მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვითხრობს ახალი წიგნი ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე
რას მოგვითხრობს ახალი წიგნი ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე

"თუ ძვე­ლი "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა" მე­ფე­ე­ბის ის­ტო­რი­აა, ახა­ლი "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა" ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ის­ტო­რი­აა" - ეს გახ­ლავთ იმ სამ­ტო­მე­უ­ლი გა­მო­ცე­მის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 6 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თა.

პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მი­მარ­თვე­ბი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბია თავ­მოყ­რი­ლი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის იმ პირ­ველ გა­მო­ცე­მა­თა სე­რი­ა­ში, რო­მელ­საც "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მი­მარ­თვე­ბი და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი" ქვია.

"ამ­ბე­ბი.გე" ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- რას გვე­ტყვით თქვენს ახალ პრო­ექ­ტზე?

- ეს იმ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ას დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­ამ­ზა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ნათ­ლე­ბა­სა და კულ­ტუ­რას კუ­რი­რებს. პრო­ექ­ტი უშუ­ა­ლოდ ქალ­ბა­ტონ­მა მზია ხო­სი­ტაშ­ვილ­მა (აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­ექ­ტის იდეა გუ­ლის­ხმობს, შევ­კრი­ბოთ და ერთ მთლი­ან კორ­პუ­სად ვაქ­ცი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას გა­კე­თე­ბუ­ლი მი­მარ­თვე­ბი, ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი, სა­ჯა­რო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ წუ­თა­საც შექ­მნის პრო­ცეს­შია და ამ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სამ­ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მით დაგ­ვირ­გვინ­და. რაც ერ­თგვა­რი პი­რუთ­ვნე­ლი ასახ­ვაა, ყო­ველ­გვა­რი გან­ხილ­ვე­ბი­სა და კო­მენ­ტა­რე­ბის გა­რე­შე იმ პე­რი­ო­დი­სა, რა პე­რი­ო­დიც სა­ქარ­თვე­ლომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მმარ­თვე­ლო­ბის დროს გა­ი­ა­რა.

- ე.ი. ასე­თი­ვე ნაშ­რო­მი სხვა პრე­ზი­დენ­ტებ­საც მი­ე­ძღვნე­ბათ?

- დიახ და არა მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტებს, გა­მო­ცე­მე­ბი მომ­ზად­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­ზე. ასე­თი პრაქ­ტი­კა მსოფ­ლიო სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და იქ უფრო ფარ­თოდ არის ამ მხრივ მუ­შა­ო­ბა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ჩვე­ნი ნაშ­რო­მიც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია.

ასე რომ, გა­მო­ი­ცა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სამ­ტო­მე­უ­ლი, სა­დაც მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი მა­სა­ლე­ბია ასა­ხუ­ლი.

- აღ­ნიშ­ნულ წიგნ­ში არ რის ფო­ტო­მას­ლა. რა­ტომ?

- მხო­ლოდ ტექ­სტურ მა­სა­ლა­ზეა ყვე­ლა­ფე­რი აგე­ბუ­ლი... გე­ტყვით, რომ ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ზეც და თით­ქმის უკვე და­ვას­რუ­ლეთ მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის გად­მო­ტა­ნა. შე­ვარ­დნა­ძის ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­ცე­მას წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­დე­ბა.

- წყა­რო ამ მა­სა­ლე­ბის­თვის ცხა­დია, ად­რე­უ­ლი წლე­ბის ქარ­თუ­ლი პრე­საა. თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, ალ­ბათ, მას­ზე უამ­რა­ვი მა­სა­ლა (გროზ­ნო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს ვგუ­ლის­ხმობ) და­კარ­გუ­ლია.

- კი, ეს ბა­ტონ­მა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­მაც აღ­ნიშ­ნა. გროზ­ნოს პე­რი­ოდს თუ ვინ­მე მი­აკ­ვლევს და მოგ­ვაწ­ვდის, მას­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დით და და­ნარ­თის სა­ხით გა­მოვ­ცემ­დით...

- თუ ის უკვე მა­შინ­დე­ლი რუ­სე­თის "კა­გე­ბეს" მიერ არ არის მი­ტა­ცე­ბუ­ლი...

- თუ ასეა, მა­შინ უძ­ლუ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ თუ მსგავ­სი მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნდე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმ დრო­ის შეხ­სე­ნე­ბაა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხმა პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია, რა­საც სულ მალე სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა რა სა­ხის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ო­და მა­შინ, რო­გო­რი მუ­შა­ო­ბის სტი­ლი არ­სე­ბობ­და, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ხში­რად ლე­გენ­დე­ბის ნა­წი­ლია ხოლ­მე. სი­მარ­თლე და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით არის ხში­რად მო­წო­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა აცო­ცხლებს იმ პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას გვახ­სოვს, მაგ­რამ ბევ­რი რამ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი არ გვაქვს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რას მოგვითხრობს ახალი წიგნი ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე

რას მოგვითხრობს ახალი წიგნი ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე

"თუ ძველი "ქართლის ცხოვრება" მეფეების ისტორიაა, ახალი "ქართლის ცხოვრება" ხალხის არჩეული სახელმწიფოს ხელმძღვანელების ისტორიაა" - ეს გახლავთ იმ სამტომეული გამოცემის წინასიტყვაობა, რომლის პრეზენტაციაც 6 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები, ინტერვიუებია თავმოყრილი ეროვნული ბიბლიოთეკის იმ პირველ გამოცემათა სერიაში, რომელსაც "საქართველოს სახელმწიფო ხელმძღვანელების ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები" ქვია.

"ამბები.გე" ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს დაუკავშირდა.

- რას გვეტყვით თქვენს ახალ პროექტზე?

- ეს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ემზარ ჯგერენაიას დეპარტამენტმა მოამზადა. აღნიშნული განყოფილება ეროვნულ ბიბლიოთეკაში განათლებასა და კულტურას კურირებს. პროექტი უშუალოდ ქალბატონმა მზია ხოსიტაშვილმა (აღნიშნული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი) განახორციელა. პროექტის იდეა გულისხმობს, შევკრიბოთ და ერთ მთლიან კორპუსად ვაქციოთ საქართველოს პირველი პირების მოღვაწეობისას გაკეთებული მიმართვები, ბრძანებულებები, დოკუმენტები, განცხადებები და ოფიციალური, საჯარო ინტერვიუები. ეს ყველაფერი ამ წუთასაც შექმნის პროცესშია და ამ შემთხვევაში პირველი ნაწილი ზვიად გამსახურდიას სამტომეულის გამოცემით დაგვირგვინდა. რაც ერთგვარი პირუთვნელი ასახვაა, ყოველგვარი განხილვებისა და კომენტარების გარეშე იმ პერიოდისა, რა პერიოდიც საქართველომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გაიარა.

- ე.ი. ასეთივე ნაშრომი სხვა პრეზიდენტებსაც მიეძღვნებათ?

- დიახ და არა მარტო პრეზიდენტებს, გამოცემები მომზადდება პარლამენტის თავმჯდომარეებსა და პრემიერ-მინისტრებზე. ასეთი პრაქტიკა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და იქ უფრო ფართოდ არის ამ მხრივ მუშაობა გაჩაღებული, თუმცა ეს ჩვენი ნაშრომიც ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ასე რომ, გამოიცა ზვიად გამსახურდიას სამტომეული, სადაც მისი პრეზიდენტობის დროინდელი მასალებია ასახული.

- აღნიშნულ წიგნში არ რის ფოტომასლა. რატომ?

- მხოლოდ ტექსტურ მასალაზეა ყველაფერი აგებული... გეტყვით, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა შევარდნაძის პერიოდზეც და თითქმის უკვე დავასრულეთ მისი ინტერვიუების გადმოტანა. შევარდნაძის ტომეულების გამოცემას წელიწადი დასჭირდება.

- წყარო ამ მასალებისთვის ცხადია, ადრეული წლების ქართული პრესაა. თუმცა, რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, ალბათ, მასზე უამრავი მასალა (გროზნოში ყოფნის პერიოდს ვგულისხმობ) დაკარგულია.

- კი, ეს ბატონმა ცოტნე გამსახურდიამაც აღნიშნა. გროზნოს პერიოდს თუ ვინმე მიაკვლევს და მოგვაწვდის, მასზე სიამოვნებით ვიმუშავებდით და დანართის სახით გამოვცემდით...

- თუ ის უკვე მაშინდელი რუსეთის "კაგებეს" მიერ არ არის მიტაცებული...

- თუ ასეა, მაშინ უძლურები ვართ, მაგრამ თუ მსგავსი მასალა აღმოჩნდება, სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ... მოკლედ, ეს ყველაფერი ადამიანებისთვის იმ დროის შეხსენებაა, როდესაც ქვეყანაში ხალხმა პირველი პრეზიდენტი აირჩია, რასაც სულ მალე სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა.

ალბათ, საინტერესოა რა სახის ბრძანებულები გამოდიოდა მაშინ, როგორი მუშაობის სტილი არსებობდა, ინტერვიუები... ეს ყველაფერი ხშირად ლეგენდების ნაწილია ხოლმე. სიმართლე დამახინჯებული ფორმით არის ხშირად მოწოდებული. ამიტომ, აღნიშნული გამოცემა აცოცხლებს იმ პერიოდს, რომელიც ბუნებრივია, ყველას გვახსოვს, მაგრამ ბევრი რამ გაანალიზებული არ გვაქვს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია