მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი" - გიორგი კანდელაკი მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს
"ყველაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი" - გიორგი კანდელაკი მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან ოლიმ­პი­ა­და­ზე რუ­სე­თის მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა.

"ყვე­ლა­ზე არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ვერ­შემგნე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი რაც კი სა­ქარ­თვე­ლოს ოდეს­მე ჰყო­ლია. ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მოქ­მე­დი ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ზუს­ტად იგი­ვეს ფიქ­რობს", - წერს კან­დე­ლა­კი.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე, ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის გა­მოს­ვლის დროს ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რუკა, სა­დაც აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლი და­ნის­ლუ­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ად ჩა­ით­ვა­ლოს - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ფან­ჯი­კი­ძის თქმით, ოლიმ­პი­ა­დის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რუკა ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც რე­ა­ლუ­რად არის და დას­ძი­ნა, რომ რუ­სეთ­მა აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ტე­ლე­ვი­ზი­ით, რუ­კის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქო­ნია, ვნა­ხე მხო­ლოდ facebook-ზე. არ ვიცი სხვა ქვეყ­ნე­ბის რუ­კე­ბი რო­გორ იყო წარ­დგე­ნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კა­ზე ეს ღრუ­ბე­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას. ვიცი, რომ ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს რუკა იყო ისე­თი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლოს რუკა - ინ­გლი­სუ­რი და ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბით და ამა­ზე კო­მენ­ტა­რე­ბიც ვნა­ხე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან, რომ რუ­სეთ­მა აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს პრო­ვო­კა­ცი­ად" - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად მო­ნი­ტორ­ზე გა­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს რუკა, სა­დაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რია ნის­ლის მსგავ­სი თეთ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ყველაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი" - გიორგი კანდელაკი მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს

"ყველაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი" - გიორგი კანდელაკი მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნათია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ოლიმპიადაზე რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შესახებ გააკეთა.

"ყველაზე არაკომპეტენტური და საკუთარი პასუხისმგებლობის ვერშემგნები საგარეო საქმეთა მინისტრი რაც კი საქართველოს ოდესმე ჰყოლია. ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოქმედი ქართველი დიპლომატი ზუსტად იგივეს ფიქრობს", - წერს კანდელაკი.

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, არ შეიძლება რუსეთის პროვოკაციად ჩაითვალოს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე საქართველოს რუკა ისეთივეა, როგორიც რეალურად არის და დასძინა, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

"სამწუხაროდ, ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ვნახე მხოლოდ facebook-ზე. არ ვიცი სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად" - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს დელეგაციის გამოჩენასთან ერთად მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს