საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა
ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა

მომ­ღე­რა­ლი ირმა სო­ხა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში კარ­გად ერ­კვე­ვა. მისი თქმით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნე­ბუ­რად ამ სფე­რო­შია ჩარ­თუ­ლი. თვი­თო­ნაც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს ადევ­ნებს თვალ­ყურს და მი­უ­ხე­და­ვად მუ­შა­ო­ბის ნელი ტემ­პი­სა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი­ცაა.

- მი­მაჩ­ნია, რომ არა­პო­ლი­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ უნდა იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ამ სფე­როს გულ­გრი­ლად გვერდს ვერ ავუვ­ლით. ყო­ველ­თვის ისე ხდე­ბა, რომ მო­ლო­დი­ნი შე­დეგს აჭარ­ბებს, მაგ­რამ ჯერ კი­დევ იმე­დი მაქვს და მი­მაჩ­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მო­ცე­მულ და­პი­რე­ბებს გა­ა­მარ­თლებს. შე­საძ­ლოა, ეს იმა­ზე შე­ნე­ლე­ბულ ტემპში მოხ­დეს, ვიდ­რე ჩვენ ვე­ლო­დით, მაგ­რამ უთუ­ოდ გა­ა­მარ­თლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიც ვარ, მი­ყუ­რა­დე­ბუ­ლიც და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სი­კე­თო ძვრებ­საც ვე­ლო­დე­ბი.

- თქვე­ნი აზ­რით, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბი­დან არა­ფე­რი შე­უს­რუ­ლე­ბია?

- თუ შე­ას­რუ­ლა, საკ­მა­ოდ ნელა ას­რუ­ლებს. ჯან­დაც­ვა­ში და­ნერ­გეს გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ვე­რა­ვინ მი­ი­ტა­ნა. და­ზღვე­უ­ლი ვარ, მაგ­რამ ვერ გა­ვარ­კვიე, სად ვარ და­ზღვე­უ­ლი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც რა­ღაც სა­სი­კე­თო ძვრე­ბია, მაგ­რამ ხე­ი­რი და სი­კე­თე ჯერ ვე­რა­ვინ ვიგ­რძე­ნით. მოკ­ლედ, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მე­ნე­ჯმენ­ტი არ უვარ­გა თუ პი­ა­რი, ვერ გა­ვი­გე. დღეს მთავ­რო­ბა თა­ვის­თვის არის, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­თვის ვართ. ხალ­ხი ისევ უპატ­რო­ნო­დაა და ამის გამო ცოტა გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. არა­ვის გვინ­და, რომ შო­ში­ე­ბი­ვით გა­ვა­ღოთ პი­რე­ბი და ვი­ღა­ცამ გა­მოგ­ვკვე­ბოს, მაგ­რამ ამ ლუკ­მის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მოგ­ვცენ, ეს კი ნამ­დვი­ლად გვინ­და.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და დღე­ვან­დელს შო­რის სხვა­ო­ბა თუ იგ­რძნო­ბა?

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი შე­დე­გე­ბით ტრა­გი­კუ­ლი იყო. მათი გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და და არც ის მინ­და, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ შე­ვა­და­რო. თუმ­ცა, თუ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის შე­ნე­ბას ასე გა­აგ­რძე­ლებს, ცოტა სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და არც ეს გა­მი­ხარ­დე­ბა. ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გა­ა­კე­თეს ის, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

- მოკ­ლედ, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბით, მაგ­რამ მათი მუ­შა­ო­ბის ტემ­პი არ მოგ­წონთ. თქვე­ნი აზ­რით, ამ ერთ წე­ლი­წად­ში დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვეს?

- სი­ზან­ტე ხომ შეც­დო­მის ტოლ­ფა­სია. გარ­და ამი­სა, ჩემ­თვის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", რო­მე­ლიც არა და არ გახ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი. პი­რი­ქით, უფრო შორ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რა გახ­და ამ ბორ­დის არ­ჩე­ვა, რა არის ასე­თი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი? რა სა­ჭი­რო იყო მე­ო­რე კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბა? ამ­ბო­ბენ, კა­ნო­ნი ამის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევ­სო. კა­ნონ­ში იმ­დე­ნი რამ წე­რია და ისე­თი "მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლია", რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა "იპო­ვო", მაგ­რამ ეს ხომ ჩვე­ნი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა, რომ არ გვა­ღირ­სეს ნორ­მა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზია, ბორ­დი და მე­ნე­ჯმენ­ტი?! ეს და­ნა­შა­უ­ლი არ არის? რა თქმა უნდა - არის. ტე­ლე­ვი­ზია ერთ წე­ლი­წად­ში ჭკუ­ა­ზე რო­გორ ვერ მო­იყ­ვა­ნეს? ცოტა უკე­თე­სი რომ გახ­დეს, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და პა­ტი­ო­სა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ, ხომ შე­იძ­ლე­ბა? შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არა­ვის უნდა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ისევ პი­რად ინ­ტე­რე­სებ­სა და არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვხე­დავ, რაც გულს მიკ­ლავს.

- გა­სულ კვი­რას, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ტერ­ნეტ­ში ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რა აზ­რის ბრძან­დე­ბით?

- ამ­ბო­ბენ, დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა სა­ჭი­რო არ არი­სო, მაგ­რამ ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­გეთ, რაც ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ამ ჩა­ნა­წერ­ში თქვა. ამა­ზე კო­მენ­ტა­რიც კი ზედ­მე­ტია. არ ვიცი, მე­რა­ბიშ­ვილ­მა ვინ­მეს მკვლე­ლო­ბა ბრძა­ნა თუ უკვე მკვდრე­ბის ამო­თხრა. ეს გვა­მე­ბი რუ­სე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ თუ სხვა ეროვ­ნე­ბის, ეს გა­ურ­კვე­ვე­ლია. გვა­მებს რომ ითხოვს, ეს ყვე­ლამ მო­ვის­მი­ნეთ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ორა­სი კა­ცის თან­დას­წრე­ბით ასე­თი გან­კარ­გუ­ლე­ბა რა­ტომ გას­ცა, ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლია. ეს მისი მხრი­დან ან ძა­ლი­ან თავ­გა­სუ­ლი უტიფ­რო­ბაა, ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

- მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ფაქ­ტე­ბი­სა, მე­რა­ბიშ­ვილს და­ნა­შა­ულს მა­ინც ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ...

- ჩემ­თვის ცოტა გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­საც და კი­დევ სხვებ­საც, ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვე­რა­ფერს უმ­ტკი­ცე­ბენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დას­კვნა ვერ გა­მო­ი­ტა­ნონ და ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცონ? ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან უნდა მო­ინ­დო­მო, რომ ყვე­ლა ერ­თად მო­აგ­რო­ვო. ალ­ბათ იქ არ ეძე­ბენ, სა­დაც სა­ჭი­როა. სულ კად­რე­ბის სიმ­ცი­რე­ზე სა­უბ­რო­ბენ. ყვე­ლა სფე­რო­შია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, უბ­რა­ლოდ მათი ამა თუ იმ სფე­რო­ში მოყ­ვა­ნა ვი­ღა­ცას არ უნდა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა

ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა

მომღერალი ირმა სოხაძე პოლიტიკაში კარგად ერკვევა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ნებისმიერი ადამიანი უნებურად ამ სფეროშია ჩართული. თვითონაც საინფორმაციო გამოშვებებს ადევნებს თვალყურს და მიუხედავად მუშაობის ნელი ტემპისა, ახალი ხელისუფლების გულშემატკივარიცაა.

- მიმაჩნია, რომ არაპოლიტიკოსი ადამიანი პოლიტიკით დაინტერესებული არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამ სფეროს გულგრილად გვერდს ვერ ავუვლით. ყოველთვის ისე ხდება, რომ მოლოდინი შედეგს აჭარბებს, მაგრამ ჯერ კიდევ იმედი მაქვს და მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოცემულ დაპირებებს გაამართლებს. შესაძლოა, ეს იმაზე შენელებულ ტემპში მოხდეს, ვიდრე ჩვენ ველოდით, მაგრამ უთუოდ გაამართლებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკით დაინტერესებულიც ვარ, მიყურადებულიც და შესაბამისად, სასიკეთო ძვრებსაც ველოდები.

- თქვენი აზრით, ახალ ხელისუფლებას მოცემული დაპირებიდან არაფერი შეუსრულებია?

- თუ შეასრულა, საკმაოდ ნელა ასრულებს. ჯანდაცვაში დანერგეს გარკვეული სიახლეები, რაც ადამიანებამდე ვერავინ მიიტანა. დაზღვეული ვარ, მაგრამ ვერ გავარკვიე, სად ვარ დაზღვეული. სოფლის მეურნეობაშიც რაღაც სასიკეთო ძვრებია, მაგრამ ხეირი და სიკეთე ჯერ ვერავინ ვიგრძენით. მოკლედ, ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა თუ პიარი, ვერ გავიგე. დღეს მთავრობა თავისთვის არის, ადამიანები ჩვენთვის ვართ. ხალხი ისევ უპატრონოდაა და ამის გამო ცოტა გაგულისებულები არიან. არავის გვინდა, რომ შოშიებივით გავაღოთ პირები და ვიღაცამ გამოგვკვებოს, მაგრამ ამ ლუკმის მოპოვების საშუალება რომ მოგვცენ, ეს კი ნამდვილად გვინდა.

- წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის სხვაობა თუ იგრძნობა?

- წინა ხელისუფლება თავისი შედეგებით ტრაგიკული იყო. მათი გახსენებაც არ მინდა და არც ის მინდა, რომ ახალი ხელისუფლება მათ შევადარო. თუმცა, თუ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის შენებას ასე გააგრძელებს, ცოტა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება და არც ეს გამიხარდება. ამტკიცებენ, რომ გააკეთეს ის, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებიათ.

- მოკლედ, ახალ ხელისუფლებას მიესალმებით, მაგრამ მათი მუშაობის ტემპი არ მოგწონთ. თქვენი აზრით, ამ ერთ წელიწადში დიდი შეცდომა დაუშვეს?

- სიზანტე ხომ შეცდომის ტოლფასია. გარდა ამისა, ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც არა და არ გახდა საზოგადოებრივი. პირიქით, უფრო შორდება საზოგადოებას. რა გახდა ამ ბორდის არჩევა, რა არის ასეთი გადაუწყვეტელი? რა საჭირო იყო მეორე კონკურსის გამოცხადება? ამბობენ, კანონი ამის უფლებას გვაძლევსო. კანონში იმდენი რამ წერია და ისეთი "მიხვეულ-მოხვეულია", რომ ყველაფრის უფლება შეიძლება "იპოვო", მაგრამ ეს ხომ ჩვენი დისკრედი­ტაციაა, რომ არ გვაღირსეს ნორმალური ტელევიზია, ბორდი და მენეჯმენტი?! ეს დანაშაული არ არის? რა თქმა უნდა - არის. ტელევიზია ერთ წელიწადში ჭკუაზე როგორ ვერ მოიყვანეს? ცოტა უკეთესი რომ გახდეს, გემოვნებიანი და პატიოსანი პროფესიონალები რომ მოვიდნენ, ხომ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ ეს არავის უნდა. ამ ყველაფრის მიმართ ისევ პირად ინტერესებსა და არასახარბიელო დამოკიდებულებას ვხედავ, რაც გულს მიკლავს.

- გასულ კვირას, ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერნეტში ატვირთული ვიდეოჩანაწერი გახლდათ, რომელიც მუხროვანის ამბოხებას უკავშირდება. ამ ყველაფერზე რა აზრის ბრძანდებით?

- ამბობენ, დასკვნების გამოტანა საჭირო არ არისო, მაგრამ ყველამ კარგად გავიგეთ, რაც ვანო მერაბიშვილმა ამ ჩანაწერში თქვა. ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. არ ვიცი, მერაბიშვილმა ვინმეს მკვლელობა ბრძანა თუ უკვე მკვდრების ამოთხრა. ეს გვამები რუსები უნდა ყოფილიყვნენ თუ სხვა ეროვნების, ეს გაურკვეველია. გვამებს რომ ითხოვს, ეს ყველამ მოვისმინეთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორასი კაცის თანდასწრებით ასეთი განკარგულება რატომ გასცა, ცოტა გაურკვეველია. ეს მისი მხრიდან ან ძალიან თავგასული უტიფრობაა, ან სერიოზული დანაშაული.

- მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, მერაბიშვილს დანაშაულს მაინც ვერ უმტკიცებენ...

- ჩემთვის ცოტა გამაოგნებელია, რომ მერაბიშვილსაც და კიდევ სხვებსაც, ამდენი დანაშაულის მიუხედავად, მაინც ვერაფერს უმტკიცებენ. როგორ შეიძლება, ამდენი მტკიცებულების მიუხედავად, დასკვნა ვერ გამოიტანონ და ბრალი ვერ დაუმტკიცონ? ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ამდენი არაპროფესიონალი და არაკვალიფიციური ადამიანი იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ყველა ერთად მოაგროვო. ალბათ იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა. სულ კადრების სიმცირეზე საუბრობენ. ყველა სფეროშია პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანი, უბრალოდ მათი ამა თუ იმ სფეროში მოყვანა ვიღაცას არ უნდა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია