პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყვილი, რომელსაც კონფლიქტების არ ეშინია - „ჯერ სადა ხართ!..“
წყვილი, რომელსაც კონფლიქტების არ ეშინია - „ჯერ სადა ხართ!..“

მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა და რე­ჟი­სო­რი განო მე­ლი­თა­უ­რი ოჯა­ხურ უღელს უკვე შვი­დი წე­ლია, ეწე­ვი­ან. ჰყავთ ორი შვი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე უკე­თე­ბი­ათ ერ­თად, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­რექ­ტო­რი უფრო მეტ­ჯერ კოტე ყო­ფი­ლა, ვიდ­რე განო, ახლა კი სრუ­ლი­ად თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით მო­უ­წევთ მუ­შა­ო­ბა. "პა­ლიტ­რა ტვ" თე­ბერ­ვლი­დან ახალ, ყო­ველ­დღი­ურ გა­და­ცე­მას გვთა­ვა­ზობს, რო­მელ­საც სწო­რედ ცნო­ბი­ლი ცოლ-ქმა­რი წა­რუ­ძღვე­ბა.

კოტე და განო ისე­დაც აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ეს ინ­ტერ­ვი­უს დრო­საც გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს სა­უ­ბარ­ში ერ­თვე­ბოდ­ნენ. კოტე ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით ლა­პა­რა­კობ­და, რო­გორც მივ­ხვდით, ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი გა­და­ცე­მა უნდა გა­მო­ვი­დეს...

კოტე და განო:

- რო­გორ მი­ი­ღეთ შე­თა­ვა­ზე­ბა და ხომ არ გა­გიკ­ვირ­დათ, რომ ცოლ-ქმარს ერ­თად მო­გი­წევთ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა? როცა წყვი­ლი ერთ ად­გი­ლას მუ­შა­ობს, ძი­რი­თა­დად, დიდი ჩხუ­ბე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბია ხოლ­მე.

განო:

- სხვა­თა შო­რის, ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი თე­მაა. ეს დოგ­მა არ­სე­ბობს, რომ ცოლ-ქმა­რი ერ­თად არ უნდა მუ­შა­ობ­დეს და ეს მათი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია, მაგ­რამ ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი არ ამარ­თლებს. ჯერ კი­დევ ხუთი წლის წინ გვქონ­და ერ­თად მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი. გვა­ნი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას ის ჩხუ­ბიც, კა­მა­თიც, რო­მე­ლიც ერ­თად მუ­შა­ო­ბას მოს­დევს.

- ანუ ჩხუ­ბი მა­ინც არის.

კოტე:

- ბუ­ნებ­რი­ვია. არა­თუ ცოლ-ქმარს შო­რის, მგო­ნია, რომ კო­ლე­გებს შო­რი­საც მუდ­მი­ვი კა­მა­თია. სწო­რედ კა­მათ­ში იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში კა­მა­თი, რო­მელ­საც ეთერ­შიც ვა­პი­რებთ, თუკი თემა მო­ი­ტანს, უფრო რე­ი­ტინ­გულს გახ­დის ჩვენს გა­და­ცე­მას.

- ჭურ­ჭლის ფრე­ნაც ხომ არ იქ­ნე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა, არამ­ტვრე­ვა­დი ჭურ­ჭე­ლი და­ვა­წყოთ ახ­ლოს (იცი­ნი­ან).

განო:

- გვაქვს ორ­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, მე რომ ვი­ყა­ვი ბოსი და კოტე რომ იყო ბოსი, თუმ­ცა კოტე უფრო მეტ­ჯერ ყო­ფი­ლა.

- მთა­ვა­რია, ოჯახ­ში ვინ არის დი­რექ­ტო­რი.

კოტე:

- ოჯახ­ში მთა­ვა­რი თა­რა­შია.

- დიპ­ლო­მა­ტი­ურ პა­სუ­ხებს არ მი­ვი­ღებ.

- მა­შინ ასე გი­პა­სუ­ხებთ - ნამ­დვი­ლი დი­რექ­ტო­რი ხომ არას­დროს იტყვის, რომ ის დი­რექ­ტო­რია (იღი­მის).

განო:

- ისევ ჩვენს ერ­თად მუ­შა­ო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! იმის გა­მოც იყო სა­ინ­ტე­რე­სო, რომ აქამ­დე არ გვქო­ნია კა­მე­რის წინ ერ­თად მუ-შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. გვქონ­და სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია, რო­დე­საც ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ­დით ერ­თად, მაგ­რამ ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გაგ­ვა­ხა­რა ამ წი­ნა­და­დე­ბამ, იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დრო გვექ­ნე­ბა, არა, გაკ?

- "გაკ" ეს კო­ტეს მეტ­სა­ხე­ლია?

- ერ­თმა­ნეთს გა­კოს ვე­ძა­ხით. ჩვენს სტუ­დი­ა­საც ეს სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით, ანუ განო და კოტე. ერთ დღეს კო­ტემ მო­მიყ­ვა­ნა სახ­ლში ბიჭი და მი­თხრა, რომ კარგ ტა­ტუ­ებს ხა­ტავ­და. შე­დე­გად ორი­ვეს ხელ­ზე გვაქვს ამოტვიფ­რუ­ლი ჩვე­ნი მეტ­სა­ხე­ლე­ბი.

კოტე:

- გა­ნოს ძა­ლი­ან ეში­ნია ნე­ბის­მი­ე­რი ტკი­ვი­ლის და ტა­ტუს გა­კე­თე­ბი­საც ეში­ნო­და.

განო:

- გა­უტ­კი­ვა­რე­ბის გა­რე­შე რომ ვიმ­შო­ბი­ა­რე, ეს არ გა­გახ­სენ­და?

კოტე:

- მერე, რამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის მო­ფიქ­რე­ბა დამ­ჭირ­და, რომ სამ­შო­ბი­ა­რომ­დე მი­მეყ­ვა­ნე, ეგ აღარ გახ­სოვს?

- გა­და­ცე­მა, რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო უნდა იყოს.

- ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ იმა­ზე, რით უნდა იყოს ჩვე­ნი გა­და­ცე­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ცოლ-ქმარს მიჰ­ყავს, არ არის მნიშ-ვნე­ლო­ვა­ნი, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან თუ არა. მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით რომ შევ­ხე­დო, მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ასეთ გა­და­ცე­მას უყუ­როს. ორი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. მე, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, და­მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ისი­ნი ღია ეთერ­ში და რამ­დე­ნად არ ითა­მა­შებ­დნენ.

- შენ შემ­თხვე­ვა­ში არა­ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვაა, მსა­ხი­ო­ბი ხარ.

- სწო­რედ რომ ეს არის სა­ინ­ტე­რე­სო...

განო:

- მე არ მივ­ცემ მას სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მო­ი­ტყუ­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ცე­მის ფორ-მატს, თუ თემა მო­ი­თხოვს და ეს ალ­ბათ, ხში­რად მოხ­დე­ბა, გვე­ყო­ლე­ბა სტუ­მა­რიც, რო­მე­ლიც იმ თე­მა­ში ჩვენ­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

კოტე:

- და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა, ის ცნო­ბი­ლი სა­ხეა თუ არა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

წყვილი, რომელსაც კონფლიქტების არ ეშინია - „ჯერ სადა ხართ!..“

წყვილი, რომელსაც კონფლიქტების არ ეშინია - „ჯერ სადა ხართ!..“

მსახიობი კოტე თოლორდავა და რეჟისორი განო მელითაური ოჯახურ უღელს უკვე შვიდი წელია, ეწევიან. ჰყავთ ორი შვილი. ძალიან ბევრი საქმე უკეთებიათ ერთად, თუმცა, რასაკვირველია, დირექტორი უფრო მეტჯერ კოტე ყოფილა, ვიდრე განო, ახლა კი სრულიად თანაბარი უფლებებით მოუწევთ მუშაობა. „პალიტრა ტვ“ თებერვლიდან ახალ, ყოველდღიურ გადაცემას გვთავაზობს, რომელსაც სწორედ ცნობილი ცოლ-ქმარი წარუძღვება.

კოტე და განო ისედაც აქტიური ადამიანები არიან, ეს ინტერვიუს დროსაც გამოჩნდა, როდესაც ერთმანეთს საუბარში ერთვებოდნენ. კოტე ისეთი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა, როგორც მივხვდით, ძალიან ენერგიული გადაცემა უნდა გამოვიდეს...

კოტე და განო:

- როგორ მიიღეთ შეთავაზება და ხომ არ გაგიკვირდათ, რომ ცოლ-ქმარს ერთად მოგიწევთ გადაცემის წაყვანა? როცა წყვილი ერთ ადგილას მუშაობს, ძირითადად, დიდი ჩხუბები და კონფლიქტებია ხოლმე.

განო:

- სხვათა შორის, ეს ძალიან მაგარი თემაა. ეს დოგმა არსებობს, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა მუშაობდეს და ეს მათი ერთობლივი ცხოვრებისთვის ძალიან მოსაწყენია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს გამონათქვამი არ ამართლებს. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გვქონდა ერთად მუშაობის პირველი პრეცედენტი. გვანიჭებს სიამოვნებას ის ჩხუბიც, კამათიც, რომელიც ერთად მუშაობას მოსდევს.

- ანუ ჩხუბი მაინც არის.

კოტე:

- ბუნებრივია. არათუ ცოლ-ქმარს შორის, მგონია, რომ კოლეგებს შორისაც მუდმივი კამათია. სწორედ კამათში იბადება ჭეშმარიტება. ჩვენ შემთხვევაში კამათი, რომელსაც ეთერშიც ვაპირებთ, თუკი თემა მოიტანს, უფრო რეიტინგულს გახდის ჩვენს გადაცემას.

- ჭურჭლის ფრენაც ხომ არ იქნება?

- შეიძლება, არამტვრევადი ჭურჭელი დავაწყოთ ახლოს (იცინიან).

განო:

- გვაქვს ორნაირი გამოცდილება, მე რომ ვიყავი ბოსი და კოტე რომ იყო ბოსი, თუმცა კოტე უფრო მეტჯერ ყოფილა.

- მთავარია, ოჯახში ვინ არის დირექტორი.

კოტე:

- ოჯახში მთავარი თარაშია.

- დიპლომატიურ პასუხებს არ მივიღებ.

- მაშინ ასე გიპასუხებთ - ნამდვილი დირექტორი ხომ არასდროს იტყვის, რომ ის დირექტორია (იღიმის).

განო:

- ისევ ჩვენს ერთად მუშაობას რომ დავუბრუნდეთ, ტელევიზიიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იმის გამოც იყო საინტერესო, რომ აქამდე არ გვქონია კამერის წინ ერთად მუ-შაობის საშუალება. გვქონდა სარეკლამო კომპანია, როდესაც ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად, მაგრამ ეს განსხვავებულია. გაგვახარა ამ წინადადებამ, იმიტომ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის დრო გვექნება, არა, გაკ?

- „გაკ“ ეს კოტეს მეტსახელია?

- ერთმანეთს გაკოს ვეძახით. ჩვენს სტუდიასაც ეს სახელი დავარქვით, ანუ განო და კოტე. ერთ დღეს კოტემ მომიყვანა სახლში ბიჭი და მითხრა, რომ კარგ ტატუებს ხატავდა. შედეგად ორივეს ხელზე გვაქვს ამოტვიფრული ჩვენი მეტსახელები.

კოტე:

- განოს ძალიან ეშინია ნებისმიერი ტკივილის და ტატუს გაკეთებისაც ეშინოდა.

განო:

- გაუტკივარების გარეშე რომ ვიმშობიარე, ეს არ გაგახსენდა?

კოტე:

- მერე, რამდენი ტყუილის მოფიქრება დამჭირდა, რომ სამშობიარომდე მიმეყვანე, ეგ აღარ გახსოვს?

- გადაცემა, როგორც ვიცი, ძალიან უშუალო უნდა იყოს.

- ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რით უნდა იყოს ჩვენი გადაცემა განსხვავებული. პირველ რიგში, იმით არის გამორჩეული, რომ ცოლ-ქმარს მიჰყავს, არ არის მნიშ-ვნელოვანი, ცნობილი სახეები არიან თუ არა. მაყურებლის თვალით რომ შევხედო, მისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ასეთ გადაცემას უყუროს. ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამს. მე, როგორც მაყურებელს, დამაინტერესებდა, რამდენად გულწრფელები იქნებოდნენ ისინი ღია ეთერში და რამდენად არ ითამაშებდნენ.

- შენ შემთხვევაში არალეგიტიმური კითხვაა, მსახიობი ხარ.

- სწორედ რომ ეს არის საინტერესო...

განო:

- მე არ მივცემ მას საშუალებას, რომ მოიტყუოს. რაც შეეხება გადაცემის ფორ-მატს, თუ თემა მოითხოვს და ეს ალბათ, ხშირად მოხდება, გვეყოლება სტუმარიც, რომელიც იმ თემაში ჩვენზე კომპეტენტური იქნება.

კოტე:

- და მნიშვნელობა არ ექნება, ის ცნობილი სახეა თუ არა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება