მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პირობები დახვდათ ქართველ ჟურნალისტებს სოჭში
რა პირობები დახვდათ ქართველ ჟურნალისტებს სოჭში

2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე აკ­რე­დი­ტე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებს სოჭ­ში რთუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი დახ­ვდათ. რო­გორც გა­ზეთ "ლე­ლოს" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სო­ჭი­დან იუ­წყე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტთა და­სახ­ლე­ბა­ში სას­ტუმ­როს რე­მონ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და გა­უ­მარ­თა­ვია ინ­ტერ­ნე­ტის მუ­შა­ო­ბა.

"პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, რაც სას­ტუმ­რო­ში შე­სახ­ლე­ბის დროს დაგ­ვხვდა, ის არის, რომ სას­ტუმ­როს შე­ნო­ბებს ჯერ კი­დევ გა­რე­დან არე­მონ­ტებ­დნენ, თურ­მე შიგ­ნი­თაც ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სას­ტუმ­როს ნო­მე­რი, სა­დაც ჩვე­ნამ­დე, რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ცხოვ­რობ­და, სა­შინ­ლად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი და არე­უ­ლი დაგ­ვხვდა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს ინ­ტერ­ნე­ტი და გა­ზე­თის­თვის მა­სა­ლის გად­მო­სა­ცე­მად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და", - აცხა­დებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

მისი თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, ერთ და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ და ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ამას­თან, "ლე­ლოს" რე­დაქ­ტო­რის თქმით, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე მყოფ ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით ექ­ცე­ვი­ან, რა­საც დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ.

"ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში, სა­დაც სპორ­ტსმე­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რო­გორც ჩვენ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, შე­და­რე­ბით კარ­გი პი­რო­ბე­ბია. სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ ძა­ლი­ან გულ­თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ი­სად­მი, რო­გორც ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში, ისე გა­რეთ", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა პირობები დახვდათ ქართველ ჟურნალისტებს სოჭში

რა პირობები დახვდათ ქართველ ჟურნალისტებს სოჭში

2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს სოჭში რთული სამუშაო პირობები დახვდათ. როგორც გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან იუწყება, ჟურნალისტთა დასახლებაში სასტუმროს რემონტი დასრულებული არ არის და გაუმართავია ინტერნეტის მუშაობა.

"პირველი პრობლემა, რაც სასტუმროში შესახლების დროს დაგვხვდა, ის არის, რომ სასტუმროს შენობებს ჯერ კიდევ გარედან არემონტებდნენ, თურმე შიგნითაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სასტუმროს ნომერი, სადაც ჩვენამდე, როგორც ჩანს, ვიღაც ცხოვრობდა, საშინლად დაბინძურებული და არეული დაგვხვდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამართულად არ მუშაობს ინტერნეტი და გაზეთისთვის მასალის გადმოსაცემად დიდი ძალისხმევა დამჭირდა", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებიან, ერთ დასახლებაში ცხოვრობენ და ყველას ერთნაირი პრობლემები აქვს.

ამასთან, "ლელოს" რედაქტორის თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე მყოფ ქართულ დელეგაციას განსაკუთრებული ყურადღებით ექცევიან, რასაც დელეგაციის წევრებიც ადასტურებენ.

"ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები იმყოფებიან, როგორც ჩვენმა ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, შედარებით კარგი პირობებია. საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, მათ აღნიშნეს, რომ ძალიან გულთბილი დამოკიდებულებაა ჩვენი დელეგაციისადმი, როგორც ოლიმპიურ სოფელში, ისე გარეთ", - განაცხადა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები