სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე! "ჯინსების თაობის" რეჟისორი "ექვთიმე თაყაიშვილზე" მხატვრულ ფილმს გადაიღებს
მალე! "ჯინსების თაობის" რეჟისორი "ექვთიმე თაყაიშვილზე" მხატვრულ ფილმს გადაიღებს

სა­ნამ ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე "ჯინ­სე­ბის" გა­და­ღე­ბას შე­უდ­გე­ბა, მა­ნამ­დე ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფილ­მის - "ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის" გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. ამის­თვის საქპა­ტენ­ტში პრო­ექ­ტი უკვე და­ა­რე­გის­ტრი­რა. ცოტა ხან­ში საფ­რან­გეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, რომ მო­ი­ნა­ხუ­ლოს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი - ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ განძს და­რა­ჯად ედგა.

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია მე და ლაშა კან­კა­ვა ვმუ­შა­ობთ ამ პრო­ექ­ტზე და მა­სა­ლებს ვი­ძი­ებთ. საკ­მა­ოდ ვრცე­ლი და ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია (არ­ქი­ვე­ბი­დან, ხელ­ნა­წე­რე­ბი­დან) დაგ­ვიგ­როვ­და... რა­ტომ ექ­ვთი­მე? იმი­ტომ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი, სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი მყავს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და, ნე­ბის­მი­ე­რი ერის სა­ა­მა­ყო შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მათ შო­რის ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლია. ის ყვე­ლა­ზე დიდ ცდუ­ნე­ბა­ზე (მა­ტე­რი­ა­ლუ­რი) ამაღ­ლდა. ქარ­თულ სა­გან­ძურს კი­დევ არა­ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ექ­სპო­ნა­ტი შეჰ­მა­ტა და გა­ამ­დიდ­რა გან­ძი, რო­მელ­საც უცხო­ეთ­ში და­რა­ჯობ­და. არა­და, ცნო­ბი­ლია, რომ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ყვე­ლა­ფერს იკ­ლებ­და, მე­უღ­ლე ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ი­ას­თან ერ­თად და განძს მფარ­ვე­ლობ­და მა­შინ, როცა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა (ამე­რი­კა, ინ­გლი­სი, რუ­სე­თი) ცდი­ლობ­და, იქი­დან სარ­გე­ბე­ლი მი­ე­ღო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად და კარ­გად არის ასა­ხუ­ლი ჩვენს სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც სტრუქ­ტუ­რუ­ლად უკვე შეკ­რუ­ლია. მხო­ლოდ დი­ა­ლო­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ღა დაგ­ვრჩა. მარ­ტის ბო­ლოს საფ­რან­გეთ­ში, ლე­ვი­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­ვალთ. ის ქუ­ჩე­ბი და ად­გი­ლე­ბი უნდა მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ, სა­დაც ექ­ვთი­მეს ყოფ­ნა უხ­დე­ბო­და. იმის შემ­დეგ ალ­ბათ, სცე­ნარ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც შევა და ის სა­ბო­ლოო სა­ხეს აპ­რილ­ში მი­ი­ღებს. ზა­ფხულ­ში კი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა.

- მისი გა­და­ღე­ბა ფილ­მის "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" ეკ­რა­ნი­ზე­ბას ხელს არ შე­უშ­ლის?

- არა, "ჯინ­სე­ბი" თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. გრა­ფი­კი ისე­თია, რომ შე­მოდ­გო­მის­თვის უნდა და­ვი­წყოთ გა­და­ღე­ბა.

- "ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­ზე" იგი­ვე ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც "ჯინ­სებს" გა­და­ი­ღებს. "ექ­ვთი­მე" 5 ენა­ზე იქ­ნე­ბა (ქარ­თუ­ლი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი) გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ტიტ­რე­ბი არ ექ­ნე­ბა ფილ­მს?

- კი, რო­გორ არა. უბ­რა­ლოდ ვი­გუ­ლის­ხმე, რომ ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ანს, ვი­საც ექ­ვთი­მეს­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­ტაქ­ტი, ფილმში იმ ქვე­ყა­ნის ენა­ზე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, რო­მელ ქვე­ყა­ნა­საც წარ­მო­ად­გე­ნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ექ­ვთი­მე ბევრ ენას ფლობ­და. ხოლო ფილ­მის ძი­რი­თა­დი ენა კი ქარ­თუ­ლია. პრო­ექ­ტში უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც და­კავ­დე­ბი­ან და გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთ­ში გვექ­ნე­ბა. მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა ეკა სი­რა­ძეს, ჩვენს ელჩს საფ­რან­გეთ­ში. დიახ, პა­რიზ­ში რომ ჩა­ვალთ, სა­ელ­ჩო სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. მოკ­ლედ, "ექ­ვთი­მე" ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი პრო­დუქ­ტი უნდა იყოს. მას­ში ქარ­თვე­ლე­ბიც ითა­მა­შე­ბენ.

- ექ­ვთი­მეს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ცნო­ბი­ლია?

- კი, მაგ­რამ მისი გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან ჯერ თავს შე­ვი­კა­ვებ. ვი­ტყვი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ქას­თინ­გი გვექ­ნე­ბა ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობ­ზე...

- რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, პრო­ექ­ტი საქპა­ტენ­ტში და­ა­რე­გის­ტრი­რეთ...

- კი, მა­გა­რი ფაქ­ტი მოხ­და: საქპა­ტენტს მცხე­თა­ში ჩა­ვა­კი­თხეთ (იქ არის მისი შე­ნო­ბა) და იმის გამო, რომ თურ­მე ახა­ლი ბაზა კეთ­დე­ბა, პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ ვებგ­ვერ­დის სა­ხით, "ექ­ვთი­მე" პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც იქ და­რე­გის­ტრირ­და. და­მე­თან­ხმე­ბით, თა­ვის­თა­ვად სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია, რომ ონ­ლა­ინ­რე­გის­ტრა­ცია პირ­ველ­მა ამ პრო­ექ­ტმა გა­ი­ა­რა.

- შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, რომ ნიკა სა­მუ­შა­ოდ ყო­ველ­თვის ხმა­უ­რი­ან თე­მებს ირ­ჩევს, რი­თიც პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბაო...

- სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ხდე­ბი "ექ­ვთი­მეს" თე­მით პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ჩემს რჩე­ვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, კარ­გია, ასეთ თე­მებს პი­რი­ქით, ხელი უნდა მოჰ­კი­დოს... ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავს...

- კი, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა იყოს საქ­მე, "ექ­ვთი­მე" მარ­ტი­ვად გა­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტი არ მგო­ნია...

- კი, გე­თან­ხმე­ბით, მთე­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს შე­საქ­მნე­ლი და მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და ხა­რის­ხი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დეს... მინ­და გი­თხრათ, რომ ლაშა კან­კა­ვა (სცე­ნა­რის თა­ნა­ავ­ტო­რი) გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის როლს ითა­მა­შებს. საკ­მა­ოდ კარ­გი სცე­ნა იქ­ნე­ბა. ლაშა ძა­ლი­ან ჰგავს გა­ლა­კტი­ონს.

მოკ­ლედ, ფილმში ერ­თმა­ნეთს ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ი­ა­სა და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი გან­ძის ამ­ბა­ვი ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­ჯაჭ­ვე­ბა. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ იკ­ვე­თე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- გა­ლა­კტი­ო­ნის გარ­და, კი­დევ რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ფილმში?

- მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს, ნოე ჟორ­და­ნი­ას, სტა­ლინს.

- ცნო­ბი­ლია, რომ ექ­ვთი­მეს ემიგ­რა­ცი­ა­ში ერთი თხა ჰყავ­და, რო­მე­ლიც მისი ერ­თა­დერ­თი იმე­დი იყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ინა­ხავ­და მას...

- კი და იმ თხამ მერე ფე­ხიც კი მოს­ტე­ხა. ბავ­შვო­ბა­ში ერთი ფეხი კი ისე­დაც მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და და ამის გამო ხე­ი­ბა­რი იყო. მერე კი იმ თა­ხამ მე­ო­რეც მოს­ტე­ხა (ბა­წა­რი გა­მო­ე­დო და წა­აქ­ცია). ამ ყვე­ლაფ­რის გამო ექ­ვთი­მეს "კოჭ­ლა­ბუ­ხას" ეძახ­დნენ. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში კი, სა­ნამ ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ი­ას ცო­ლად მო­იყ­ვან­და, ნი­ნოს მა­მას, რო­გორც ჩანს, ამ ნაკ­ლის გამო სი­ძედ არ უნ­დო­და და უთ­ქვამს: თუ ჩემს გო­გოს თავს არ და­ა­ნე­ბებ, მე­ო­რე ფე­ხა­საც მოგ­ტე­ხა­ვო... ისიც ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მათი გაც­ნო­ბა-და­ახ­ლო­ე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და. მოკ­ლედ, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფილმში კარ­გი და ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბი­ან. პრო­ექტს ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მო­უ­წევს გაგ­ზავ­ნა, რად­გა­ნაც ასე­თი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი და­ით­მი­ნა და ასე უკ­ლებ­ლივ და­უბ­რუ­ნა ქვე­ყა­ნას გან­ძი.

- ნი­კო­ლოზ, ამე­რი­კის კი­ნოს­კო­ლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა მოგ­ყვე­ბა, რაც მუ­შა­ო­ბა­ში გეხ­მა­რე­ბა?

- ეს არის ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას ვა­ნი­ჭებ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­ბიც ჩემს პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ. რაც უფრო კარ­გი კად­რე­ბი გყავს, უეკ­თე­სი პრო­ექ­ტი გა­მო­დის. რო­დე­საც ამა თუ იმ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ, ჯგუ­ფის წევ­რებს ვთხოვ, შე­ნიშ­ვნა გა­მოთ­ქვან და იმ შე­ნიშ­ვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვა­კე­თებ სა­ბო­ლოო პრო­დუქტს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რის რჩე­ვის მი­ღე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მალე! "ჯინსების თაობის" რეჟისორი "ექვთიმე თაყაიშვილზე" მხატვრულ ფილმს გადაიღებს

მალე! "ჯინსების თაობის" რეჟისორი "ექვთიმე თაყაიშვილზე" მხატვრულ ფილმს გადაიღებს

სანამ ნიკოლოზ ხომასურიძე "ჯინსების" გადაღებას შეუდგება, მანამდე ქართული ისტორიული ფილმის - "ექვთიმე თაყაიშვილის" გადასაღებად ემზადება. ამისთვის საქპატენტში პროექტი უკვე დაარეგისტრირა. ცოტა ხანში საფრანგეთში მიემგზავრება, რომ მოინახულოს ადგილები, სადაც ჩვენი ეროვნული გმირი - ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდა და წლების განმავლობაში ქართულ განძს დარაჯად ედგა.

- დაახლოებით ორი წელია მე და ლაშა კანკავა ვმუშაობთ ამ პროექტზე და მასალებს ვიძიებთ. საკმაოდ ვრცელი და ბევრი ინფორმაცია (არქივებიდან, ხელნაწერებიდან) დაგვიგროვდა... რატომ ექვთიმე? იმიტომ, რომ ცხოვრებაში რამდენიმე ქართველი, სამაგალითო ადამიანი მყავს, რომელიც შეიძლებოდა, ნებისმიერი ერის საამაყო შვილი ყოფილიყო. მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილია. ის ყველაზე დიდ ცდუნებაზე (მატერიალური) ამაღლდა. ქართულ საგანძურს კიდევ არაერთი უძველესი ექსპონატი შეჰმატა და გაამდიდრა განძი, რომელსაც უცხოეთში დარაჯობდა. არადა, ცნობილია, რომ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ყველაფერს იკლებდა, მეუღლე ნინო პოლტარაცკაიასთან ერთად და განძს მფარველობდა მაშინ, როცა რამდენიმე ქვეყანა (ამერიკა, ინგლისი, რუსეთი) ცდილობდა, იქიდან სარგებელი მიეღო.

ეს ყველაფერი ლამაზად და კარგად არის ასახული ჩვენს სცენარში, რომელიც სტრუქტურულად უკვე შეკრულია. მხოლოდ დიალოგების დამუშავებაღა დაგვრჩა. მარტის ბოლოს საფრანგეთში, ლევილის დასათვალიერებლად წავალთ. ის ქუჩები და ადგილები უნდა მოვინახულოთ, სადაც ექვთიმეს ყოფნა უხდებოდა. იმის შემდეგ ალბათ, სცენარში გარკვეული ცვლილებებიც შევა და ის საბოლოო სახეს აპრილში მიიღებს. ზაფხულში კი პროექტის განხორციელება იგეგმება.

- მისი გადაღება ფილმის "ჯინსების თაობა" ეკრანიზებას ხელს არ შეუშლის?

- არა, "ჯინსები" თავისი მიმართულებით მიდის. გრაფიკი ისეთია, რომ შემოდგომისთვის უნდა დავიწყოთ გადაღება.

- "ექვთიმე თაყაიშვილზე" იგივე ჯგუფი იმუშავებს?

- ფაქტობრივად, ის გადამღები ჯგუფი იქნება, რომელიც "ჯინსებს" გადაიღებს. "ექვთიმე" 5 ენაზე იქნება (ქართული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული) გადაღებული.

- ტიტრები არ ექნება ფილმს?

- კი, როგორ არა. უბრალოდ ვიგულისხმე, რომ ყველა ეროვნების ადამიანს, ვისაც ექვთიმესთან ჰქონდა ურთიერთობა, კონტაქტი, ფილმში იმ ქვეყანის ენაზე დაელაპარაკებიან, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, ექვთიმე ბევრ ენას ფლობდა. ხოლო ფილმის ძირითადი ენა კი ქართულია. პროექტში უცხოელი მსახიობებიც დაკავდებიან და გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში გვექნება. მადლობა უნდა ვუთხრა ეკა სირაძეს, ჩვენს ელჩს საფრანგეთში. დიახ, პარიზში რომ ჩავალთ, საელჩო საკითხების გარკვევაში დაგვეხმარება. მოკლედ, "ექვთიმე" ქართული მხატვრული პროდუქტი უნდა იყოს. მასში ქართველებიც ითამაშებენ.

- ექვთიმეს როლის შემსრულებელი ცნობილია?

- კი, მაგრამ მისი გამჟღავნებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ვიტყვი, რომ სერიოზული ქასთინგი გვექნება ნინო პოლტარაცკაიას როლის შემსრულებელ მსახიობზე...

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, პროექტი საქპატენტში დაარეგისტრირეთ...

- კი, მაგარი ფაქტი მოხდა: საქპატენტს მცხეთაში ჩავაკითხეთ (იქ არის მისი შენობა) და იმის გამო, რომ თურმე ახალი ბაზა კეთდება, პირველი ონლაინ ვებგვერდის სახით, "ექვთიმე" პირველი პროექტი აღმოჩნდა, რომელიც იქ დარეგისტრირდა. დამეთანხმებით, თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, რომ ონლაინრეგისტრაცია პირველმა ამ პროექტმა გაიარა.

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ნიკა სამუშაოდ ყოველთვის ხმაურიან თემებს ირჩევს, რითიც პოპულარული ხდებაო...

- სიამოვნებით გავხდები "ექვთიმეს" თემით პოპულარული. თუ ნებისმიერი ადამიანი ჩემს რჩევას გაითვალისწინებს, კარგია, ასეთ თემებს პირიქით, ხელი უნდა მოჰკიდოს... ისტორიული ამბები ბავშვობიდან მიზიდავს...

- კი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს საქმე, "ექვთიმე" მარტივად გასახორციელებელი პროექტი არ მგონია...

- კი, გეთანხმებით, მთელი პერიოდი გვაქვს შესაქმნელი და მინდა, რომ ეს ყველაფერი კარგად და ხარისხიანად განხორციელდეს... მინდა გითხრათ, რომ ლაშა კანკავა (სცენარის თანაავტორი) გალაკტიონ ტაბიძის როლს ითამაშებს. საკმაოდ კარგი სცენა იქნება. ლაშა ძალიან ჰგავს გალაკტიონს.

მოკლედ, ფილმში ერთმანეთს ნინო პოლტარაცკაიასა და ექვთიმე თაყაიშვილის სიყვარულისა და ქართული განძის ამბავი ერთმანეთს გადაეჯაჭვება. საკმაოდ საინტერესოდ იკვეთება ეს ყველაფერი.

- გალაკტიონის გარდა, კიდევ რომელი ცნობილი ადამიანები გამოჩნდებიან ფილმში?

- მაყურებელი იხილავს ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ნოე ჟორდანიას, სტალინს.

- ცნობილია, რომ ექვთიმეს ემიგრაციაში ერთი თხა ჰყავდა, რომელიც მისი ერთადერთი იმედი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ის ინახავდა მას...

- კი და იმ თხამ მერე ფეხიც კი მოსტეხა. ბავშვობაში ერთი ფეხი კი ისედაც მოტეხილი ჰქონდა და ამის გამო ხეიბარი იყო. მერე კი იმ თახამ  მეორეც მოსტეხა (ბაწარი გამოედო და წააქცია). ამ ყველაფრის გამო ექვთიმეს "კოჭლაბუხას" ეძახდნენ. ახალგაზრდობაში კი, სანამ ნინო პოლტარაცკაიას ცოლად მოიყვანდა, ნინოს მამას, როგორც ჩანს, ამ ნაკლის გამო სიძედ არ უნდოდა და უთქვამს: თუ ჩემს გოგოს თავს არ დაანებებ, მეორე ფეხასაც მოგტეხავო... ისიც ცნობილი ფაქტია, რომ მათი გაცნობა-დაახლოება ილია ჭავჭავაძის მეშვეობით მოხდა. მოკლედ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფილმში კარგი და ღირსეული ადამიანები გაცოცხლდებიან. პროექტს ფესტივალებზე მოუწევს გაგზავნა, რადგანაც ასეთი ადამიანის ისტორიაა, რომელმაც ამდენი დაითმინა და ასე უკლებლივ დაუბრუნა ქვეყანას განძი.

- ნიკოლოზ, ამერიკის კინოსკოლიდან განსაკუთრებულად რა მოგყვება, რაც მუშაობაში გეხმარება?

- ეს არის ცოდნა, განათლება და კონტაქტები. ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას ვანიჭებ. ადამიანები, რომელბიც ჩემს პროექტებზე მუშაობენ, კვალიფიციურები უნდა იყვნენ. რაც უფრო კარგი კადრები გყავს, უეკთესი პროექტი გამოდის. როდესაც ამა თუ იმ პროექტზე მუშაობას ვიწყებ, ჯგუფის წევრებს ვთხოვ, შენიშვნა გამოთქვან და იმ შენიშვნების გათვალისწინებით, ვაკეთებ საბოლოო პროდუქტს. პროფესიონალი კადრის რჩევის მიღება, მნიშვნელოვანია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება