კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე თურქეთის კომპოზიტორთა კავშირში გააწევრიანეს. ჰქონდა შეთავაზება, მეზობელ ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად და მათთვის შეექმნა მუსიკა. რუსამ ამ წინადადებაზე ''იმედის'' მუსიკალური პროექტების გამო უარი თქვა. ის დღეს ამ ტელეკომპანიის მუსიკალური პროდიუსერია. კომპოზიტორთან საუბარი ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დავიწყეთ, რომლის გამოც ინტერვიუ არაერთხელ გადავდეთ.
- ეს იყო საგიჟეთი, ყოველდღე ოთხი ლოკაცია მქონდა. დილას მოვდიოდი ''იმედში'', მერე სარეპეტიციო დარბაზში, შემდეგ - ცირკში და ბოლოს - ქორეოგრაფებთან სახლში. დილის 5 საათზე ვბრუნდებოდი შინ და დილის 10-დან ეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. მონაწილეებთან, მათ მეწყვილეებთან. ვიღაც ავად არის, ვიღაცას პრეტენზია აქვს...
- მუსიკალურ ნომრებს გიწუნებდნენ მონაწილეები?
- არა (იღიმება). საერთოდ, მეც ვუსმენ მონაწილეებს და ისინიც მენდობიან. იციან, რასაც ვურჩევ, კარგია. უბრალოდ, არის მომენტი, როცა ის მუსიკალური ნომერი მათ სულიერებასთან არ არის ახლოს ან იმ მომენტში ოდნავ სხვანაირი განწყობა აქვთ. ასეთ შემთხვევაში ვუწევ ანგარიშს, მაგრამ იმ ხარისხის ქვემოთ, რომელიც მე არ დამაკმაყოფილებს, არ ჩამოვალ.
- ყველაზე რთული რომელი მონაწილე აღმოჩნდა ამ მხრივ?
- ამ სეზონში არ გამჭირვებია, ნამდვილად უნდა ვაღიარო.
- გია სურამელაშვილიც არ იყო ამ მხრივ პრეტენზიული?
- გია? ჩემთან გია ისეა, როგორც კარაქიანი პური. ვერც ვიგებ, რატომ არის გია რთული, ოქროა ჩემთან.
- მთლიანობაში კმაყოფილი ხარ? გადარბენები, უძილო ღამეები დაგიფასდა?
- არ ვიცი, როგორ უნდა დამიფასდეს. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ ნამდვილად წარმატებული პროექტი იყო. სხვა ქვეყანაშიც კეთდება ეს პროექტი, გადართეთ და ნახეთ, რა უბედურებაა, ქვეყანას არ დავასახელებ. შეიძლება, მაგარი პროექტი აიღო, რეიტინგული სხვა ქვეყანაში და მკვდარი გამოვიდეს, არანაირი ემოცია არ მოიტანოს, არც ისე პოპულარული და რეიტინგული პროექტი კი ისე გააკეთო, ყველასთვის სასიამოვნო სანახავი გახდეს. ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არის ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. დისკომფორტი რომ მქონდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. ჩვეულებრივი ოჯახი ვართ. ერთმანეთი გვიხარია, სერიოზული უთანხმოება არასდროს გვქონია.
- თუმცა ბევრს ლაპარაკობენ შენს რთულ ხასიათზე.
- არ მაქვს რთული ხასიათი, ეს წლებმა დაამტკიცა. არ უნდა მომატყუო, იმიტომ, რომ მე არასდროს გატყუებ. არ უნდა მოგინდეს დამაზიანო და მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები. ძალიან ადვილია ჩემთან ურთიერთობა, რასაც ვფიქრობ, იმას გეუბნები. ნეტავ, ასეთი ხალხი ბევრი იყოს ჩემ გარშემო.
- აფეთქება ხომ იცი?
- კაი ახლა, ერთი აფეთქება რა მოხდა მერე. სამაგიეროდ, მავიწყდება, რაზე ავფეთქდი. ფურცელზე თუ არ დავიწერე, აღარ მახსოვს, რაზე გავბრაზდი (იცინის), ბავშვობიდან ასე ვარ. მაგრამ მახსოვს, რამდენიმე ადამიანი რომ არ მიყვარს. ღმერთო, მაპატიე.
- ეს რამდენიმე ადამიანი შენი კოლეგაა თუ...
- (მაწყვეტინებს. ავტ.) არა, არა, მე მათ კოლეგებს ვერ დავარქმევ. მათ ჰქვიათ, მე მინდა ვიყო მუსიკოსი.
- ისინი მხოლოდ არ გიყვარს, თუ?
- იმის იქით არ მივდივარ. ზიზღი არ ვიცი. არ ვიკადრებ, ჩავუსაფრდე და სამაგიერო გადავუხადო. ღმერთის მეშინია. ღმერთმა აპატიოს ყველას და მეც.
- ''ახალი ხმის'' მუსიკალური პროდიუსერი იყავი. რატომ წამოხვედი ამ პროექტიდან?
- ახლა გაჩერდი (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მკითხავდი, სანამ მოხვიდოდი, დამამშვიდებელი დავლიე (იცინის). ვიცოდი, რომ მშვიდი თემებით არ მოხვიდოდი ჩემთან. აღარ მინდოდა და წამოვედი. მორჩა.
- შენნაირ მუსიკალურ პროდიუსერებს ასე ადვილად პროექტიდან არ უშვებენ.
- მე გავაკეთე პირველი სეზონი, ავაწყვე სისტემა, კარგი რეიტინგი დავდე და წამოვედი ჩემს მეგობრებთან. მათთან ერთად ვაკეთებ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს''. ორ პროექტს ერთად არ გავაკეთებდი, ორივე ხარისხიანი უნდა იყოს და ეს ადვილი არ არის. მართალია, რბილად რომ ვთქვა, ძალიან დავაკლდი ''ვოისს'', მაშინ სხვა იყო მუსიკალური #5 27
იხილეთ სტატიის გაგრძელება