პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკაში საიდუმლოდ გაკეთებული ოპერაცია და მოულოდნელი დიაგნოზით შეცვლილი ცხოვრება
ამერიკაში საიდუმლოდ გაკეთებული ოპერაცია და მოულოდნელი დიაგნოზით შეცვლილი ცხოვრება

მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძეს ცოტა ხნის წინ ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეტა­პი ჰქონ­და.. ერთ დღეს ყელ­თან სა­ეჭ­ვო რამ შე­ნიშ­ნა, ექიმ­თან მის­ვლი­სა და ბი­ოფ­სი­ის შემ­დეგ კი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ურ­ჩი­ეს. ოპე­რა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შორს გა­ი­კე­თა... სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს კარ­გა­დაა, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი ჯერ ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად კვლავ მო­უ­წევს.

- ეკა, რო­გორ ხარ?

- კარ­გად... სი­მარ­თლე გი­თხრა, ამ თე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი არ მინ­და. ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მა­შიც იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მის­ვლა და ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა, რომ ამ სა­კი­თხზე გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კი არ მინ­დო­და. მერე რა­ღა­ცებს ამა­ტე­ბენ, აკ­ლე­ბენ, აფორ­მე­ბენ და ა.შ. იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, თა­ვად მო­ვუ­ყე­ვი ხალ­ხს ჩემი ამ­ბის შე­სა­ხებ...

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დიც გა­ი­ა­რე უკვე?

- არა, კი­დევ მო­მი­წევს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბა და კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა.

- ამ პრობ­ლე­მის შემ­დეგ ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც გა­და­ა­ფა­სე.

- არა­მარ­ტო. ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვა­ფა­სე. მე­გობ­რე­ბი თან გა­დამ­ყვნენ, ამ თვალ­საზ­რი­სით არ შე­მიძ­ლია, ხაზი არ გა­ვუს­ვა ამე­რი­კა­ში ჩემს ექიმს, ქარ­თველ ებ­რა­ელს, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოღ­ვა­წე­ობს და მის მე­უღ­ლეს, რომ­ლებ­მაც ისე­თი რა­ღა­ცე­ბი გა­მი­კე­თეს, რა­საც ალ­ბათ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რს თუ გა­უ­კე­თებს ადა­მი­ა­ნი. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მკი­თხუ­ლო­ბენ, ერთი სული აქვთ, რო­დის ჩა­ვალ, ერთ წე­ლი­წად­ში მი­წევ­და გამ­გზავ­რე­ბა, მაგ­რამ ჩემი ექი­მი თა­ვის მე­უღ­ლე ანუშ­კას ეუბ­ნე­ბო­და, ეკას უთხა­რი, 10 თვე­ში ჩა­მო­ვი­დე­სო. უნ­დათ, ძა­ლი­ან მალე ვეს­ტუმ­რრო.

- თან შენი შვი­ლი, ნო­და­რიც იქ სწავ­ლობს.

- დიახ და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამე­რი­კა­ში წას­ვლა და ოპე­რა­ცი­ის იქ გა­კე­თე­ბა, ძნე­ლია, როცა მი­დი­ხარ სულ უცხო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ვინ გყავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნო­და­რო იყო ჩემი იმე­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც მან და არც თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნილ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ზუს­ტად ჩემი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ არ იცოდ­ნენ.

- ეს რო­გორ?

- ახ­ლობ­ლებ­მა კი იცოდ­ნენ, რომ ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ საქ­მე სე­რი­ო­ზულ დი­აგ­ნოზს თუ ეხე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ... სა­ქარ­თვე­ლო­დან ნო­და­როს­თან ერ­თად გავფრინ­დი, ჩვენ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მოგ­ვი­წია ცხოვ­რე­ბამ. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ჩემ სა­ნა­ხა­ვად რომ ჩა­მო­ვი­და, თავს ჯერ კი­დევ სუს­ტად ვგრძნობ­დი, მაგ­რამ არ მინ­დო­და, რომ შე­ემ­ჩნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ მო­მენ­ტში მარ­თლა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და სი­ა­რუ­ლი და სახ­ლში ყოფ­ნას არა­ფე­რი მერ­ჩივ­ნა, წავ­ყე­ვი ნიუ-იორ­კის ქუ­ჩებ­ში სა­სე­ირ­ნოდ და ერ­თად კარ­გა ხანს ვი­ა­რეთ. როცა მნა­ხა, კი გა­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი, ან კი რო­გორ დავ­მა­ლავ­დი, როცა გაჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი და ნა­კე­რე­ბი მედო, მაგ­რამ ოჯა­ხის არც ერთ წევ­რამ­დე ეს ამ­ბა­ვი მძაფ­რად არ მი­მი­ტა­ნია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკაში საიდუმლოდ გაკეთებული ოპერაცია და მოულოდნელი დიაგნოზით შეცვლილი ცხოვრება

ამერიკაში საიდუმლოდ გაკეთებული ოპერაცია და მოულოდნელი დიაგნოზით შეცვლილი ცხოვრება

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს ცოტა ხნის წინ ცხოვრებაში საკმაოდ რთული ეტაპი ჰქონდა.. ერთ დღეს ყელთან საეჭვო რამ შენიშნა, ექიმთან მისვლისა და ბიოფსიის შემდეგ კი არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს და ქირურგიული ჩარევა ურჩიეს. ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჯახის წევრებისგან შორს გაიკეთა... საბედნიეროდ, დღეს კარგადაა, თუმცა რეაბილიტაციის კურსი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და საზღვარგარეთ გამგზავრება ოპერაციის შედეგების გადასამოწმებლად კვლავ მოუწევს.

- ეკა, როგორ ხარ?

- კარგად... სიმართლე გითხრა, ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა. ეკა ხოფერიას გადაცემაშიც იმიტომ გადავწყვიტე მისვლა და ყველაფრის მოყოლა, რომ ამ საკითხზე გაუთავებლად ლაპარაკი არ მინდოდა. მერე რაღაცებს ამატებენ, აკლებენ, აფორმებენ და ა.შ. იმისათვის, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო, თავად მოვუყევი ხალხს ჩემი ამბის შესახებ...

- რეაბილიტაციის პერიოდიც გაიარე უკვე?

- არა, კიდევ მომიწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და კურსის ჩატარება.

- ამ პრობლემის შემდეგ ალბათ, ადამიანებთან ურთიერთობებიც გადააფასე.

- არამარტო. ყველაფერი გადავაფასე. მეგობრები თან გადამყვნენ, ამ თვალსაზრისით არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ამერიკაში ჩემს ექიმს, ქართველ ებრაელს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და მის მეუღლეს, რომლებმაც ისეთი რაღაცები გამიკეთეს, რასაც ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრს თუ გაუკეთებს ადამიანი. ყოველდღიურ რეჟიმში მკითხულობენ, ერთი სული აქვთ, როდის ჩავალ, ერთ წელიწადში მიწევდა გამგზავრება, მაგრამ ჩემი ექიმი თავის მეუღლე ანუშკას ეუბნებოდა, ეკას უთხარი, 10 თვეში ჩამოვიდესო. უნდათ, ძალიან მალე ვესტუმრრო.

- თან შენი შვილი, ნოდარიც იქ სწავლობს.

- დიახ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა და ოპერაციის იქ გაკეთება, ძნელია, როცა მიდიხარ სულ უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გყავს. ამ შემთხვევაში ნოდარო იყო ჩემი იმედი, მიუხედავად იმისა, რომ არც მან და არც თბილისში დარჩენილმა ოჯახის წევრებმა ზუსტად ჩემი დაავადების შესახებ არ იცოდნენ.

- ეს როგორ?

- ახლობლებმა კი იცოდნენ, რომ ოპერაცია აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ საქმე სერიოზულ დიაგნოზს თუ ეხებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ... საქართველოდან ნოდაროსთან ერთად გავფრინდი, ჩვენ სხვადასხვა ქალაქში მოგვიწია ცხოვრებამ. ოპერაციის შემდეგ ჩემ სანახავად რომ ჩამოვიდა, თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა, რომ შეემჩნია. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მართლა ძალიან მიჭირდა სიარული და სახლში ყოფნას არაფერი მერჩივნა, წავყევი ნიუ-იორკის ქუჩებში სასეირნოდ და ერთად კარგა ხანს ვიარეთ. როცა მნახა, კი გაიგო ყველაფერი, ან კი როგორ დავმალავდი, როცა გაჭრილი ვიყავი და ნაკერები მედო, მაგრამ ოჯახის არც ერთ წევრამდე ეს ამბავი მძაფრად არ მიმიტანია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება