პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახეჩამოკაწრული ბავშვი და სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი - ინციდენტი თბილისის ბაგა-ბაღში
სახეჩამოკაწრული ბავშვი და სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი - ინციდენტი თბილისის ბაგა-ბაღში

რე­დაქ­ცი­ა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, რომ თბი­ლი­სის N211 სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღ­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რის შემ­დე­გაც დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა და­ვი­წყეთ: 2-3-წლი­ან­თა ბაგა-ჯგუფ­ში, სამ­ხრო­ბი­სას, პა­ტა­რა აღ­საზ­რდე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს მე­ო­რე ბავ­შვს და სახე ჩა­მოჰ­კაწ­რა. ჯგუფ­ში მხო­ლოდ აღ­მზრდე­ლი ლალი მა­ი­სუ­რა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და, აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე, დი­რექ­ტო­რის ნე­ბარ­თვით, იმ დღეს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო, რო­მე­ლიც ამ უკა­ნას­კნელ­მა მისი ად­გი­ლი დამ­ლა­გებ­ლით ჩა­ა­ნაც­ვლა. სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ცინ­დენ­ტის დროს, ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი დამ­ლა­გე­ბე­ლი ოთახ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ფაქ­ტი ასე­თია: სა­ხე­ჩა­მო­კაწ­რუ­ლი ბავ­შვი, სა­მარ­თლი­ა­ნად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი, სამ­სა­ხუ­რი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი აღ­მზრდე­ლი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მშო­ბელ­მა სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბით N211 ბა­ღის დი­რექ­ტორს, მაია ქვლი­ვი­ძეს მი­მარ­თა. ჩვენ სრულ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ აღ­მზრდელ ლალი მა­ი­სუ­რა­ძეს და თქვენ­გან, რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან, ვე­ლით ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მომ­ხდარ­ზე". ბა­ღის დი­რექ­ტო­რის ადეკ­ვა­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა აღ­მზრდე­ლის "მგლის ბი­ლე­თით" სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა აღ­მოჩ­ნდა. ანუ, ბრძა­ნე­ბა­ში, რომ­ლი­თაც აღ­მზრდე­ლი ლალი მა­ი­სუ­რა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, წე­რია: "სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის" 37-ე მუხ­ლის "ზ" და "თ" პუნ­ქტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვბრძა­ნებ: გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნას ბაგა-ბა­ღის 2-3 წლი­ან­თა ჯგუ­ფის აღ­მზრდე­ლი ლ. მა­ი­სუ­რა­ძე. ბრძა­ნე­ბა ძა­ლა­შია ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე". მკი­თხვე­ლის­თვის უკეთ გა­სა­გე­ბი რომ იყოს, გან­ვმარ­ტავთ, რომ ამ მუხ­ლით გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პირი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვე­ღა­რა­სო­დეს იმუ­შა­ვებს და ვერც ერთი თვის სა­ხელ­ფა­სო კომ­პენ­სა­ცი­ას მი­ი­ღებს.

კი­თხვა, მი­ი­ღო თუ არა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი "სას­ჯე­ლი" აღ­მზრდელ­მა და გა­მო­უ­ტა­ნა თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნი "გა­ნა­ჩე­ნი" ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა მაია ქვლი­ვი­ძემ კო­ლე­გას? არის თუ არა მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა-გა­ტა­რე­ბა ბა­ღის სხვა ბავ­შვე­ბის მი­მართ, თუ, მისი გა­დი­რექ­ტო­რე­ბი­დან ახლა უკვე მე-8 თა­ნამ­შრომ­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია?

რად­გან ქვლი­ვი­ძე ჩვენს კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ ზო­გა­დად პა­სუ­ხობ­და, ამი­ტომ პა­სუ­ხი ამ შე­კი­თხვა­ზე თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს სა­ა­გენ­ტოს სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძემ გაგ­ვცა:

- როცა აღ­მზრდე­ლის უყუ­რა­დღე­ბო­ბა და და­უ­დე­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა ატა­რებს პერ­მა­ნენ­ტულ ხა­სი­ათს, ბა­ღის დი­რექ­ტორს, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ეს პე­და­გო­გი, მით უმე­ტეს, თუ არის მშობ­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ მუ­შა­ობ­დეს ბაღ­ში, იმი­ტომ, რომ მისი შვი­ლის მსგავ­სად, სხვაც შე­იძ­ლე­ბა დად­გეს იგი­ვე პრობ­ლე­მის ან ანა­ლო­გი­უ­რის წი­ნა­შე.

- ჩვენ გა­ვე­ცა­ნით მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბას, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა ამ პე­და­გო­გის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, იქ არ წაგ­ვი­კი­თხავს...

- შე­იძ­ლე­ბა ეს კონ­კრე­ტუ­ლად არ ეწე­რა მათ გან­ცხა­დე­ბა­ში, მაგ­რამ ით­ქვა...(?) ჩვენ რა­ი­მე პრობ­ლე­მა ამ აღ­მზრდე­ლის მი­მართ არ გვქო­ნია, უბ­რა­ლოდ, დი­რექ­ტორს ჰქონ­და პრობ­ლე­მა. დი­რექ­ტო­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი... როცა პრობ­ლე­მა დგე­ბა, ბაღ­ში ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს სწო­რედ ბა­ღის დი­რექ­ტო­რი. სა­ა­გენ­ტო არ ჩავ­რე­ულ­ვართ არც ვინ­მეს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და არც ვინ­მეს და­ნიშ­ვნა­ში. N211 ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მო­ად­გი­ნა მშობ­ლის სა­ჩი­ვა­რი და ზო­გა­დად აღ­წე­რა სი­ტუ­ა­ცია. ჩვენ ვურ­ჩი­ეთ - მი­ე­ღო მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე, რო­გორც თვი­თონ ჩათ­ვლი­და სა­ჭი­როდ.

- კად­რე­ბი ახ­სე­ნეთ, ამა­ვე ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია...

- არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა იმა­ში არ არის, თუ ამ ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სტო­მა­ტო­ლო­გია. ამას არა­ფე­რი არ კრძა­ლავს. მთა­ვა­რია, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა(?!). ეს შტა­ტი, არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცეს­თან, მა­შინ, როცა აღ­მზრდე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­წყე­ბი­თი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გი(?).

- მა­შინ, რა ფუნ­ქცია აქვთ და რაში ერი­ცხე­ბათ ხელ­ფა­სი (600 ლარი) ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ებს?

- ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ებს სხვა­დას­ხვა ბაღ­ში სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ე­ბი აქვთ. ალ­ბათ, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, დი­რექ­ტო­რის ად­გილ­ზე არ­ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მისი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. (სტო­მა­ტო­ლო­გი! - თ.მ.) მე არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ მაქვს, კად­რი, რო­მე­ლიც დამ­ხვდა, უსა­ფუძ­ვლოდ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო.

N211 ბაღ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რეს, გია ბურ­ჯა­ნა­ძე­საც ვთხო­ვეთ.

- ბა­ტო­ნო გია, რო­გორც ვი­ცით, თბი­ლი­სის N211 ბაღ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ბრძან­დე­ბით?

- ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვე­ნი კავ­ში­რის შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია გა­ვი­და ად­გილ­ზე საქ­მის არ­სე­ბი­თად შე­სას­წავ­ლად. მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი არი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი რომ­ლებ­საც წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი აკავ­ში­რებთ სკო­ლამ­დელ სის­ტე­მას­თან. აღ­მოჩ­ნდა, რომ "გა­სა­სა­მარ­თლე­ბელ" აღ­მზრდელს არა­ერ­თგზის ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი საყ­ვე­დუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაც­დო­მე­ბის გამო, რო­გორც ძვე­ლი, ასე­ვე ახა­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან, მაგ­რამ ისე­თი ინ­ცი­დენ­ტის­გან, რაც ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და ბავ­შვებს შო­რის, და­ზღვე­უ­ლი თვი­თონ მშო­ბე­ლიც კი არ არის სახ­ლში. მარ­თა­ლია, აღ­მზრდე­ლის დაბ­ნე­უ­ლო­ბამ მშო­ბე­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ როცა ხარ დი­რექ­ტო­რი და გაქვს პრე­ტენ­ზია - რომ ხარ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, სწო­რედ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უნდა გა­მო­ი­ჩი­ნო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და არა ის მარ­ტი­ვი ქმე­დე­ბა, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი გა­არ­თმევ­და თავს, თა­ნაც უმარ­ტი­ვე­სად.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ჩვე­ნი კო­მი­სია არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აფა­რებს ხელს აღ­მზრდელს, რო­მელ­მაც ვერ მო­ას­წრო თავ­დამ­სხმე­ლი ბავ­შვის დაბ­ლოკ­ვა და მე­ო­რე ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა და­კაწ­ვრის­გან. უბ­რა­ლოდ, იმის მა­გივ­რად, რომ ბა­ღის დი­რექ­ტორს, მაია ქვლი­ვი­ძეს, შუ­ა­მავ­ლის როლი ეკის­რა მშო­ბელ­სა და აღ­მზრდელს შო­რის, გა­ნე­მუხ­ტა სი­ტუ­ა­ცია, პი­რი­ქით, ასე ვთქვათ, სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა... დი­რექ­ტო­რი, შემ­თხვე­ვით მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს შეგ­ნე­ბუ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ უნდა ანი­ჭებ­დეს! და­უდ­გე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მაია თავ­მდე­ბად და მის­ცემს გა­რან­ტი­ას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ან სხვა ბავ­შვის მშო­ბელს, რომ მგსავ­სი არა­ფე­რი არა­სო­დეს მოხ­დე­ბა მის ბაღ­ში?

- თქვენ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით დი­რექ­ტო­რის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - აღ­მზრდე­ლის და­თხოვ­ნას სამ­სა­ხუ­რი­დან?

- დიახ, მას შე­ეძ­ლო და ეს ჩვე­ნი კო­მი­სი­ის წევ­რებ­მაც შეს­თა­ვა­ზეს კო­ლე­გი­ა­ლუ­რად, რა­ზეც ქალ­ბა­ტო­ნი მაია თით­ქოს თა­ნახ­მა იყო, რომ აღ­მზრდე­ლი ლალი მა­ი­სუ­რა­ძე გა­და­ეყ­ვა­ნა სხვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში და ჩა­მო­ექ­ვე­ი­თე­ბი­ნა, ანუ გა­და­ეყ­ვა­ნა აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წედ. გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა მის­თვის სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი უკა­ნას­კნე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბით და პირ­ვე­ლი­ვე, ოდ­ნა­ვი გა­დაც­დე­ნის­თა­ნა­ვე, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ეს აღ­მზრდე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან. ამ საქ­ცი­ე­ლით ის სინ­დი­სის წი­ნა­შეც მარ­თა­ლი იქ­ნე­ბო­და, კო­ლე­გი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლის წი­ნა­შეც, მაგ­რამ, როცა ადა­მი­ანს ჩა­საფ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცია გაქვს და პენ­სი­ამ­დე 3 წელ­დარ­ჩე­ნილ ქვრივ პე­და­გოგს უსახ­სროდ ქუ­ჩა­ში ტო­ვებ (ვგუ­ლის­ხმობ იმ მუხლს რომ­ლი­თაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა) ელე­მენ­ტა­რუ­ლად, არაჰუ­მა­ნუ­რი ხარ. დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც თა­ვის თა­ნამ­შრო­მელს კო­ლე­გი­ა­ლო­ბას არ გა­უ­წევს (და მხო­ლოდ შერ­ჩე­ვი­თი სიმ­პა­თი­ე­ბით მოქ­მე­დებს), ის ვერც ერთ ბავ­შვს ვერ და­ი­ცავს! სა­ერ­თოდ, ჯოხს და­ბალ ღო­ბეს გა­და­ა­ტე­ხენ ხოლ­მე... გა­და­ნა­წილ­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ნაბ­რად დი­რექ­ტორ­ზეც და აღ­მზრდელ­ზეც! ხომ გახ­სოვთ, რამ­დე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გა­წი­რეს და მოსხნეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათი სკო­ლის ბავ­შვე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე მი­ტინგს ეს­წრე­ბოდ­ნენ...

- რა­ღა­ცა იცით და გვი­მა­ლავთ?

- ვიცი ის, რაც მაგ უბან­ში იცის ყვე­ლამ. N211 ბა­ღის დი­რექ­ტორს, მაია ქვლი­ვი­ძეს, არა­ნა­ი­რი კონ­კურ­სი არ აქვს გავ­ლი­ლი, არის ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბით და რაც მთა­ვა­რია, გახ­ლდათ პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცნო­ბი­ლი აქ­ტი­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლია მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნულ ბაღ­ში, ჯერ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო, შემ­დეგ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "და­ა­სა­ჩუქ­რეს" და და­ა­წი­ნა­უ­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ის სპორ­ტის სა­სახ­ლებ­ში მუ­შა­ობ­და... ანუ, არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის სის­ტე­მა­ში(?!)

"ქრო­ნი­კამ" გა­არ­კვია, რომ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი აღ­მზრდე­ლის ად­გილ­ზე და­ი­ნიშ­ნა და და­წი­ნა­ურ­და პირი, რომ­ლის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დიპ­ლომ­შიც წე­რია: პე­და­გო­გი­უ­რი სას­წავ­ლებ­ლის და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გრა­ფა­ში კი: და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, გან­სხვა­ვე­ბით იმ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი აღ­მზრდე­ლის­გან, რო­მე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ცაა - სკო­ლამ­დე­ლი აზ­რდის მე­თო­დი­კა(!) ისე, ვინც არ იცის, შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდა და პე­და­გო­გი­კა-ფსი­ქო­ლო­გია, თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კით, ძი­რე­უ­ლად გან­სხვავ­დე­ბა და­წყე­ბით გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი­უ­რი სპე­ცი­ფი­კის­გან. იმე­დია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ.

თა­მუ­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

სახეჩამოკაწრული ბავშვი და სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი - ინციდენტი თბილისის ბაგა-ბაღში

სახეჩამოკაწრული ბავშვი და სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი - ინციდენტი თბილისის ბაგა-ბაღში

რედაქციაში დაგვიკავშირდნენ, რომ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც დეტალების გარკვევა დავიწყეთ: 2-3-წლიანთა ბაგა-ჯგუფში, სამხრობისას, პატარა აღსაზრდელი მოულოდნელად დაესხა თავს მეორე ბავშვს და სახე ჩამოჰკაწრა. ჯგუფში მხოლოდ აღმზრდელი ლალი მაისურაძე იმყოფებოდა, აღმზრდელის თანაშემწე, დირექტორის ნებართვით, იმ დღეს განთავისუფლებული იყო, რომელიც ამ უკანასკნელმა მისი ადგილი დამლაგებლით ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, ინცინდენტის დროს, ჩამნაცვლებელი დამლაგებელი ოთახში არ იმყოფებოდა. ფაქტი ასეთია: სახეჩამოკაწრული ბავშვი, სამართლიანად შეშფოთებული მშობელი, სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი. დაზარალებული ბავშვის მშობელმა საჭირო ზომების მიღებისთვის განცხადებით N211 ბაღის დირექტორს, მაია ქვლივიძეს მიმართა. ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ აღმზრდელ ლალი მაისურაძეს და თქვენგან, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელისგან, ველით ადეკვატურ რეაგირებას მომხდარზე". ბაღის დირექტორის ადეკვატური მოქმედება აღმზრდელის "მგლის ბილეთით" სამსახურიდან დათხოვნა აღმოჩნდა. ანუ, ბრძანებაში, რომლითაც აღმზრდელი ლალი მაისურაძე გაათავისუფლეს, წერია: "საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის "ზ" და "თ" პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: განთავისუფლებულ იქნას ბაგა-ბაღის 2-3 წლიანთა ჯგუფის აღმზრდელი ლ. მაისურაძე. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე". მკითხველისთვის უკეთ გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ამ მუხლით განთავისუფლებული პირი, საჯარო სამსახურში ვეღარასოდეს იმუშავებს და ვერც ერთი თვის სახელფასო კომპენსაციას მიიღებს.

კითხვა, მიიღო თუ არა დამსახურებული "სასჯელი" აღმზრდელმა და გამოუტანა თუ არა სამართლიანი "განაჩენი" ბაღის დირექტორმა მაია ქვლივიძემ კოლეგას? არის თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება პრევენციული ზომების მიღება-გატარება ბაღის სხვა ბავშვების მიმართ, თუ, მისი გადირექტორებიდან ახლა უკვე მე-8 თანამშრომლის განთავისუფლება პირადი დაინტერესების საფუძველია?

რადგან ქვლივიძე ჩვენს კითხვებზე მხოლოდ ზოგადად პასუხობდა, ამიტომ პასუხი ამ შეკითხვაზე თბილისის ბაგა-ბაღების სამმართველოს სააგენტოს სამსახურის უფროსმა, რამაზ სულამანიძემ გაგვცა:

- როცა აღმზრდელის უყურადღებობა და დაუდევარი მოქმედება ატარებს პერმანენტულ ხასიათს, ბაღის დირექტორს, ბუნებრივია, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს პედაგოგი, მით უმეტეს, თუ არის მშობლის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ეს ადამიანი არ მუშაობდეს ბაღში, იმიტომ, რომ მისი შვილის მსგავსად, სხვაც შეიძლება დადგეს იგივე პრობლემის ან ანალოგიურის წინაშე.

- ჩვენ გავეცანით მშობლის განცხადებას, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა ამ პედაგოგის განთავისუფლებაზე, იქ არ წაგვიკითხავს...

- შეიძლება ეს კონკრეტულად არ ეწერა მათ განცხადებაში, მაგრამ ითქვა...(?) ჩვენ რაიმე პრობლემა ამ აღმზრდელის მიმართ არ გვქონია, უბრალოდ, დირექტორს ჰქონდა პრობლემა. დირექტორი ამ შემთხვევაში არის დამქირავებელი... როცა პრობლემა დგება, ბაღში ის არის პასუხისმგებელი, გადაწყვეტილებას იღებს სწორედ ბაღის დირექტორი. სააგენტო არ ჩავრეულვართ არც ვინმეს განთავისუფლებაში და არც ვინმეს დანიშვნაში. N211 ბაღის დირექტორმა სააგენტოში წარმოადგინა მშობლის საჩივარი და ზოგადად აღწერა სიტუაცია. ჩვენ ვურჩიეთ - მიეღო მას გადაწყვეტილება ისე, როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ.

- კადრები ახსენეთ, ამავე ბაღის დირექტორის მოადგილე პროფესიით სტომატოლოგია...

- არანაირი პრობლემა იმაში არ არის, თუ ამ ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე სტომატოლოგია. ამას არაფერი არ კრძალავს. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს უმაღლესი განათლება(?!). ეს შტატი, არანაირად არ არის დაკავშირებული სააღმზრდელო პროცესთან, მაშინ, როცა აღმზრდელი აუცილებლად უნდა იყოს დაწყებითი სწავლების პედაგოგი(?).

- მაშინ, რა ფუნქცია აქვთ და რაში ერიცხებათ ხელფასი (600 ლარი) ბაღის დირექტორის მოადგილეებს?

- ბაღის დირექტორის მოადგილეებს სხვადასხვა ბაღში სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დირექტორის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება. (სტომატოლოგი! - თ.მ.) მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, კადრი, რომელიც დამხვდა, უსაფუძვლოდ გავათავისუფლო.

N211 ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციის "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარეს, გია ბურჯანაძესაც ვთხოვეთ.

- ბატონო გია, როგორც ვიცით, თბილისის N211 ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ საქმის კურსში ბრძანდებით?

- ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენი კავშირის შესაბამისი კომისია გავიდა ადგილზე საქმის არსებითად შესასწავლად. მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომისიის წევრები არიან კომპეტენტური, პროფესიონალი კადრები რომლებსაც წლების გამოცდილება და თანამდებობები აკავშირებთ სკოლამდელ სისტემასთან. აღმოჩნდა, რომ "გასასამართლებელ" აღმზრდელს არაერთგზის ჰქონდა გამოცხადებული საყვედური პროფესიული გადაცდომების გამო, როგორც ძველი, ასევე ახალი დირექტორებისგან, მაგრამ ისეთი ინციდენტისგან, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ბავშვებს შორის, დაზღვეული თვითონ მშობელიც კი არ არის სახლში. მართალია, აღმზრდელის დაბნეულობამ მშობელი გააღიზიანა, მაგრამ როცა ხარ დირექტორი და გაქვს პრეტენზია - რომ ხარ კარგი მენეჯერი, სწორედ ასეთ სიტუაციებში უნდა გამოიჩინო პროფესიონალიზმი და არა ის მარტივი ქმედება, რასაც ნებისმიერი გაართმევდა თავს, თანაც უმარტივესად.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენი კომისია არავითარ შემთხვევაში არ აფარებს ხელს აღმზრდელს, რომელმაც ვერ მოასწრო თავდამსხმელი ბავშვის დაბლოკვა და მეორე ბავშვის გადარჩენა დაკაწვრისგან. უბრალოდ, იმის მაგივრად, რომ ბაღის დირექტორს, მაია ქვლივიძეს, შუამავლის როლი ეკისრა მშობელსა და აღმზრდელს შორის, განემუხტა სიტუაცია, პირიქით, ასე ვთქვათ, სათავისოდ გამოიყენა ეს კონკრეტული შემთხვევა... დირექტორი, შემთხვევით მომხდარ ინციდენტებს შეგნებულად და მიზანმიმართულად განთავისუფლების ბრძანების კვალიფიკაციას არ უნდა ანიჭებდეს! დაუდგება ქალბატონი მაია თავმდებად და მისცემს გარანტიას დაზარალებული ან სხვა ბავშვის მშობელს, რომ მგსავსი არაფერი არასოდეს მოხდება მის ბაღში?

- თქვენ ეწინააღმდეგებით დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - აღმზრდელის დათხოვნას სამსახურიდან?

- დიახ, მას შეეძლო და ეს ჩვენი კომისიის წევრებმაც შესთავაზეს კოლეგიალურად, რაზეც ქალბატონი მაია თითქოს თანახმა იყო, რომ აღმზრდელი ლალი მაისურაძე გადაეყვანა სხვა ასაკობრივ ჯგუფში და ჩამოექვეითებინა, ანუ გადაეყვანა აღმზრდელის თანაშემწედ. გამოეცხადებინა მისთვის სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით და პირველივე, ოდნავი გადაცდენისთანავე, გაეთავისუფლებინა ეს აღმზრდელი სამსახურიდან. ამ საქციელით ის სინდისის წინაშეც მართალი იქნებოდა, კოლეგისა და დაზარალებული ბავშვის მშობლის წინაშეც, მაგრამ, როცა ადამიანს ჩასაფრებულის პოზიცია გაქვს და პენსიამდე 3 წელდარჩენილ ქვრივ პედაგოგს უსახსროდ ქუჩაში ტოვებ (ვგულისხმობ იმ მუხლს რომლითაც გაათავისუფლა) ელემენტარულად, არაჰუმანური ხარ. დირექტორი, რომელიც თავის თანამშრომელს კოლეგიალობას არ გაუწევს (და მხოლოდ შერჩევითი სიმპათიებით მოქმედებს), ის ვერც ერთ ბავშვს ვერ დაიცავს! საერთოდ, ჯოხს დაბალ ღობეს გადაატეხენ ხოლმე... გადანაწილდეს პასუხისმგებლობა თანაბრად დირექტორზეც და აღმზრდელზეც! ხომ გახსოვთ, რამდენი სკოლის დირექტორი გაწირეს და მოსხნეს "ნაციონალებმა" მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სკოლის ბავშვები პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგს ესწრებოდნენ...

- რაღაცა იცით და გვიმალავთ?

- ვიცი ის, რაც მაგ უბანში იცის ყველამ. N211 ბაღის დირექტორს, მაია ქვლივიძეს, არანაირი კონკურსი არ აქვს გავლილი, არის ტექნიკური განათლებით და რაც მთავარია, გახლდათ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი აქტიური კოორდინატორი. დაახლოებით 4 წელია მუშაობს აღნიშნულ ბაღში, ჯერ დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ ნაციონალებმა "დაასაჩუქრეს" და დააწინაურეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ის სპორტის სასახლებში მუშაობდა... ანუ, არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა სკოლამდელი აღზრდის სისტემაში(?!)

"ქრონიკამ" გაარკვია, რომ განთავისუფლებული აღმზრდელის ადგილზე დაინიშნა და დაწინაურდა პირი, რომლის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომშიც წერია: პედაგოგიური სასწავლებლის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კვალიფიკაციის გრაფაში კი: დაწყებითი კლასების მასწავლებელი, განსხვავებით იმ განთავისუფლებული აღმზრდელისგან, რომელის კვალიფიკაციაცაა - სკოლამდელი აზრდის მეთოდიკა(!) ისე, ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდა და პედაგოგიკა-ფსიქოლოგია, თავისი სპეციფიკით, ძირეულად განსხვავდება დაწყებით განათლების პედაგოგიური სპეციფიკისგან. იმედია, გაითვალისწინებთ.

თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია