კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სადუნიშვილის სკანდალები ამჯერად "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდება?
სადუნიშვილის სკანდალები ამჯერად "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდება?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ "რე­დი­სონ­ში" გა­მარ­თულ ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში ისევ გა­მოჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ თიკო ისევ ბრუნ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ოღონდ ამ­ჯე­რად არხი შე­იც­ვა­ლა. ის გა­და­ცე­მას "რუს­თა­ვი 2"-ზე წა­იყ­ვანს.

თიკო ბო­ლოს "იმედ­ზე" მუ­შა­ობ­და, სა­დაც გა­და­ცე­მა "თბი­ლი­სი ლა­ი­ვი" მიჰ­ყავ­და. გა­და­ცე­მის პრო­დუ­სე­რი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის მე­უღ­ლე ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე იყო, რო­მელ­თა­ნაც თი­კოს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, მან "ტე­ლე­ი­მე­დი" და­ტო­ვა.

– თიკო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ზე ახალ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვან?

– არა, ჯერ­ჯე­რო­ბით, პი­ლოტს ვამ­ზა­დებთ, გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რი არ არის. მო­სამ­ზა­დე­ბელ გა­და­ცე­მებს ვწერთ, თვის ბო­ლოს გა­ირ­კვე­ვა, გავა თუ არა ჩემი გა­და­ცე­მა "რუს­თა­ვი 2"-ზე.

– იგი­ვე ჯგუფ­თან ერ­თად ამ­ზა­დებ გა­და­ცე­მას? იგი­ვე ში­ნა­არ­სის იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო "თბი­ლი­სი ლა­ი­ვი"?

– იგი­ვე ჯგუფ­თან ერ­თად ვა­კე­თებ, გა­და­ცე­მა­საც იგი­ვე სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა.

– ყვე­ლა ამ­ბობს, რომ კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თბი­ლის­ში აღარ ტარ­დე­ბა, ამ პი­რო­ბებ­ში რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" მომ­ზა­დე­ბა?

– მე მე­გო­ნა, რომ მარ­თლა არა­ფე­რი ტარ­დე­ბო­და. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ტარ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მე არ მპა­ტი­ჟე­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ყა­ვი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, კლუ­ბე­ბი შე­მოგ­ვაკ­ლდა უბ­რა­ლოდ.

– რა­ტომ აღარ გპა­ტი­ჟე­ბენ, შენც პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს ხომ არ უკავ­ში­რებ ამას, რო­გორც სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?

– არა მგო­ნია პო­ლი­ტი­კის გამო იყოს ასე. ლო­გი­კუ­რია, როცა რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ხარ, სა­ჭი­რო ფი­გუ­რა ხარ, შე­სა­ბა­მი­სად VIP-სი­ა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ხარ, მით უმე­ტეს შენს სფე­რო­ში, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სი­უ­ჟე­ტი გა­ა­კე­თო ან გა­აკ­რი­ტი­კო ამა თუ იმ დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბა. უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლია ასე­თი ადა­მი­ა­ნის და­პა­ტი­ჟე­ბა. გა­და­ცე­მა არ მქონ­და და იმი­ტომ არ მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, ადეკ­ვა­ტუ­რად ვი­ღებ­დი ამას, მაგ­რამ მა­ინც მწყინ­და.

– სტუმ­რის სტა­ტუ­სი­თაც არ გე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ...

– ეს მე­გობ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არ მიკ­ვირს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სადუნიშვილის სკანდალები ამჯერად "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდება?

სადუნიშვილის სკანდალები ამჯერად "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდება?

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი რამდენიმე დღის წინ "რედისონში" გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტის ამპლუაში ისევ გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ თიკო ისევ ბრუნდება ტელევიზიაში, ოღონდ ამჯერად არხი შეიცვალა. ის გადაცემას "რუსთავი 2"-ზე წაიყვანს.

თიკო ბოლოს ”იმედზე” მუშაობდა, სადაც გადაცემა "თბილისი ლაივი" მიჰყავდა. გადაცემის პროდუსერი გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე იყო, რომელთანაც თიკოს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მან "ტელეიმედი" დატოვა.

– თიკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ზე ახალ გადაცემას წაიყვან?

– არა, ჯერჯერობით, პილოტს ვამზადებთ, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მოსამზადებელ გადაცემებს ვწერთ, თვის ბოლოს გაირკვევა, გავა თუ არა ჩემი გადაცემა "რუსთავი 2"-ზე.

– იგივე ჯგუფთან ერთად ამზადებ გადაცემას? იგივე შინაარსის იქნება, როგორიც იყო ”თბილისი ლაივი”?

– იგივე ჯგუფთან ერთად ვაკეთებ, გადაცემასაც იგივე სახელი დარჩება.

– ყველა ამბობს, რომ კულტურული ღონისძიებები თბილისში აღარ ტარდება, ამ პირობებში რთული არ იქნება ყოველკვირეულად "თბილისი ლაივის" მომზადება?

– მე მეგონა, რომ მართლა არაფერი ტარდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტარდება ღონისძიებები და მე არ მპატიჟებენ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი წიგნის პრეზენტაციაზე, კლუბები შემოგვაკლდა უბრალოდ.

– რატომ აღარ გპატიჟებენ, შენც პოლიტიკურ ცვლილებებს ხომ არ უკავშირებ ამას, როგორც სხვა ცნობილი ადამიანები?

– არა მგონია პოლიტიკის გამო იყოს ასე. ლოგიკურია, როცა რეიტინგული გადაცემის წამყვანი ხარ, საჭირო ფიგურა ხარ, შესაბამისად VIP-სიაში პირველ ადგილზე ხარ, მით უმეტეს შენს სფეროში, თუნდაც იმიტომ, რომ სიუჟეტი გააკეთო ან გააკრიტიკო ამა თუ იმ დიზაინერის ჩვენება. უფრო პრესტიჟულია ასეთი ადამიანის დაპატიჟება. გადაცემა არ მქონდა და იმიტომ არ მეპატიჟებოდნენ, ადეკვატურად ვიღებდი ამას, მაგრამ მაინც მწყინდა.

– სტუმრის სტატუსითაც არ გეპატიჟებოდნენ...

– ეს მეგობრობაზეა დამოკიდებული და არ მიკვირს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება