პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრძნობების აფიშირება არ მიყვარს" - რისთვის ემზადება ეკო ფანგანის ყოფილი შეყვარებული
"გრძნობების აფიშირება არ მიყვარს" - რისთვის ემზადება ეკო ფანგანის ყოფილი შეყვარებული

"სი­ტყვა­ძუნ­წია, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლო­ბის ბუშ­ტი თუ გა­უს­კდა, შე­იძ­ლე­ბა თავი მის­გან დიდი ხნით ვე­ღარ და­იძ­ვრი­ნოთ. რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­თა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუ მი­ზა­ნი მტკი­ცედ და­ი­სა­ხა, მის წინსვლას ვე­ღა­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს. მას შე­უძ­ლია იყოს ულ­მო­ბე­ლი, სას­ტი­კი, ძლი­ე­რი... მტე­რი და მოყ­ვა­რე თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს და ყვე­ლა პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა. გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, რო­გორ იყა­როს ჯავ­რი მტერ­ზე. მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ისეთ დარ­ტმას აყე­ნებს, სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ღო­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მომ­ღე­რალ ბექა ჩხა­ი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გია არ მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი, რომ გი­თხრა, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში ღრმად ჩა­ხე­დუ­ლიც არ ვარ. მიშა ცა­გა­რელ­თან ვმე­გობ­რობ და ამ თე­მა­ზე მას­თან ვსა­უბ­რობ; რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, ვე­კი­თხე­ბი.

- მის რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- ნა­წი­ლობ­რივ. ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს თვალს გა­სარ­თო­ბად თუ გა­და­ვავ­ლებ ხოლ­მე.

- ღო­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­თა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ა­ნო. მარ­თა­ლია?

- ეს კომ­პლი­მენ­ტია (იცი­ნის), რის­თვი­საც მად­ლო­ბას გიხ­დი! ჩემი თა­ვის ქე­ბას ვერ და­ვი­წყებ.

- თავ­მდა­ბა­ლიც ყო­ფილ­ხარ...

- სა­კუ­თარ რა­ინ­დულ თვი­სე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, ამა­ზე ჩემი მე­გობ­რე­ბი უკე­თე­სად ილა­პა­რა­კე­ბენ.

- "გუ­ლუბ­რყვი­ლოა, სხვებს თა­ვის მო­ტყუ­ე­ბის უფ­ლე­ბას ხში­რად აძ­ლევს და ნე­ბის­მი­ერ მარ­ცხს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სიმ­შვი­დით ხვდე­ბა".

- ტყუ­ი­ლია. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც "გა­ვა­ტა­რო" ისე, ვი­თომ ვერ მივ­ხვდი, მაგ­რამ თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- "ნაკ­ლე­ბად და ძა­ლი­ან უხა­ლი­სოდ ცრუ­ობს, რად­გან შემ­დგომ­ში ამ ტყუ­ი­ლით ცხოვ­რე­ბა უძ­ნელ­დე­ბა".

- ბო­რო­ტი ტყუ­ი­ლე­ბი ჩემი საქ­მე არ არის, მაგ­რამ უწყი­ნა­რი, ზოგ­ჯერ სა­ხა­ლი­სო ტყუ­ი­ლე­ბის თქმა ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას გვი­წევს. მსგავს რა­ღა­ცებს მეც ხში­რად ვამ­ბობ, ამ დროს ჩემი "გუ­რუ­ლო­ბა" ირ­თვე­ბა და... ისე­თი ტყუ­ი­ლე­ბის თქმის­გან, რო­მე­ლიც მერე ცხოვ­რე­ბას და­მიმ­ძი­მებს და გა­მიძ­ნე­ლებს, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს.

- "კარ­გი მე­გო­ბა­რი და კომ­პა­ნი­ო­ნია. მარ­თა­ლია, სი­ტყვა­ძუნ­წია, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლო­ბის ბუშ­ტი თუ გა­უს­კდა, შე­იძ­ლე­ბა, მის­გან თავი დიდი ხნით ვე­ღარ და­იძ­ვრი­ნოთ".

- სი­ტყვა­ძუნ­წი ვარ? არა, ტყუ­ი­ლია!

- ახლა შენი გუ­ლახ­დი­ლო­ბის ბუშ­ტი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?

- კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ. 90%-ით არის შევ­სე­ბუ­ლი, გას­კდო­მას ცოტა აკ­ლია.

- "მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ტე­რი­ა­ლის­ტია და კომ­ფორ­ტის სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის ქო­ნე­ბას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უყ­რის თავს და ფულ­საც მონ­დო­მე­ბით აგ­რო­ვებს".

- არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კომ­ფორ­ტი არ უყ­ვარს. რაც შე­ე­ხე­ბა ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას, ეს ჩემი თვი­სე­ბა არ არის. მარ­თა­ლია, მდი­და­რი არ ვარ და არც ბიზ­ნე­სი მაქვს, მაგ­რამ რაც გა­მაჩ­ნია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხელ­გაშ­ლი­ლად ვხარ­ჯავ. ახ­ლობ­ლებს სა­ჩუქ­რე­ბით რომ ვა­ხა­რებ, ეს თა­ვა­დაც მსი­ა­მოვ­ნებს. როცა და­ვო­ჯახ­დე­ბი, მერე ალ­ბათ, რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ სა­მე­გობ­როს მა­ინც არა­ფერს მო­ვაკ­ლებ.

- და­ო­ჯა­ხე­ბა ახ­სე­ნე და შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე ხომ არ არის?

- როცა იქ­ნე­ბა, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ.

- შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- ახლა კვარ­ტე­ტი "ალი­ლო" 2 ახალ სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ობს. პრე­ზენ­ტა­ცია მალე იქ­ნე­ბა. ერთი ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბი­დან პო­პუ­რია, მე­ო­რე - ჯან­სუღ კა­ხი­ძის სიმ­ღე­რაა.

- "თუ მი­ზა­ნი მტკი­ცედ და­ი­სა­ხა, მის წინსვლას ვე­ღა­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს".

- 100%-ით სი­მარ­თლეა! მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, უმე­ტე­სად ბო­ლომ­დე წარ­მა­ტე­ბით გავ­სულ­ვარ, უკან იშ­ვი­ა­თად და­მი­ხე­ვია. ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, რომ ბო­ლოს მი­ზა­ნიც გე­ზი­ზღე­ბა და გინ­და, ხელი ჩა­იქ­ნიო, - ასე­თი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად მომ­ხდა­რა.

- "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია პარტნი­ო­რის მი­მართ. უყ­ვარს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით აფი­ში­რე­ბა, რაც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა".

- ამ შემ­თხვე­ვა­შიც გე­თან­ხმე­ბი. შე­მიძ­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო, ოღონდ მან იგ­რძნოს თავი ბედ­ნი­ე­რად. სა­ჩუქ­რე­ბი? - ამა­საც კარ­გად "ვქა­ჩავ"; ისე, რომ მერე თა­ვად მიკ­ვირს, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე.

- "უზო­მოდ მონ­დო­მე­ბუ­ლია. სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კარ­გი ვირ­ტუ­ო­ზია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სი­ზარ­მა­ცის­კენ მა­ნი­ა­კა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბაც ახა­სი­ა­თებს".

- ვერ ვი­ტყვი, რომ ზარ­მა­ცი ვარ. ჩემ­თვის შრო­მა სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან შე­საძ­ლოა, იმი­ტომ ასო­ცირ­დე­ბა, რომ ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სი­ზარ­მა­ცის გამო სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ზი­ა­ნი არას­დროს მი­მი­ყე­ნე­ბია.

- "მას შე­უძ­ლია იყოს ულ­მო­ბე­ლი, სას­ტი­კი, ძლი­ე­რი... ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

- თუ გა­მამ­წა­რებ, შე­იძ­ლე­ბა, იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვი­დე, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე "ხე­ლის მომ­წე­რი" გავ­ხდე და მერე ეს სა­ნა­ნე­ბე­ლიც გა­მიხ­დეს.

- ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფილ­ხარ?

- ადა­მი­ა­ნი არ მო­მიკ­ლავს, მაგ­რამ გამ­წა­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვარ.

- "მო­რი­ე­ლის თვა­ლებს ჰიპ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რი აქვთ. მათ მზე­რას ხალ­ხი თავს არი­დებს და მო­უს­ვენ­რო­ბა იპყრობთ".

- მარ­თლა? შე­იძ­ლე­ბა ასეც არის, არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ. ზო­გა­დად, მო­რი­ელ­ზე მსმე­ნია, რომ ძლი­ე­რი ნი­შა­ნია; იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ ზო­გი­ერ­თი გა­ურ­ბის კი­დეც.

- "იმ­დე­ნად ფლობს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, რომ სა­ხე­ზე ვე­რა­ფერს შე­ა­ტყობთ".

- ნამ­დვი­ლად ასეა! ძა­ლი­ან ცუ­დად მყოფს გა­ღი­მე­ბაც შე­მიძ­ლია. ეს თვი­სე­ბა ბევრ რა­მე­ში გა­მომ­დგო­მია.

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი?

- კი, სი­მარ­თლის თქმა და­უ­ფა­რა­ვად შე­მიძ­ლია.

- "თუ ნამ­დვი­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას წარ­მო­ად­გენთ, ჰკი­თხეთ მო­რი­ელს და ის პირ­და­პირ გე­ტყვით".

- მარ­თლია, მაგ­რამ უზ­რდე­ლუ­რად და თავ­ხე­დუ­რად არ ვიქ­ცე­ვი.

- "მო­რი­ელს მტე­რი და მოყ­ვა­რე თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს. მას მტე­რიც კი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა".

- ვინ­მე გა­დამ­ტე­რე­ბუ­ლი არ მყავს, მაგ­რამ იყო შემ­თხვე­ვა, როცა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხრი­დან მო­რი­დე­ბუ­ლო­ბა მიგ­რძნია, სათ­ქმე­ლი სხვი­სი პი­რით შე­მო­უთ­ვლი­ათ. მგო­ნია, რომ ამას "მო­რი­ე­ლო­ბა" კი არა, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბის წესი გა­ნა­პი­რო­ბებს.

- "მო­რი­ე­ლი არა მხო­ლოდ სხვე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. თუ გარ­შე­მო და­სა­გეს­ლი ობი­ექ­ტი არ ჰყავს, შე­უძ­ლია, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ნეს­ტა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე სცა­დოს".

- ესეც სი­მარ­თლეა, ჩემი თავი არა­ერ­თხელ და­მი­გეს­ლავს.

- მერე რა ხდე­ბა?

- მერე მზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამო­დის, სამ­ყა­რო ფე­რად­დე­ბა - ეს თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა.

- სამ­ყა­როს გა­ფე­რა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გეხ­მა­რე­ბა?

- მა­გას რას გა­ი­გებ, მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაა. მე­გობ­რე­ბით ძა­ლი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ვარ; შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ მხრივ მი­ლი­არ­დე­რი გახ­ლა­ვართ. მათ სით­ბოს, სიყ­ვა­რულს ყო­ველ­თვის ვგრძნობ და ეს მაძ­ლი­ე­რებს. უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე გა­ჭირ­ვე­ბა­შიც ვყო­ფილ­ვარ, 3-4 წლის წინ ყვე­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და - და­კონ­კრე­ტე­ბა აღარ მინ­და, მაგ­რამ გე­ტყვი, რომ ამ პრობ­ლე­მა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი. 95%-ით გან­წი­რუ­ლი ვი­ყა­ვი და მე­გობ­რებ­მა მიშ­ვე­ლეს. პრობ­ლე­მა მათი დახ­მა­რე­ბით დავძლიე. არა­და, შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემ გარ­შე­მო სა­მა­რა­დი­სო სიბ­ნე­ლეს და­ე­სად­გუ­რე­ბი­ნა.

- "მო­რი­ელს არას­დროს ავი­წყდე­ბა გა­წე­უ­ლი სი­კე­თე".

- სი­კე­თე რო­გორ უნდა და­ვი­ვი­წყო? ეს ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე სი­კე­თე გა­მი­კე­თეს, ამას ხში­რად ვახ­სე­ნებ. წყე­ნაც ასე მახ­სოვს თუ არა? - შე­უ­რა­ცხყო­ფის დროს იმ წუთ­ში­ვე "ვფეთ­ქდე­ბი" და ვმოქ­მე­დებ. ამ დროს თა­ვის დახ­რა არ შე­მიძ­ლია. სი­ტუ­ა­ცია გა­ირ­კვე­ვა და მერე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

- "გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, რო­გორ იყა­როს ჯავ­რი მტერ­ზე. ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ისეთ დარ­ტმას აყე­ნებს, სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს".

- (იცი­ნის) მტერ­ზე ჯავ­რის ყრას ხში­რად აუჩ­ქა­რე­ბე­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბით სი­ა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა. მე ეს შე­მიძ­ლია! არც ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის უბე­დუ­რე­ბა არ მინ­და... და­ახ­ლო­ე­ბით 20 დღის წინ, ჩემს ერთ საყ­ვა­რელ პი­როვ­ნე­ბას ისე­თი "შე­ფუ­თუ­ლი" ტყუ­ი­ლი "მი­უ­ტა­ნეს", თით­ქმის და­ი­ჯე­რა. უძი­ლო ღა­მე­ე­ბი მქონ­და. ახლა ჩემი "მო­რი­ე­ლი" დღე და ღამე მოძ­რა­ობს; არა­ფერს ვიმ­ჩნევ, ვი­ცი­ნი, მაგ­რამ ისე­თი დარ­ტყმის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, ტყუ­ი­ლის მიმ­ტა­ნი 2-3 წელი რომ ვერ და­ი­ვი­წყებს. თით­ქმის "დამ­კა­ში" ვარ გა­სუ­ლი. ასე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლი დიდი ხა­ნია, არ ვყო­ფილ­ვარ. შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რო­ბენ, - ეს რა "მას­ტი" ყო­ფი­ლაო, მაგ­რამ ნა­ხონ, ჩემი მო­რი­ე­ლი რო­გორ "იკა­ცებს".

- "მის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბას თით­ქმის ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს რო­მე­ლი­მე ნა­თე­სა­ვის ან ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა".

- ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და შემ­თხვე­ვა: როცა ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვი, გა­ხა­რე­ბუ­ლი და თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი, რა­ღაც ცუდი მოხ­და და ეს სი­ხა­რუ­ლი ჩა­მიმ­წარ­და.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთი სი­ტყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ გთხო­ვო, რო­მელ სი­ტყვას იტყვი?

- ამა­ზე არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. შე­იძ­ლე­ბა, გა­რეგ­ნუ­ლად ეს არ ჩანს, მაგ­რამ ღვთის მო­ში­ში ადა­მი­ა­ნი ვარ. არა­და, ბევ­რის­თვის თვალ­ში სა­ცე­მი ჩემი ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბაა. ვერ ვი­ცავ იმ წე­სებს, რო­მელ­საც რე­ლი­გია ქრის­ტი­ა­ნის­გან მო­ი­თხოვს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი "უძ­ლე­ველს" გი­წო­დე­ბენ.

- ამ და­ხა­სი­ა­თე­ბას შე­იძ­ლე­ბა, 80%-ით ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე.

- "ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს".

- ასეა. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ბევ­რჯერ მი­ნა­ნია კი­დეც, სა­კუ­თა­რი თავი და­მი­ტუქ­სავს, - რჩე­ვა რა­ტომ არა­ვის ვკი­თხე-მეთ­ქი?!

- "მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. თა­ვის გარ­შე­მო ისეთ პი­როვ­ნე­ბას არ გა­ა­ჭა­ჭა­ნებს, რო­მელ­საც არ აფა­სებს".

- ჩემი მე­გობ­რე­ბით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ა­მა­ყებ. ჩემი სა­მე­გობ­რო წრე ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თოა.

- "მას გრძნო­ბე­ბის სა­ხალ­ხოდ დე­მონ­სტრი­რე­ბა არ სჩ­ვე­ვია".

- გრძნო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბა არ მიყ­ვარს. ბევ­რს უთ­ქვამს, - სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნე, გა­გი­ცა­ნი და წარ­მოდ­გე­ნა სა­ერ­თოდ შე­მეც­ვა­ლაო.

- რო­გო­რი გვე­გო­ნეო?

- სა­ში­ნე­ლი, და თურ­მე კარ­გი ადა­მი­ა­ნი ყო­ფილ­ხა­რო. ბო­ლოს ისე ვტკბილ­დე­ბი, სულ "ნამ­ცხვარს" მე­ძა­ხი­ან.

- "უყ­ვარს სხვი­სი სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა. სულ­ში ისე­თი კუნ­ჭუ­ლე­ბი აქვს, სა­დაც შეს­ვლა ნე­ბის­მი­ე­რი მოკ­ვდა­ვის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია".

- რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლოც ვიცი, რომ გი­თხრა, აღ­დგო­მას ჩემს საფ­ლავ­ზე მოხ­ვალ და გულ­ზე კვერ­ცხს გა­და­მი­გო­რებ.

- "სა­ო­ცა­რი შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბის უნა­რის წყა­ლო­ბით, ყო­ველ­თვის და­ნამ­დვი­ლე­ბით იცის, ვინ რას წარ­მო­ად­გენს და ვის­გან რა სა­შიშ­რო­ე­ბა ელის".

- ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ვცდე­ბი. ინ­ტუ­ი­ცია ბევრ რა­მეს მკარ­ნა­ხობს. ერთი პა­ტა­რა სა­ცე­რი მაქვს, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნებს ვა­ტა­რებ. ზო­გი­ერ­თი იცხრი­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თი ჩემ გვერ­დით რჩე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გრძნობების აფიშირება არ მიყვარს" - რისთვის ემზადება ეკო ფანგანის ყოფილი შეყვარებული

"გრძნობების აფიშირება არ მიყვარს" - რისთვის ემზადება ეკო ფანგანის ყოფილი შეყვარებული

"სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება თავი მისგან დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ. რაინდული თვისებებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. თუ მიზანი მტკიცედ დაისახა, მის წინსვლას ვეღარაფერი შეაჩერებს. მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი... მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს და ყველა პატივისცემით ეპყრობა. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ბექა ჩხაიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არ მაინტერესებს-მეთქი, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მაგრამ ამ სფეროში ღრმად ჩახედულიც არ ვარ. მიშა ცაგარელთან ვმეგობრობ და ამ თემაზე მასთან ვსაუბრობ; რაც მაინტერესებს, ვეკითხები.

- მის რჩევებს ითვალისწინებ?

- ნაწილობრივ. ასტროლოგიურ პროგნოზს თვალს გასართობად თუ გადავავლებ ხოლმე.

- ღორის წელში დაბადებული ადამიანები რაინდული თვისებებითა და გულისხმიერებით გამოირჩევიანო. მართალია?

- ეს კომპლიმენტია (იცინის), რისთვისაც მადლობას გიხდი! ჩემი თავის ქებას ვერ დავიწყებ.

- თავმდაბალიც ყოფილხარ...

- საკუთარ რაინდულ თვისებებზე ლაპარაკი მეუხერხულება, ამაზე ჩემი მეგობრები უკეთესად ილაპარაკებენ.

- "გულუბრყვილოა, სხვებს თავის მოტყუების უფლებას ხშირად აძლევს და ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება".

- ტყუილია. შეიძლება რაღაც "გავატარო" ისე, ვითომ ვერ მივხვდი, მაგრამ თავჩაღუნული ადამიანი ნამდვილად არ ვარ.

- "ნაკლებად და ძალიან უხალისოდ ცრუობს, რადგან შემდგომში ამ ტყუილით ცხოვრება უძნელდება".

- ბოროტი ტყუილები ჩემი საქმე არ არის, მაგრამ უწყინარი, ზოგჯერ სახალისო ტყუილების თქმა ცხოვრებაში ყველას გვიწევს. მსგავს რაღაცებს მეც ხშირად ვამბობ, ამ დროს ჩემი "გურულობა" ირთვება და... ისეთი ტყუილების თქმისგან, რომელიც მერე ცხოვრებას დამიმძიმებს და გამიძნელებს, ღმერთმა დამიფაროს.

- "კარგი მეგობარი და კომპანიონია. მართალია, სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება, მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ".

- სიტყვაძუნწი ვარ? არა, ტყუილია!

- ახლა შენი გულახდილობის ბუშტი რა მდგომარეობაშია?

- კარგ ხასიათზე ვარ. 90%-ით არის შევსებული, გასკდომას ცოტა აკლია.

- "მათი უმრავლესობა მატერიალისტია და კომფორტის სიყვარულით გამოირჩევა. ის ქონებას ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის თავს და ფულსაც მონდომებით აგროვებს".

- არ მეგულება ადამიანი, რომელსაც კომფორტი არ უყვარს. რაც შეეხება ფულის შეგროვებას, ეს ჩემი თვისება არ არის. მართალია, მდიდარი არ ვარ და არც ბიზნესი მაქვს, მაგრამ რაც გამაჩნია, საყვარელი ადამიანებისთვის ხელგაშლილად ვხარჯავ. ახლობლებს საჩუქრებით რომ ვახარებ, ეს თავადაც მსიამოვნებს. როცა დავოჯახდები, მერე ალბათ, რაღაცები შეიცვლება, მაგრამ სამეგობროს მაინც არაფერს მოვაკლებ.

- დაოჯახება ახსენე და შენს პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის?

- როცა იქნება, ამას აუცილებლად გაიგებთ.

- შემოქმედებით საქმიანობაში?

- ახლა კვარტეტი "ალილო" 2 ახალ სიმღერაზე მუშაობს. პრეზენტაცია მალე იქნება. ერთი ძველი სიმღერებიდან პოპურია, მეორე - ჯანსუღ კახიძის სიმღერაა.

- "თუ მიზანი მტკიცედ დაისახა, მის წინსვლას ვეღარაფერი შეაჩერებს".

- 100%-ით სიმართლეა! მიზნისკენ მიმავალ გზაზე, უმეტესად ბოლომდე წარმატებით გავსულვარ, უკან იშვიათად დამიხევია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბოლოს მიზანიც გეზიზღება და გინდა, ხელი ჩაიქნიო, - ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად მომხდარა.

- "შეყვარებული ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია პარტნიორის მიმართ. უყვარს საკუთარი გრძნობების მატერიალური კუთხით აფიშირება, რაც ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოიხატება".

- ამ შემთხვევაშიც გეთანხმები. შემიძლია, საყვარელი ადამიანისთვის ბოლომდე დავიხარჯო, ოღონდ მან იგრძნოს თავი ბედნიერად. საჩუქრები? - ამასაც კარგად "ვქაჩავ"; ისე, რომ მერე თავად მიკვირს, როგორ მოვახერხე.

- "უზომოდ მონდომებულია. საკუთარი საქმის პროფესიონალი და კარგი ვირტუოზია, მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცისკენ მანიაკალური მიდრეკილებაც ახასიათებს".

- ვერ ვიტყვი, რომ ზარმაცი ვარ. ჩემთვის შრომა სიამოვნებასთან შესაძლოა, იმიტომ ასოცირდება, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. სიზარმაცის გამო საკუთარი თავისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი... ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- თუ გამამწარებ, შეიძლება, იმ მდგომარეობამდე მივიდე, რომ ყველაფერზე "ხელის მომწერი" გავხდე და მერე ეს სანანებელიც გამიხდეს.

- ასეთ მდგომარეობაში ყოფილხარ?

- ადამიანი არ მომიკლავს, მაგრამ გამწარებული და ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- მართლა? შეიძლება ასეც არის, არ დავკვირვებივარ. ზოგადად, მორიელზე მსმენია, რომ ძლიერი ნიშანია; იმდენად ძლიერი, რომ ზოგიერთი გაურბის კიდეც.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- ნამდვილად ასეა! ძალიან ცუდად მყოფს გაღიმებაც შემიძლია. ეს თვისება ბევრ რამეში გამომდგომია.

- ადამიანებთან ურთიერთობისას პირდაპირობით გამოირჩევი?

- კი, სიმართლის თქმა დაუფარავად შემიძლია.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის პირდაპირ გეტყვით".

- მართლია, მაგრამ უზრდელურად და თავხედურად არ ვიქცევი.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- ვინმე გადამტერებული არ მყავს, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა დაპირისპირებული მხრიდან მორიდებულობა მიგრძნია, სათქმელი სხვისი პირით შემოუთვლიათ. მგონია, რომ ამას "მორიელობა" კი არა, ჩემი შეხედულებები, ცხოვრების წესი განაპირობებს.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- ესეც სიმართლეა, ჩემი თავი არაერთხელ დამიგესლავს.

- მერე რა ხდება?

- მერე მზე მოულოდნელად ამოდის, სამყარო ფერადდება - ეს თავისთავად ხდება.

- სამყაროს გაფერადებაში ყველაზე მეტად, რა გეხმარება?

- მაგას რას გაიგებ, მიზეზი სხვადასხვაა. მეგობრებით ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ; შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მილიარდერი გახლავართ. მათ სითბოს, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ და ეს მაძლიერებს. უკიდურეს მდგომარეობამდე გაჭირვებაშიც ვყოფილვარ, 3-4 წლის წინ ყველა ჩემს ცხოვრებას განიხილავდა - დაკონკრეტება აღარ მინდა, მაგრამ გეტყვი, რომ ამ პრობლემაში მოულოდნელად აღმოვჩნდი. 95%-ით განწირული ვიყავი და მეგობრებმა მიშველეს. პრობლემა მათი დახმარებით დავძლიე. არადა, შეიძლებოდა, ჩემ გარშემო სამარადისო სიბნელეს დაესადგურებინა.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- სიკეთე როგორ უნდა დავივიწყო? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე სიკეთე გამიკეთეს, ამას ხშირად ვახსენებ. წყენაც ასე მახსოვს თუ არა? - შეურაცხყოფის დროს იმ წუთშივე "ვფეთქდები" და ვმოქმედებ. ამ დროს თავის დახრა არ შემიძლია. სიტუაცია გაირკვევა და მერე ყველაფერი დალაგდება.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. ის მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- (იცინის) მტერზე ჯავრის ყრას ხშირად აუჩქარებელი, დიპლომატიური ნაბიჯებით სიარული სჭირდება. მე ეს შემიძლია! არც ერთი ადამიანისთვის უბედურება არ მინდა... დაახლოებით 20 დღის წინ, ჩემს ერთ საყვარელ პიროვნებას ისეთი "შეფუთული" ტყუილი "მიუტანეს", თითქმის დაიჯერა. უძილო ღამეები მქონდა. ახლა ჩემი "მორიელი" დღე და ღამე მოძრაობს; არაფერს ვიმჩნევ, ვიცინი, მაგრამ ისეთი დარტყმისთვის ვემზადები, ტყუილის მიმტანი 2-3 წელი რომ ვერ დაივიწყებს. თითქმის "დამკაში" ვარ გასული. ასეთი გამწარებული დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. შეიძლება ფიქრობენ, - ეს რა "მასტი" ყოფილაო, მაგრამ ნახონ, ჩემი მორიელი როგორ "იკაცებს".

- "მის ამქვეყნად მოვლინებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს რომელიმე ნათესავის ან ოჯახის წევრის გარდაცვალება".

- ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა: როცა ძალიან კარგად ვიყავი, გახარებული და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რაღაც ცუდი მოხდა და ეს სიხარული ჩამიმწარდა.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. შეიძლება, გარეგნულად ეს არ ჩანს, მაგრამ ღვთის მოშიში ადამიანი ვარ. არადა, ბევრისთვის თვალში საცემი ჩემი ბოჰემური ცხოვრებაა. ვერ ვიცავ იმ წესებს, რომელსაც რელიგია ქრისტიანისგან მოითხოვს.

- ასტროლოგები "უძლეველს" გიწოდებენ.

- ამ დახასიათებას შეიძლება, 80%-ით ვაკმაყოფილებდე.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- ასეა. ზრდასრული ადამიანი ვარ და ბევრჯერ მინანია კიდეც, საკუთარი თავი დამიტუქსავს, - რჩევა რატომ არავის ვკითხე-მეთქი?!

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- ჩემი მეგობრებით მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ჩემი სამეგობრო წრე ბევრისთვის სამაგალითოა.

- "მას გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება არ სჩვევია".

- გრძნობების აფიშირება არ მიყვარს. ბევრს უთქვამს, - სხვანაირი ადამიანი მეგონე, გაგიცანი და წარმოდგენა საერთოდ შემეცვალაო.

- როგორი გვეგონეო?

- საშინელი, და თურმე კარგი ადამიანი ყოფილხარო. ბოლოს ისე ვტკბილდები, სულ "ნამცხვარს" მეძახიან.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოს შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ნებისმიერი მოკვდავისთვის აკრძალულია".

- რამდენი ადამიანის საიდუმლოც ვიცი, რომ გითხრა, აღდგომას ჩემს საფლავზე მოხვალ და გულზე კვერცხს გადამიგორებ.

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ადამიანების ამოცნობაში იშვიათად ვცდები. ინტუიცია ბევრ რამეს მკარნახობს. ერთი პატარა საცერი მაქვს, რომელშიც ადამიანებს ვატარებ. ზოგიერთი იცხრილება, ზოგიერთი ჩემ გვერდით რჩება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება