მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსახლეობას იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის ორჯერ გადახდა აღარ მოუწევს!
მოსახლეობას იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის ორჯერ გადახდა აღარ მოუწევს!

მას შემ­დეგ, რაც "ვერ­სი­ა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, თუ რო­გორ აპი­რებ­და კომ­პა­ნია "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სი", მომ­ხმა­რებ­ლის­თვის იან­ვარ­ში გა­ზის გა­და­სა­ხა­დი ორ­ჯერ გა­და­ეხ­დე­ვი­ნე­ბი­ნა, რე­დაქ­ცი­ა­ში აღ­შფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზა­რე­ბი არ წყდე­ბა. პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" ერთი კონ­კრე­ტუ­ლი აბო­ნენ­ტის - გა­ზეთ "ქარ­თუ­ლი სი­ტყვის" რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ვანო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე გან­ვა­ზო­გა­დეთ, ყვე­ლა თბი­ლი­სელს აწუ­ხებს. შე­სა­ბა­მი­სად, ზა­რე­ბი არც სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას­თან (სე­მეკ-ი) არ­სე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ ნინო გუ­ლე­იშ­ვილ­თან წყდე­ბა. პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხუთ­შა­ბათს, 6 თე­ბერ­ვალს, სე­მეკ-ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც

და­ეს­წრნენ. რა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ თბი­ლი­სე­ლებს, რო­გორ იმარ­თლებს თავს "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რა ტი­პის სა­ჩივ­რე­ბით მი­მარ­თა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ენერ­გო­ომ­ბუდსმენს? - "ვერ­სია" ნინო გუ­ლე­იშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კაა... რა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, რის გა­მოც, მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლისს" უჩი­ვის?

- პრობ­ლე­მე­ბი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა - ერთი, მომ­ხმა­რებ­ლებს 2014 წლის იან­ვარ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დი მი­უ­ვი­დათ, რა­ზეც "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში, ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში გა­ხარ­ჯუ­ლი გა­ზის ჩვე­ნე­ბა იმი­ტომ ვერ აი­ღეს, რომ მრი­ცხვე­ლე­ბი სახ­ლებ­შია და ამის გამო, მომ­ხმა­რებ­ლებს, 2014 წლის იან­ვარ­ში ორი თვის გა­და­სა­ხა­დი და­ე­რი­ცხათ. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა კი უფრო უც­ნა­უ­რია, რად­გან ჩვენ­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქვით­რე­ბით, იან­ვარ­ში, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩვე­ნე­ბა ორ­ჯერ - 3 და 24 იან­ვარს აი­ღეს. ჯამ­ში, ისე გა­მო­ვი­და, თუ მომ­ხმა­რე­ბელ­მა 2013 წლის დე­კემ­ბრის გა­და­სა­ხა­დი 2014 წლის 20 იან­ვრამ­დე გა­და­ი­ხა­და, იან­ვრის გა­და­სა­ხა­დი 10 თე­ბერ­ვლამ­დე უნდა და­ფა­როს, პრაქ­ტი­კუ­ლად, 20 დღე­ში. ამის გამო, მოხ­მა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი არის გა­და­სა­ხა­დის ციკ­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აი­რია, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­კუ­თა­რი ხარ­ჯი ყვე­ლას გათ­ვლი­ლი აქვს, შე­საძ­ლოა, პლუს-მი­ნუს, ორი-სამი დღით გა­დაც­დეს, მაგ­რამ, რო­დე­საც ეს ციკ­ლი შემ­ცირ­და და რე­ა­ლუ­რად, 10 დღით გად­მო­ი­წია, მო­სახ­ლე­ო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­შფოთ­და. არა­და, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბა თვე­ში ერთხელ უნდა აი­ღონ და ანათ­ვა­ლის ასა­ღე­ბად მე-10 დღეს არ უნდა მო­ვიდ­ნენ. გარ­და ამი­სა, პრე­ტენ­ზი­ე­ბი იყო ქვით­რის ფორ­მას­თა­ნაც და ამას, კონ­კრე­ტუ­ლად, ჟურ­ნა­ლისტ ვანო პავ­ლი­აშ­ვი­ლის ქვით­რის მა­გა­ლით­ზე აგიხ­სნით, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია მიმ­დი­ნა­რე და­რი­ცხვა, რო­მელ­საც ძვე­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და გა­დახ­დი­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბაც მოს­დევს. მარ­თა­ლია, მო­ქა­ლა­ქემ ბო­ლო­ში მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხა უნდა გა­და­ი­ხა­დოს, მაგ­რამ ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხის გა­მოც სვა­მენ კი­თხვას, მა­ინ­ცდა­მა­ინც, იან­ვარ­ში რა­ტომ მი­უ­ვი­დათ ასე­თი და­ჯა­მე­ბა? "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვი­პა­სუ­ხეს, რომ ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა არ შე­ა­წუ­ხეს და თან­ხა ორ­თვი­ან პე­რი­ოდ­ზე და­რი­ცხეს. რო­გორც ხე­დავთ, რე­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა მა­ინც ვერ მი­ვი­ღეთ.

- რა კონ­კრე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი მი­ე­ცათ სხდო­მა­ზე "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებს?

- მი­ვუ­თი­თეთ, თუ რა და­არ­ღვია და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბაც მო­ვის­მი­ნეთ. შე­დე­გი ისაა, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს გა­ზის მი­წო­დე­ბა არ შე­უ­წყდე­ბათ, მიმ­დი­ნა­რე გა­და­სა­ხა­დი კი აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს და ამა­ზე დავა არც არის. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გი­თხრათ, გა­და­სა­ხა­დი უნდა და­ფა­რონ, მაგ­რამ არა 10 თე­ბერ­ვლამ­დე, რა­საც "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სი" ითხოვს, არა­მედ, თვის ბო­ლომ­დე. სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე დად­გე­ბა, რო­მე­ლიც 13 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა და კო­მი­სია უკვე "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს.

- "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, იან­ვარ­ში ანათ­ვალს ორ­ჯერ იმი­ტომ იღე­ბენ, რომ წლის ბო­ლოს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი სჭირ­დე­ბათ, რათა მიმ­დი­ნა­რე წელი და­ხუ­რონ და გა­და­სა­ხადს სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლით ვერ გა­მო­ით­ვლი­ან, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა, მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­ზის ტა­რი­ფი დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­და­ი­ხა­დოს და იან­ვრის ბო­ლო­საც?

- თუ კომ­პა­ნია სტა­ტის­ტი­კას ვერ აკე­თებს და სა­გა­და­სა­ხა­დო­ში დო­კუ­მენტს ვერ წა­რად­გენს, მისი პრობ­ლე­მაა და არა მომ­ხმა­რებ­ლის - კომ­პა­ნი­ამ, წელს თუ ვერ ხუ­რავს ან სა­გა­და­სა­ხა­დო­ში ან­გა­რიშფაქ­ტუ­რის წარ­დგე­ნის პრობ­ლე­მა აქვს, ამის გამო მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ უნდა და­ა­ზა­რა­ლოს. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა გა­ზის გა­და­სა­ხა­დი "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ თვე­ში ერთხელ აღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით უნდა გა­და­ი­ხა­დონ!

- კომ­პა­ნი­ის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა აბ­სურ­დუ­ლია, ეს გა­უ­გებ­რო­ბა თქვენ რო­გორ აგიხ­სნეს?

- თქვენს კო­ლე­გას, ვანო პავ­ლი­აშ­ვილს უთხრეს, თქვენ­თან ჩვე­ნე­ბის აღე­ბა იმი­ტომ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ მრი­ცხვე­ლი სახ­ლში გაქ­ვთო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვა­ნოს და, სხვა­თა შო­რის, ბევ­რი მომ­ხმა­რებ­ლის მრი­ცხვე­ლიც გა­რე­თაა და შე­სა­ბა­მი­სად, "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩვე­ნე­ბის აღე­ბი­სას პრობ­ლე­მა არ უნდა შექ­მნო­დათ. მოკ­ლედ, სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გან­მარ­ტე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნე.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა ვთქვა: ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ამ ჩვე­ნე­ბა წე­სის დარ­ღვე­ვით აიღო, თან­ხის გა­დახ­დის ვადა თვის ბო­ლომ­დე უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რაც ნიშ­ნავს, რომ გა­ზის გა­და­სა­ხა­დი 8, 9 ან 10 თე­ბერ­ვლამ­დე კი არა, ზუს­ტად ერ­თთვი­ან ვა­და­ში უნდა გა­და­ი­ხა­დონ.

- ეს ერ­თთვი­ა­ნი ვადა "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლისს" 6 თე­ბერ­ვლის სხდო­მა­ზე გა­ნუ­სა­ზღვრეთ?

- დიახ, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, რომ სა­კი­თხის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, მომ­ხმა­რებ­ლებს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა არ შე­უ­წყდე­ბათ, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დევ­ნო სხდო­მა­ზე, 13 თე­ბერ­ვალს მი­ვი­ღებთ.

- გა­ნი­ხი­ლავთ თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც იან­ვარ­ში გა­ზის ორ­მა­გი გა­და­სა­ხა­დი გა­და­ი­ხა­დეს, "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლის­მა" თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნოს, ან შემ­დე­გი თვის გა­და­სა­ხა­დი­დან გა­მო­იქ­ვი­თოს?

- არა, ამ სა­კი­თხზე არ გვიმ­სჯე­ლია, რად­გან ამ შე­კი­თხვით ჩემ­თვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს და არც სა­ჩი­ვა­რი შე­მო­სუ­ლა. ზო­გა­დად, გა­დახ­დი­ლი თან­ხა სა­დაო არ არის, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბამ გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დი იმ მი­ზე­ზით გა­და­ი­ხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ანათ­ვა­ლი არას­წო­რად აი­ღეს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ზის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის ვადა, ქვი­თარ­ზე არას­წო­რად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი.

- ბოლო დროს შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, კონ­კრე­ტუ­ლად, რა სუ­რა­თი მი­ი­ღეთ, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მნათ?

- "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლისს" მომ­ხმა­რე­ბელ­თან სხვა პრობ­ლე­მე­ბიც აქვს. ბოლო დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის წარ­მო­ე­ბა გახ­შირ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ოქმი იწე­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, მრი­ცხვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გკი­თხავთ, არის თუ არა "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლი­სი" ვალ­დე­ბუ­ლი, სახ­ლე­ბი­დან მრი­ცხვე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გა­ი­ტა­ნოს, რა­შიც მო­სახ­ლე­ო­ბას თან­ხას ახ­დე­ვი­ნე­ბენ?

- რო­დე­საც მრი­ცხვე­ლე­ბის გა­რეთ გა­ტა­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს კომ­პა­ნი­ამ თა­ვის ხარ­ჯით უნდა გა­ა­კე­თოს!

- ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, რომ­ლებ­საც მრი­ცხვე­ლე­ბის გა­რეთ გა­ტა­ნა­ში თან­ხა უკვე გა­და­ახ­დე­ვი­ნეს?

- თუ მომ­ხმა­რე­ბელ­მა თან­ხა გა­და­ი­ხა­და და ჩვენ­თან გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თვის შემ­დეგ, გა­ირ­კვა, რომ ეს უკა­ნო­ნო იყო, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით, რათა თან­ხა და­იბ­რუ­ნოს. და­ზი­ა­ნე­ბულ მრი­ცხვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვქო­ნია, რო­დე­საც და­დას­ტურ­და, რომ მრი­ცხვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მი­ზე­ზით არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა და ამ სა­კი­თხის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვის შემ­დეგ, გა­დახ­ლი­ლი თან­ხა მომ­ხმა­რე­ბელს და­უბ­რუნ­და. ზო­გა­დად, მრი­ცხვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მით უმე­ტეს, კა­ნონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­თი თე­მაა, ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ზუს­ტად იცო­დეს, სად მი­ვი­დეს და ვის­გან მი­ი­ღოს კონ­სულ­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოგ­ვმარ­თოს და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მა ან გან­ცხა­დე­ბით, ან ტე­ლე­ფო­ნით, ან ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აგ­ვიხ­სნას. მომ­ხმა­რე­ბელს მხო­ლოდ "ყა­ზტრანსგაზ­თან" კი არა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­სა და სას­მელ წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხზეც, შე­უძ­ლია, მოგ­ვმარ­თოს და და­ვეხ­მა­რე­ბით.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რო­გორც გა­ვი­გე, "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლისს" 200 000 ლარი მო­უ­გეთ, უფრო დე­ტა­ლუ­რად ამიხ­სე­ნით, ასე­თი რა შემ­თხვე­ვა იყო?

- ეს თან­ხა ერ­თდრო­უ­ლად არ მოგ­ვი­გია. წლის ბო­ლოს ან­გა­რიშს ვაქ­ვეყ­ნებთ, რო­მე­ლიც ჩვენს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოა ასა­ხუ­ლი. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მოგ­ვმარ­თა­ვენ გან­ცხა­დე­ბით, რო­მელ­საც გან­ვი­ხი­ლავთ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ სარ­ჩელს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არა. "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლისს" მხო­ლოდ წელს 100 000 ლა­რამ­დე ჩა­მო­ვა­წე­რი­ნეთ სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­დას­ხა­ა­დი, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს უკა­ნო­ნოდ და­ა­რი­ცხეს. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბის გამო, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში, ხან­დაზ­მუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არას­წო­რად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, თან­ხის ნა­წი­ლი კი არას­წო­რად აღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბის გამო ჩა­მო­ვა­წე­რეთ. ცალ­კე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მა­გა­ლით­ზე კი გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც 40 000, ზოგ­ჯერ 50 000 ლა­რიც კი ჩა­მო­ვა­წე­რი­ნეთ "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლისს". ახლა დავა გვაქვს 250 000 ლარ­ზე და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ საქ­მე­საც მო­ვი­გებთ.

- ანუ, "ყა­ზტრანსგაზთ­ბი­ლის­მა" კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას 250000 ლარი არას­წო­რად და­ა­რი­ცხა?

- დიახ, პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ ფი­ზი­კურ კი არა, იუ­რი­დი­ულ პი­რებ­საც ექ­მნე­ბათ, ჩვენ კი კონ­სულ­ტა­ცი­ა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას ვუ­წევთ რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე იუ­რი­დი­ულ პირს.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მოსახლეობას იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის ორჯერ გადახდა აღარ მოუწევს!

მოსახლეობას იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის ორჯერ გადახდა აღარ მოუწევს!

მას შემდეგ, რაც "ვერსიაში" გამოქვეყნდა სტატია, თუ როგორ აპირებდა კომპანია "ყაზტრანსგაზთბილისი", მომხმარებლისთვის იანვარში გაზის გადასახადი ორჯერ გადაეხდევინებინა, რედაქციაში აღშფოთებული მოქალაქეების ზარები არ წყდება. პრობლემა, რომელიც "ყაზტრანსგაზთბილისის" ერთი კონკრეტული აბონენტის - გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორის მოადგილის, ვანო პავლიაშვილის მაგალითზე განვაზოგადეთ, ყველა თბილისელს აწუხებს. შესაბამისად, ზარები არც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ-ი) არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელ ნინო გულეიშვილთან წყდება. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ხუთშაბათს, 6 თებერვალს, სემეკ-ში, საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით, სხდომა გაიმართა, რომელსაც "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებიც

დაესწრნენ. რა პრობლემები შეექმნათ თბილისელებს, როგორ იმართლებს თავს "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლები და რა ტიპის საჩივრებით მიმართავენ მომხმარებლები ენერგოომბუდსმენს? - "ვერსია" ნინო გულეიშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, თბილისის მოსახლეობაში პანიკაა... რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც, მომხმარებელი "ყაზტრანსგაზთბილისს" უჩივის?

- პრობლემები ორი მიმართულებით გამოიკვეთა - ერთი, მომხმარებლებს 2014 წლის იანვარში ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ, რაზეც "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2013 წლის დეკემბერში, ახალი წლის წინა დღეებში გახარჯული გაზის ჩვენება იმიტომ ვერ აიღეს, რომ მრიცხველები სახლებშია და ამის გამო, მომხმარებლებს, 2014 წლის იანვარში ორი თვის გადასახადი დაერიცხათ. მეორე შემთხვევა კი უფრო უცნაურია, რადგან ჩვენთან წარმოდგენილი ქვითრებით, იანვარში, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენება ორჯერ - 3 და 24 იანვარს აიღეს. ჯამში, ისე გამოვიდა, თუ მომხმარებელმა 2013 წლის დეკემბრის გადასახადი 2014 წლის 20 იანვრამდე გადაიხადა, იანვრის გადასახადი 10 თებერვლამდე უნდა დაფაროს, პრაქტიკულად, 20 დღეში. ამის გამო, მოხმარებული ბუნებრივი არის გადასახადის ციკლი თავიდან ბოლომდე აირია, რამაც მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. საკუთარი ხარჯი ყველას გათვლილი აქვს, შესაძლოა, პლუს-მინუს, ორი-სამი დღით გადაცდეს, მაგრამ, როდესაც ეს ციკლი შემცირდა და რეალურად, 10 დღით გადმოიწია, მოსახლეობა სამართლიანად აღშფოთდა. არადა, კანონით განსაზღვრულია, რომ "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებმა მრიცხველის ჩვენება თვეში ერთხელ უნდა აიღონ და ანათვალის ასაღებად მე-10 დღეს არ უნდა მოვიდნენ. გარდა ამისა, პრეტენზიები იყო ქვითრის ფორმასთანაც და ამას, კონკრეტულად, ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილის ქვითრის მაგალითზე აგიხსნით, სადაც მითითებულია მიმდინარე დარიცხვა, რომელსაც ძველი დავალიანება და გადახდილი თანხის ოდენობაც მოსდევს. მართალია, მოქალაქემ ბოლოში მითითებული თანხა უნდა გადაიხადოს, მაგრამ ზემოთ მითითებული თანხის გამოც სვამენ კითხვას, მაინცდამაინც, იანვარში რატომ მიუვიდათ ასეთი დაჯამება? "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, რომ ახალი წლის წინა დღეებში მოსახლეობა არ შეაწუხეს და თანხა ორთვიან პერიოდზე დარიცხეს. როგორც ხედავთ, რეალური განმარტება მაინც ვერ მივიღეთ.

- რა კონკრეტული მითითებები მიეცათ სხდომაზე "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებს?

- მივუთითეთ, თუ რა დაარღვია და ახსნა-განმარტებაც მოვისმინეთ. შედეგი ისაა, რომ მომხმარებლებს გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ, მიმდინარე გადასახადი კი აუცილებლად ყველამ უნდა გადაიხადოს და ამაზე დავა არც არის. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, გადასახადი უნდა დაფარონ, მაგრამ არა 10 თებერვლამდე, რასაც "ყაზტრანსგაზთბილისი" ითხოვს, არამედ, თვის ბოლომდე. საბოლოო შედეგი კი მომდევნო სხდომაზე დადგება, რომელიც 13 თებერვალს გაიმართება და კომისია უკვე "ყაზტრანსგაზთბილისის" პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

- "ყაზტრანსგაზთბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განმარტებით, იანვარში ანათვალს ორჯერ იმიტომ იღებენ, რომ წლის ბოლოს ზუსტი მონაცემები სჭირდებათ, რათა მიმდინარე წელი დახურონ და გადასახადს საშუალო არითმეტიკულით ვერ გამოითვლიან, მაგრამ რა პრობლემაა, მოსახლეობამ გაზის ტარიფი დეკემბრის ბოლოს გადაიხადოს და იანვრის ბოლოსაც?

- თუ კომპანია სტატისტიკას ვერ აკეთებს და საგადასახადოში დოკუმენტს ვერ წარადგენს, მისი პრობლემაა და არა მომხმარებლის - კომპანიამ, წელს თუ ვერ ხურავს ან საგადასახადოში ანგარიშფაქტურის წარდგენის პრობლემა აქვს, ამის გამო მომხმარებელი არ უნდა დააზარალოს. მომხმარებლებმა გაზის გადასახადი "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლების მიერ თვეში ერთხელ აღებული ჩვენების მიხედვით უნდა გადაიხადონ!

- კომპანიის ახსნა-განმარტება აბსურდულია, ეს გაუგებრობა თქვენ როგორ აგიხსნეს?

- თქვენს კოლეგას, ვანო პავლიაშვილს უთხრეს, თქვენთან ჩვენების აღება იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ მრიცხველი სახლში გაქვთო. აღმოჩნდა, რომ ვანოს და, სხვათა შორის, ბევრი მომხმარებლის მრიცხველიც გარეთაა და შესაბამისად, "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებს ჩვენების აღებისას პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. მოკლედ, სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებისგან განმარტება ვერ მოვისმინე.

მომხმარებლების სასარგებლოდ უნდა ვთქვა: ვინაიდან კომპანიამ ჩვენება წესის დარღვევით აიღო, თანხის გადახდის ვადა თვის ბოლომდე უნდა განისაზღვროს, რაც ნიშნავს, რომ გაზის გადასახადი 8, 9 ან 10 თებერვლამდე კი არა, ზუსტად ერთთვიან ვადაში უნდა გადაიხადონ.

- ეს ერთთვიანი ვადა "ყაზტრანსგაზთბილისს" 6 თებერვლის სხდომაზე განუსაზღვრეთ?

- დიახ, დადგენილებაში წერია, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომხმარებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, მიმდევნო სხდომაზე, 13 თებერვალს მივიღებთ.

- განიხილავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც იანვარში გაზის ორმაგი გადასახადი გადაიხადეს, "ყაზტრანსგაზთბილისმა" თანხა უკან დაუბრუნოს, ან შემდეგი თვის გადასახადიდან გამოიქვითოს?

- არა, ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, რადგან ამ შეკითხვით ჩემთვის არავის მოუმართავს და არც საჩივარი შემოსულა. ზოგადად, გადახდილი თანხა სადაო არ არის, რადგან მოსახლეობამ გაზრდილი გადასახადი იმ მიზეზით გადაიხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ანათვალი არასწორად აიღეს და შესაბამისად, გაზის გადასახადის გადახდის ვადა, ქვითარზე არასწორად იყო მითითებული.

- ბოლო დროს შექმნილი პრობლემების გამო, კონკრეტულად, რა სურათი მიიღეთ, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- "ყაზტრანსგაზთბილისს" მომხმარებელთან სხვა პრობლემებიც აქვს. ბოლო დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გახშირდა, ძალიან ბევრი ოქმი იწერება ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებით...

- ქალბატონო ნინო, მრიცხველებთან დაკავშირებითაც გკითხავთ, არის თუ არა "ყაზტრანსგაზთბილისი" ვალდებული, სახლებიდან მრიცხველები საკუთარი სახსრებით გაიტანოს, რაშიც მოსახლეობას თანხას ახდევინებენ?

- როდესაც მრიცხველების გარეთ გატანაზე ვსაუბრობთ, ეს კომპანიამ თავის ხარჯით უნდა გააკეთოს!

- ის მომხმარებლები როგორ უნდა მოიქცნენ, რომლებსაც მრიცხველების გარეთ გატანაში თანხა უკვე გადაახდევინეს?

- თუ მომხმარებელმა თანხა გადაიხადა და ჩვენთან განცხადებით მომართვის შემდეგ, გაირკვა, რომ ეს უკანონო იყო, აუცილებლად დავეხმარებით, რათა თანხა დაიბრუნოს. დაზიანებულ მრიცხველებთან დაკავშირებით ისეთი შემთხვევებიც გვქონია, როდესაც დადასტურდა, რომ მრიცხველი მომხმარებლის მიზეზით არ დაზიანებულა და ამ საკითხის სხდომაზე განხილვის შემდეგ, გადახლილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდა. ზოგადად, მრიცხველებთან დაკავშირებული პრობლემები, მით უმეტეს, კანონთან ურთიერთობა ისეთი თემაა, ყველა კონკრეტული შემთხვევა მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მთავარია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, სად მივიდეს და ვისგან მიიღოს კონსულტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოგვმართოს და საკუთარი პრობლემა ან განცხადებით, ან ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით აგვიხსნას. მომხმარებელს მხოლოდ "ყაზტრანსგაზთან" კი არა, ელექტროენერგიასა და სასმელ წყალთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემურ საკითხზეც, შეუძლია, მოგვმართოს და დავეხმარებით.

- ქალბატონო ნინო, როგორც გავიგე, "ყაზტრანსგაზთბილისს" 200 000 ლარი მოუგეთ, უფრო დეტალურად ამიხსენით, ასეთი რა შემთხვევა იყო?

- ეს თანხა ერთდროულად არ მოგვიგია. წლის ბოლოს ანგარიშს ვაქვეყნებთ, რომელიც ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოა ასახული. პროცედურა ასეთია: მომხმარებლები მოგვმართავენ განცხადებით, რომელსაც განვიხილავთ, ზოგ შემთხვევაში, ვაკმაყოფილებთ სარჩელს, ზოგ შემთხვევაში არა. "ყაზტრანსგაზთბილისს" მხოლოდ წელს 100 000 ლარამდე ჩამოვაწერინეთ სხვადასხვა ტიპის გადასხაადი, რაც მომხმარებლებს უკანონოდ დაარიცხეს. მაგალითად, ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების გამო, ცალკეულ შემთხვევაში, ხანდაზმული დავალიანება არასწორად იყო მითითებული, თანხის ნაწილი კი არასწორად აღებული ჩვენების გამო ჩამოვაწერეთ. ცალკეული კომპანიების მაგალითზე კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც 40 000, ზოგჯერ 50 000 ლარიც კი ჩამოვაწერინეთ "ყაზტრანსგაზთბილისს". ახლა დავა გვაქვს 250 000 ლარზე და, სავარაუდოდ, ამ საქმესაც მოვიგებთ.

- ანუ, "ყაზტრანსგაზთბილისმა" კონკრეტულ კომპანიას 250000 ლარი არასწორად დაარიცხა?

- დიახ, პრობლემები მხოლოდ ფიზიკურ კი არა, იურიდიულ პირებსაც ექმნებათ, ჩვენ კი კონსულტაციასა და მომსახურებას ვუწევთ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია