პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს დეპრესიული პერიოდი და როგორ ახერხებს როსტო მის დამშვიდებას
როდის აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს დეპრესიული პერიოდი და როგორ ახერხებს როსტო მის დამშვიდებას

ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბა წლე­ბია, გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მეხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ლე­ვა­ნი კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბა "ნა­ნუ­კას შოუს" და მისი თა­ნა­წამ­ყვა­ნი გახ­დე­ბა. მე­გობ­რებს სტუ­დი­ა­ში ვეს­ტუმ­რე. მა­გი­და­ზე ულა­მა­ზე­სი ტორ­ტი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც თურ­მე, ნა­ნუ­კას ერთ-ერ­თმა რეს­პონ­დენ­ტმა მი­არ­თვა.

- რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა?

ნა­ნუ­კა:

- ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის - თათა სა­ხე­ლაშ­ვი­ლის ძმა ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ მოკ­ლეს. მე და თათა ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ძმა ზუ­კაც სულ ჩვენ­თან იყო. ზუკა და როს­ტო უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და მას მერე, რაც ის დავ­კარ­გეთ, როს­ტო­ზე გა­და­ვი­ტა­ნეთ ყუ­რა­დღე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, ზუკა ვინ­მემ ჩა­ა­ნაც­ვლოს, მაგ­რამ როს­ტო­ზე რომ ვზრუ­ნავ­დით, ამით თით­ქოს, თავს ვიმ­შვი­დებ­დით. მე ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი მყავს და როს­ტო მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია.

- ალ­ბათ ერ­თმა­ნეთს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უდ­გა­ხართ მხარ­ში...

- როს­ტო არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სულ მხარ­ში მიდ­გას. სხვა­თა შო­რის, მეც ვზრუ­ნავ მას­ზე: ვა­კონ­ტრო­ლებ როს­ტოს გა­რეგ­ნო­ბას, "ფე­ის­ბუკ­ზე" და­დე­ბულ ფო­ტო­ებს, რო­მელ გო­გოს­თან და­დის და ა.შ. მოკ­ლედ, "შეჭ­მუ­ლი" მყავს.

ლე­ვა­ნი:

- რვა წე­ლია, ამათ გამო ქა­ლებ­ში არ ვყო­ფილ­ვარ (იცი­ნის).

ნა­ნუ­კა:

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მე და თათა ვთხოვთ, კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნოს, ეს კი გვე­უბ­ნე­ბა, - თქვენ ახლა სახ­ლში წა­დით, მე საქ­მე­ე­ბი მაქ­ვსო, ე.ი. ვი­ღაც გოგო ჰყავს შერ­ჩე­უ­ლი (იცი­ნის). ჰოდა, იცის, რომ მის რჩე­ულს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­ვა­მოწ­მებთ. ვაკ­ვირ­დე­ბით კო­ჭის სიწ­ვრი­ლეს, თვალს, წელს, ენის სიგ­რძეს და ა.შ. ასე­ვე, ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ - როს­ტოს მე­გობ­რებს რო­გორ მიგ­ვი­ღებს... ამ ბოლო დროს წნე­ვა მა­წუ­ხებს და როს­ტოს გა­მუდ­მე­ბით ჩემ გვერ­დით ყოფ­ნას ვთხოვ.

ლე­ვა­ნი:

- ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან მში­შა­რაა. სულ ჰგო­ნია, რომ კიბო აქვს და გა­მოკ­ვლე­ვებს იტა­რებს.

ნა­ნუ­კა:

- მარ­თალს ამ­ბობს, გა­მოკ­ვლე­ვებს ნამ­დვი­ლად ხში­რად ვი­ტა­რებ.

- ასეთ დროს მის დამ­შვი­დე­ბას რო­გორ ახერ­ხებ?

ლე­ვა­ნი:

- სა­ა­მი­სოდ გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ, მის გვერ­დით ვზი­ვარ.

- ალ­ბათ კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ბევ­რჯერ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ.

ნა­ნუ­კა:

- ბოლო შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: Gallery-ში ვი­ყა­ვით მე, როს­ტო და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სან­დრო კა­კუ­ლია (სან­დრექ­სა). იქი­დან დი­ლის 8 სა­ათ­ზე მოგ­ვიხ­და გა­მოს­ვლა. ცუ­დად არ გა­მი­გოთ, მაგ­რამ ხალ­ხი მეც მიც­ნობს და სან­დრექ­სა­საც, მაგ­რამ ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, მძღოლ­მა ჩვენ "იგ­ნო­რი" გაგ­ვი­კე­თა, როს­ტოს კი უთხრა, - ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემს მან­ქა­ნა­ში რომ ზი­ხა­რო და ფული არ გა­მოგ­ვარ­თვა.

ლე­ვა­ნი:

- მძღო­ლი კა­ხე­ლი იყო. ჰოდა, რო­გორც მე მიყ­ვარს კა­ხე­ლე­ბი, ისე ვუყ­ვარ­ვარ მა­თაც...

- რა კონ­კრე­ტულ თვი­სე­ბებს აფა­სებთ ერ­თმა­ნეთ­ში?

- ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და არას­დროს და­ვუ­კარ­გავ იმას, რაც ერ­თად გა­ვი­ა­რეთ; ვუფრ­თხილ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს, რაც ერ­თად შევ­ქმე­ნით.

ნა­ნუ­კა:

- კონ­კრე­ტუ­ლად როს­ტოს რო­მე­ლი თვი­სე­ბა მომ­წონს, ვერ გე­ტყვით. რაც დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ ეს მშვი­დია, მე - ფი­ცხი და ერ­თმა­ნეთს ვა­ბა­ლან­სებთ.

ლე­ვა­ნი:

- ნა­ნუ­კას შვილ­თან - მა­რი­ამ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ. ის ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია.

ნა­ნუ­კა:

- ჩემი ძმის მე­გო­ბა­რიც არის და ირაკ­ლის­თა­ნაც ძმა­კა­ცუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

- ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ბი­ჭი­სა და გო­გოს მე­გობ­რო­ბის არ სჯე­რა. თქვენ რა აზ­რის ხართ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით?

- ვინც ქა­ლი­სა და კა­ცის მე­გობ­რო­ბა­ზე ცუ­დად ფიქ­რობს, დე­გე­ნე­რა­ტია.

ლე­ვა­ნი:

- ასე არა­ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ.

ნა­ნუ­კა:

- სა­ერ­თოდ, ბი­ჭებ­თან მე­გობ­რო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, როს­ტოს­ნა­ი­რი ძმა­კა­ცი მე­ო­რე არ მყავს. მიყ­ვარს "კა­ცურ თე­მებ­ზე" ლა­პა­რა­კი და არ მომ­წონს ჭო­რა­ო­ბა. არას­დროს ვსა­უბ­რობ ბრენ­დებ­ზე, "რა გაც­ვია, რა მაც­ვი­ა­ზე", მძულს ასე­თი სნო­ბუ­რი რა­ღა­ცე­ბი. ხუთ ბი­ჭთან ერ­თად ხში­რად მნა­ხავთ. ნა­ი­ა­რე­ვიც იმი­ტომ მაქვს შუბ­ლზე, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბის დამ­ტვრე­ვა მიყ­ვარ­და.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ გაკ­რი­ტი­კებთ, ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვთ?

ლე­ვა­ნი:

- ჩემი თან­დას­წრე­ბით ნა­ნუ­კას ვე­რა­ვინ გა­აკ­რი­ტი­კებს. მას­ზე ცუდ კო­მენ­ტა­რებს მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ წა­ვა­წყდე­ბი, მაგ­რამ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ვერ ავ­ყვე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, ნა­ნუ­კას აღი­ზი­ა­ნებს ასე­თი რა­ღა­ცე­ბი და ვი­ღა­ცებს ეპა­სუ­ხე­ბა ხოლ­მე (იცი­ნის).

ნა­ნუ­კა:

- ჯან­საღ კრი­ტი­კას მი­ვი­ღებ. მა­გა­ლი­თად, ადრე მე­ტყვე­ლე­ბის გამო გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ. ჰოდა, ეს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, ორი­ვე მე­ტყვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თან დავ­დი­ო­დით.

ლე­ვა­ნი:

- ვიცი, რომ მე­ტყვე­ლე­ბა არ მი­ვარ­გა. რას ვი­ზამ, ყვე­ლა­ფერ­ში მა­გა­რი ხომ ვერ ვიქ­ნე­ბი (იცი­ნის)?! იმ დო­ნე­ზე ვერ ვმე­ტყვე­ლებ, რომ და­ვუშ­ვათ, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ამ­პლუა მო­ვირ­გო.

ნა­ნუ­კა:

- არა­და, მე "ვე­ქა­ჩე­ბი", რომ ილა­პა­რა­კოს. სხვა­თა შო­რის, ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­სუქ­და და ვე­უბ­ნე­ბი, რომ სპორ­ტს არ უნდა და­ა­ნე­ბოს თავი.

ლე­ვა­ნი:

- ძა­ლი­ან მძი­მე, ნევ­რო­ზუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, მით უმე­ტეს მა­შინ, თუ მშია. ამი­ტომ ვამ­ბობ: დი­ე­ტის დაც­ვა არ მი­ღირს იმად, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ვი­ფუ­ჭო.

- ბოლო დროს შენ­ზე და ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ...

- ნუკი ჩემი მე­გო­ბა­რია. ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა­ში ნა­ხეთ, დად­გმუ­ლი იყო: ჯერ უნდა გვეფ­ლირ­ტა­ვა და მერე გავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცეკ­ვა­ოდ. გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­ვი­ა­დეს... ისე, ნუკი კარ­გი გო­გოა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი (იცი­ნის).

- ნა­ნუ­კა, ახა­ლი სე­ზო­ნის პირ­ველ გა­და­ცე­მა­ზე რას იტყვი, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე ძა­ლი­ან ელო­დე­ბო­და?

ნა­ნუ­კა:

- დიახ, ეს იყო გა­და­ცე­მა, რომ­ლი­თაც მა­ღა­ლი "ლე­ვე­ლი" ავ­წიე. ჩემი პრო­ექ­ტე­ბი არას­დროს მომ­წონს, სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი არას­დროს ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ცე­მას ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. ვფიქ­რობ, ნა­ნუ­კამ წლე­ბის წინ მაგ­რად და­ი­წყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ პრობ­ლე­მას აწყდე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ჩემს ძმას რომ იჭერ­დნენ, მე გა­და­ცე­მას ვწერ­დი და ვი­ძახ­დი: ცხო­ვე­ლი ვარ-მეთ­ქი. ამას და­ემ­თხვა ისიც, რომ მა­რი­ა­მი სას­წავ­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და და გი­ჟუ­რი დეპ­რე­სია და­მე­წყო... სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მა­გა­რი ტიპი გვყავს, მაგ­რამ ამ მა­გარ ტი­პებ­ში არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ნინო ქა­თა­მა­ძე თვითმფრი­ნა­ვია, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე - ტან­კი. როცა მათ ვუს­მენ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, ცეკ­ვა მინ­დე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემი "სუს­ტი წერ­ტი­ლია". სამი წელი "ვჩა­ლი­ჩობ­დი", რომ ჩემს გა­და­ცე­მა­ში ორი­ვე ერ­თად მო­მეწ­ვია, მაგ­რამ ვერც ერთს ვერ ვი­თან­ხმებ­დი. ბო­ლოს, მი­ზანს მი­ვაღ­წიე. სხვა­თა შო­რის, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ასეთ პრო­ექტს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. ვფიქ­რობ, ის, რაც ქარ­თველ­მა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა, გა­და­ცე­მა კი არა, "ფსი­ხო­ბა შოუ" იყო. ძა­ლი­ან მა­გა­რი კონ­ცერ­ტი ვა­ჩუ­ქე ქარ­თველ გე­მოვ­ნე­ბი­ან მსმე­ნელს; იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კი­სა და ნო­ტის ფასი იცი­ან... მი­ხა­რია, რომ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" როს­ტოც დაბ­რუნ­და. მა­ყუ­რე­ბელს ვპირ­დე­ბი: ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გა­გაკ­ვირ­ვებთ და სი­ტყვა "ექ­სკლუ­ზივ­საც" კი­დევ ბევ­რჯერ ვი­ტყვი.

- რას ურ­ჩევთ მე­გობ­რებს? რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იმის­თვის, რომ ისე­თი­ვე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ, რო­გო­რიც თქვენ გაქვთ?

ლე­ვა­ნი:

- უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დეთ...

ნა­ნუ­კა:

- მხო­ლოდ ამას ურ­ჩევ, როს­ტო?.. ვის ემე­სი­ჯე­ბი? ვი­ღაც ცხენს, არა (იცი­ნის)?

ლე­ვა­ნი:

- კი­დევ, ჩემს ნერ­ვებს გა­უფრ­თხილ­დნენ, არ გა­მაბ­რა­ზონ.

ნა­ნუ­კა:

- ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რამ არის გულ­წრფე­ლო­ბა. მე­გო­ნა, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრი­ზი­სე­ბის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მათი რი­ცხვი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ყო­ფი­ლა. ჰოდა, ახლა ნამ­დვილ მე­გობ­რებს ვუფრ­თხილ­დე­ბი.

- ეს დიდი და ლა­მა­ზი ტორ­ტი ვინ მო­გარ­თვათ?

ნა­ნუ­კა:

- ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა - მომ­ღე­რალ­მა ანი სი­რა­ძემ მოგ­ვარ­თვა. ახლა დავ­ჭრი, მაგ­რამ მე ვერ შევ­ჭამ, რად­გან დი­ე­ტა­ზე ვარ.

P.S. ნა­ნუ­კას სა­ოც­ნე­ბო გა­და­ცე­მას, სა­დაც ნინო ქა­თა­მა­ძის, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძი­სა და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ტრიო შედ­გა, მა­ყუ­რებ­ლის­გან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. მათი აზ­რით, ეს არ იყო ის, რა­საც წამ­ყვა­ნი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ჰპირ­დე­ბო­და და ზოგი აკ­რი­ტი­კებ­და, ზო­გიც - აქებ­და. ნა­ნუ­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­კუ­თარ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ მის გა­და­ცე­მას რე­ი­ტინ­გით თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა გა­უს­წრო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ჩვენც ვთხო­ვეთ, მაგ­რამ არაფ­რის თქმა არ ისურ­ვა. ვფიქ­რობ, რომ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ და­ო­ბენ და ნე­ბის­მი­ერ ამ­ბავს - კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ცუდი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა მა­ინც თან ახ­ლავს.

ნინო აბ­რა­მიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როდის აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს დეპრესიული პერიოდი და როგორ ახერხებს როსტო მის დამშვიდებას

როდის აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს დეპრესიული პერიოდი და როგორ ახერხებს როსტო მის დამშვიდებას

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და ლევან როსტოშვილის მეგობრობა წლებია, გრძელდება. რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ ლევანი კვლავ დაუბრუნდება "ნანუკას შოუს" და მისი თანაწამყვანი გახდება. მეგობრებს სტუდიაში ვესტუმრე. მაგიდაზე ულამაზესი ტორტი დამხვდა, რომელიც თურმე, ნანუკას ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიართვა.

-  როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ნანუკა:

-  ჩემი უახლოესი მეგობრის - თათა სახელაშვილის ძმა ძალიან უსამართლოდ მოკლეს. მე და თათა ერთად გავიზარდეთ და შესაბამისად, მისი ძმა ზუკაც სულ ჩვენთან იყო. ზუკა და როსტო უახლოესი მეგობრები იყვნენ და მას მერე, რაც ის დავკარგეთ, როსტოზე გადავიტანეთ ყურადღება. არ შეიძლება, ზუკა ვინმემ ჩაანაცვლოს, მაგრამ როსტოზე რომ ვზრუნავდით, ამით თითქოს, თავს ვიმშვიდებდით. მე ძალიან ცოტა მეგობარი მყავს და როსტო მათ შორის გამორჩეულია.

-  ალბათ ერთმანეთს განსაკუთრებულად უდგახართ მხარში...

-  როსტო არის ის ადამიანი, რომელიც სულ მხარში მიდგას. სხვათა შორის, მეც ვზრუნავ მასზე: ვაკონტროლებ როსტოს გარეგნობას, "ფეისბუკზე" დადებულ ფოტოებს, რომელ გოგოსთან დადის და ა.შ. მოკლედ, "შეჭმული" მყავს.

ლევანი:

-  რვა წელია, ამათ გამო ქალებში არ ვყოფილვარ (იცინის).

ნანუკა:

-  იმ შემთხვევაში, თუ მე და თათა ვთხოვთ, კონკრეტულ ადგილზე წაგვიყვანოს, ეს კი გვეუბნება, - თქვენ ახლა სახლში წადით, მე საქმეები მაქვსო, ე.ი. ვიღაც გოგო ჰყავს შერჩეული (იცინის). ჰოდა, იცის, რომ მის რჩეულს თავიდან ბოლომდე შევამოწმებთ. ვაკვირდებით კოჭის სიწვრილეს, თვალს, წელს, ენის სიგრძეს და ა.შ. ასევე, ბევრად მნიშვნელოვანია, ჩვენ - როსტოს მეგობრებს როგორ მიგვიღებს... ამ ბოლო დროს წნევა მაწუხებს და როსტოს გამუდმებით ჩემ გვერდით ყოფნას ვთხოვ.

ლევანი:

-  ნანუკა ძალიან მშიშარაა. სულ ჰგონია, რომ კიბო აქვს და გამოკვლევებს იტარებს.

ნანუკა:

-  მართალს ამბობს, გამოკვლევებს ნამდვილად ხშირად ვიტარებ.

-  ასეთ დროს მის დამშვიდებას როგორ ახერხებ?

ლევანი:

-  საამისოდ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, მის გვერდით ვზივარ.

-  ალბათ კურიოზულ სიტუაციაშიც ბევრჯერ აღმოჩენილხართ.

ნანუკა:

-  ბოლო შემთხვევას გავიხსენებ: Gallery-ში ვიყავით მე, როსტო და ჩვენი მეგობარი სანდრო კაკულია (სანდრექსა). იქიდან დილის 8 საათზე მოგვიხდა გამოსვლა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ხალხი მეც მიცნობს და სანდრექსასაც, მაგრამ ტაქსიში რომ ჩავჯექით, მძღოლმა ჩვენ "იგნორი" გაგვიკეთა, როსტოს კი უთხრა, - ბედნიერი ვარ, ჩემს მანქანაში რომ ზიხარო და ფული არ გამოგვართვა.

ლევანი:

-  მძღოლი კახელი იყო. ჰოდა, როგორც მე მიყვარს კახელები, ისე ვუყვარვარ მათაც...

-  რა კონკრეტულ თვისებებს აფასებთ ერთმანეთში?

-  ნანუკა ძალიან მიყვარს და არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ერთად გავიარეთ; ვუფრთხილდები ყველაფერს, რაც ერთად შევქმენით.

ნანუკა:

-  კონკრეტულად როსტოს რომელი თვისება მომწონს, ვერ გეტყვით. რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს მშვიდია, მე - ფიცხი და ერთმანეთს ვაბალანსებთ.

ლევანი:

-  ნანუკას შვილთან - მარიამთანაც ვმეგობრობ. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია.

ნანუკა:

-  ჩემი ძმის მეგობარიც არის და ირაკლისთანაც ძმაკაცური ურთიერთობა აქვს.

-  ზოგიერთ ადამიანს ბიჭისა და გოგოს მეგობრობის არ სჯერა. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით?

-  ვინც ქალისა და კაცის მეგობრობაზე ცუდად ფიქრობს, დეგენერატია.

ლევანი:

-  ასე არაჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ფიქრობენ.

ნანუკა:

-  საერთოდ, ბიჭებთან მეგობრობაზე ვგიჟდები, მაგრამ ვაღიარებ, როსტოსნაირი ძმაკაცი მეორე არ მყავს. მიყვარს "კაცურ თემებზე" ლაპარაკი და არ მომწონს ჭორაობა. არასდროს ვსაუბრობ ბრენდებზე, "რა გაცვია, რა მაცვიაზე", მძულს ასეთი სნობური რაღაცები. ხუთ ბიჭთან ერთად ხშირად მნახავთ. ნაიარევიც იმიტომ მაქვს შუბლზე, რომ სათამაშოების დამტვრევა მიყვარდა.

-  საზოგადოება რომ გაკრიტიკებთ, ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

ლევანი:

-  ჩემი თანდასწრებით ნანუკას ვერავინ გააკრიტიკებს. მასზე ცუდ კომენტარებს მხოლოდ სოციალურ ქსელში თუ წავაწყდები, მაგრამ უცნობ ადამიანებს ვერ ავყვები. სამაგიეროდ, ნანუკას აღიზიანებს ასეთი რაღაცები და ვიღაცებს ეპასუხება ხოლმე (იცინის).

ნანუკა:

-  ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ. მაგალითად, ადრე მეტყველების გამო გვაკრიტიკებდნენ. ჰოდა, ეს გავითვალისწინეთ, ორივე მეტყველების მასწავლებელთან დავდიოდით.

ლევანი:

-  ვიცი, რომ მეტყველება არ მივარგა. რას ვიზამ, ყველაფერში მაგარი ხომ ვერ ვიქნები (იცინის)?! იმ დონეზე ვერ ვმეტყველებ, რომ დავუშვათ, გადაცემის წამყვანის ამპლუა მოვირგო.

ნანუკა:

-  არადა, მე "ვექაჩები", რომ ილაპარაკოს. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან გასუქდა და ვეუბნები, რომ სპორტს არ უნდა დაანებოს თავი.

ლევანი:

-  ძალიან მძიმე, ნევროზული ხასიათი მაქვს, მით უმეტეს მაშინ, თუ მშია. ამიტომ ვამბობ: დიეტის დაცვა არ მიღირს იმად, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გავიფუჭო.

-  ბოლო დროს შენზე და ნუკი კოშკელიშვილზე ბევრს ჭორაობდნენ...

-  ნუკი ჩემი მეგობარია. ის ყველაფერი, რაც საახალწლო გადაცემაში ნახეთ, დადგმული იყო: ჯერ უნდა გვეფლირტავა და მერე გავსულიყავით საცეკვაოდ. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ინტერნეტ­პორტალებმა ყველაფერი გააზვიადეს... ისე, ნუკი კარგი გოგოა და სიამოვნებით ვიქნებოდი მისი შეყვარებული (იცინის).

-  ნანუკა, ახალი სეზონის პირველ გადაცემაზე რას იტყვი, რომელსაც მაყურებელი ასე ძალიან ელოდებოდა?

ნანუკა:

-  დიახ, ეს იყო გადაცემა, რომლითაც მაღალი "ლეველი" ავწიე. ჩემი პროექტები არასდროს მომწონს, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემას ყოველთვის მაღალი რეიტინგი აქვს. ვფიქრობ, ნანუკამ წლების წინ მაგრად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პრობლემას აწყდებოდა. მაგალითად, ჩემს ძმას რომ იჭერდნენ, მე გადაცემას ვწერდი და ვიძახდი: ცხოველი ვარ-მეთქი. ამას დაემთხვა ისიც, რომ მარიამი სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდა და გიჟური დეპრესია დამეწყო... საქართველოში ბევრი მაგარი ტიპი გვყავს, მაგრამ ამ მაგარ ტიპებში არიან გამორჩეულებიც. მაგალითად, ნინო ქათამაძე თვითმფრინავია, თეონა კონტრიძე - ტანკი. როცა მათ ვუსმენ, ძალაუნებურად, ცეკვა მინდება. ეს ადამიანები ჩემი "სუსტი წერტილია". სამი წელი "ვჩალიჩობდი", რომ ჩემს გადაცემაში ორივე ერთად მომეწვია, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვითანხმებდი. ბოლოს, მიზანს მივაღწიე. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე ასეთ პროექტს განვახორციელებ. ვფიქრობ, ის, რაც ქართველმა ტელემაყურებელმა ნახა, გადაცემა კი არა, "ფსიხობა შოუ" იყო. ძალიან მაგარი კონცერტი ვაჩუქე ქართველ გემოვნებიან მსმენელს; იმ ადამიანებს, რომლებმაც ხარისხიანი მუსიკისა და ნოტის ფასი იციან... მიხარია, რომ "ნანუკას შოუში" როსტოც დაბრუნდა. მაყურებელს ვპირდები: ძალიან ბევრჯერ გაგაკვირვებთ და სიტყვა "ექსკლუზივსაც" კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.

-  რას ურჩევთ მეგობრებს? რა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ ისეთივე კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორიც თქვენ გაქვთ?

ლევანი:

-  უბრალოდ, ერთმანეთი უყვარდეთ...

ნანუკა:

-  მხოლოდ ამას ურჩევ, როსტო?.. ვის ემესიჯები? ვიღაც ცხენს, არა (იცინის)?

ლევანი:

-  კიდევ, ჩემს ნერვებს გაუფრთხილდნენ, არ გამაბრაზონ.

ნანუკა:

-  ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მაგარი რამ არის გულწრფელობა. მეგონა, ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ ცხოვრებისეული კრიზისების დროს აღმოვაჩინე, რომ მათი რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი ყოფილა. ჰოდა, ახლა ნამდვილ მეგობრებს ვუფრთხილდები.

-  ეს დიდი და ლამაზი ტორტი ვინ მოგართვათ?

ნანუკა:

-  ჩემმა რესპონდენტმა - მომღერალმა ანი სირაძემ მოგვართვა. ახლა დავჭრი, მაგრამ მე ვერ შევჭამ, რადგან დიეტაზე ვარ.

P.S. ნანუკას საოცნებო გადაცემას, სადაც ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო შედგა, მაყურებლისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათი აზრით, ეს არ იყო ის, რასაც წამყვანი ტელემაყურებელს ჰპირდებოდა და ზოგი აკრიტიკებდა, ზოგიც - აქებდა. ნანუკამ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მის გადაცემას რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გაუსწრო. ამასთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება ჩვენც ვთხოვეთ, მაგრამ არაფრის თქმა არ ისურვა. ვფიქრობ, რომ გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ და ნებისმიერ ამბავს - კარგი იქნება თუ ცუდი, საზოგადოების კრიტიკა მაინც თან ახლავს.

ნინო აბრამიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები