პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს პაბლო პიკასოს უმცროსი ქალიშვილი?
როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს პაბლო პიკასოს უმცროსი ქალიშვილი?

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს კარ­გად ერ­კვე­ვით თუ არა მხატ­ვრო­ბა­ში, პაბ­ლო პი­კა­სოს ბი­ოგ­რა­ფია და მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლამ კარ­გად იცის. თუმ­ცა, ბევ­რმა თქვენ­გან­მა შე­იძ­ლე­ბა არც კი იცო­დეს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და რას საქ­მი­ა­ნობს ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი პა­ლო­მა, რო­მე­ლიც მა­მის ჩრდილს უმკლავ­დე­ბა და სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლია.

პაბ­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2-ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და 3 ქა­ლის­გან 4 შვი­ლი ჰყავს. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე რუსი ბა­ლე­რი­ნა ოლგა ხოხ­ლო­ვა იყო. წყვილს 1921 წელს ვაჟი პა­უ­ლო შე­ე­ძი­ნათ, რო­მე­ლიც 1975 წელს 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე შვი­ლი მაია 1935 წელს მა­რია-ტე­რე­ზა ვოლ­ტე­რის­გან შე­ე­ძი­ნა. მა­რია პაბ­ლოს მო­დე­ლი იყო. დღეს მაია 79 წლი­საა. რაც შე­ე­ხე­ბა კლოდსა და პა­ლო­მას - ისი­ნი პი­კა­სოს ფრან­გი მხატ­ვრის და მწერ­ლის­გან ფრან­სუ­ა­ზა ჟი­ლოს­გან ჰყავს. კლო­დი 66 წლი­საა, ხოლო უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი პა­ლო­მა 65 წლის.

პაბ­ლოს შვი­ლებ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა პა­ლო­მამ აი­წყო. ის მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლე­დია. პა­ლო­მა თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბის კომ­პა­ნია Tiffany-სთან. ამას­თან, სა­კუ­თა­რი სუ­ნა­მოც გა­მო­უშ­ვა. პა­ლო­მა ეს­პა­ნუ­რად ითარ­გმნე­ბა რო­გორც მტრე­დი. პაბ­ლო ქა­ლიშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტებს ხში­რად ხა­ტავ­და. პა­ლო­მას წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა 1968 წელს და­ი­წყო, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­კა­უ­ლებ­ზე არ მუ­შა­ობ­და, ის პა­რიზ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და რო­გორც კოს­ტუ­მის დი­ზა­ი­ნე­რი.

1971 წელს ბერ­ძნულ სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნია Zolotas-ში მუ­შა­ობ­და. 1980 წელს კონ­ტრაქ­ტი Tiffany-სთან გა­ა­ფორ­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით L’Oreal-ის­თვის სუ­ნა­მო - "პა­ლო­მა" შექ­მნა. ამა­ვე წელს წარ­მო­ად­გი­ნა რამ­დე­ნი­მე კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის, მათ შო­რის ტა­ნის მოვ­ლის ნაკ­რე­ბი. 1988 წელს ის მო­დის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­ჯილ­დო­ვეს ტი­ტუ­ლით - "ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვენს ინ­დუსტრი­ა­ზე ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს". თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, პა­ლო­მა­საც ჰქონ­და კა­რი­ე­რა­ში ჩა­ვარ­დნა. ეს მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. მარ­თა­ლია სამ­კა­უ­ლებ­ზე აღარ მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ფილმში "უზ­ნეო მო­თხრო­ბე­ბი" გა­და­ი­ღეს. ეს იყო პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ფილ­მი - მას შემ­დეგ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე აღარ გა­სუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბას: პა­ო­ლა 1978 წელს რე­ჟი­სორ რა­ფელ ლო­პეს-კამ­ბილ­ზე გა­თხოვ­და. წყვი­ლი 2000 წელს გან­ქორ­წინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ექიმ ერიკ ტე­ვე­ნეტს გაჰ­ყვა ცო­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს პაბლო პიკასოს უმცროსი ქალიშვილი?

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს პაბლო პიკასოს უმცროსი ქალიშვილი?

მნიშვნელობა არ აქვს კარგად ერკვევით თუ არა მხატვრობაში, პაბლო პიკასოს ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები ყველამ კარგად იცის. თუმცა, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არც კი იცოდეს, როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ბუმბერაზი ადამიანის უმცროსი ქალიშვილი პალომა, რომელიც მამის ჩრდილს უმკლავდება და საკუთარ ბიზნესში წარმატებული ქალია.

პაბლო ოფიციალურად 2-ჯერ იყო დაქორწინებული და 3 ქალისგან 4 შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე რუსი ბალერინა ოლგა ხოხლოვა იყო. წყვილს 1921 წელს ვაჟი პაულო შეეძინათ, რომელიც 1975 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეორე შვილი მაია 1935 წელს მარია-ტერეზა ვოლტერისგან შეეძინა. მარია პაბლოს მოდელი იყო. დღეს მაია 79 წლისაა. რაც შეეხება კლოდსა და პალომას - ისინი პიკასოს ფრანგი მხატვრის და მწერლისგან ფრანსუაზა ჟილოსგან ჰყავს. კლოდი 66 წლისაა, ხოლო უმცროსი ქალიშვილი პალომა 65 წლის.

პაბლოს შვილებში ყველაზე წარმატებული კარიერა პალომამ აიწყო. ის მოდის დიზაინერი და წარმატებული ბიზნესლედია. პალომა თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მდიდრული სამკაულების კომპანია Tiffany-სთან. ამასთან, საკუთარი სუნამოც გამოუშვა. პალომა ესპანურად ითარგმნება როგორც მტრედი. პაბლო ქალიშვილის პორტრეტებს ხშირად ხატავდა. პალომას წარმატებული კარიერა 1968 წელს დაიწყო, თუმცა თავდაპირველად სამკაულებზე არ მუშაობდა, ის პარიზში ცნობილი გახდა როგორც კოსტუმის დიზაინერი.

1971 წელს ბერძნულ საიუველირო კომპანია Zolotas-ში მუშაობდა. 1980 წელს კონტრაქტი Tiffany-სთან გააფორმა. მოგვიანებით L’Oreal-ისთვის სუნამო - "პალომა" შექმნა. ამავე წელს წარმოადგინა რამდენიმე კოსმეტიკური საშუალების, მათ შორის ტანის მოვლის ნაკრები. 1988 წელს ის მოდის ჯგუფის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს ტიტულით - "ქალები, რომლებმაც ჩვენს ინდუსტრიაზე ექსტრაორდინალური გავლენა მოახდინეს". თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, პალომასაც ჰქონდა კარიერაში ჩავარდნა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. მართალია სამკაულებზე აღარ მუშაობდა, მაგრამ ფილმში "უზნეო მოთხრობები" გადაიღეს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფილმი - მას შემდეგ გადასაღებ მოედანზე აღარ გასულა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას: პაოლა 1978 წელს რეჟისორ რაფელ ლოპეს-კამბილზე გათხოვდა. წყვილი 2000 წელს განქორწინდა. მოგვიანებით კი ექიმ ერიკ ტევენეტს გაჰყვა ცოლად.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს