საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში თურქეთის საელჩო სარფში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს
საქართველოში თურქეთის საელჩო სარფში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის სა­ელ­ჩო სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ელ­ჩოს კო­მერ­ცი­ულ­მა ატა­შემ ბე­შირ იდი­ქერ­მა გა­ნუ­ცხა­და, დღეს შა­ბა­თია და თურ­ქი მე­ბა­ჟე­ე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვა­ლი ტრა­ი­ლე­რე­ბის მძღო­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ტრაპ­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო ფლობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ტრაპ­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კონ­სუ­ლოს­თვის არ მი­უ­მარ­თავთ. უწყე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცია არც სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რი­დან შე­სუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქი მე­ბა­ჟე­ე­ბი ტრა­ი­ლე­რე­ბის საწ­ვა­ვის ავზს ამოწ­მებ­დნენ და 300 ლიტრზე მეტი საწ­ვა­ვის მქო­ნე მძი­მე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას აფერ­ხებ­დნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, გუ­შინ სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე მძღოლ­სა და თურქ მე­ბა­ჟეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე თურ­ქმა მე­ბა­ჟე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვა­ლი ტრა­ი­ლე­რე­ბის საწ­ვა­ვის ავ­ზის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყეს.

მი­სი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუ­შინ 300-მდე ტრა­ი­ლე­რი სა­ცობ­ში მოყ­ვა. რო­გორც ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სარ­ფის სა­ბა­ჟოს უფ­რო­სი თურქ კო­ლე­გას და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, დღეს დი­ლი­დან პრობ­ლე­მა ამო­წუ­რუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში თურქეთის საელჩო სარფში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოში თურქეთის საელჩო სარფში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოში თურქეთის საელჩო სარფის საბაჟოზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოს კომერციულმა ატაშემ ბეშირ იდიქერმა განუცხადა, დღეს შაბათია და თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოდან მიმავალი ტრაილერების მძღოლებისთვის პრობლემების შექმნის თაობაზე, საელჩოს ინფორმაცია არ აქვს.

სარფის საბაჟოზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ფლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტრაპზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. უწყებაში ინფორმაცია არც სასაზღვრო სამსახურიდან შესულა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თურქი მებაჟეები ტრაილერების საწვავის ავზს ამოწმებდნენ და 300 ლიტრზე მეტი საწვავის მქონე მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას აფერხებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ სარფის საბაჟოზე მძღოლსა და თურქ მებაჟეს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარების გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, გუშინ, სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა საქართველოდან მიმავალი ტრაილერების საწვავის ავზის გაკონტროლება და შემოწმება დაიწყეს.

მისივე ცნობით, აღნიშნული პროცედურიდან გამომდინარე, გუშინ 300-მდე ტრაილერი საცობში მოყვა. როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, სარფის საბაჟოს უფროსი თურქ კოლეგას დაუკავშირდა. უწყების ცნობით, დღეს დილიდან პრობლემა ამოწურულია.

"ინტერპრესნიუსი"

"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"