გიორგი გრძელიშვილი პროფესიით ინჟინერია, მაგრამ ერთ დღეს ფოტოგრაფიით დაინტერესდა და მას შემდეგ მხოლოდ ამ სფეროში გრძნობს თავს კარგად. იღებს ბავშვებს, მოდელებს, პეიზაჟებს, ცნობილ სახეებს, თუმცა გაუმართლა და ერთ დღეს სრულიად შემთხვევით ისტორიულ ნათლობაზეც მოხვდა.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, პროფესიით ინჟინერი ვარ, 2007 წელს დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. ამჟამად სტუდია Save Moment-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ფოტოგრაფი ვარ.
- შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა, გახსოვთ, პირველი ფოტო სად გადაიღეთ?
- ფოტოგრაფების ერთ-ერთი საიტი ვნახე, სადაც მოდელები და ფოტოგრაფები თავიანთ ფოტოებს აქვეყნებდნენ, მომინდა, მათ შორის ჩემი ნამუშევრები მოხვედრილიყო. შევიძინე კამერა, ვიღებდი ყველას და ყველაფერს, პეიზაჟებს, მოდელებს...
ჩემი პირველი ფოტო 13 წლის მოდელ მარიამ ხორგუაშვილს გადავუღე ბოტანიკურ ბაღში და დღემდე ერთადერთია მოდელებს შორის, რომელიც განსხვავებულ ხასიათს ქმნის და მუხტს გაძლევს, რომ გამორჩეული კადრი შექმნა. თავიდან ეს იყო გართობა, ჰობი, თუმცა დღეს პროფესიად იქცა. ვიღებ ყველაფერს, დაწყებული სპორტიდან დამთავრებული წვრილმან აქსესუარებამდე.
- გიორგი, შენს ფოტოარქივში ვნახე პატარა ბაგრატიონის ნათლობის დროს გადაღებული ფოტოები, როგორ მოხვდი ნათლობაში და იცნობ მათ ოჯახს?
- არა, ნათლობაში შემთხვევით მოვხვდი. ზუსტად ამ დღეს მცხეთაში წირვას ვესწრებოდი და შემთხვევით გავიგე, რომ ნათლობაც იმართებოდა. ჩემთვის საინტერესოა ყოველი ისტორიული კადრი. ფოტოგრაფიაში ძირითადი დატვირთვა ემოციას აქვს და ამ ფოტოშიც პატარა ბაგრატიონის ცრემლებია.
- პორტრეტები, პეიზაჟები, ბავშვები, მოულოდნელი სიტუაციები... ყველაზე მეტად რისი ან ვისი გადაღების დროს გრძნობ თავს კარგად?
- ეს ყველაფერი საინტერესოა ჩემთვის. მომწონს პატარები, რომლებიც უკვე პროფესიონალი მსახიობები და მოდელები არიან.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია