მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარა
"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარა

2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და დღემ­დე ამ­ტკი­ცებს, რომ შე­დე­გი მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ვიდ­რე გა­ირ­კვე­ვა, მოკ­ლეს თუ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა ექ­სპრე­მი­ე­რი, გა­ვი­გოთ, რა ხდე­ბო­და 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ზექ­ტუ­რა­ში.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას­თან, რო­მელ­მაც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ იუ­სუ­პო­ვის გვა­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ჟვა­ნი­ას გვამს ძვლო­ვა­ნი ტრავ­მა არ ჰქო­ნია. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი იმ­ხა­ნად სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ:

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა და ექ­სპერ­ტე­ბი ნა­ხა­ვენ, რომ გვამ­ზე ძვლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გია არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზას ორი ვი­დე­ო­კა­მე­რა იღებ­და, ერთი წუ­თი­თაც არ გა­მორ­თუ­ლა. შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვთ ეს ფი­რე­ბი, რო­მე­ლიც ბევრ კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

- ექ­სჰუ­მა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მო­წამ­ვლის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ჩემ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი გა­მოკ­ვლე­ვის ისე­თი მე­თო­დი­კა, რო­მე­ლიც ძვლის მი­ხედ­ვით CO-ს არ­სე­ბო­ბას ად­გენ­დეს. შვე­ი­ცა­რი­ა­ში თუ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს, არ ვიცი.

ამ რან­გის ექ­სპერ­ტი­ზა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

ერ­თა­დერ­თი, რაც ექ­სჰუ­მა­ცი­ის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს, ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ტრავ­მის აღ­მო­ჩე­ნაა. ათი სა­უ­კუ­ნეც რომ გა­ვი­დეს, გა­მოჩ­ნდე­ბა, ჰქონ­და თუ არა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას თავ­ზე ჭრი­ლო­ბა.

- რა წე­რია თქვენს დას­კვნა­ში?

- ჩემს სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა­ში ორი­ვე გა­მოკ­ვლე­ვის (თბი­ლი­სის და FBI-ს) მო­ნა­ცე­მე­ბია შე­ჯა­მე­ბუ­ლი. ჟვა­ნი­ა­სა და იუ­სუ­პო­ვის სის­ხლში აღი­ნიშ­ნე­ბო­და ნახ­შირ­ჟან­გის (CO ) დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 8-10 ერ­თე­უ­ლით მა­ღა­ლი იყო ამე­რი­კელ­თა დას­კვნა­ში.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა CO -თი მო­წამ­ვლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვა?

- COO-თი მო­წამ­ვლას ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­ქო­ქი­ლი მან­ქა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვიც იწ­ვევს. სწო­რედ იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც ეს ტრა­გე­დია მოხ­და, ერთ-ერთ რუ­სულ ტე­ლე­არხზე სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს სი­თხე, ხუთ­ვა­ლენ­ტი­ან რკი­ნას­თან შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნახ­შირ­ჟან­გი, რომ­ლის 2 მლ საკ­მა­რი­სია, რომ ზუს­ტად ისე­თი შე­დე­გი დად­გეს, რაც ჟვა­ნი­ას შემ­თხვე­ვა­ში. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ფილ­ტვე­ბი­დან შევა ნახ­შირ­ჟან­გი ორ­გა­ნიზ­მში თუ კუ­ჭი­დან? ძნე­ლია იმის თქმა, პრე­მი­ე­რი მო­ი­წამ­ლა თუ მო­წამ­ლეს, ამის დად­გე­ნა გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. აჩ­ვე­ნონ ის ფი­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თქვან ყვე­ლა­ფე­რი! ამ საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლიც კი არა ვარ, მაგ­რამ ერთი შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო: თუ დად­გინ­და, რომ ეს არ იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, იცო­დეთ, გარ­დაც­ვა­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ნახ­შირ­ჟან­გით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. იმი­ტომ, რომ გვამ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა!

- ალ­ბათ, არ მი­წყენთ, თუ შე­გახ­სე­ნებთ, რა გზით მო­ი­პო­ვე­ბო­და წინა რე­ჟი­მის დროს ექ­სპერ­ტი­ზის სა­სურ­ვე­ლი დას­კვნე­ბი. თქვენ­ზეც ხომ არ ყო­ფი­ლა ზე­წო­ლა?

- არა­ვი­თა­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა. გვა­მი გავკვე­თე და ვნა­ხე, რომ ერთი წერ­ტი­ლი არ ჰქო­ნია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

- ოპე­რა­ტო­რე­ბის გარ­და ვინ ეს­წრე­ბო­და ექ­სპერ­ტი­ზას და რა­ტომ?

- რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ზექ­ტუ­რა­ში იყ­ვნენ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის სა­ოც­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი: გო­გო­რიშ­ვი­ლი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ბა­რა­მი­ძე და სხვე­ბი. სა­ნამ გვა­მის გაკ­ვე­თას და­ვი­წყებ­დით, მორ­გში იყო ჟვა­ნი­ას გუნ­დის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მე­უღ­ლეც იქ იყო, გვა­მი ჯერ კი­დევ თბი­ლი იყო, ეფე­რე­ბო­და და ტი­რო­და. შე­იძ­ლე­ბა, ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს გვა­მი და ნა­ტყვი­ა­რი გა­მო­ე­პა­როს? რაც შე­ე­ხე­ბა კე­ფა­ზე ჭრი­ლო­ბას (რა­საც მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ავ­რცე­ლებს), გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ მხო­ლოდ კე­ფა­ზე კი არა, გულ­მკერ­დზეც კეთ­დე­ბა კვე­თა.

- მა­შინ­დელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვი­დე­ო­ფირ­ში ჩანს, რომ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გუ­რამ დო­ნა­ძე მუდ­მი­ვად დაგ­ყვე­ბო­დათ. რა­ტომ?

- რა ვიცი, რას გა­ი­გებ, რა ედო გუ­ნე­ბა­ში, ალ­ბათ, იმის­თვის, რომ კო­მენ­ტა­რე­ბი ლა­კო­ნი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ეს არ მო­უ­თხო­ვია. პრო­ზექ­ტუ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ებს პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი და დო­ნა­ძე ნამ­დვი­ლად გვერ­დით მედ­გა. ორი­ვე გვა­მი ზე­დი­ზედ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ და და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 5-6 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მორ­გი­დან რომ გა­მო­ვე­დით. ვთქვი, რომ პირ­ვე­ლა­დი გა­მოკ­ვლე­ვით საქ­მე გვაქვს CO-თი მო­წამ­ვლას­თან და არა­ვი­თა­რი ტრავ­მის ნიშ­ნე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა-მეთ­ქი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარა

"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარა

2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დაიწყო და დღემდე ამტკიცებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. ვიდრე გაირკვევა, მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ექსპრემიერი, გავიგოთ, რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში.

გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან, რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამების პირველადი ექსპერტიზა ჩაატარა და ირწმუნება, რომ ჟვანიას გვამს ძვლოვანი ტრავმა არ ჰქონია. ბატონი ლევანი იმხანად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ:

- კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ექსჰუმაციის შემთხვევაში, მოწამვლის დადგენა შესაძლებელია?

- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით CO-ს არსებობას ადგენდეს. შვეიცარიაში თუ ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდები არსებობს, არ ვიცი.

ამ რანგის ექსპერტიზა საქართველოში არ ჩატარებულა.

ერთადერთი, რაც ექსჰუმაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. ათი საუკუნეც რომ გავიდეს, გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა.

- რა წერია თქვენს დასკვნაში?

- ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.

- შესაძლებელია თუ არა CO -თი მოწამვლის ხელოვნურად გამოწვევა?

- COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. სწორედ იმ დღეებში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სამხედრო ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებობს სითხე, ხუთვალენტიან რკინასთან შეკავშირებული ნახშირჟანგი, რომლის 2 მლ საკმარისია, რომ ზუსტად ისეთი შედეგი დადგეს, რაც ჟვანიას შემთხვევაში. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!

- ალბათ, არ მიწყენთ, თუ შეგახსენებთ, რა გზით მოიპოვებოდა წინა რეჟიმის დროს ექსპერტიზის სასურველი დასკვნები. თქვენზეც ხომ არ ყოფილა ზეწოლა?

- არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული.

- ოპერატორების გარდა ვინ ესწრებოდა ექსპერტიზას და რატომ?

- რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა.

- მაშინდელ სატელევიზიო ვიდეოფირში ჩანს, რომ ამ საკითხზე კომენტირებისას გურამ დონაძე მუდმივად დაგყვებოდათ. რატომ?

- რა ვიცი, რას გაიგებ, რა ედო გუნებაში, ალბათ, იმისთვის, რომ კომენტარები ლაკონიური ყოფილიყო, თუმცა, ეს არ მოუთხოვია. პროზექტურიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებს პირველი ინტერვიუ მივეცი და დონაძე ნამდვილად გვერდით მედგა. ორივე გვამი ზედიზედ გამოვიკვლიეთ და დაახლოებით საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, მორგიდან რომ გამოვედით. ვთქვი, რომ პირველადი გამოკვლევით საქმე გვაქვს CO-თი მოწამვლასთან და არავითარი ტრავმის ნიშნები არ აღინიშნება-მეთქი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ