სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო გადაფარული

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო გადაფარული

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს სპორტული დელეგაცია რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. ქართველ ოლიმპიელებს მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური უძღვებოდა. ხუთჯვრიანი დროშებით გაიარეს სცენაზე საქართველოს სპორტული დელეგაციის სხვა წევრებმაც.

საქართველო ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე, იასონ აბრამაშვილი და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს 14 თებერვალს კანადიდან შეუერთდება.

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?