პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს
ამერიკელი სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს

რეს­პუბ­ლი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი მარ­კო რუ­ბიო რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას გმობს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სე­ნა­ტორ­მა სე­ნატ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც რუ­სეთ-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

სე­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, "აშ­კა­რაა, რომ პუ­ტი­ნის რე­ჟიმს მსოფ­ლიო დი­დე­ბის დღე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სურს" და ამ გეგ­მის ნა­წი­ლია ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის მოს­კო­ვის გავ­ლე­ნის ქვეშ დაბ­რუ­ნე­ბა.

"ჩვენ დღეს ვსა­უბ­რობთ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე რუ­სეთ­თან, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვგუ­ლის­ხმობ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პრე­ზი­დენტ პუ­ტინს და მის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და არა რუს ხალ­ხს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სურს რუ­სეთს, რო­გორც თა­ვად სჯე­რა, მსოფ­ლიო დი­დე­ბის დღე­ე­ბი და­უბ­რუ­ნოს. მისი წარ­მოდ­გე­ნით, ამ სურ­ვი­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა ან­ტა­გო­ნიზ­მია, აშშ-სად­მი მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ამ გეგ­მის ნა­წი­ლია თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, იმ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ბოლო წლებ­ში ჩვენ ამის ორი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი გვაქვს: სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭ­რა და დღე­საც მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ასე­ვე, ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბის წინ, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი მი­ი­ტა­ცა, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, უსაფრ­თხო­ე­ბის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნის­თვის სჭირ­დე­ბა. ეს ქმე­დე­ბე­ბი ყოვ­ლად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ეს ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე არ­სე­ბულ არ­ცთუ ისე და­ძა­ბულ ფონ­ზე", - აღ­ნიშ­ნა სე­ნა­ტორ­მა რუ­ბი­ომ გა­მოს­ვლი­სას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ამერიკელი სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს

ამერიკელი სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ სენატორმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა.

სენატორის განცხადებით, "აშკარაა, რომ პუტინის რეჟიმს მსოფლიო დიდების დღეების დაბრუნება სურს" და ამ გეგმის ნაწილია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნება.

"ჩვენ დღეს ვსაუბრობთ შეერთებული შტატების ურთიერთობაზე რუსეთთან, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და არა რუს ხალხს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ნაციონალური ტენდენციებით გამოირჩევა, სურს რუსეთს, როგორც თავად სჯერა, მსოფლიო დიდების დღეები დაუბრუნოს. მისი წარმოდგენით, ამ სურვილის რეალიზების საუკეთესო გზა ანტაგონიზმია, აშშ-სადმი მტრული დამოკიდებულება.

სხვათა შორის, ამ გეგმის ნაწილია თავისი მეზობლების, განსაკუთრებით კი, იმ ქვეყნების, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, რუსეთის ინტერესების სფეროში დაბრუნება. ბოლო წლებში ჩვენ ამის ორი ნათელი მაგალითი გვაქვს: საქართველო და უკრაინა.

რამდენიმე წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დღესაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის სჭირდება. ეს ქმედებები ყოვლად აღმაშფოთებელია და ეს ხდება საერთაშორისო არენაზე არსებულ არცთუ ისე დაძაბულ ფონზე", - აღნიშნა სენატორმა რუბიომ გამოსვლისას.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"