პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი კონგრესმენები ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერენ
ამერიკელი კონგრესმენები ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერენ

ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ჯონ ქე­რის ნატო-ს 2014 წლის სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რი­ლით მი­მარ­თა­ვენ და მი­ე­სალ­მე­ბი­ან აშშ-ს ძა­ლის­ხმე­ვას, აღ­ნიშ­ნულ სა­მიტ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცი­ოს ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია 42 კონ­გრეს­მე­ნის მი­მარ­თვა­ში.

კონ­გრეს­მე­ნე­ბი ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს მო­უ­წო­დე­ბენ, მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლოს ნა­ტოს ას­პი­რანტ ქვეყ­ნებ­თან, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან, მა­კე­დო­ნი­ას­თან, მონ­ტე­ნეგ­რო­სა და ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნას­თან, ასე­ვე, ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლებ­საც აშშ-სა და ნა­ტოს­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა სურთ.

"ჩვენ მო­ვი­თხოვთ, მიმ­დი­ნა­რე წლის სა­მიტ­ზე მონ­ტე­ნეგ­რო­სა და მა­კე­დო­ნი­ის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას, ბოს­ნია ჰერ­ცე­გო­ვი­ნის­თვის ნა­ტოს წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის ხელ­შე­წყო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (MAP) მი­ნი­ჭე­ბას",-ნათ­ქვა­მია კონ­გრეს­მე­ნე­ბის წე­რილ­ში.

კონ­გრეს­მე­ნე­ბის აზ­რით, ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ შეს­ძლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა, აშშ-სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსთან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა.

"სხვა­დას­ხვა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად - რო­მე­ლიც ხში­რად ნა­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და - ჩა­ტარ­და რე­ფორ­მე­ბი და გან­ხორ­ცი­ელ­და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ხელი შე­უ­წყო მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შექ­მნა­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას მი­ლი­ო­ნი ევ­რო­პე­ლის­თვის. ხოლო ბოლო ორი ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე, ნატო, რო­გორც ალი­ან­სი და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი გახ­და. ჩვენ მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას და გა­აძ­ლი­ე­რებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას რე­გი­ონ­ში"-აცხა­დე­ბენ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის მო­საზ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ შე­საძ­ლოა, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ზე გარე ძა­ლებ­მა ძლი­ე­რი ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

"შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და მო­კავ­ში­რე­ებ­მა მი­აღ­წი­ეს უკვე იმ კრი­ტი­კულ წერ­ტილს, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ნა­ტოს მო­მა­ვალ მა­ღალ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით რა 2014 წლის ნა­ტოს სა­მიტს, ჩვენ მზად ვართ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ თქვენ­თან, რათა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მონ­ტე­ნეგ­რო­სა და მა­კე­დო­ნი­ის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და ხელი შე­ვუ­წყოთ ბოს­ნია ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გეგ­მებს, მათ­თვის წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (MAP) მი­ნი­ჭე­ბის გზით. ჩვენ, ასე­ვე, მზად ვართ ვი­მუ­შა­ოთ თქვენ­თან ერ­თად, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­თან უფრო მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და შემ­დგომ­ში მათი ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია კონ­გრეს­მე­ნე­ბის წე­რილ­ში.

წე­რილს, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რია კონ­გრეს­მე­ნი მა­იკლ ტერ­ნე­რი, ხელს აწერს 42 კონ­გრეს­მე­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ამერიკელი კონგრესმენები ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერენ

ამერიკელი კონგრესმენები ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერენ

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ს ძალისხმევას, აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად აქციოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა, - ამის შესახებ ნათქვამია 42 კონგრესმენის მიმართვაში.

კონგრესმენები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

"ჩვენ მოვითხოვთ, მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას",-ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენების აზრით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შესძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

"სხვადასხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად - რომელიც ხშირად ნატოს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა - ჩატარდა რეფორმები და განხორციელდა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას, ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნასა და კანონის უზენაესობას მილიონი ევროპელისთვის. ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ნატო, როგორც ალიანსი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში"-აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები", - ნათქვამია მიმართვაში.

ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, რეგიონის ქვეყნებზე გარე ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელონ.

"შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს ნატოს მომავალ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის ნატოს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

წერილს, რომლის ინიციატორია კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, ხელს აწერს 42 კონგრესმენი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა