პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილამაზის სალონები, როგორც ინფექციური დაავადებების პოტენციური გადამტანები
სილამაზის სალონები, როგორც ინფექციური დაავადებების პოტენციური გადამტანები

თბი­ლის­ში დღეს­დღე­ო­ბით, 2 ათას­ზე მეტი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნია. გარ­და რამ­დე­ნი­მე ბრენ­დუ­ლი სა­ლო­ნი­სა, სა­დაც ხელ­სა­წყო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბი აქვთ, უმ­რავ­ლე­სო­ბა, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნის ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს იცავს. სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არ­სე­ბობს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს ამოწ­მებს. მომ­ხმა­რებ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა მხო­ლოდ სა­ლო­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სინ­დი­სი­ე­რე­ბა­სა და თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლის "ფხი­ზელ თვალ­ზეა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, დის­კომ­ფორ­ტს მსგავ­სი სი­ფხიზ­ლეც ქმნის, რად­გან თუ სა­ლონ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი, ჩათ­ვლი­ან, რომ პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ინ­ტრი­გა­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ. ამის გამო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ლო­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შეც კი და­გა­ტო­ვე­ბი­ნონ... ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, გვაქვს თუ არა მი­ზე­ზი, გვე­ში­ნო­დეს სა­ლო­ნებ­ში ვი­ზი­ტის. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ჩვენს ლა­მაზ ფრჩხილს, წარბს ან ტა­ტუს თან "სა­ჩუქ­რად" აივ ან ჰე­პა­ტი­ტე­ბის ვირუ­სი მოჰ­ყვეს...

ანა­ნო თავ­დგი­რი­ძე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი:

"სი­ლა­მა­ზის სა­ლონს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვა­კი­თხავ, რად­გან სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სით ვსარ­გებ­ლობ. მსმე­ნია, რომ ფრჩხი­ლე­ბის გა­კე­თე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, სა­ლონ­ში სა­კუ­თა­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის ნაკ­რე­ბით დავ­დი­ვარ. მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ერთ-ერთ სა­ლონ­ში ვი­კი­თხე, ხდე­ბო­და თუ არა ხელ­სა­წყო­ე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია, ინ­ტრი­გა­ნად "მომ­ნათ­ლეს"... ამის კულ­ტუ­რაც უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ მსგავ­სი კი­თხვე­ბის დას­მა შე­უ­რა­ცხყო­ფად არ მი­ი­ღონ".

ფატი სა­ნებ­ლი­ძე, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი:

"იცით, დე­ზინ­ფექ­ცი­ას ვა­კე­თებთ ხოლ­მე. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა ტარ­დე­ბა. არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ, რომ წარ­ბის პინ­ცეტს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხარ­შავს, - გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე ორი პინ­ცე­ტით ვმუ­შა­ობ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მათ ხარ­შვას ვე­ლო­დო... ერ­თა­დერ­თი, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს შეგ­ვიძ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შევ­თა­ვა­ზოთ - სიმ­შვი­დის­თვის სა­კუ­თა­რი ხელ­სა­წყო მო­ი­ტა­ნონ."

ნინო ბად­რი­ძე, შიდსის ცენ­ტრის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე:

- მოდი, უპირ­ვე­ლე­სად, ტერ­მი­ნე­ბი გან­ვმარ­ტოთ სწო­რად, რად­გან არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზოგ­ჯერ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლიც კი არას­წო­რად იყე­ნებს ტერ­მი­ნებს - შიდსი და აივ-ინ­ფექ­ცია. შიდსი, ეს არის და­ა­ვა­დე­ბის ბოლო სტა­დია, როცა პა­ცი­ენტს და­ა­ვა­დე­ბა უკვე კლი­ნი­კუ­რად უვ­ლინ­დე­ბა. რო­დე­საც აივ-ინ­ფექ­ცია ერთი ადა­მი­ა­ნის­გან მე­ო­რეს გა­და­ე­ცე­მა და ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდე­ბა, იწ­ვევს შიდსის და­ა­ვა­დე­ბას.

- გა­სა­გე­ბია, ახლა კი სა­ლო­ნებ­ში აივ-ინ­ფექ­ცი­ი­სა და ჰე­პა­ტი­ტე­ბის გა­და­ცე­მის რის­კზე ვი­სა­უბ­როთ...

- რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში ამ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რისკს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არ­სე­ბობს, რომ ვირუ­სი ერთი ადა­მი­ა­ნის­გან მე­ო­რეს სა­ლონ­ში მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას გა­და­ე­დოს. მა­მა­კა­ცის წვე­რის გა­პარსვი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, იარ­სე­ბებს გა­და­დე­ბის რის­კი, თუ სტი­ლის­ტი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ მა­მა­კაცს ჰპარ­სავს წვერს და შემ­დეგ, ძა­ლი­ან მალე, იგი­ვე სა­პარ­სით, ყო­ველ­გვა­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და დე­ზინ­ფექ­ცი­ის გა­რე­შე ჯან­მრთელ მა­მა­კაცს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ვფიქ­რობ, ჩვენს სა­ლო­ნებ­ში ამის პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს.

- დე­ზინ­ფექ­ცია მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხავს ვირუ­სის გა­და­დე­ბის რისკს?

- თუ დე­ზინ­ფექ­ცია სწო­რა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავს ამ რისკს. აივ-ინ­ფექ­ცია რამ­დე­ნა­დაც აგ­რე­სი­უ­ლია ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რის შემ­დგომ, იმ­დე­ნად უსუ­სუ­რი და სუს­ტი ვირუ­სია გა­რე­მო­ში. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­გა­ლი­თად, 70-გრა­დუ­სი­ან სპირ­ტში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ან ქლო­რა­მი­ნის 6-პრო­ცენ­ტი­ან ხსნარ­ში ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ჩა­დე­ბა.

- ზო­გი­ერ­თი სა­ლო­ნის მფლო­ბე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ აქვთ სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი, თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც ჰე­პა­ტი­ტე­ბის ვირუსს მთლი­ა­ნად ანად­გუ­რებს, საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია და ამის ფუ­ფუ­ნე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ლონ­შია...

- აივ-ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჰე­პა­ტი­ტე­ბის ვირუ­სი, რო­გორც წესი, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია. ჰე­პა­ტი­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მხო­ლოდ დე­ზინ­ფექ­ცია, შე­საძ­ლოა, საკ­მა­რი­სი არ იყოს. მათი გა­და­ცე­მის რის­კი უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე აივ-ის. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ესეც გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- რაც შე­ე­ხე­ბა წარ­ბე­ბის კო­რექ­ცი­ას? ხდე­ბა ხოლ­მე, როცა კანი წარ­ბის ამო­ღე­ბი­სა­საც ზი­ან­დე­ბა...

- ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოვ­რი­ცხავ. წარ­ბის ამო­ღე­ბი­სას პინ­ცეტ­ზე იმ­დე­ნად მი­ნი­მა­ლუ­რი სის­ხლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, გა­მო­რი­ცხუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რეს ვირუ­სი გა­და­ე­ცეს.

- გა­მო­დის, სის­ხლის რა­ო­დე­ნო­ბა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. აივ-ინ­ფექ­ცია გა­და­ე­ცე­მა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა სის­ხლი ჭრი­ლო­ბის შიგ­ნით მოხ­ვდე­ბა. წარ­ბის ამო­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მოხ­დე­ბა. წარ­ბის კო­რექ­ცი­ი­სას, გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა.

- სა­ლო­ნებ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა არ­სე­ბობს?

- სტა­ტის­ტი­კას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვაგ­რო­ვებთ, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ო­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა შემ­თხვე­ვა, რომ­ლი­თაც გა­ირ­კვა, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა სწო­რედ სა­ლონ­ში მოხ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ანს აქვს და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ დროს თქვა, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ლონ­ში მოხ­და. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: სა­ლონ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სილამაზის სალონები, როგორც ინფექციური დაავადებების პოტენციური გადამტანები

სილამაზის სალონები, როგორც ინფექციური დაავადებების პოტენციური გადამტანები

თბილისში დღესდღეობით, 2 ათასზე მეტი სილამაზის სალონია. გარდა რამდენიმე ბრენდული სალონისა, სადაც ხელსაწყოების სრულფასოვანი სტერილიზაციისათვის საჭირო დანადგარები აქვთ, უმრავლესობა, ძირითადად, მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს იცავს. სახელმწიფოში არ არსებობს სამსახური, რომელიც კოსმეტოლოგიური დაწესებულებების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მომხმარებლის უსაფრთხოება მხოლოდ სალონის მომსახურე პერსონალის სინდისიერებასა და თავად მომხმარებლის "ფხიზელ თვალზეა" დამოკიდებული. თუმცა, დისკომფორტს მსგავსი სიფხიზლეც ქმნის, რადგან თუ სალონში ჰიგიენური ნორმებით დაინტერესდები, ჩათვლიან, რომ პრეტენზიული და ინტრიგანი მომხმარებელი ხარ. ამის გამო, შესაძლებელია, სალონი მომსახურების გარეშეც კი დაგატოვებინონ... ვეცადეთ, გაგვერკვია, გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის. შესაძლებელია თუ არა, ჩვენს ლამაზ ფრჩხილს, წარბს ან ტატუს თან "საჩუქრად" აივ ან ჰეპატიტების ვირუსი მოჰყვეს...

ანანო თავდგირიძე, მომხმარებელი:

"სილამაზის სალონს კვირაში რამდენჯერმე ვაკითხავ, რადგან სხვადასხვა სერვისით ვსარგებლობ. მსმენია, რომ ფრჩხილების გაკეთება დაინფიცირების რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სალონში საკუთარი ხელსაწყოების ნაკრებით დავდივარ. მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ სალონში ვიკითხე, ხდებოდა თუ არა ხელსაწყოების სტერილიზაცია, ინტრიგანად "მომნათლეს"... ამის კულტურაც უნდა არსებობდეს, რომ მსგავსი კითხვების დასმა შეურაცხყოფად არ მიიღონ".

ფატი სანებლიძე, სილამაზის სალონის თანამშრომელი:

"იცით, დეზინფექციას ვაკეთებთ ხოლმე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის მომსახურება ტარდება. არავინ მოგატყუოთ, რომ წარბის პინცეტს დღეში რამდენჯერმე ხარშავს, - გამორიცხულია. მე ორი პინცეტით ვმუშაობ, შეუძლებელია, დღეში რამდენიმე საათი მათ ხარშვას ველოდო... ერთადერთი, რაც მომხმარებლებს შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის შევთავაზოთ - სიმშვიდისთვის საკუთარი ხელსაწყო მოიტანონ."

ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე:

-  მოდი, უპირველესად, ტერმინები განვმარტოთ სწორად, რადგან არა მხოლოდ საზოგადოება, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალიც კი არასწორად იყენებს ტერმინებს - შიდსი და აივ-ინფექცია. შიდსი, ეს არის დაავადების ბოლო სტადია, როცა პაციენტს დაავადება უკვე კლინიკურად უვლინდება. როდესაც აივ-ინფექცია ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა და ორგანიზმში მოხვდება, იწვევს შიდსის დაავადებას.

-  გასაგებია, ახლა კი სალონებში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების გადაცემის რისკზე ვისაუბროთ...

-  რაც შეეხება სილამაზის სალონებში ამ ინფექციის გადაცემის რისკს, ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, რომ ვირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს სალონში მიღებული მომსახურებისას გადაედოს. მამაკაცის წვერის გაპარსვისას შესაძლებელია კანის დაზიანება. გარკვეულწილად, იარსებებს გადადების რისკი, თუ სტილისტი აივ-ინფიცირებულ მამაკაცს ჰპარსავს წვერს და შემდეგ, ძალიან მალე, იგივე საპარსით, ყოველგვარი დამუშავებისა და დეზინფექციის გარეშე ჯანმრთელ მამაკაცს მოემსახურება. ვფიქრობ, ჩვენს სალონებში ამის პრობლემა არ უნდა იყოს.

-  დეზინფექცია მთლიანად გამორიცხავს ვირუსის გადადების რისკს?

-  თუ დეზინფექცია სწორადაა გაკეთებული, აბსოლუტურად გამორიცხავს ამ რისკს. აივ-ინფექცია რამდენადაც აგრესიულია ორგანიზმში შეჭრის შემდგომ, იმდენად უსუსური და სუსტი ვირუსია გარემოში. ამიტომ აუცილებელია მაგალითად, 70-გრადუსიან სპირტში რამდენიმე საათით ან ქლორამინის 6-პროცენტიან ხსნარში ინსტრუმენტების ჩადება.

-  ზოგიერთი სალონის მფლობელის განცხადებით, მათ აქვთ სტერილიზაციის აპარატები, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ აპარატი, რომელიც ჰეპატიტების ვირუსს მთლიანად ანადგურებს, საკმაოდ ძვირად ღირებულია და ამის ფუფუნება მხოლოდ რამდენიმე სალონშია...

-  აივ-ისგან განსხვავებით, ჰეპატიტების ვირუსი, როგორც წესი, ბევრად უფრო ძლიერია. ჰეპატიტების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ დეზინფექცია, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. მათი გადაცემის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე აივ-ის. თუმცა, პრაქტიკულად, ესეც გამორიცხულია.

-  რაც შეეხება წარბების კორექციას? ხდება ხოლმე, როცა კანი წარბის ამოღებისასაც ზიანდება...

-  ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. წარბის ამოღებისას პინცეტზე იმდენად მინიმალური სისხლის რაოდენობა შეიძლება აღმოჩნდეს, გამორიცხულია ერთი ადამიანიდან მეორეს ვირუსი გადაეცეს.

-  გამოდის, სისხლის რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა?

-  რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აივ-ინფექცია გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სისხლი ჭრილობის შიგნით მოხვდება. წარბის ამოღების შემთხვევაში კი ეს ვერანაირად ვერ მოხდება. წარბის კორექციისას, გარანტიას გაძლევთ, დაინფიცირება არ მოხდება.

-  სალონებში დაინფიცირების შემ­თხვევების სტატისტიკა არსებობს?

-  სტატისტიკას შეძლებისდაგვარად, ვაგროვებთ, თუმცა, ოფიციალურად არ არსებობს. შემიძლია გითხრათ, რომ არათუ საქართველოში, მსოფლიოში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომლითაც გაირკვა, რომ დაინფიცირება სწორედ სალონში მოხდა. წარმოიდგინეთ, ადამიანს აქვს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ჩატარებული აქვს სამედიცინო მანიპულაციები. შეუძლებელია, ამ დროს თქვა, რომ დაინფიცირება მაინცდამაინც სალონში მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სალონში დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია, თითქმის ნულის ტოლია.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია