როდესაც ტელევიზიით ცნობილ ჟურნალისტებს, მომღერლებს, მოდელებს ხედავთ, ალბათ, თითოეულ თქვენგანს ხშირად გაგჩენიათ კითხვა, რომელ სტილისტთან იჭრიან თმას, უვლიან სახის კანს, სად იძენენ ტანსაცმელს ან რომელ რესტორანს სტუმრობენ ყველაზე ხშირად.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ''რეიტინგში'' ამ თემასთან დაკავშირებული ახალი რუბრიკა შემოგთავაზოთ.
პირველ თემად ტანსაცმლის მაღაზიები და რესტორნები ავირჩიეთ. ცნობილ ადამიანებს შევეკითხებით, სად იძენენ ტანსაცმელს და რომელ რესტორანს სტუმრობენ ყველაზე ხშირად. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ პასუხებს დავაჯამებთ და გამოვავლენთ თბილისში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესო ადგილებს.
პირველ სტუმრებად მანიკა ასათიანი და გიორგი ნაზღაიძე შევარჩიეთ.
მანიკა ასათიანი, მოდელი, ტელეწამყვანი:
- როდესაც საქართველოში ვიძენ ტანსაცმელს, ძირითადად ''თბილისი მოლში'' მივდივარ. მაღაზიებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ''ტოპ- შოპი'' და ''ზარა''. ისე, ძირითადად მაინც უცხოეთში ვყიდულობ ტანსაცმელს. ადრე, წლების წინ, ბაზრობაზე არა, მაგრამ სავაჭრო ცენტრ ''კიდობანშიც'' შემიძენია ტანსაცმელი.
- რაც შეეხება რესტორანს...
- ძალიან მიყვარს სუში და ამიტომ ყველაზე ხშირად ''სუში ბარს'' ვსტუმრობ. დიდი რესტორნებიდან ამ ბოლო დროს რატომღაც ყველაზე ხშირად ''კრუიზში'' მიწევს სიარული. ადრე იყო ''ტიფლის ვერანდა'', სადაც ერთხელ დაბადების დღეც გადავიხადე და ძალიან მომწონდა იქაური სიტუაცია. შემდეგ რემონტის გამო დახურეს და მგონი, არც გაუხსნიათ. ბოლოს ვიყავი შარდენის ქუჩაზე ''ქარვასლაში'', ძალიან მომეწონა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება