საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენც გვყავს პრესმდივანი - პრეზიდენტის პასუხი პუტინთან შესაძლო შეხვედრის თემაზე
ჩვენც გვყავს პრესმდივანი - პრეზიდენტის პასუხი პუტინთან შესაძლო შეხვედრის თემაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლად­მი­ერ პუ­ტი­ნის პრესმდივ­ნის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თი­ნა­თინ მჟა­ვა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის არა­ნა­ი­რი ვი­ზი­ტი და­გეგ­მი­ლი არ არის.

"პუ­ტი­ნის პრესმდივ­ნის, პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ზე გე­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არა­ნა­ი­რი ვი­ზი­ტი არ იგეგ­მე­ბა და ეს სა­კი­თხი არც გან­ხი­ლუ­ლა. ვერ გე­ტყვით, რა ფორ­მუ­ლი­რე­ბით იყო კი­თხვა დას­მუ­ლი, ჩვენ რაც ვნა­ხეთ, იყო პეს­კო­ვის პა­სუ­ხი, რომ პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ეს სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ მჟა­ვა­ნა­ძემ.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თი­ნა­თინ მჟა­ვა­ნა­ძემ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრე­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­და­ა­მი­სა­მარ­თა.

"გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის მიერ, შე­სა­ბა­მი­სად ამ სა­კი­თხზე პა­სუხს გაგ­ცემთ თი­ნა­თინ მჟა­ვა­ნა­ძე. ჩვენც გვყავს პრესმდი­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "როცა იქ­ნე­ბა რა­ი­მე ტი­პის სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ვუ­პა­სუ­ხებთ მას".

რუ­სულ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა სოჭ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჩვენც გვყავს პრესმდივანი - პრეზიდენტის პასუხი პუტინთან შესაძლო შეხვედრის თემაზე

ჩვენც გვყავს პრესმდივანი - პრეზიდენტის პასუხი პუტინთან შესაძლო შეხვედრის თემაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადმიერ პუტინის პრესმდივნის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ მჟავანაძემ განუცხადა, პრეზიდენტის არანაირი ვიზიტი დაგეგმილი არ არის.

"პუტინის პრესმდივნის, პესკოვის განცხადებაზე გეტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტს არანაირი ვიზიტი არ იგეგმება და ეს საკითხი არც განხილულა. ვერ გეტყვით, რა ფორმულირებით იყო კითხვა დასმული, ჩვენ რაც ვნახეთ, იყო პესკოვის პასუხი, რომ პრეზიდენტების შეხვედრა არ გამოირიცხება, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს ადმინისტრაციაში ეს საკითხი განხილული არ ყოფილა", - განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თინათინ მჟავანაძემ მედიასთან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტები პრესამსახურის უფროსთან თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაამისამართა.

"განცხადება გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ, შესაბამისად ამ საკითხზე პასუხს გაგცემთ თინათინ მჟავანაძე. ჩვენც გვყავს პრესმდივანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, "როცა იქნება რაიმე ტიპის სერიოზული განცხადება, ბუნებრივია, რომ ვუპასუხებთ მას".

რუსულმა სააგენტოებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა