სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის
მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ქმნის. შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენტზე უწყე­ბა­თა­შო­რი­სო საბ­ჭო მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ წუ­თებ­ში სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში"' სა­მუ­შაო სხდო­მას მარ­თავს.

რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს საბ­ჭოს წევ­რმა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ეს იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია, რომ­ლი­თაც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შემ­დეგ წლებ­ში იხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"იქ­მნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა 7 წელ­ზე გათ­ვლი­ლი. ეს კონ­ცეფ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სფე­რო­ში ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის თავ­მოყ­რას და იმის გან­სა­ზღვრას, რა ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი ქმე­დე­ბა. დღეს ამ პრო­ექ­ტზე კი­დევ ერთხელ ვიმ­სჯე­ლებთ, როცა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია და­ას­რუ­ლებს მუ­შა­ო­ბას, სა­ვა­რუ­დოდ, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს­თვის, კონ­ცეფ­ცია უნდა შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში და ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ და­ამ­ტკი­ცოს. ის იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს ქვე­ყა­ნამ შემ­დეგ წლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სტრა­ტე­გი­ა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თო­მას ჰა­მერ­ბერ­გის, ასე­ვე ევ­რო­საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი."

"ეს იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცია, რომ­ლი­თაც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმოქ­მე­დებს და რომ­ლი­თაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მის სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის

მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის

საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის. შესაბამის დოკუმენტზე უწყებათაშორისო საბჭო მუშაობს, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით ამ წუთებში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"' სამუშაო სხდომას მართავს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, ეს იქნება ერთიანი სტრატეგია, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგ წლებში იხელმძღვანელებს.

"იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, რომელიც იქნება 7 წელზე გათვლილი. ეს კონცეფცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძირითადი პრიორიტეტების თავმოყრას და იმის განსაზღვრას, რა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად უნდა იყოს მიმართული ხელისუფლების ერთიანი ქმედება. დღეს ამ პროექტზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ, როცა უწყებათაშორისი კომისია დაასრულებს მუშაობას, სავარუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის, კონცეფცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცოს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანამ შემდეგ წლებში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, სტრატეგიაში გათვალისწინებულია თომას ჰამერბერგის, ასევე ევროსაბჭოს რეკომენდაციები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აუცილებელი ნაბიჯები.''

"ეს იქნება ერთიანი კონცეფცია, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება იმოქმედებს და რომლითაც საკანონმდებლო ორგანო განახორციელებს შესაბამის საპარლამენტო ზედამხედველობას", - აღნიშნა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა