დე­ლის ავ­ტო­მა­ტი, "მა­უ­ზე­რი"-ს სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი და 107 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 223-პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შს სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი: 1989 წელს დაბადებული ლევან ქ, 1980 წელს დაბადებული ლონდერ მ, 1974 წელს დაბადებული ხვიჩა ლ., 1985 წელს დაბადებული ოთარ ს. და 1988 წელს დაბადებული დავით ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს; ურთიერთობა ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და აქტიურად ასრულებდნენ მათ დავალებებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით მოქალაქეთა მონაცემებით ბლოკნოტი, თანხა – 10 000 ლარი, "კალაშნიკოვი"-ს კონსტრუქციის "ა-კა-ემ-ეს"-ის მოდელის ავტომატი, "მაუზერი"-ს სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ