საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაანგრევენ თუ არა ავლაბრის რეზიდენციას და ქუთაისის პარლამენტს - რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს
დაანგრევენ თუ არა ავლაბრის რეზიდენციას და ქუთაისის პარლამენტს - რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს

ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია, ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა - ეს იმ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის სა­მე­უ­ლია, რო­მელ­თა ბე­დიც ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­თავ­სდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტს, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბაა, რო­გორც "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას აჭა­რის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, ამ შე­ნო­ბით რამ­დე­ნი­მე ინ­ვეს­ტო­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­ყი­დე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ბედი ელის ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლეს. კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­საც შე­საძ­ლოა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცია და­ე­კის­როს, თუმ­ცა მის ბედს სა­ბო­ლო­ოდ ქუ­თა­ი­სის სარ­კე­ბუ­ლო და მე­რია გა­და­წყვე­ტენ. ეს სა­კი­თხი კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღის წეს­რიგ­ში მხო­ლოდ მას შემ­დეგ დად­გე­ბა, რაც პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის დღი­დან პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა და­ვის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. თა­ვი­დან­ვე იყო ცნო­ბი­ლი, რომ მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არ იმუ­შა­ვებ­და. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცია ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გან­თავ­სდე­ბა, რომ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბაც ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯამ­ში 15 მი­ლი­ო­ნი ლარი ჯდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას, ეს შე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზეა. რა უნდა გან­თავ­სდეს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, სა­სახ­ლე ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტად გა­და­კეთ­დე­ბა.

"მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა თიკო მჟა­ვა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ბედი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სხვა რე­ზი­დენ­ცი­ებ­თან ერ­თად გა­და­წყდე­ბა.

"მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ თე­მის გარ­შე­მო, თუმ­ცა, ეს ასე ნაჩ­ქა­რე­ვად გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. შე­ნო­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზეა, პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ აქ უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო. ვნა­ხოთ, ავ­ლაბ­რი­სა და და­ნარ­ჩე­ნი რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის ბე­დიც გან­ხილ­ვის შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა", - გვი­თხრა მჟა­ვა­ნა­ძემ.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ რა­ი­მე ტი­პის მუ­შა­ო­ბა და გან­ხილ­ვა ამ სა­კი­თხზე ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.

ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­თავ­სე­ბა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის და უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მო­ით­ქვა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­ნო­ბა "ხალ­ხს უნდა და­უბ­რუნ­დეს" და ამი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი შე­ნო­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის დათ­მო­ბაა.

არ­ქი­ტექ­ტო­რი და ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის დამპრო­ექ­ტე­ბე­ლი გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად დაპ­რო­ექტდა, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლი", სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მას მი­აჩ­ნია, რომ შე­ნო­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რია.

ბა­თი­აშ­ვი­ლის აზრს იზი­ა­რებს არ­ქი­ტექ­ტო­რი ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძეც. "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ის ამ­ბობს, რომ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

"ვი­ნა­ი­დან მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი იქ შეს­ვლას არ აპი­რებს, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს კავ­კა­სი­ის ან სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ფე­ნო და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი.

"მე შიდა და­გეგ­მა­რე­ბას კარ­გად არ ვიც­ნობ და, შე­სა­ბა­მი­სად, ზუს­ტად იმის თქმა, რისი გან­თავ­სე­ბა ჯო­ბია, რთუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტოდ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არც ისე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია. ეს ერთ-ერთი აზ­რია და არა ერ­თა­დერ­თი. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი, შეგ­როვ­დე­ბა იდე­ე­ბი და შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თობ­ლი­ვად იმ­სჯე­ლებს ამ სა­კი­თხზე.

"რაც შე­ე­ხე­ბა ახალ რე­ზი­დენ­ცი­ას ათო­ნელ­ზე, ცუდი შე­ნო­ბა არ არის, თუმ­ცა, მე მგო­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ად ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლეა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იმ შე­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და, სა­დაც 1918 წლის 21 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ცხად­და", - უთხრა "მთელ კვი­რას" ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ვარ­დო­სა­ნი­ძე ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ნო­ბის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­ტუმ­როდ ან ოფი­სად გა­და­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას, არ­ქი­ტექ­ტორს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს 340 მი­ლი­ო­ნი­ან შე­ნო­ბა­ში.

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მდგა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვის სა­გა­ნი ჯერ კი­დევ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში იმ მი­ზე­ზით გახ­და, რომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, შე­ნო­ბა ას­წლო­ვან ბულ­ვარს ამა­ხინ­ჯებ­და. შე­ნო­ბის კონ­სტრუქ­ცია არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა მას­ზე მი­შე­ნე­ბულ ეშ­მა­კის ბორ­ბა­ლის გამო არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კეს.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ ით­ქვა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, დღეს აჭა­რის მთავ­რო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ შე­ნო­ბა­ში მე­რია-საკ­რე­ბუ­ლო აღარ გან­თავ­სდე­ბა.

"მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას აჭა­რის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სა­კი­თხზე აჭა­რის მთავ­რო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"გა­ნი­ხი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი. შე­საძ­ლოა, შე­ნო­ბა იჯა­რით გა­ი­ცეს და გა­ი­ყი­დოს, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რია. თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ შე­ნო­ბით რამ­დე­ნი­მე ინ­ვეს­ტო­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა მო­ძი­ე­ბუ­ლი. რო­გორც ვი­ცით, შე­ნო­ბა და­სას­რუ­ლე­ბე­ლია და ამის­თვის საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა სა­ჭი­რო", - გან­მარ­ტა­ვენ აჭა­რის მთავ­რო­ბა­ში.

პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე კი ფიქ­რობს, რომ ამ შე­ნო­ბე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია და მათი სა­ბო­ლოო ბედი უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნა და სიძ­ვე­ლის­გან დან­გრე­ვაა.

"პარ­ლა­მენ­ტის და ამ დიდი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­და­ტა­ნა-გად­მო­ტა­ნა ისე­თი ქვეყ­ნი­სათ­ვის რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა და ფუ­ლის ფლან­გვაა. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად იქ­ცე­ო­და ისე, რო­გორც იქ­ცე­ოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, არა­ბი შე­ი­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ღირ­სე­ბად თვლი­ან იმას, რომ ამე­რი­კის ცნო­ბილ კა­ზი­ნო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ყა­რონ.

"ეკო­ნო­მი­კუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­სათ­ვის შე­საძ­ლოა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლიც იყოს ის, რომ დე­და­ქა­ლა­ქი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­ნა მოხ­დეს, თუმ­ცა, ეს სურ­ვი­ლე­ბი ჩვენ­თან რე­ა­ლო­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბაა.

"ამ შე­ნო­ბე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა დღეს უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ? ყვე­ლამ იცის, რომ ამ შე­ნო­ბე­ბის სა­ბო­ლოო ბედი დან­გრე­ვაა. ვინ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ან რის­თვის?

"ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუკი შე­ნო­ბე­ბი იმ ფუნ­ქცი­ებს და­ი­ტო­ვებ­დნენ, რაც ჰქონ­დათ. მე მი­მაჩ­ნია, რომ ქუ­თა­ი­სამ­დე მო­ნო­რელ­სის გაყ­ვა­ნა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა უფრო იაფი დაჯ­დე­ბო­და, ვიდ­რე გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლა.

"თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ­ხე­ლა გი­გან­ტი შე­ნო­ბა, რო­მელ­საც უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბა, ვი­ღა­ცას გა­დას­ცენ ან გა­და­ა­კე­თონ, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ნახ­ვა შეძ­ლოს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი ამა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის გან­ხილ­ვა მოხ­დე­ბა და ეს შე­ნო­ბე­ბი ღი­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით და­იტ­ვირ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სოსო ცინ­ცა­ძემ.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დაანგრევენ თუ არა ავლაბრის რეზიდენციას და ქუთაისის პარლამენტს - რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს

დაანგრევენ თუ არა ავლაბრის რეზიდენციას და ქუთაისის პარლამენტს - რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს

ავლაბრის რეზიდენცია, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ქუთაისის პარლამენტის შენობა - ეს იმ ძვირადღირებული შენობების სამეულია, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში, სავარაუდოდ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. რაც შეეხება ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ყველაზე მაღალი შენობაა, როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აჭარის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ შენობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული და ის, სავარაუდოდ, გაიყიდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას. უმრავლესობის წევრებმა ამ თემაზე რამდენიმე ვარიანტი განიხილეს. კოალიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობასაც შესაძლოა, საგანმანათლებლო ფუნქცია დაეკისროს, თუმცა მის ბედს საბოლოოდ ქუთაისის სარკებულო და მერია გადაწყვეტენ. ეს საკითხი კი ოფიციალურად დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც პარლამენტი თბილისში დაბრუნდება.

ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აშენებული ძვირადღირებული შენობები არაერთხელ გამხდარა დავის განხილვის საგანი. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში არ იმუშავებდა. მარგველაშვილის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში განთავსდება, რომლის გარემონტებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ჯამში 15 მილიონი ლარი ჯდება.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ეს შენობა ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. რა უნდა განთავსდეს რეზიდენციაში, ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სასახლე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტად გადაკეთდება.

"მთელ კვირასთან" საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა, რომ მისი ბედი საქართველოში არსებულ სხვა რეზიდენციებთან ერთად გადაწყდება.

"მესმის საზოგადოების ინტერესი ამ თემის გარშემო, თუმცა, ეს ასე ნაჩქარევად გადასაწყვეტი არ არის. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ აქ უნივერსიტეტი განთავსებულიყო. ვნახოთ, ავლაბრისა და დანარჩენი რეზიდენციების ბედიც განხილვის შედეგად გადაწყდება", - გვითხრა მჟავანაძემ.

განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ რაიმე ტიპის მუშაობა და განხილვა ამ საკითხზე ჯერ არ დაწყებულა.

ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განთავსებაზე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შენობა "ხალხს უნდა დაუბრუნდეს" და ამისათვის საუკეთესო ვარიანტი შენობის სტუდენტებისთვის დათმობაა.

არქიტექტორი და ავლაბრის რეზიდენციის დამპროექტებელი გიგა ბათიაშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნული შენობა თავდაპირველად დაპროექტდა, როგორც "საქართველოს სახლი", სადაც თავმოყრილი უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს კულტურული და ისტორიული მიღწევები. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ შენობა სასწავლო დაწესებულებისთვის გამოუსადეგარია.

ბათიაშვილის აზრს იზიარებს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძეც. "მთელ კვირასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი კონკურსის ჩატარება იქნება.

"ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტი იქ შესვლას არ აპირებს, ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება განთავსდეს კავკასიის ან საქართველოს სახლი, სადაც იქნება საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები.

"მე შიდა დაგეგმარებას კარგად არ ვიცნობ და, შესაბამისად, ზუსტად იმის თქმა, რისი განთავსება ჯობია, რთულია. მიუხედავად ამისა, საუნივერსიტეტოდ მისი გამოყენება არც ისე მიზანშეწონილად მიმაჩნია. ეს ერთ-ერთი აზრია და არა ერთადერთი. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუკი მის გამოყენებაზე გამოცხადდება კონკურსი, შეგროვდება იდეები და შემდეგ საზოგადოება ერთობლივად იმსჯელებს ამ საკითხზე.

"რაც შეეხება ახალ რეზიდენციას ათონელზე, ცუდი შენობა არ არის, თუმცა, მე მგონია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციად ყველაზე შესაფერისი ახალგაზრდობის სასახლეა. კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოს პრეზიდენტი იმ შენობაში იქნებოდა, სადაც 1918 წლის 21 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა", - უთხრა "მთელ კვირას" ვარდოსანიძემ.

გარდა ამისა, ვარდოსანიძე ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შენობის ყველაზე ოპტიმალური გამოყენება სასტუმროდ ან ოფისად გადაკეთება იქნება. რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტის შენობას, არქიტექტორს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება განთავსდეს 340 მილიონიან შენობაში.

ბათუმის ბულვარში მდგარი საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დავის საგანი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იმ მიზეზით გახდა, რომ, საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, შენობა ასწლოვან ბულვარს ამახინჯებდა. შენობის კონსტრუქცია არქიტექტორებმა მასზე მიშენებულ ეშმაკის ბორბალის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ითქვა, რომ უნივერსიტეტში ბათუმის მერია და საკრებულო განთავსებულიყო, თუმცა, დღეს აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ შენობაში მერია-საკრებულო აღარ განთავსდება.

"მთელ კვირასთან" საუბრისას აჭარის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება.

"განიხილება რამდენიმე საკითხი. შესაძლოა, შენობა იჯარით გაიცეს და გაიყიდოს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შენობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული. ვნახოთ, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება მოძიებული. როგორც ვიცით, შენობა დასასრულებელია და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო", - განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი ფიქრობს, რომ ამ შენობების რაციონალურად გამოყენება უკვე შეუძლებელია და მათი საბოლოო ბედი უფუნქციოდ დარჩენა და სიძველისგან დანგრევაა.

"პარლამენტის და ამ დიდი ძვირადღირებული შენობების გადატანა-გადმოტანა ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ყოვლად დაუშვებელი ფუფუნება და ფულის ფლანგვაა. ჩვენი ხელისუფლება ხშირად იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდნენ, მაგალითად, არაბი შეიხები, რომლებიც თავიანთ ღირსებად თვლიან იმას, რომ ამერიკის ცნობილ კაზინოებში რამდენიმე მილიონი დოლარი გადაყარონ.

"ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნისათვის შესაძლოა, მიზანშეწონილიც იყოს ის, რომ დედაქალაქიდან რაც შეიძლება მეტი დაწესებულების გატანა მოხდეს, თუმცა, ეს სურვილები ჩვენთან რეალობის სრული იგნორირებაა.

"ამ შენობების რაციონალურად გამოყენება დღეს უკვე შეუძლებელია. როგორ შეიძლება, ქუთაისის პარლამენტის შენობა რაციონალურად გამოვიყენოთ? ყველამ იცის, რომ ამ შენობების საბოლოო ბედი დანგრევაა. ვინ უნდა გამოიყენოს ან რისთვის?

"ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი შენობები იმ ფუნქციებს დაიტოვებდნენ, რაც ჰქონდათ. მე მიმაჩნია, რომ ქუთაისამდე მონორელსის გაყვანა და ინფრასტრუქტურის შექმნა უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე გადასვლა-გადმოსვლა.

"თეორიულად შეიძლება ამხელა გიგანტი შენობა, რომელსაც უფუნქციოდ დარჩენა ემუქრება, ვიღაცას გადასცენ ან გადააკეთონ, მაგრამ მეეჭვება, საკუთარი თავის შენახვა შეძლოს. კარგი იქნება, თუკი ამაზე პროფესიული დონის განხილვა მოხდება და ეს შენობები ღირებული ფუნქციებით დაიტვირთება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია