მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ნინი დედალამაზიშვილი გიგის ცოლზე
რას ჰყვება ნინი დედალამაზიშვილი გიგის ცოლზე

ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლე­ბის წე­რი­ლებს ამ­ჯე­რად, ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს. მის სა­ხელ­ზე არა­ერ­თი მე­სი­ჯი მო­ვი­და, თუმ­ცა და­სა­ბეჭ­დად მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო შე­ვარ­ჩი­ეთ.

ახა­ლი წელი კი­ევ­ში და პირ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი - შვი­ლის­გან

ლი­კუ­ნა, 14 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ 2014 წლის დად­გო­მას გი­ლო­ცავთ და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ! მე ჯგუ­ფის - "მგზავ­რე­ბი" ფანი ვარ. ნი­ნის­თან მაქვს ასე­თი შე­კი­თხვა: შენ და გიგი პა­ტა­რა­ო­ბი­სას ახა­ლი წლის დღე­ებს რო­გორ ატა­რებ­დით? რა­ი­მე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ჩუქ­რე­ბი თუ მო­უ­ტა­ნია თქვენ­თვის ე.წ. თოვ­ლის პა­პას? მის­თვის ოდეს­მე, წე­რი­ლი თუ მი­გი­წე­რი­ათ? და კი­დევ, 2014-ს რო­გორ შე­ე­გე­ბეთ? ახლა თუ გიმ­ზა­დებთ ვინ­მე სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს და წელს რა მი­ი­ღეთ? თქვენს გო­გო­ნას რა მო­უ­ტა­ნა თოვ­ლის პა­პამ?.."

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- გა­მარ­ჯო­ბა, ლი­კუ­ნა. მე ბავ­შვო­ბი­დან მჯე­რო­და თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის იმი­ტომ, რომ მას ჩემ­თვის სა­ჩუქ­რე­ბი ყო­ველ­თვის მოჰ­ქონ­და. მე და გი­გის ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი, მაგ­რამ ამ დღეს მომ­ხდარ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ამ­ბავს ვერ ვიხ­სე­ნებ. დამ­დეგს ჩვენც ისე­ვე ვე­გე­ბე­ბო­დით, რო­გორც ყვე­ლა ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი... 2014-ს ყვე­ლა ერ­თად, კი­ევ­ში შევ­ხვდით და ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რე­ბი გა­ვუც­ვა­ლეთ. ჩემ­მა შვილ­მა - ელე­ნე­მაც ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო და რაც მთა­ვა­რია, თვი­თო­ნაც მოგ­ვი­წყო სი­ურპრი­ზი - პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სწო­რედ კი­ევ­ში ყოფ­ნი­სას გა­დად­გა.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ქა­ლა­ქი და და­უ­ვი­წყა­რი ომი

სო­ფი­კო:

"ჰაი. ძა­ლი­ან მომ­წონს ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბი" და ნი­ნის მი­მარ­თაც სიმ­პა­თი­ით ვარ გან­წყო­ბი­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებს, შვი­ლი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში ხელს ხომ არ უშ­ლის? "მგზავ­რებ­თან" ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა ახ­ლაც უწევს თუ არა? და კი­დევ, რო­გორც ვიცი, ბევრ ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი (შე­იძ­ლე­ბა, ვცდე­ბი კი­დეც). მა­ინ­ტე­რე­სებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა მო­ე­წო­ნა ან რო­მელ­მა გა­აოცა? მის ძმას - გი­გის გარ­და უკ­რა­ი­ნი­სა, რო­მე­ლი ქვეყ­ნის ქა­ლე­ბი მოს­წონ­და?.. მინ­და, ნი­ნის წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო! ვფიქ­რობ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნია".

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. შვი­ლი ხელს არა­ფერ­ში მიშ­ლის, პი­რი­ქით - მეხ­მა­რე­ბა და სტი­მულს მაძ­ლევს. იმი­ტომ მინ­და, ჩემს საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო, რომ სწო­რედ ელე­ნეს ჰყავ­დეს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დედა... მარ­თლაც, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა თა­ვი­სე­ბუ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე. ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ ქა­ლა­ქად სა­რა­ე­ვო მო­მეჩ­ვე­ნა. იქ ომის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბევ­რი შე­ნო­ბა ვნა­ხე, რო­მელ­საც რეს­ტავ­რა­ცი­ა­საც არ უკე­თე­ბენ. იცი, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ახ­სოვ­დეთ ომი! ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და... რომი, პა­რი­ზი, სტამ­ბო­ლი - ეს ქა­ლა­ქე­ბი კი პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე. და­ბო­ლოს, რაც შე­ე­ხე­ბა გი­გის გე­მოვ­ნე­ბას, ამ სა­კი­თხში კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ. კი­თხვა­ზე ჩემი ძმა უკეთ გი­პა­სუ­ხებთ :))".

სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი და კუ­ლი­ნა­რია

გიო:

"ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გოგო ხარ. პი­რა­დად მე, მომ­წონ­ხარ. დღეს გო­გო­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია ბლა­ტა­ობს იმით, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ იცი­ან (მა­გა­ლი­თად, ჩემ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა კარ­ტო­ფი­ლის შეწ­ვაც კი არ იცის და ეს ძა­ლი­ან არ მომ­წონს), ზოგი კი პი­რი­ქით, კუ­ლი­ნა­რო­ბით იწო­ნებს თავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, შენ რო­მე­ლი ქა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი? სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, რისი გა­კე­თე­ბა გე­ხერ­ხე­ბა? რისი კე­თე­ბა ის­წავ­ლე მას მერე, რაც გა­თხოვ­დი? და სა­ერ­თო­დაც, შო­უ­ბიზ­ნე­სის პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ალს "ტე­ხა­ვოი პონ­ტად" მი­იჩ­ნევთ თუ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი არ არის? იმე­დია, პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას გულ­წრფე­ლი იქ­ნე­ბი. P.შ. მინ­და, უფ­ლის წყა­ლო­ბა გი­სურ­ვო! შენს ლა­მაზ შვილ­საც ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ!"

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- დიდი მად­ლო­ბა თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. მე მგო­ნია, რომ სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც ქალ­მა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა და არაფ­რის მომ­ზა­დე­ბა არ იცის. ვფიქ­რობ, ეს ცუდი ტო­ნია... პი­რა­დად მე, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მე­ხერ­ხე­ბა. თუ რა­ღაც არ ვიცი, ამა­საც ვის­წავ­ლი - ასეთ დროს დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად დე­დას ვუ­რე­კავ და ახალ-ახალ რე­ცეპ­ტებს ვი­წერ. სხვა­თა შო­რის, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი გა­მომ­დის.

"ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და"

ეკუ­ნა, 16 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. ნინი, ძა­ლი­ან მომ­წონ­ხარ. ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებ! შენ­თან ერთი კი­თხვა მაქვს: შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და გა­მუდ­მე­ბით იმას ჩამ­ჩი­ჩი­ნე­ბენ, - ამ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა ბომბზე ჯდო­მას უდ­რის, რად­გან შე­საძ­ლოა, ბუდე მა­ლე­ვე და­გენგრეთ. როცა გა­იზ­რდე­ბით, გე­მოვ­ნე­ბა შე­გეც­ვლე­ბათ, სხვა რა­ღა­ცე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის ფა­სე­უ­ლი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბაც ყელ­ში ამო­გი­ვათ. და­ი­ცა­დეთ, "დაღ­ვინ­დით" და მე­რეც თუ გეყ­ვა­რე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, გაჰ­ყე­ვი, ვინ და­გიშ­ლი­სო?.. ასე ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ისეც ხომ ხდე­ბა, რომ უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბიც ინ­გრე­ვა? პი­რა­დად შენ, რო­დის და­უშ­ვი შეც­დო­მა? ალ­ბათ სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რაკს არ მო­ი­სურ­ვებ და მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარ­საც აა­რი­დებ თავს, მაგ­რამ იქ­ნებ ამ კი­თხვა­ზე მა­ინც მი­პა­სუ­ხო: ასა­კი ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რას გან­სა­ზღვრავს? თქვენ რა­ტომ ვერ გა­უ­გეთ ერ­თმა­ნეთს?.. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე წყვი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, თქვენც მე­გობ­რე­ბად რჩე­ბით? და კი­დევ, რო­გორ ფიქ­რობ, 16 წლის ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა მარ­თლა არ ღირს? პა­სუ­ხის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას!"

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- მარ­თა­ლი ხარ, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. სხვა თუ არა­ფე­რი, ის ჩემი შვი­ლის მა­მაა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ხილ­ვას ვერ და­ვი­წყებ... ეკუ­ნა, მინ­და გი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა, 15 წლის ასაკ­ში შექ­მნა ოჯა­ხი და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ერ­თად იყოთ ან პი­რი­ქით - 30 წლის ასაკ­ში გა­თხო­ვილს არ გა­გი­მარ­თლოს, ოჯა­ხი და­გენგრეს. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გირ­ჩიო, არის ის, რომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ასე უცებ და­ო­ჯახ­დეთ. ჯერ და­აკ­ვირ­დით ერ­თმა­ნეთს, ბევრ რა­მე­ში გა­მო­ცა­დეთ ერ­თურ­თი და ეს ნა­ბი­ჯი მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­დად­გით. წარ­მა­ტე­ბე­ბი!

"ოჯა­ხის უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მნა დიდი სი­სუ­ლე­ლეა"

ლა­ი­მა, 19 წლის:

"ძა­ლი­ან მინ­და, თქვენს პო­პუ­ლა­რულ რეს­პონ­დენტს ვთხო­ვო რჩე­ვა. შე­იძ­ლე­ბა თქვას, - მე ვის რა რჩე­ვა უნდა მივ­ცე, ამ საქ­მე­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარო, - მაგ­რამ მა­ინც ვთხოვ, ჩემ­თვის ორი­ო­დე სი­ტყვის თქმა არ და­ი­ზა­როს. საქ­მე ის არის, რომ გა­თხო­ვი­ლი გახ­ლა­ვართ მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც არ მიყ­ვარს. ვიდ­რე მას გავ­ყვე­ბო­დი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და. ერთხე­ლაც, ძა­ლი­ან ვი­ჩხუ­ბეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ერ­თმა­ნეთს აღარ უნდა შევ­ხვედ­რო­დით. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა ვი­ყა­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­მის გამო გა­ბუ­ტუ­ლე­ბი, მაგ­რამ ის ისე იქ­ცე­ო­და, რომ მე­გო­ნა, ჩემ­კენ არას­დროს მო­ი­ხე­დავ­და; ჩემს ჯიბ­რზე, ჩემი სახ­ლის წინ სხვა გო­გო­ნებ­თან ერ­თად გადი-გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. ჰოდა, ვი­ფიქ­რე, და­ვას­წრებ და ოჯახს პირ­ვე­ლი მე შევ­ქმნი-მეთ­ქი. მის ჯიბ­რზე გავ­ყე­ვი ცო­ლად ჩემს ერთ-ერთ თაყ­ვა­ნის­მცე­მელს, რო­მე­ლიც ცუდი ადა­მი­ა­ნი არ არის, მაგ­რამ რა ვქნა, რომ 5-თვი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დე­გაც ძველ სიყ­ვა­რულს მივ­ტი­რი? რა ვქნა, თუ მას ვერ ვი­ვი­წყებ და ამის გამო, შო­თას შეყ­ვა­რე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ? არა­და, ქმა­რი თან მყვე­ბა. გა­მუდ­მე­ბით იმას ცდი­ლობს, რა­ი­მე მა­სი­ა­მოვ­ნოს. მე­ში­ნია, რომ ერთ დღე­საც ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუძ­ლებ და ოჯა­ხი თავ­ზე და­მენგრე­ვა. რო­გორ ამო­ვიგ­დო გუ­ლი­დან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და რო­გორ გავ­ხდე ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე? რო­გორ ფიქ­რობ, სი­სუ­ლე­ლე ჩა­ვი­დი­ნე, როცა უსიყ­ვა­რუ­ლოდ და თა­ნაც - შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ჯიბ­რზე გა­დავ­დგი ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი?"

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- ნამ­დვი­ლად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. სა­ერ­თოდ, არა­ვის ჯიბ­რზე არ უნდა და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა სხვას­თან, ამით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს აზა­რა­ლებთ. არ მჯე­რა შენი: თუ ერთი თვის წინ სხვა გიყ­ვარ­და და მე­ო­რე თვე­ში სხვა­ზე და­ი­წყე ფიქ­რი, ე.ი. არც ერთი გყვა­რე­ბია და არც - მე­ო­რე. ჩემი აზ­რით, ოჯა­ხის უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მნა დიდი სი­სუ­ლე­ლეა".

"თავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუვ­ლი..."

უც­ნო­ბი:

"ნინი, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ხარ, მაგ­რამ შენს ად­რინ­დელ და ახ­ლან­დელ ფო­ტო­ებს რომ ვა­და­რებ, ასე მგო­ნია, შენც მი­მარ­თე პლას­ტი­კურ ქი­რურგს რა­ღა­ცე­ბის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად. ვცდე­ბი თუ სი­მარ­თლეა?.. კი­დევ, მა­ინ­ტე­რე­სებს, გი­გის რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და ხოლ­მე, როცა შენი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის შე­სა­ხებ იგებ­და? როცა პა­ე­მან­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი, ამ ამ­ბავს ჩემ მსგავ­სად, ძმას სა­გულ­და­გუ­ლოდ ხომ არ უმა­ლავ­დი? ოდეს­მე, მისი ძმა­კა­ცი ხომ არ შეგ­ყვა­რე­ბია ან მას ხომ არ შეჰ­ყვა­რე­ბია შენი მე­გო­ბა­რი? ასე­თი ახ­ლობ­ლის შეყ­ვა­რე­ბა თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს?"

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- თავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუვ­ლი და ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე აი­სა­ხა კი­დეც... გი­გის­თან ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და მაქვს. ის ადეკ­ვა­ტუ­რი იყო მა­ში­ნაც, როცა იგებ­და, რომ ვი­ღა­ცას მოვ­წონ­დი. ამის გამო მას­თან პრობ­ლე­მა არას­დროს შემ­ქმნია.

"ძა­ლი­ან მინ­დო­და, გი­გის ქარ­თვე­ლი ცოლი ჰყო­ლო­და"

ნინა, 18 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. ნინი, შენი ოჯა­ხი ძა­ლი­ან მომ­წონს. დე­და­შე­ნიც კი უსიმ­პა­თი­უ­რე­სი ადა­მი­ა­ნია. მხო­ლოდ მა­მის შე­სა­ხებ მაქვს მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია... მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იტყვი შენს რძალ­ზე ანუ გი­გის უკ­რა­ი­ნელ მე­უღ­ლე­ზე? რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია? რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მულ­თან და დე­დამ­თილ­თან? და კი­დევ, შემ­თხვე­ვით, ფეხ­მძი­მედ ხომ არ არის? მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან მინ­დო­და, გი­გის ქარ­თვე­ლი ცოლი ჰყო­ლო­და (ნუ, მე ვინ მე­კი­თხე­ბა, მაგ­რამ მა­ინც :)), მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლი "ქარ­თვე­ლიც" მაგ­რად და­მე­ვა­სა... თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ხომ არ არის რა­ი­მე სი­ახ­ლე? მინ­და, წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვო! უფა­ლი ჰფა­რავ­დეს თქვენს ოჯახს. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ!"

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი:

- გმად­ლობ, ჩემს ოჯახ­ზე ასე რომ ფიქ­რობ. მა­რი­ნა მარ­თლაც, იდე­ა­ლუ­რი გო­გოა! ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სი­ტყვა "რძა­ლი" სა­შინ­ლად არ მომ­წონს. მა­რი­ნა რძა­ლი კი არა, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, გი­გის მის­ნა­ი­რი მა­გა­რი ცოლი რომ ჰყავს!.. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბა.

და­ბო­ლოს, ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით თი­თო­ე­უ­ლი მე­სი­ჯის­თვის, თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის! წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას ჰყვება ნინი დედალამაზიშვილი გიგის ცოლზე

რას ჰყვება ნინი დედალამაზიშვილი გიგის ცოლზე

ჟურნალის მკითხველების წერილებს ამჯერად, ნინი დედალამაზიშვილი პასუხობს. მის სახელზე არაერთი მესიჯი მოვიდა, თუმცა დასაბეჭდად მხოლოდ ყველაზე საინტერესო შევარჩიეთ.

ახალი წელი კიევში და პირველი საჩუქარი - შვილისგან

ლიკუნა, 14 წლის:

"გამარჯობა. დაგვიანებით, მაგრამ 2014 წლის დადგომას გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ! მე ჯგუფის - "მგზავრები" ფანი ვარ. ნინისთან მაქვს ასეთი შეკითხვა: შენ და გიგი პატარაობისას ახალი წლის დღეებს როგორ ატარებდით? რაიმე დასამახსოვრებელი საჩუქრები თუ მოუტანია თქვენთვის ე.წ. თოვლის პაპას? მისთვის ოდესმე, წერილი თუ მიგიწერიათ? და კიდევ, 2014-ს როგორ შეეგებეთ? ახლა თუ გიმზადებთ ვინმე საახალწლო საჩუქრებს და წელს რა მიიღეთ? თქვენს გოგონას რა მოუტანა თოვლის პაპამ?.."

ნინი დედალამაზიშვილი:

- გამარჯობა, ლიკუნა. მე ბავშვობიდან მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის იმიტომ, რომ მას ჩემთვის საჩუქრები ყოველთვის მოჰქონდა. მე და გიგის ძალიან გვიყვარდა ახალი წლის დღესასწაული, მაგრამ ამ დღეს მომხდარ რაღაც განსაკუთრებულ ამბავს ვერ ვიხსენებ. დამდეგს ჩვენც ისევე ვეგებებოდით, როგორც ყველა ჩვენი თანატოლი... 2014-ს ყველა ერთად, კიევში შევხვდით და ერთმანეთს საჩუქრები გავუცვალეთ. ჩემმა შვილმა - ელენემაც ბევრი საჩუქარი მიიღო და რაც მთავარია, თვითონაც მოგვიწყო სიურპრიზი - პირველი ნაბიჯები სწორედ კიევში ყოფნისას გადადგა.

ყველაზე უცნაური ქალაქი და დაუვიწყარი ომი

სოფიკო:

"ჰაი. ძალიან მომწონს ჯგუფი "მგზავრები" და ნინის მიმართაც სიმ­პათიით ვარ განწყობილი. მაინტერესებს, შვილი კარიერის აწყობაში ხელს ხომ არ უშლის? "მგზავრებთან" ერთად სცენაზე დგომა ახლაც უწევს თუ არა? და კიდევ, როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი (შეიძლება, ვცდები კიდეც). მაინტერესებს, ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის კულტურა მოეწონა ან რომელმა გა­აოცა? მის ძმას - გიგის გარდა უკრაინისა, რომელი ქვეყნის ქალები მოსწონდა?.. მინდა, ნინის წარმატებები ვუსურვო! ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანია".

ნინი დედალამაზიშვილი:

- ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. შვილი ხელს არაფერში მიშლის, პირიქით - მეხმარება და სტიმულს მაძლევს. იმიტომ მინდა, ჩემს საქმეში წარმატებული ვიყო, რომ სწორედ ელენეს ჰყავდეს რეალიზებული დედა... მართლაც, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თითოეულმა მათგანმა თავისებური გავლენა იქონია ჩემზე. ყველაზე უცნაურ ქალაქად სარაევო მომეჩვენა. იქ ომის შედეგად დაზიანებული ბევრი შენობა ვნახე, რომელსაც რესტავრაციასაც არ უკეთებენ. იცი, რატომ? - იმიტომ, რომ ახსოვდეთ ომი! ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა... რომი, პარიზი, სტამბოლი - ეს ქალაქები კი პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე. დაბოლოს, რაც შეეხება გიგის გემოვნებას, ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ. კითხვაზე ჩემი ძმა უკეთ გიპასუხებთ :))".

საოჯახო საქმეები და კულინარია

გიო:

"ძალიან ლამაზი გოგო ხარ. პირადად მე, მომწონხარ. დღეს გოგონების გარკვეული კატეგორია ბლატაობს იმით, რომ საოჯახო საქმეების კეთება არ იციან (მაგალითად, ჩემმა შეყვარებულმა კარტოფილის შეწვაც კი არ იცის და ეს ძალიან არ მომწონს), ზოგი კი პირიქით, კულინარობით იწონებს თავს. საინტერესოა, შენ რომელი ქალების კატეგორიას მიეკუთვნები? საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად, რისი გაკეთება გეხერხება? რისი კეთება ისწავლე მას მერე, რაც გათხოვდი? და საერთოდაც, შოუბიზნესის პოპულარული წარმომადგენლები სამზარეულოში ტრიალს "ტეხავოი პონტად" მიიჩნევთ თუ ყველა ერთნაირი არ არის? იმედია, პასუხის გაცემისას გულწრფელი იქნები. P.შ. მინდა, უფლის წყალობა გისურვო! შენს ლამაზ შვილსაც ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ!"

ნინი დედალამაზიშვილი:

- დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. მე მგონია, რომ სირცხვილია, როდესაც ქალმა საოჯახო საქმეების კეთება და არაფრის მომზადება არ იცის. ვფიქრობ, ეს ცუდი ტონია... პირადად მე, ყველაფრის გაკეთება მეხერხება. თუ რაღაც არ ვიცი, ამასაც ვისწავლი - ასეთ დროს დახმარების სათხოვნელად დედას ვურეკავ და ახალ-ახალ რეცეპტებს ვიწერ. სხვათა შორის, გემრიელი კერძები გამომდის.

"ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკი არ მინდა"

ეკუნა, 16 წლის:

"გამარჯობა. ნინი, ძალიან მომწონხარ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! შენთან ერთი კითხვა მაქვს: შეყვარებული ვარ და გამუდმებით იმას ჩამჩიჩინებენ, - ამ ასაკში გათხოვება ბომბზე ჯდომას უდრის, რადგან შესაძლოა, ბუდე მალევე დაგენგრეთ. როცა გაიზრდებით, გემოვნება შეგეცვლებათ, სხვა რაღაცები გახდება თქვენთვის ფასეული და ოჯახური ცხოვრებაც ყელში ამოგივათ. დაიცადეთ, "დაღვინდით" და მერეც თუ გეყვარებათ ერთმანეთი, გაჰყევი, ვინ დაგიშლისო?.. ასე ამბობენ, მაგრამ ისეც ხომ ხდება, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში შექმნილი ოჯახებიც ინგრევა? პირადად შენ, როდის დაუშვი შეცდომა? ალბათ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს არ მოისურვებ და მიზეზებზე საუბარსაც აარიდებ თავს, მაგრამ იქნებ ამ კითხვაზე მაინც მიპასუხო: ასაკი ცოლქმრულ ურთიერთობაში რას განსაზღვრავს? თქვენ რატომ ვერ გაუგეთ ერთმანეთს?.. მაინტერესებს, როგორც თანამედროვე წყვილების უმეტესობა, თქვენც მეგობრებად რჩებით? და კიდევ, როგორ ფიქრობ, 16 წლის ასაკში გათხოვება მართლა არ ღირს? პასუხისთვის წინასწარ გიხდი მადლობას!"

ნინი დედალამაზიშვილი:

- მართალი ხარ, ჩემს პირად ცხოვ­რებასა და ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკი არ მინდა. სხვა თუ არაფერი, ის ჩემი შვილის მამაა და ჩვენი ურთიერთობის განხილვას ვერ დავიწყებ... ეკუნა, მინდა გითხრა, რომ ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება, 15 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და ცხოვრების ბოლომდე ერთად იყოთ ან პირიქით - 30 წლის ასაკში გათხოვილს არ გაგიმართლოს, ოჯახი დაგენგრეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიო, არის ის, რომ არ არის აუცილებელი, ასე უცებ დაოჯახდეთ. ჯერ დააკვირდით ერთმანეთს, ბევრ რამეში გამოცადეთ ერთურთი და ეს ნაბიჯი მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით. წარმატებები!

"ოჯახის უსიყვარულოდ შექმნა დიდი სისულელეა"

ლაიმა, 19 წლის:

"ძალიან მინდა, თქვენს პოპულარულ რესპონდენტს ვთხოვო რჩევა. შეიძლება თქვას, - მე ვის რა რჩევა უნდა მივცე, ამ საქმეში კომპეტენტური არ ვარო, - მაგრამ მაინც ვთხოვ, ჩემთვის ორიოდე სიტყვის თქმა არ დაიზაროს. საქმე ის არის, რომ გათხოვილი გახლავართ მამაკაცზე, რომელიც არ მიყვარს. ვიდრე მას გავყვებოდი, შეყვარებული მყავდა. ერთხელაც, ძალიან ვიჩხუბეთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს აღარ უნდა შევხვედროდით. დაახლოებით 2 კვირა ვიყავით უმნიშვნელო რამის გამო გაბუტულები, მაგრამ ის ისე იქცეოდა, რომ მეგონა, ჩემკენ არასდროს მოიხედავდა; ჩემს ჯიბრზე, ჩემი სახლის წინ სხვა გოგონებთან ერთად გადი-გამოდიოდა ხოლმე. ჰოდა, ვიფიქრე, დავასწრებ და ოჯახს პირველი მე შევქმნი-მეთქი. მის ჯიბრზე გავყევი ცოლად ჩემს ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, რომელიც ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ რა ვქნა, რომ 5-თვიანი თანაცხოვრების შემდეგაც ძველ სიყვარულს მივტირი? რა ვქნა, თუ მას ვერ ვივიწყებ და ამის გამო, შოთას შეყვარებასაც ვერ ვახერხებ? არადა, ქმარი თან მყვება. გამუდმებით იმას ცდილობს, რაიმე მასიამოვნოს. მეშინია, რომ ერთ დღესაც ცდუნებას ვერ გავუძლებ და ოჯახი თავზე დამენგრევა. როგორ ამოვიგდო გულიდან საყვარელი ადამიანი და როგორ გავხდე ერთგული მეუღლე? როგორ ფიქრობ, სისულელე ჩავიდინე, როცა უსიყვარულოდ და თანაც - შეყვარებულის ჯიბრზე გადავდგი ასეთი სერიოზული ნაბიჯი?"

ნინი დედალამაზიშვილი:

- ნამდვილად რთული სიტუაციაა. საერთოდ, არავის ჯიბრზე არ უნდა დაიწყო ურთიერთობა სხვასთან, ამით მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. არ მჯერა შენი: თუ ერთი თვის წინ სხვა გიყვარდა და მეორე თვეში სხვაზე დაიწყე ფიქრი, ე.ი. არც ერთი გყვარებია და არც - მეორე. ჩემი აზრით, ოჯახის უსიყვარულოდ შექმნა დიდი სისულელეა".

"თავს განსაკუთრებულად ვუვლი..."

უცნობი:

"ნინი, ძალიან სიმპათიური ხარ, მაგრამ შენს ადრინდელ და ახლანდელ ფოტოებს რომ ვადარებ, ასე მგონია, შენც მიმართე პლასტიკურ ქირურგს რაღაცების გასალამაზებლად. ვცდები თუ სიმართლეა?.. კიდევ, მაინტერესებს, გიგის როგორი რეაქცია ჰქონდა ხოლმე, როცა შენი თაყვანისმცემლის შესახებ იგებდა? როცა პაემანზე უნდა წასულიყავი, ამ ამბავს ჩემ მსგავსად, ძმას საგულდაგულოდ ხომ არ უმალავდი? ოდესმე, მისი ძმაკაცი ხომ არ შეგყვარებია ან მას ხომ არ შეჰყვარებია შენი მეგობარი? ასეთი ახლობლის შეყვარება თქვენთვის რას ნიშნავს?"

ნინი დედალამაზიშვილი:

- თავს განსაკუთრებულად ვუვლი და ბოლო პერიოდში ეს ჩემს გარეგნობაზე აისახა კიდეც... გიგისთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მაქვს. ის ადეკვატური იყო მაშინაც, როცა იგებდა, რომ ვიღაცას მოვწონდი. ამის გამო მასთან პრობლემა არასდროს შემქმნია.

"ძალიან მინდოდა, გიგის ქართველი ცოლი ჰყოლოდა"

ნინა, 18 წლის:

"გამარჯობა. ნინი, შენი ოჯახი ძალიან მომწონს. დედაშენიც კი უსიმპათიურესი ადამიანია. მხოლოდ მამის შესახებ მაქვს მწირი ინფორმაცია... მაინტერესებს, რას იტყვი შენს რძალზე ანუ გიგის უკრაინელ მეუღლეზე? როგორი ადამიანია? როგორი ურთიერთობა აქვს მულთან და დედამთილთან? და კიდევ, შემთხვევით, ფეხმძიმედ ხომ არ არის? მართალია, ძალიან მინდოდა, გიგის ქართველი ცოლი ჰყოლოდა (ნუ, მე ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც :)), მაგრამ უკრაინელი "ქართველიც" მაგრად დამევასა... თუ საიდუმლო არ არის, შენს პირად ცხოვრებაშიც ხომ არ არის რაიმე სიახლე? მინდა, წარმატება გისურვო! უფალი ჰფარავდეს თქვენს ოჯახს. ძალიან მიყვარხართ!"

ნინი დედალამაზიშვილი:

- გმადლობ, ჩემს ოჯახზე ასე რომ ფიქრობ. მარინა მართლაც, იდეალური გოგოა! ძალიან მიყვარს. სიტყვა "რძალი" საშინლად არ მომწონს. მარინა რძალი კი არა, ჩვენი ოჯახის წევრია და ბედნიერი ვარ, გიგის მისნაირი მაგარი ცოლი რომ ჰყავს!.. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

დაბოლოს, ყველას მადლობას გიხდით თითოეული მესიჯისთვის, თბილი სიტყვებისთვის! წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება