მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს
ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს

მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით შვი­ლის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, ცხა­დია, იას ჩვენც და­ვუ­კავ­შირ­დით. მან ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, - მხო­ლოდ მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.

- ალ­ბათ ად­ვი­ლი არ იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა?

- ამ თე­მა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით სა­უ­ბა­რი აღარ მინ­და, მეს­მის, რომ ინ­ტე­რე­სი დი­დია, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე, რაც "New Life"-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მა წა­მა­ხა­ლი­სა. ამ საქ­მეს ის უწყობს ხელს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტა­ი­ლან­დში გა­კეთ­დე­ბა, იქ მო­მი­წევს გამ­გზავ­რე­ბა. მაგ­რამ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შან­სე­ბი და­ბა­ლია.

ნა­ყო­ფი ჩემი კვერ­ცხუ­ჯრე­დი­დან უნდა გან­ვი­თარ­დეს, რად­გა­ნაც უარს ვამ­ბობ სხვი­სი კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. შვი­ლი მე უნდა მგავ­დეს! მოკ­ლედ, ბევ­რი ისე­თი სა­კი­თხია, რომ ამ თე­მა­ზე წი­ნას­წარ ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ მინ­და. შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერც მო­ხერ­ხდეს და არც გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ შან­სი მეძ­ლე­ვა. თუ არ გა­მო­ვა, მა­ინც მად­ლო­ბას ვი­ტყვი იმის­თვის, რომ ასე­თი შან­სი მო­მე­ცა, რად­გა­ნაც ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს.

ჩემი დღე­ვან­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (თან, ამ ასაკ­ში) შე­სა­ბა­მი­სი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბაც სა­რის­კოა. შე­იძ­ლე­ბა მათი მი­ღე­ბა შუა პრო­ცეს­შიც შე­მა­წყვე­ტი­ნონ, რად­გან ამან სხვა პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი. ამი­ტო­მაც არის და­ბა­ლი შან­სი. შე­იძ­ლე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია არც უნდა გაგ­ვევ­რცე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცით და იქი­დან გავ­რცელ­და.

P.S. სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ თე­მა­ზე მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს

ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს

მას შემდეგ, რაც მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ სუროგატი დედის დახმარებით შვილის გაჩენა გადაწყვიტა, ცხადია, იას ჩვენც დავუკავშირდით. მან ამ თემაზე ვრცელი საუბარი არ ისურვა, - მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

- ალბათ ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?

- ამ თემაზე დაწვრილებით საუბარი აღარ მინდა, მესმის, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რაც "New Life"-ის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა წამახალისა. ამ საქმეს ის უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ტაილანდში გაკეთდება, იქ მომიწევს გამგზავრება. მაგრამ წინასწარი მონაცემებით, შანსები დაბალია.

ნაყოფი ჩემი კვერცხუჯრედიდან უნდა განვითარდეს, რადგანაც უარს ვამბობ სხვისი კვერცხუჯრედის გამოყენებაზე. შვილი მე უნდა მგავდეს! მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხია, რომ ამ თემაზე წინასწარ ბევრი ლაპარაკი არ მინდა. შეიძლება ეს ყველაფერი ვერც მოხერხდეს და არც გამოვიდეს, მაგრამ შანსი მეძლევა. თუ არ გამოვა, მაინც მადლობას ვიტყვი იმისთვის, რომ ასეთი შანსი მომეცა, რადგანაც ასაკიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ მაქვს.

ჩემი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (თან, ამ ასაკში) შესაბამისი წამლების მიღებაც სარისკოა. შეიძლება მათი მიღება შუა პროცესშიც შემაწყვეტინონ, რადგან ამან სხვა პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი. ამიტომაც არის დაბალი შანსი. შეიძლება, ეს ინფორმაცია არც უნდა გაგვევრცელებინა, მაგრამ ერთ-ერთ გამოცემას ექსკლუზიური ინტერვიუ მივეცით და იქიდან გავრცელდა.

P.S. სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელ მარიამ კუკუნაშვილთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით ამ თემაზე მასთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება