შეყვარებული წყვილებისთვის ყოველი დღე სიყვარულითაა სავსე, მაგრამ 14 თებერვალი ის თარიღია, როდესაც ნებისმიერი თქვენგანი დიდი სიხარულით ელოდება.
მამაკაცებისთვის ეს დღე ნამდვილი თავსატეხია; რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალს - თაიგული? გემრიელი შოკოლადი? თუ ძვირფასი სამკაული? - ეს ის შეკითხვებია, რომელიც კაცებს საგონებელში აგდებთ.
გამოკითხული 5 000 ქალბატონი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად კოცნა გაახარებთ. ამასთან, ფსიქოლოგები კატეგორიულად ურჩევენ მამაკაცებს, რომ ვალენტინობას არავითარ შემთხვევაში არ აჩუქონ გოგონას სექსუალური საცვლები. რომანტიკული ჟესტი თუ გნებავთ, შეარჩიეთ ცეცხლოვანი წითელი ვარდები.
კომპანია AXA-ს გამოკითხვის თანახმად, ქალების 65%-ს ყვავილები გაახარებთ. ყოველი 5 გოგონადან 1-მა გულისტკივილით აღიარა, რომ პარტნიორისგან თაიგული საჩუქრად არასდროს მიუღია. ქალებს ასევე გაუხარდებათ, თუ ვალენტინობას სიყვარულს სპონტანურად დაუმტკიცებენ. ამასთან, ქალების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ძვირფას საჩუქარზე მეტად პარტნიორისგან რომანტიკული ჟესტი გაახარებთ.მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.