მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ჰეიმლიხის მანევრით (სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის მოსაცილებლად დიაფრაგმის ქვეშ ბიძგები) ადამიანი გაგუდვას გადაარჩინა.
ინციდენტი კალიფორნიის ქალაქ კარმელ-ბაი-ზე-სიში, გოლფის ტურნირის ფარგლებში გამართული საზეიმო სადილის დროს მოხდა. როდესაც 83 წლის მსახიობმა დაინახა, რომ ერთ-ერთი სტუმარი იგუდებოდა, უკნიდან მიუახლოვდა, ხელი შემოხვია და ზევით სამჯერ ასწია, რომ სასუნთქი გზები ყელში გაჩხერილი ყველის ნაჭრისგან გაეთავისუფლებინა.
"კლინტმა სიკვდილისგან მიხსნა", - უამბო გაზეთ The Carmel Pine Cone-ს სტივ ჯონმა და დასძინა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. გადარჩენილის თქმით, ისტვუდმა შესანიშნავად იცოდა, რასაც აკეთებდა.
თავად ისტვუდმა აღიარა, რომ ჰეიმლიხის მანევრი ადრე პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებია. მისი თქმით, ჯონის სახეზე დაინახა ადამიანის პანიკა, რომელსაც თვალწინ მთელმა ცხოვრებამ ჩაუარა.
ისტვუდი ხუთ "ოსკარს" ფლობს. ის ქალაქ კარმელ-ბაი-ზე-სის მერის თანამდებობას 1986 წლიდან 1988 წლამდე იკავებდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.